მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი
"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი

"ცი­ა­ნი­დის საქ­მის" გარ­შე­მო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი გრძელ­დე­ბა. აღ­ნიშ­ნულ საქ­მე­ზე, გუ­შინ და­ი­კი­თხა პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი ყო­ფი­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა, რო­მელ­მაც სკან­და­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა გა­ა­კე­თა და ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძეს აგენტ-პრო­ვო­კა­ტო­რო­ბა­ში დას­დო ბრა­ლი. და­კა­ვე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ად­ვო­კა­ტის, გი­ორ­გი ფან­ცუ­ლა­ი­ას თქმით, ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვამ გა­იხ­სე­ნა კონ­კრე­ტუ­ლი საქ­მე­ე­ბი, კერ­ძოდ, მომ­ღე­რალ თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი­სა და ჟურ­ნა­ლისტ გიო გა­ბუ­ნი­ას საქ­მე­ე­ბი, რო­მელ­შიც ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რო­გორც აგენ­ტი.

მომ­ღე­რა­ლი თე­მურ თა­თა­რაშ­ვი­ლი მის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ე.წ. ცი­ა­ნი­დის საქ­მის მთა­ვა­რი მოწ­მის, ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძის კავ­შირს უარ­ყოფს. რო­გორც თა­თა­რაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, მა­მა­ლა­ძის ვი­ნა­ო­ბის შე­სა­ხებ მხო­ლოდ გუ­შინ შე­ი­ტყო. მი­სი­ვე თქმით, აქამ­დე არა­სო­დეს უთ­ქვამს და პირ­ვე­ლად ამ­ბობს, რომ მისი და­კა­ვე­ბა იყო პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხი, რად­გან უარი თქვა კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა­ზე.

AMBEBI.GE დე­ტა­ლე­ბის გა­სარ­კვე­ვად მომ­ღე­რალს და­უ­კავ­შირ­და:

- ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვა იყო კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი და ბუ­ნებ­რი­ვია, მან უფრო მეტი იცის ჩემს და­კა­ვე­ბა­ზე, ვიდ­რე მე. როცა და­მი­რე­კეს და ირაკ­ლი მა­მა­ლა­ძე­ზე მკი­თხეს, მე­გო­ნა მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ. არც გა­მი­გია აქამ­დე ამის შე­სა­ხებ... ვათ­ვა­ლი­ე­რებ­დი თვი­თონ ამ მა­მა­ლა­ძის სუ­რათს და არც ვიცი ვინ არის. თვი­თო­ნაც გა­ნა­ცხა­და, რომ თურ­მე ჩემს კონ­ცერ­ტზე არ არის ნამ­ყო­ფი, ეტყო­ბა სხვა დო­ნის მუ­სი­კა მოს­წონს... სი­სუ­ლე­ლე იქ­ნე­ბა ჩემ­გან რა­ი­მე კო­მენ­ტა­რი. მით უმე­ტეს, ჩემი საქ­მე არ იყო ნარ­კო­ტი­კი. პირ­ვე­ლად ვამ­ბობ: ჩემი და­კა­ვე­ბა იყო სუფ­თა პო­ლი­ტი­კუ­რი ამ­ბა­ვი, უარი ვთქვი კონ­ცერ­ტზე გა­მოს­ვლა­ზე და ეს იყო მი­ზე­ზი. მა­მა­ლა­ძემ რა გა­ა­კე­თა, რა არ გა­ა­კე­თა არ ვიცი. ჰა­ბი­ტუს­ზე­ვე ეტყო­ბა, რომ ჩემი მე­გო­ბა­რი არ იქ­ნე­ბა

- დღეს თქვენ გა­ნა­ცხა­დეთ, რომ 2006 წელს პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­გა­კა­ვეს. რა მოხ­და, რო­მელ კონ­ცერ­ტზე თქვით უარი?

- 2006 წლის 25 სექ­ტემ­ბერს და­მი­რე­კეს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ი­დან და მი­თხრეს, "პეს­კებ­ზე" მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა ყუ­რძე­ნი უნდა და­წუ­როს და თქვენ მის გვერ­დით უნდა იდ­გეთ, დი­ლით 11 სა­ათ­ზე მობ­რძან­დი­თო. მე უარი ვუ­თხა­რი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად ღვი­ნოს არ დავ­წუ­რავ-მეთ­ქი. ეს სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი შედ­გა 3 სა­ათ­ზე და ოთხის წუ­თებ­ზე უკვე და­მა­კა­ვეს. მა­ნამ­დე რომ ყო­ფი­ლი­ყო და­გეგ­მი­ლი ჩემი და­პა­ტიმ­რე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის პროგ­რა­მა­ში მე არა­ვინ ჩამ­სვამ­და.

- რა­ტომ თქვით უარი სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით დგო­მა­ზე?

- მე ვი­ცო­დი, დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვე­ყა­ნა­ში ვცხოვ­რობ­დი და მქონ­და უფ­ლე­ბა გა­მო­მე­ხა­ტა ჩემი აზრი. არ მინ­დო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დით დგო­მა, მი­უ­ღე­ბე­ლი იყო ეს ჩემ­თვის და ამი­ტო­მაც და­მა­პა­ტიმ­რეს.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი

"სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი... ჩემი დაკავება პოლიტიკური ამბავი იყო" - რაზე ალაპარაკდა პირველად თემურ თათარაშვილი

"ციანიდის საქმის" გარშემო სასამართლო პროცესები გრძელდება. აღნიშნულ საქმეზე, გუშინ დაიკითხა პატიმრობაში მყოფი ყოფილი სამართალდამცველი ირაკლი ფირცხალავა, რომელმაც სკანდალური განცხადება გააკეთა და ირაკლი მამალაძეს აგენტ-პროვოკატორობაში დასდო ბრალი. დაკავებული დეკანოზის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას თქმით, ირაკლი ფირცხალავამ გაიხსენა კონკრეტული საქმეები, კერძოდ, მომღერალ თემურ თათარაშვილისა და ჟურნალისტ გიო გაბუნიას საქმეები, რომელშიც ირაკლი მამალაძე მონაწილეობდა, როგორც აგენტი.

მომღერალი თემურ თათარაშვილი მის საქმესთან დაკავშირებით ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის კავშირს უარყოფს. როგორც თათარაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მამალაძის ვინაობის შესახებ მხოლოდ გუშინ შეიტყო. მისივე თქმით, აქამდე არასოდეს უთქვამს და პირველად ამბობს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური საკითხი, რადგან უარი თქვა კონცერტზე გამოსვლაზე.

AMBEBI.GE დეტალების გასარკვევად მომღერალს დაუკავშირდა:

- ირაკლი ფირცხალავა იყო კრიმინალური პოლიციის უფროსი და ბუნებრივია, მან უფრო მეტი იცის ჩემს დაკავებაზე, ვიდრე მე. როცა დამირეკეს და ირაკლი მამალაძეზე მკითხეს, მეგონა მეხუმრებოდნენ. არც გამიგია აქამდე ამის შესახებ... ვათვალიერებდი თვითონ ამ მამალაძის სურათს და არც ვიცი ვინ არის. თვითონაც განაცხადა, რომ თურმე ჩემს კონცერტზე არ არის ნამყოფი, ეტყობა სხვა დონის მუსიკა მოსწონს... სისულელე იქნება ჩემგან რაიმე კომენტარი. მით უმეტეს, ჩემი საქმე არ იყო ნარკოტიკი. პირველად ვამბობ: ჩემი დაკავება იყო სუფთა პოლიტიკური ამბავი, უარი ვთქვი კონცერტზე გამოსვლაზე და ეს იყო მიზეზი. მამალაძემ რა გააკეთა, რა არ გააკეთა არ ვიცი. ჰაბიტუსზევე ეტყობა, რომ ჩემი მეგობარი არ იქნება

- დღეს თქვენ განაცხადეთ, რომ 2006 წელს პოლიტიკური ნიშნით დაგაკავეს. რა მოხდა, რომელ კონცერტზე თქვით უარი?

- 2006 წლის 25 სექტემბერს დამირეკეს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მითხრეს, "პესკებზე" მიხეილ სააკაშვილმა ყურძენი უნდა დაწუროს და თქვენ მის გვერდით უნდა იდგეთ, დილით 11 საათზე მობრძანდითო. მე უარი ვუთხარი ადმინისტრაციას, სააკაშვილთან ერთად ღვინოს არ დავწურავ-მეთქი. ეს სატელეფონო საუბარი შედგა 3 საათზე და ოთხის წუთებზე უკვე დამაკავეს. მანამდე რომ ყოფილიყო დაგეგმილი ჩემი დაპატიმრება, პრეზიდენტის პროგრამაში მე არავინ ჩამსვამდა.

- რატომ თქვით უარი სააკაშვილის გვერდით დგომაზე?

- მე ვიცოდი, დემოკრატიულ ქვეყანაში ვცხოვრობდი და მქონდა უფლება გამომეხატა ჩემი აზრი. არ მინდოდა სააკაშვილის გვერდით დგომა, მიუღებელი იყო ეს ჩემთვის და ამიტომაც დამაპატიმრეს.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

ესპანეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის გოგო, სკვერში გარდაცვლილი იპოვეს

როგორ უნდა იმოძრაონ ავტომობილებმა ჭავჭავაძის გამზირზე - თბილისის მერია ინფორმაციას ავრცელებს

"1 გაჩიანის კლასტერს უკავშირდება, 3 იმპორტირებულია...", - ამირან გამყრელიძე ახალი ინფიცირებულების წყაროების შესახებ