პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა
"ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა

დიდ დი­ღომ­ში, და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ივ­ნის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე უბე­დურ შემ­თხვე­ვას 27 წლის ახალ­გაზ­რდა ემსხვერ­პლა. იგი მშე­ნებ­ლო­ბი­დან გად­მო­ვარ­და და ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა კოკა მი­ქი­აშ­ვი­ლია. იგი ტყი­ბულ­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. Ambebi.ge გარ­დაც­ვლი­ლის დე­ი­დაშ­ვილს აკა­კი ფარ­ცვა­ნი­ას ესა­უბ­რა:

- დღეს დი­ლით შე­ვი­ტყვეთ ეს უბე­დუ­რი ამ­ბა­ვი. წე­სი­ე­რი და მშრო­მე­ლი დე­ი­დაშ­ვი­ლი და­მე­ღუ­პა. მისი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე შრო­მის და სწავ­ლის მეტი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია. კოკა 27 წლის იყო, პრო­ფე­სი­ით ენერ­გე­ტი­კო­სი გახ­ლდათ, კარ­გად სწავ­ლობ­და და უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­კუ­თა­რი პრო­ფე­სი­ი­თაც მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ ოჯახს ეს შე­მო­სა­ვა­ლი არ ყოფ­ნი­და და როცა მისი ძმა სტუ­დენ­ტი გახ­და, გა­და­წყვი­ტა მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ე­წყო მუ­შა­ო­ბა. ბავ­შვო­ბა­ში და­ობ­ლდა, მამა გარ­და­ეც­ვა­ლა, მას და მის ძმას დედა ზრდი­და. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ კოკა ოჯა­ხის ერ­თა­დერ­თი მარ­ჩე­ნა­ლი იყო. მისი ძმის­თვის სწავ­ლის თან­ხა რომ გა­და­ე­ხა­და და ოჯახს შე­მო­სა­ვა­ლი ჰქო­ნო­და, ამი­ტომ და­ი­წყო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე მუ­შა­ო­ბა და სამ­წუ­ხა­როდ, ამ საქ­მეს შე­ე­წი­რა.

- რო­მე­ლი სარ­თუ­ლი­დან გად­მო­ვარ­და?

- ვე­რა­ფერს გე­ტყვით, არა­ფე­რი არ ვი­ცით. გვი­თხრეს რომ დი­ლით კოკა გად­მო­ვარ­და მშე­ნებ­ლო­ბი­დან და გარ­და­იც­ვა­ლაო. წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რამ შეგ­ვემ­თხვა. რა უნდა ვქნათ არ ვი­ცით, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა.

- თბი­ლის­ში მარ­ტო ცხოვ­რობ­და?

- თბი­ლის­ში ძმას­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და.

- ვინ­მემ ოჯა­ხის დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქვა?

- დახ­მა­რე­ბის სურ­ვი­ლი არა­ვის არ გა­მო­უთ­ქვამს. მხო­ლოდ მისი მე­გობ­რე­ბი­სა და ახ­ლობ­ლე­ბის იმედ­ზე ვართ. დღეს სა­ღა­მოს მათი დახ­მა­რე­ბით გად­მო­ვას­ვე­ნებთ ტყი­ბულ­ში. ტრა­გე­დია მოხ­და და ხვა­ლი­დან რო­გორ იქ­ნე­ბა ცხოვ­რე­ბა კო­კას გა­რე­შე ვერ გე­ტყვით. წე­სი­ერ შრო­მას შე­ე­წი­რა მისი სი­ცო­ცხლე და რო­გორ მოხ­და იმა­საც არა­ვინ არ გვე­უბ­ნე­ბა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

"ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა

"ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა მშენებლობაზე მუშაობა დაიწყო" - ვინ იყო 27 წლის ბიჭი, რომელიც მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნას ემსხვერპლა

დიდ დიღომში, დავით აღმაშენებლის ხეივნის მიმდებარე ტერიტორიაზე უბედურ შემთხვევას 27 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა. იგი მშენებლობიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული ახალგაზრდა კოკა მიქიაშვილია. იგი ტყიბულში დაიბადა და გაიზარდა. Ambebi.ge გარდაცვლილის დეიდაშვილს აკაკი ფარცვანიას ესაუბრა:

- დღეს დილით შევიტყვეთ ეს უბედური ამბავი. წესიერი და მშრომელი დეიდაშვილი დამეღუპა. მისი ცხოვრების მანძილზე შრომის და სწავლის მეტი არაფერი გაუკეთებია. კოკა 27 წლის იყო, პროფესიით ენერგეტიკოსი გახლდათ, კარგად სწავლობდა და უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საკუთარი პროფესიითაც მუშაობდა, მაგრამ ოჯახს ეს შემოსავალი არ ყოფნიდა და როცა მისი ძმა სტუდენტი გახდა, გადაწყვიტა მშენებლობაზე დაეწყო მუშაობა. ბავშვობაში დაობლდა, მამა გარდაეცვალა, მას და მის ძმას დედა ზრდიდა. სკოლის დამთავრების შემდეგ კოკა ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. მისი ძმისთვის სწავლის თანხა რომ გადაეხადა და ოჯახს შემოსავალი ჰქონოდა, ამიტომ დაიწყო მშენებლობაზე მუშაობა და სამწუხაროდ, ამ საქმეს შეეწირა.

- რომელი სართულიდან გადმოვარდა?

- ვერაფერს გეტყვით, არაფერი არ ვიცით. გვითხრეს რომ დილით კოკა გადმოვარდა მშენებლობიდან და გარდაიცვალაო. წარმოუდგენელი რამ შეგვემთხვა. რა უნდა ვქნათ არ ვიცით, დაუჯერებელია მისი გარდაცვალება.

- თბილისში მარტო ცხოვრობდა?

- თბილისში ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

- ვინმემ ოჯახის დახმარების სურვილი გამოთქვა?

- დახმარების სურვილი არავის არ გამოუთქვამს. მხოლოდ მისი მეგობრებისა და ახლობლების იმედზე ვართ. დღეს საღამოს მათი დახმარებით გადმოვასვენებთ ტყიბულში. ტრაგედია მოხდა და ხვალიდან როგორ იქნება ცხოვრება კოკას გარეშე ვერ გეტყვით. წესიერ შრომას შეეწირა მისი სიცოცხლე და როგორ მოხდა იმასაც არავინ არ გვეუბნება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი