დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმს ელოდებიან - დამსვენებლებს მაშველები მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ

დღეს შავი ზღვის სანაპიროზე 4 ბალამდე შტორმს ელოდებიან - დამსვენებლებს მაშველები მოუწოდებენ, ზღვაში არ შევიდნენ

შავი ზღვის სანაპიროზე 3-5-ბალიანი შტორმია მოსალოდნელი, აღნიშნულ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, 28 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 30 ივლისის დილამდე შავი ზღვის სანაპირო რაიონებში მოსალოდნელი დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარის გამო, ზღვაზე შესაძლებელია 3-5 ბალიანი შტორმი აღინიშნოს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სანაპირო ზოლზე განთავსებულ საგუშაგოებზე წითელი ალმებია აღმართული, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.

მაშველები სანაპიროსთან მყოფებს რამდენიმე ენაზე მოუწოდებენ, რომ მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში არ შევიდნენ.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი