საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის
13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

თბი­ლი­სელ 13 წლის ქე­თე­ვან ქა­რუ­მი­ძეს მინ­სკის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გუ­ლის რესტრუქ­ცი­უ­ლი კარ­დი­ო­მი­ო­პა­თი­ის დი­აგ­ნო­ზის გამო 29 წლის დო­ნო­რი მა­მა­კა­ცის გული გა­და­უ­ნერ­გეს. ურ­თუ­ლე­სი ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტარ­და, თუმ­ცა გარ­თუ­ლე­ბებ­მა თავი მა­ინც იჩი­ნა. მკურ­ნა­ლო­ბის გა­საგ­რძე­ლებ­ლად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და გა­მოკ­ვლე­ვე­ბია სა­ჭი­რო.

რო­გორც AMBEBI.GE-ს მინ­სკი­დან მო­ზარ­დი პა­ცი­ენ­ტის მა­მამ, გი­ორ­გი ქა­რუ­მი­ძემ აც­ნო­ბა, მდგო­მა­რე­ო­ბა კრი­ტი­კუ­ლია, ვი­ნა­ი­დან სა­ო­პე­რა­ცი­ოდ გან­კუთ­ვნი­ლი 100 000 აშშ დო­ლა­რი საკ­მა­რი­სი არ აღ­მოჩ­ნდა შემ­დგო­მი მკურ­ნა­ლო­ბის­თვის. ამ­ჟა­მად კლი­ნი­კის მი­მართ და­ვა­ლი­ა­ნე­ბა 45 000 აშშ დო­ლა­რია და ამის გამო შე­საძ­ლე­ბე­ლია ყო­ველ წუთს კლი­ნი­კი­დან გა­მო­უშ­ვან.

"8 ივ­ნისს ჩა­უ­ტარ­და ოპე­რა­ცია ჩემ შვილს. ინ­სულ­ტით გარ­დაც­ვლი­ლი 29 წლის მა­მა­კა­ცის გული გა­და­უ­ნერ­გეს ქე­თის. ახ­ლაც ინ­ტენ­სი­უ­რი თე­რა­პი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში წევს. ძველ გულს სხვა ორ­გა­ნო­ე­ბიც და­უ­ზი­ა­ნე­ბია და მკურ­ნა­ლო­ბა გა­ჭი­ა­ნურ­და. მდგო­მა­რე­ო­ბა დღი­თი­დღე მძიმ­დე­ბა. კვი­რა­ში 7000-8000 დო­ლა­რია სა­ჭი­რო მკურ­ნა­ლო­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის­თვის. მე­გობ­რე­ბო, კო­ლე­გე­ბო, ნაც­ნო­ბე­ბო თუ უც­ნო­ბე­ბო, კე­თი­ლო ხალ­ხო ყვე­ლას მოგ­მარ­თავთ თხოვ­ნით პა­ტა­რა ქე­თე­ვან ქა­რუ­მი­ძის და­სახ­მა­რებ­ლად! რა გზას და­ვად­გე აღარ ვიცი. სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან ბე­ლო­რუ­სის ჯან­დაც­ვის უწყე­ბა­ში რომ დარ­ე­კონ და აუხ­სნან მდგო­მა­რე­ო­ბა, ამა­ნაც შე­იძ­ლე­ბა გვიშ­ვე­ლოს და ქუ­ჩა­ში არ გა­მოგ­ვყა­რონ. ჩემი შვი­ლი სიკ­ვდილს ებ­რძვის. ამა­ზე დიდი სიმ­წა­რე არა­ფე­რია, რომ ვე­რა­ფერს ვშვე­ლი. ფუ­ლია მთა­ვა­რი, რომ­ლის რე­სურ­სი აღარ გა­მაჩ­ნია. მიშ­ვლეთ გე­მუ­და­რე­ბით",-აცხა­დებს გი­ორ­გი ქა­რუ­მი­ძე.

ქე­თე­ვა­ნის უფ­რო­სი და, 16 წლის მა­რი­ამ ქა­რუ­მი­ძე მიმ­დი­ნა­რე წლის 27 აპ­რილს ზუს­ტად იგი­ვე დი­აგ­ნო­ზით გარ­და­იც­ვა­ლა.

