პარლამენტის ყოფილი წევრი ანი მიროტაძე დედა გახდა. მას და დავით შეყილაძეს ბიჭი შეეძინათ, რომელსაც გიორგი დაარქვეს. წყვილს პატარა გიორგის დაბადებას სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ულოცავს.
მიროტაძე მიმდინარე წლის იანვარში დაოჯახდა. მისი მეუღლე დავით შეყილაძე მოყვარული ფეხბურთელია. ის საფეხბურთო კლუბ "GM-ჭიათურას" წევრია და ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობს.