კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

ერთ თვე­ში სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში ახა­ლი სას­წავ­ლო წელი და­ი­წყე­ბა. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა სი­ახ­ლე­ე­ბი ელით მოს­წავ­ლე­ებს სექ­ტებ­რი­დან სკო­ლებ­ში - ამ და სხვა სა­კი­თხებ­ზე სა­სა­უბ­როდ, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ლია გი­გა­ურს მივ­მარ­თეთ.

- გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ბოლო ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლებს ბევ­რი სი­ახ­ლე შეს­თა­ვა­ზა. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ყუ­რა­დღე­ბა მი­ექ­ცა სკო­ლე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით: სა­ინ­ტე­რე­სო სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბა, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის და ჯან­სა­ღი კვე­ბის მხარ­და­ჭე­რა, სკო­ლის მე­ნე­ჯმენ­ტის და მას­წავ­ლებ­ლე­ბის პრო­ფე­სი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის ახა­ლი მო­დე­ლი და სხვა.

სა­ინ­ტე­რე­სო სას­კო­ლო ცხოვ­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ერთ-ერთი მას­შტა­ბუ­რი ინი­ცი­ა­ტი­ვა სკო­ლებ­ში "თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბის" და­ნერგვაა. ეს გაკ­ვე­თი­ლე­ბი VII-VIII კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის მათი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ბა­მი­სად იგეგ­მე­ბა და წარ­მო­ად­გენს კლას­გა­რე­შე/არა­ფორ­მა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბე­ბის ციკლს, რომ­ლის ში­ნა­არ­სი და სწავ­ლე­ბის მე­თო­დო­ლო­გია გან­სხვავ­დე­ბა ტი­პი­უ­რი სა­გაკ­ვე­თი­ლო პრო­ცე­სი­სა­გან. თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი სრუ­ლად ფი­ნანსდე­ბა სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან. მინ­და გი­თხრათ, რომ დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით, აღ­ნიშ­ნულ გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩარ­თუ­ლია 900 სკო­ლის 45 000-ზე მეტი მოს­წავ­ლე. მო­თხოვ­ნა 2000-ზე მეტ­მა სკო­ლამ წარ­მო­ად­გი­ნა. პრო­ექ­ტე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა გაგ­რძელ­დე­ბა და თა­ვი­სუ­ფა­ლი გაკ­ვე­თი­ლებ­ში ჩარ­თუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა სექ­ტემ­ბრი­დან გა­ორ­მაგ­დე­ბა.

გა­სულ სას­წავ­ლო წელს ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სი­ახ­ლე ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია იყო. პირ­ველ რიგ­ში სა­ხა­ლი­სო სპორ­ტულ აქ­ტი­ვო­ბებ­ზე და­ვი­წყეთ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქ­ცენ­ტი­რე­ბა, რაც კი­დევ უფრო მე­ტად გაძ­ლი­ერ­დე­ბა ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან. სპორ­ტის მას­წავ­ლებ­ლებ­თან პა­რა­ლე­ლუ­რად პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სპე­ცი­ა­ლუ­რად გა­დამ­ზა­დე­ბუ­ლი მან­და­ტუ­რე­ბი ჩა­ერ­თნენ და ფაქ­ტობ­რი­ვად, ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლად 430 სა­ჯა­რო სკო­ლის 5000-მდე ბავ­შვი სხვა­დას­ხვა აქ­ტი­ვო­ბებ­ში იყო ჩარ­თუ­ლი. ეს პროგ­რა­მა უფრო აქ­ტი­უ­რად და­ი­წყო გა­ზა­ფხულ­ზე, და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პი­ლო­ტი­რე­ბა წარ­მა­ტე­ბუ­ლი გა­მოდ­გა. სექ­ტემ­ბრი­დან ეს აქ­ტი­ვო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში ყვე­ლა ასა­კის მოს­წავ­ლის­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი გახ­დე­ბა.

რად­გან ცხოვ­რე­ბის ჯან­საღ წეს­ზე და­ვი­წყეთ სა­უ­ბა­რი, მე­ო­რე მი­მარ­თუ­ლე­ბა­საც უნდა შე­ვე­ხოთ, რო­მე­ლიც არა­ნაკ­ლებ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. კერ­ძოდ, ჯან­სა­ღი სას­კო­ლო კვე­ბა. სკო­ლის ბუ­ფე­ტე­ბის მი­მართ გამ­კაცრ­და მო­თხოვ­ნე­ბი, სას­კო­ლო ბუ­ფე­ტებ­მა და სა­სა­დი­ლო­ებ­მა მოს­წავ­ლე­ებს მხო­ლოდ ჯან­სა­ღი მე­ნიუ უნდა შეს­თა­ვა­ზონ. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მო­ნი­ტო­რინ­გი გამ­კაცრ­დე­ბა.

ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია უკვე ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი ბა­ნა­კე­ბის პროგ­რა­მა. 2017 წლის ზამ­თრის და ზა­ფხუ­ლის პროგ­რა­მე­ბი 10 000-ზე მეტი ბავ­შვის­თვის და­ი­გეგ­მა. სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ორ­გა­ნი­ზე­ბულ ზამ­თრის თუ სა­ზა­ფხუ­ლო ბა­ნა­კე­ბის სერ­ვი­სე­ბით მათ­მა დიდ­მა ნა­წილ­მა უკვე ისარ­გებ­ლა. ამ ეტაპ­ზე ასა­კი შე­მო­სა­ზღვრუ­ლია მეშ­ვი­დე, მერ­ვე და მე­ცხრე კლა­სის მოს­წავ­ლე­ე­ბით სხვა­დას­ხვა სო­ცი­ა­ლუ­რი კა­ტე­გო­რი­ი­დან. სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი ბა­ნა­კე­ბის პროგ­რა­მე­ბი ორი­ე­ტი­რე­ბუ­ლია მოს­წავ­ლე­თა სო­ცი­ა­ლურ ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე, ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ზე, პატ­რი­ო­ტუ­ლი სუ­ლის­კვე­თე­ბის ამაღ­ლე­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რე­ბი ეთ­ნი­კუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ა­ზე. ძა­ლი­ან დი­დია მო­თხოვ­ნა მა­ნა­ვის სამ­ხედ­რო ბა­ზა­ზე და ქუ­თა­ი­სის კა­დეტ­თა ლი­ცე­უმ­ში გან­თავ­სე­ბულ ბა­ნა­კებ­ზე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს­თან და ბავ­შვთა და ახალ­გაზ­რდო­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­მა­ვალ­ში ვგეგ­მავთ, რომ ამ პრო­ექ­ტის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რამ­დენ­ჯერ­მე გავ­ზარ­დოთ.

- რაც შე­ე­ხე­ბა სი­ახ­ლე­ებს, რო­მე­ლიც 2017 წლის სას­წავ­ლო წლის და­წყე­ბი­დან იგეგ­მე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სკო­ლებ­ში...

- 2017 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან სკო­ლებ­ში და­ი­წყე­ბა ახა­ლი პრო­ექ­ტი - შრო­მი­თი უნა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მა, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­უ­ლი კო­ლე­ჯე­ბი სკო­ლებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით სკო­ლის ბა­ზა­ზე გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლე­ბენ. ეს გახ­ლავთ სხვა­დას­ხვა სა­ხე­ლო­ბო მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბის მი­ხედ­ვით თე­მა­ტუ­რი მო­დუ­ლე­ბის სწავ­ლე­ბა, კონ­კრე­ტულ სკო­ლის მო­თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე, ანუ თა­ნა­მედ­რო­ვე შრო­მის გაკ­ვე­თი­ლე­ბი. სკო­ლებ­ში მო­ე­წყო­ბა მი­ნი­მა­ლუ­რი ბაზა, სა­დაც სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის მოს­წავ­ლე­ებს მათ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო პრო­ფე­სი­ის სა­ბა­ზი­სო უნა­რე­ბის შე­სა­ძე­ნად პრაქ­ტი­კუ­ლი გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­უ­ტარ­დე­ბათ. აქამ­დე სკო­ლებს და პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს ასე­თი ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტი არ ქო­ნი­ათ.

ასე­ვე, ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­დან უფრო მას­შტა­ბუ­რი გახ­დე­ბა სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბის პროგ­რა­მა, რო­მე­ლიც კვლავ და­ფი­ნანსდე­ბა. ფარ­თოვ­დე­ბა იმ ად­გი­ლე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, სა­დაც შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს სას­კო­ლო-სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო ექ­სკურ­სი­ე­ბი. მუ­ზე­უ­მებს და­ე­მა­ტე­ბა გე­ოგ­რა­ფი­უ­ლად სა­ინ­ტე­რე­სო ად­გი­ლე­ბი, ის­ტო­რი­უ­ლი ად­გი­ლე­ბი, ეროვ­ნულ პარ­კე­ბი და ნაკ­რძა­ლე­ბი და სხვა.

- რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი სა­უბ­რობ­და წიგ­ნე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა­ზე, ამ მხრივ რა სი­ახ­ლე­ე­ბია?

- მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ სა­მი­ნის­ტრომ უკვე გა­მო­ა­ცხა­და 1-6 კლა­სის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის კონ­კურ­სი. ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან შევა სკო­ლებ­ში. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბი­თაც ორი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცვლი­ლე­ბა გვაქვს: პირ­ვე­ლი - სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი არ­სე­ბი­თად გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ში­ნა­არ­სობ­რი­ვად, ვი­ნა­ი­დან პროგ­რა­მე­ბი არის გან­ტვირ­თუ­ლი, ამას­თან შე­ფა­სე­ბა მოხ­დე­ბა უფრო ბევ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კრი­ტე­რი­უ­მე­ბის მი­ხედ­ვით.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­ფა­სე­ბა­ში პირ­ვე­ლად ჩარ­თუ­ლი იქ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა - ავ­ტო­რე­ბის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პრო­ექ­ტე­ბი გან­თავ­სდე­ბა გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ვებგ­ვერ­დზე და ხელ­მი­საწ­ვდო­მი იქ­ნე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პი­რი­სათ­ვის, რო­მელ­თაც შე­ეძ­ლე­ბათ, რომ თა­ვი­სი შე­ნიშ­ვნე­ბი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და შე­ფა­სე­ბე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზონ. ყო­ვე­ლი­ვე ეს სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს,რომ 1-6 კლა­სის მოს­წავ­ლე­ებს 2018 წლის სექ­ტემ­ბრი­დან უფრო მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი შევ­თა­ვა­ზოთ.

მე­ო­რე მხრივ, ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ტექ­ნი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი იქ­ნე­ბა გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, წონა შემ­სუ­ბუ­ქე­ბუ­ლი, ქა­ღალ­დი და შრიფ­ტი უკე­თე­სი, ფე­რე­ბი, ილუსტრა­ცი­ის და ტექ­სტი გან­ლა­გე­ბა აღ­ქმის თვალ­საზ­რი­სით კი ეფექ­ტუ­რი, რად­გან ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ფსი­ქო­ლო­გებ­თან და ჯან­დაც­ვის ექ­სპერ­ტებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით საკ­მა­ოდ მკაც­რი შე­ფა­სე­ბის კრი­ტე­რი­უ­მე­ბი შე­მუ­შავ­და.

- მი­ნის­ტრმა ასე­ვე გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ელექტრო­ნულ ვერ­სი­ა­ზე...

- ჩან­თის სიმ­ძი­მის პრობ­ლე­მა მო­მა­ვალ­ში მოს­წავ­ლე­ებს ნაკ­ლე­ბად შე­ა­წუ­ხებთ, რად­გან კი­დევ ერთი სი­ახ­ლე არის სწო­რედ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბის შექ­მნა და გან­თავ­სე­ბა, რო­გორც მოს­წავ­ლე­ბის ბუ­კებ­ში, ასე­ვე სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე, რათა ყვე­ლა მოს­წავ­ლი­სათ­ვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. თუმ­ცა, სრუ­ლად ელექტრო­ნულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ზე გა­დას­ვლა, მი­თუ­მე­ტეს და­წყე­ბით კლა­სებ­ში, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი არ არის. თი­თო­ე­ულ­მა მას­წავ­ლე­ბელ­მა ისე უნდა და­ა­რე­გუ­ლი­როს ეს სა­კი­თხი, რომ მოს­წავ­ლე­ებს ჰქონ­დეთ ჩა­ნაც­ვლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა და არ მო­უ­წი­ოთ ყო­ველ­დღე დატ­ვირ­თუ­ლი ჩან­თით სი­ა­რუ­ლი. ელექტრო­ნუ­ლი ვერ­სი­ე­ბი ნა­ბეჭ­დი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მომ­ზად­დე­ბა და 2018-2019 სას­წავ­ლო წლი­დან აიტ­ვირ­თე­ბა.

- სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის კრი­ტი­კა და­იმ­სა­ხუ­რა სკო­ლებ­ში ახა­ლი საგ­ნის "მე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის" სწავ­ლე­ბის და­მა­ტე­ბამ, ამ ეტაპ­ზე რა ხდე­ბა?

- ხმა­უ­რი, რაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ საგ­ნის ირ­გვლის შე­იქ­მნა, და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყო არა საგ­ნის ში­ნა­არსთან, არა­მედ იმ ეჭ­ვებ­თან, რომ ამ საგ­ნის იქით რა­ღაც არის... ვინც ამ საგ­ნის სტან­დარ­ტი წა­ი­კი­თხა, ყვე­ლა დარ­წმუნ­და იმა­ში, რომ სა­გან­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი თე­მე­ბია და­ფა­რუ­ლი, ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა ჩემი ოჯა­ხი, ჩემი სკო­ლა, ჩემი სა­ხელ­მწი­ფო, რო­გორ და­ვიც­ვათ ჰი­გი­ე­ნა რომ ვი­ყოთ ჯან­მრთე­ლე­ბი, რო­გორ და­ვიც­ვათ ოჯა­ხის რე­სურ­სე­ბი, რო­გორ და­ვიც­ვათ მოძ­რა­ო­ბის წე­სე­ბი ქუ­ჩა­ში და ა.შ. ეს სა­გა­ნი ბავ­შვებს მათი ასა­კის შე­სა­ბა­მი­სად მა­იწ­ვდის ინ­ფორ­მა­ცის ჩა­მოთ­ვლილ სა­კი­თხებ­ზე.

ავ­ტო­რებს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი ჯერ არ წარ­მო­უდ­გე­ნი­ათ. ამ საგ­ნის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც კონ­კურ­სის წე­სით შე­ირ­ჩე­ვა. რო­გორც გი­თხა­რით, უკვე გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კონ­კურ­სი. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს პრო­ექ­ტი გან­თავ­სდე­ბა სა­მი­ნის­ტროს ვებ-გვერ­დზე და იქ­ნე­ბა სა­ერ­თო შე­ფა­სე­ბის თემა. ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი პირი შეძ­ლებს წი­ნას­წარ, გრი­ფი­რე­ბამ­დე გა­ეც­ნოს ში­ნა­არსს და თა­ვი­სი შე­ფა­სე­ბე­ბი მოგ­ვა­წო­დოს.

ესა­უბ­რა თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

რა სიახლეები ელით სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლიდან - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

ერთ თვეში საქართველოს სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყება. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა სიახლეები ელით მოსწავლეებს სექტებრიდან სკოლებში - ამ და სხვა საკითხებზე სასაუბროდ, განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს მივმართეთ.

- განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სკოლებს ბევრი სიახლე შესთავაზა. განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სკოლების გაძლიერებას რამდენიმე მიმართულებით: საინტერესო სასკოლო ცხოვრება, ჯანსაღი ცხოვრების წესის და ჯანსაღი კვების მხარდაჭერა, სკოლის მენეჯმენტის და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ახალი მოდელი და სხვა.

საინტერესო სასკოლო ცხოვრების მიმართულებით ერთ-ერთი მასშტაბური ინიციატივა სკოლებში "თავისუფალი გაკვეთილების" დანერგვაა. ეს გაკვეთილები VII-VIII კლასის მოსწავლეებისთვის მათი ინტერესების შესაბამისად იგეგმება და წარმოადგენს კლასგარეშე/არაფორმალური აქტივობების ციკლს, რომლის შინაარსი და სწავლების მეთოდოლოგია განსხვავდება ტიპიური საგაკვეთილო პროცესისაგან. თავისუფალი გაკვეთილები სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი მდგომარეობით, აღნიშნულ გაკვეთილებში ჩართულია 900 სკოლის 45 000-ზე მეტი მოსწავლე. მოთხოვნა 2000-ზე მეტმა სკოლამ წარმოადგინა. პროექტების დაფინანსება გაგრძელდება და თავისუფალი გაკვეთილებში ჩართული მოსწავლეების რაოდენობა სექტემბრიდან გაორმაგდება.

