აღმაშენებლის გამზირზე ერთდროულად ორი აქცია გაიმართა. "ქართველთა მარშის" ორგანიზატორები და წარმომადგენლები "ევროპული საქართველოს" მიერ დაანონსებული აქციის კონტრაქციას მართავდნენ. ადგილზე სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა. მას შემდეგ რაც "ევროპული საქართველოს" აქციის მონაწილეები მსვლელობით დაიძრნენ მარჯანიშვილის ტერიტორიისკენ, "მარშის" წევრებმა მათ კვერცხები და წყლის ბოთლები ესროლეს. რამდენიმე ადამიანი სკანდირება "მოღალატე". ისინი ცდილობდნენ პოლიციის კორდონის გარღვევასაც, თუმცა სამართალდამცველებმა ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, პოლიციის მუშაობის შე მომხდარის შედეგად სერიოზული დაზიანება არც ერთი აქციის მონაწილეს არ მიუღია.
ფოტო: ირაკლი გედენიძე