მთაწმინდის პარკს დამსვენებლები ტოვებენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" მთაწმინდის პარკის თანამშრომელმა განუცხადა, პარკის ტერიტორიაზე ხანძარი გავრცელებული არ არის, თუმცა, ძლიერი კვამლია.
პარკში ევაკუაცია ამ ეტაპზე არ გამოცხადებულა, თუმცა, დამსვენებლები ტერიტორიას საკუთარი ინიციატივით ტოვებენ.
მთაწმინდაზე იმყოფება თბილისის მერი დავით ნარმანია, რომელიც სიტუაციას ადგილზე ეცნობა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ წუთებში 40 მეხანძრე-მაშველი ცდილობს. ადგილზე მობილიზებულია შვიდი სახანძრო მანქანა. თუმცა ცეცხლი მიუდგომელ ადგილზეა და შესაძლოა მის ჩასაქრობად ვერტმფრენის გამოძახება გახდეს საჭირო.
იხილეთ ვიდეო: მთაწმინდის პარკს დამსვენებლები ტოვებენ - ადგილზე დავით ნარმანია იმყოფება