ოჯა­ხი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ებს დახ­მა­რე­ბას სთხოვს. თან­ხა შე­გიძ­ლი­ათ ჩა­რი­ცხოთ სპე­ცი­ა­ლურ ან­გა­რიშ­ზე, რო­მე­ლიც ქე­თე­ვა­ნის და­სახ­მა­რებ­ლა­დაა გახ­სნი­ლი:

მიმ­ღე­ბი: თა­მარ მჭედ­ლიშ­ვი­ლი (გო­გო­ნას დედა)

პროკ­რე­დიტ ბან­კი: GE59PC0263600100010709

სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კი: GE64BG0000000195307800

გი­ორ­გი ქა­რუ­მი­ძის ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი: +375298028879

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

13 წლის ქართველი გოგონა მინსკში სიკვდილს ებრძვის

თბილისელ 13 წლის ქეთევან ქარუმიძეს მინსკის ერთ-ერთ კლინიკაში გულის რესტრუქციული კარდიომიოპათიის დიაგნოზის გამო 29 წლის დონორი მამაკაცის გული გადაუნერგეს. ურთულესი ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, თუმცა გართულებებმა თავი მაინც იჩინა. მკურნალობის გასაგრძელებლად ძვირადღირებული მედიკამენტები და გამოკვლევებია საჭირო.

როგორც AMBEBI.GE-ს მინსკიდან მოზარდი პაციენტის მამამ, გიორგი ქარუმიძემ აცნობა, მდგომარეობა კრიტიკულია, ვინაიდან საოპერაციოდ განკუთვნილი 100 000 აშშ დოლარი საკმარისი არ აღმოჩნდა შემდგომი მკურნალობისთვის. ამჟამად კლინიკის მიმართ დავალიანება 45 000 აშშ დოლარია და ამის გამო შესაძლებელია ყოველ წუთს კლინიკიდან გამოუშვან.

"8 ივნისს ჩაუტარდა ოპერაცია ჩემ შვილს. ინსულტით გარდაცვლილი 29 წლის მამაკაცის გული გადაუნერგეს ქეთის. ახლაც ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში წევს. ძველ გულს სხვა ორგანოებიც დაუზიანებია და მკურნალობა გაჭიანურდა. მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. კვირაში 7000-8000 დოლარია საჭირო მკურნალობისა და მედიკამენტებისთვის. მეგობრებო, კოლეგებო, ნაცნობებო თუ უცნობებო, კეთილო ხალხო ყველას მოგმართავთ თხოვნით პატარა ქეთევან ქარუმიძის დასახმარებლად! რა გზას დავადგე აღარ ვიცი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ბელორუსის ჯანდაცვის უწყებაში რომ დარეკონ და აუხსნან მდგომარეობა, ამანაც შეიძლება გვიშველოს და ქუჩაში არ გამოგვყარონ. ჩემი შვილი სიკვდილს ებრძვის. ამაზე დიდი სიმწარე არაფერია, რომ ვერაფერს ვშველი. ფულია მთავარი, რომლის რესურსი აღარ გამაჩნია. მიშვლეთ გემუდარებით“,-აცხადებს გიორგი ქარუმიძე.

ქეთევანის უფროსი და, 16 წლის მარიამ ქარუმიძე მიმდინარე წლის 27 აპრილს ზუსტად იგივე დიაგნოზით გარდაიცვალა.

ოჯახი თანამოქალაქეებს დახმარებას სთხოვს. თანხა შეგიძლიათ ჩარიცხოთ სპეციალურ ანგარიშზე, რომელიც ქეთევანის დასახმარებლადაა გახსნილი:

მიმღები: თამარ მჭედლიშვილი (გოგონას დედა)

პროკრედიტ ბანკი: GE59PC0263600100010709

საქართველოს ბანკი: GE64BG0000000195307800

გიორგი ქარუმიძის ტელეფონის ნომერი: +375298028879

ოკუპირებული ცხინვალიდან საავადმყოფოში ტრანსპორტირებისას მამაკაცი გარდაიცვალა - "საოკუპაციო რეჟიმის გულგრილმა დამოკიდებულებამ მორიგი ადამიანი იმსხვერპლა"

"ვუთანაგრძნობ მის ოჯახს და მთელ საქართველოს..." - ფოტოები უშგულელი მხატვრის, ფრიდონ ნიჟარაძის სახელოსნოდან

კორონავირუსით ინფიცირებული რამდენი მძიმე პაციენტია საქართველოში და მათგან რამდენია ხელოვნურ სუნთქვაზე?