გასულ სასწავლო წელს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სიახლე ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია იყო. პირველ რიგში სახალისო სპორტულ აქტივობებზე დავიწყეთ განსაკუთრებული აქცენტირება, რაც კიდევ უფრო მეტად გაძლიერდება ახალი სასწავლო წლიდან. სპორტის მასწავლებლებთან პარალელურად პროგრამის განხორციელებაში სპეციალურად გადამზადებული მანდატურები ჩაერთნენ და ფაქტობრივად, ყოველკვირეულად 430 საჯარო სკოლის 5000-მდე ბავშვი სხვადასხვა აქტივობებში იყო ჩართული. ეს პროგრამა უფრო აქტიურად დაიწყო გაზაფხულზე, და შეიძლება ითქვას, რომ პილოტირება წარმატებული გამოდგა. სექტემბრიდან ეს აქტივობები საქართველოს სკოლებში ყველა ასაკის მოსწავლისთვის ხელმისაწვდომი გახდება.

რადგან ცხოვრების ჯანსაღ წესზე დავიწყეთ საუბარი, მეორე მიმართულებასაც უნდა შევეხოთ, რომელიც არანაკლებ მნიშვნელოვანია. კერძოდ, ჯანსაღი სასკოლო კვება. სკოლის ბუფეტების მიმართ გამკაცრდა მოთხოვნები, სასკოლო ბუფეტებმა და სასადილოებმა მოსწავლეებს მხოლოდ ჯანსაღი მენიუ უნდა შესთავაზონ. ამ მიმართულებით მონიტორინგი გამკაცრდება.

ასევე მნიშვნელოვანია უკვე ძალიან პოპულარული ბანაკების პროგრამა. 2017 წლის ზამთრის და ზაფხულის პროგრამები 10 000-ზე მეტი ბავშვისთვის დაიგეგმა. სახელმწიფოს მხრიდან ორგანიზებულ ზამთრის თუ საზაფხულო ბანაკების სერვისებით მათმა დიდმა ნაწილმა უკვე ისარგებლა. ამ ეტაპზე ასაკი შემოსაზღვრულია მეშვიდე, მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებით სხვადასხვა სოციალური კატეგორიიდან. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში განთავსებული ბანაკების პროგრამები ორიეტირებულია მოსწავლეთა სოციალურ ინტეგრაციაზე, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, პატრიოტული სულისკვეთების ამაღლებაზე საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე. ძალიან დიდია მოთხოვნა მანავის სამხედრო ბაზაზე და ქუთაისის კადეტთა ლიცეუმში განთავსებულ ბანაკებზე, რომელიც საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრთან ერთად ხორციელდება. მომავალში ვგეგმავთ, რომ ამ პროექტის ბენეფიციარების რაოდენობა რამდენჯერმე გავზარდოთ.

- რაც შეეხება სიახლეებს, რომელიც 2017 წლის სასწავლო წლის დაწყებიდან იგეგმება საქართველოს სკოლებში...

- 2017 წლის ოქტომბრიდან სკოლებში დაიწყება ახალი პროექტი - შრომითი უნარების განვითარების პროგრამა, რომელსაც პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით სკოლის ბაზაზე განახორციელებენ. ეს გახლავთ სხვადასხვა სახელობო მიმართულებების მიხედვით თემატური მოდულების სწავლება, კონკრეტულ სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, ანუ თანამედროვე შრომის გაკვეთილები. სკოლებში მოეწყობა მინიმალური ბაზა, სადაც საბაზო საფეხურის მოსწავლეებს მათთვის საინტერესო პროფესიის საბაზისო უნარების შესაძენად პრაქტიკული გაკვეთილები ჩაუტარდებათ. აქამდე სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ასეთი ერთობლივი პროექტი არ ქონიათ.

ასევე, ახალი სასწავლო წლიდან უფრო მასშტაბური გახდება სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიების პროგრამა, რომელიც კვლავ დაფინანსდება. ფართოვდება იმ ადგილების ჩამონათვალი, სადაც შეიძლება ჩატარდეს სასკოლო-საგანმანათლებლო ექსკურსიები. მუზეუმებს დაემატება გეოგრაფიულად საინტერესო ადგილები, ისტორიული ადგილები, ეროვნულ პარკები და ნაკრძალები და სხვა.

- რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრი საუბრობდა წიგნების შემსუბუქებაზე, ამ მხრივ რა სიახლეებია?

- მოგეხსენებათ, რომ სამინისტრომ უკვე გამოაცხადა 1-6 კლასის სახელმძღვანელოების კონკურსი. ახალი სახელმძღვანელოები 2018 წლის სექტემბრიდან შევა სკოლებში. ამ მიმართულებითაც ორი მნიშვნელოვანი ცვლილება გვაქვს: პირველი - სახელმძღვანელოები არსებითად გაუმჯობესებული იქნება შინაარსობრივად, ვინაიდან პროგრამები არის განტვირთული, ამასთან შეფასება მოხდება უფრო ბევრი და მრავალფეროვანი კრიტერიუმების მიხედვით.

მნიშვნელოვანია, რომ სახელმძღვანელოების შეფასებაში პირველად ჩართული იქნება საზოგადოება - ავტორების მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოების პროექტები განთავსდება განათლების სამინისტროს ვებგვერდზე და ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებული პირისათვის, რომელთაც შეეძლებათ, რომ თავისი შენიშვნები, რეკომენდაციები და შეფასებები შემოგვთავაზონ. ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, რომ 1-6 კლასის მოსწავლეებს 2018 წლის სექტემბრიდან უფრო მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები შევთავაზოთ.

მეორე მხრივ, ახალი სახელმძღვანელოების ტექნიკური მახასიათებლები იქნება გაუმჯობესებული. კერძოდ, წონა შემსუბუქებული, ქაღალდი და შრიფტი უკეთესი, ფერები, ილუსტრაციის და ტექსტი განლაგება აღქმის თვალსაზრისით კი ეფექტური, რადგან ამ მიმართულებით ფსიქოლოგებთან და ჯანდაცვის ექსპერტებთან თანამშრომლობით საკმაოდ მკაცრი შეფასების კრიტერიუმები შემუშავდა.

- მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სახელმძღვანელოების ელექტრონულ ვერსიაზე...

- ჩანთის სიმძიმის პრობლემა მომავალში მოსწავლეებს ნაკლებად შეაწუხებთ, რადგან კიდევ ერთი სიახლე არის სწორედ სახელმძღვანელოების ელექტრონული ვერსიების შექმნა და განთავსება, როგორც მოსწავლების ბუკებში, ასევე სამინისტროს ვებ-გვერდზე, რათა ყველა მოსწავლისათვის ხელმისაწვდომი იყოს. თუმცა, სრულად ელექტრონულ სახელმძღვანელოებზე გადასვლა, მითუმეტეს დაწყებით კლასებში, რეკომენდებული არ არის. თითოეულმა მასწავლებელმა ისე უნდა დაარეგულიროს ეს საკითხი, რომ მოსწავლეებს ჰქონდეთ ჩანაცვლების საშუალება და არ მოუწიოთ ყოველდღე დატვირთული ჩანთით სიარული. ელექტრონული ვერსიები ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად მომზადდება და 2018-2019 სასწავლო წლიდან აიტვირთება.

- საზოგადოების გარკვეული ნაწილის კრიტიკა დაიმსახურა სკოლებში ახალი საგნის "მე და საზოგადოების" სწავლების დამატებამ, ამ ეტაპზე რა ხდება?

- ხმაური, რაც საზოგადოებაში ამ საგნის ირგვლის შეიქმნა, დაკავშირებული იყო არა საგნის შინაარსთან, არამედ იმ ეჭვებთან, რომ ამ საგნის იქით რაღაც არის... ვინც ამ საგნის სტანდარტი წაიკითხა, ყველა დარწმუნდა იმაში, რომ საგანში ძალიან მნიშვნელოვანი თემებია დაფარული, ისეთი საკითხები, როგორიცაა ჩემი ოჯახი, ჩემი სკოლა, ჩემი სახელმწიფო, როგორ დავიცვათ ჰიგიენა რომ ვიყოთ ჯანმრთელები, როგორ დავიცვათ ოჯახის რესურსები, როგორ დავიცვათ მოძრაობის წესები ქუჩაში და ა.შ. ეს საგანი ბავშვებს მათი ასაკის შესაბამისად მაიწვდის ინფორმაცის ჩამოთვლილ საკითხებზე.

ავტორებს სახელმძღვანელოები ჯერ არ წარმოუდგენიათ. ამ საგნის სახელმძღვანელოებიც კონკურსის წესით შეირჩევა. როგორც გითხარით, უკვე გამოცხადებულია კონკურსი. სახელმძღვანელოს პროექტი განთავსდება სამინისტროს ვებ-გვერდზე და იქნება საერთო შეფასების თემა. ყველა დაინტერესებული პირი შეძლებს წინასწარ, გრიფირებამდე გაეცნოს შინაარსს და თავისი შეფასებები მოგვაწოდოს.

ესაუბრა თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი