ცაგერის სოფლებში მოსახლეობა მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს

ცაგერის სოფლებში მოსახლეობა მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლების ჩქუმისა და ქულბაქის მოსახლეობა გარკვეული სახეობის მატლების გასანადგურებლად დახმარებას ითხოვს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ერთ-ერთმა ადგილობრივმა, ნინო მჟავანაძემ განუცხადა, მწვანე ფერის მსხვილი მატლები, რომლებიც ქსელს აკეთებენ, გაზაფხულზე თავდაპირველად ხეობაში ბზის ბუჩქებს გაუჩნდა.

მისივე თქმით, ახლა უკვე მათ ხეობიდან სოფელში გადმოინაცვლეს და თითქმის ყველა ხეზე ქსელები გააკეთეს.

„ახლა უკვე ამ მატლებმა მოსახლეობის ეზოებში ხეებზე ქსელები გააკეთეს. ეს არის ობობის ქსელის მსგავსი. ერთ ქსელში 10-15 მატლია გახვეული. ანადგურებენ ხეებს და დგას საშინელი სუნი. სოფელში გაჩერება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია“, - განაცხადა ნინო მჟავანაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართეს ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლებს, თუმცა მათგან რეაგირება არ ყოფილა. მჟავანაძის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა მატლების წინააღმდეგ საბრძოლველად დახმარებას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი