უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება

გეგმური სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კომპანია "თელასიდან" აცნობეს, საბურთალოს რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღმის IV მიკრორაიონის, შალვა ახალციხელის (ნაწილობრივ), კოსტავას და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს. 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის და ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საქსოფმანქანის დასახლების, ლილოს დასახლების, ლილოს დასახლების IV, V კვარტლების, გუმათჰესის, მოსტკოვის, ცისკარიშვილის, ენგურესის, იდუმალის, პოლიციის, ენუქიძის და ქიზიყის ქუჩების მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების და წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობივ) მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: უზნაძის ქუჩის მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მახათას, მთავარანგელოზის, დმანისის, ალადაშვილის, ერევანის, ერისთავის და ხეივანის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის, კიკნაძის, მანჯგალაძის, კონსკაიას, სურგულაძის, ალილუევის, ურიდიას, მახალდიანის და ჩოხატაურის ქუჩების მცხოვრებლებს.10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბენდელიანის, ჯავის, დადიანის, ზედაზენის, სააკაძის და რიონჰესის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI მიკრორაიონის მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მუხიანის II მიკრორაიონის (ნაწილობრივ), მუხიანის IVა მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), გლდანის VI მიკრორაიონის (ნაწილობრივ) და ილორის ქუჩის მცხოვრებლებს.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი