მოზაიკა

2

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 09:50-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 15:36-ზე ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ. ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ. კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად. ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში. მოერიდეთ გულის გადაღლას; ოპერაციებს გულსა და ზურგზე. შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
სამართალი
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თარხნიშვილის 13 ნომერი
თარხნიშვილის 13 ნომერი

თავი I

ეს ყვე­ლა­ფე­რი მა­შინ და­ი­წყო, რო­დე­საც დე­და­ჩემ­მა ორ­მოც­და­მე­ა­თედ შე­აგ­დო ჩემი ღია იის­ფე­რი ბლუ­ზა სა­რე­ცხის მან­ქა­ნა­ში თა­ვის გა­მორ­ჩე­უ­ლად ჭრელ და ბო­შურ მო­ტი­ვებ­ზე აწყო­ბილ, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე გა­უ­გე­ბა­რი სტუქ­ტუ­რის მქო­ნე ქურ­თუკ­თან ერ­თად.

-ღმერ­თო, რა­ტომ?! - აღ­მომ­ხდა ტრა­გი­კუ­ლად, რო­დე­საც დი­ლის 9 სა­ათ­ზე, ნა­ხევ­რად­შიშ­ველ­მა და ახ­ლად­გაღ­ვი­ძე­ბულ­მა, ჩემი სა­ძი­ნებ­ლის ფარ­და გა­დავ­წიე და მა­ლა­ი­ზი­ას პლუს ინ­დო­ეთს, პლუს ვი­ვი­ენ ვესტვუ­დის მიქ­სად ჩა­მოს­ხმუ­ლი ფერ­თა ბოტ­კი­ნის­ფე­რი პა­ლიტ­რა და­ვი­ნა­ზე ჩემს ბლუ­ზა­ზე, რო­მე­ლიც სა­რე­ცხის თოკ­ზე მუ­ლენ რუ­ჟის გო­გო­ნებ­ზე ბევ­რად ვნე­ბი­ა­ნად ცეკ­ვავ­და - აი, მა­შინ მივ­ხვდი, რომ მორ­ჩა, გა­ვი­ზარ­დე, ან პი­რი­ქით- დავ­ბერ­დი, გა­ვაფ­რი­ნე... ან, მარ­თლა კაც­თმო­ძუ­ლე გავ­ხდი - ნუ, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, მივ­ხვდი - სიმ­შვი­დე, სი­ჩუ­მე და "ჩემ­თვის ყოფ­ნა" მინ­დო­და.

როცა არა­ვის­თვის ან­გა­რი­შის გა­წე­ვა არ გი­წევს. არა­ვის ხათ­რით მოს­მე­ნა, არა­ვის და­სა­ნა­ხად გა­ცი­ნე­ბა და ზედ­მე­ტი სა­უ­ბა­რი ჩემს "ცხრა თა­ო­ბა ვე­რელ" მე­ზობ­ლებ­თან, თი­თო­ე­ულ და­ცე­მი­ნე­ბა­სა და დამ­თქნა­რე­ბა­ზე.

იქ­ნებ, მარ­თლა ყვე­ლაფ­რის­გან დაღ­ლი­ლი ვარ?

ან, ყვე­ლაფ­რის­გან გა­გი­ჟე­ბუ­ლი? :)

ფაქ­ტია, რომ აღარ მინ­და ჩემს იის­ფერ ბლუ­ზა­ზე ინ­დო­ე­თი­სა და ჩეჩ­ნე­თის კრახ­მალ­ნა­რე­ვი დრო­შე­ბის ფერი, სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა - დე­ი­და­ჩე­მის სტი­ლით, ბოლო ხმა­ზე - მე­ხის და­ცე­მის მსგავ­სად რომ მი­ჭერს პე­რი­ო­დუ­ლად გუ­ლის დი­აფ­რაგ­მას და კი­დევ ერთი, ჩემ­თვის ძა­ლი­ან მტკივ­ნე­ბუ­ლი ფაქ­ტი - დი­ლით, შვრი­ის ფა­ფის ადუ­ღე­ბულ პო­ზი­ცი­ა­ში­ვე ინ­და­უ­რი­ვით გა­დაყ­ლაპ­ვა თუ ვერ მო­ვას­წა­რი და აბა­ზა­ნა­ში შეს­ვლის ცდუ­ნე­ბას ვერ გა­ვუ­ძე­ლი, აბა­ზა­ნი­დან გა­მო­სულს, ლა­ვან­დი­სა და პა­პა­ი­ას არო­მა­ტით გა­ჯე­რე­ბუ­ლი სხე­უ­ლი მთე­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოს პე­რი­მეტრზე არ­სე­ბულ ცხი­მი­ან რძის არო­მატ­ში რომ მეჟღინ­თე­ბა და რუ­დუ­ნე­ბით მომ­ზა­დე­ბუ­ლი შვრი­ის სა­უზ­მეც, აუ­ცი­ლებ­ლად რძე­მოს­ხმუ­ლი რომ მხვდე­ბა - ეს მხო­ლოდ დე­ი­და­ჩე­მის სი­მარ­დის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. რა­ვი­ცი, რომ ჰკი­თხო, რევ­მა­ტუ­ლი ფაქ­ტო­რის გამო ფე­ხე­ბის ტკი­ვი­ლი აწუ­ხებს. არა­და, მზე ამო­სუ­ლი არაა, რომ წა­მოხ­ტე­ბა და წინა ღა­მით და­ლა­გე­ბუ­ლი სახ­ლის ლა­გე­ბას ისევ თა­ვი­დან იწყებს. შემ­დეგ კი ყვა­ვი­ლე­ბის მორ­წყვი­თა და ჩემს შვრი­ის საკ­ვებ­ში რძის და­უ­ზო­გა­ვი ჩას­ხმით აგ­რძე­ლებს. დე­ი­და­ჩე­მი არის პი­როვ­ნე­ბა, რო­მელ­საც დღემ­დე 3 წლი­ნა­ხევ­რის ვგო­ნი­ვარ და ჩემს ჯან­საღ კვე­ბა­ზე ისევ მთე­ლი გუ­ლით ზრუ­ნავს.

იმ სა­ბე­დის­წე­რო დი­ლას, ამ სა­ო­ცარ გა­რე­მო­ე­ბებს და­ე­მა­ტა დე­ი­და­სა და დე­დას გარე ბი­ძაშ­ვი­ლის, შოთა ქე­ბუ­რი­ას დრო­ე­ბი­თი, ვი­თომ, სამდღი­ა­ნი ვი­ზი­ტი ჩვენს უზარ­მა­ზარ, მთელ 68 კვად­რა­ტი­ან ბი­ნა­ში, ვე­რა­ზე, თარ­ხნიშ­ვი­ლის 13 ნო­მერ­ში. ეს მოხ­და ზუს­ტად 5 კვი­რის წინ, ერთ წვი­მი­ან მა­ი­სის დი­ლას, რო­დე­საც მე, აბა­ზა­ნი­დან პირ­და­პირ "ლა სენ­სას" თეთ­რე­უ­ლით გა­მო­ტან­ტა­ლე­ბულ­მა ზა­რის ხმა­ზე, არ­ნა­ხუ­ლი სიმ­შვი­დით გა­ვა­ღე შე­მო­სას­ვლე­ლი კარი იმ იმე­დით, რომ ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი - ლიკა, ისევ ჩემ­თან ერ­თად ყა­ვის და­სა­ლე­ვად მო­ვი­და, რო­გორც ამას ბოლო 2 წე­ლია ვა­კე­თებთ, მა­შინ, როცა ზუს­ტად 38 წუთი აკ­ლია 10 სა­ათს.

ყავა არა, მაგ­რამ ზღურ­ბლთან მდგარ შო­თას, შე­მოს­ვლის­თა­ნა­ვე რა­უ­ნა­ტი­ნის 3 აბი და­ვა­ლე­ვი­ნე, მას მერე, რაც ჩემს და­ნახ­ვა­ზე სა­ხე­ზე გა­დახ­ლე­ჩი­ლი ბრო­წე­უ­ლის ფერი და­ე­დო.

სა­ნამ ტან­საც­მე­ლი ჩა­ვიც­ვი და სახ­ლი­დან გა­მო­ვაღ­წიე, ზრდი­ლო­ბის გამო მო­ვუს­მი­ნე ჩვენს სახ­ლში უსას­რუ­ლო­ბამ­დე დარ­ჩე­ნი­ლი სტუმ­რის ჯან­მრთე­ლო­ბის შერ­ყე­უ­ლი ის­ტო­რი­ის მო­რიგ ბლოკ - ბას­ტერს, რო­მე­ლიც ფრე­დი კრუ­გე­რის ფან­ტა­ზი­ის­თვი­საც წარ­მო­უდ­გე­ნელ კოშ­მა­რად მეჩ­ვე­ნა. ამ­ჯე­რად, ბა­ტო­ნი შოთა, აბა­ში­დან, ნაღ­ვლის ბუშ­ტის ოპე­რა­ცი­ის გამო იყო ჩა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი და მე­ო­რე დღი­დან ექი­მე­ბის სტუმ­რო­ბას აპი­რებ­და. თვა­ლე­ბი დავ­ხუ­ჭე და უცებ წარ­მო­ვი­დი­ნე, ნა­ო­პე­რა­ცი­ე­ბი ქე­ბუ­რია ჩემს სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში (ასე ვის­ჯე­ბო­დი ყო­ველ ჯერ­ზე, თუ ვინ­მე ნა­თე­სავს ფეხი აუც­დე­ბო­და და ჩვენ­თან სტუმ­რად რჩე­ბო­და) მამ­წე­სებ­დნენ მი­სა­ღებ ოთახ­ში, ბე­ბი­ის და­ტო­ვე­ბულ (მაგ­რამ მე რა და­ვა­შა­ვე) არა­ბულ ტახ­ტზე, რო­მელ­ზე წო­ლის შემ­დეგ მთე­ლი დილა მე­გო­ნა, რომ ქვე­და მარ­ჯვე­ნა 2 ნეკ­ნი, ფილ­ტვში გა­მე­ყა­რა და ხვე­ლის დროს აუ­ცი­ლე­ბად მი­ჩხვლეტ­და.

იმ დი­ლით­ვე წარ­მო­ვიდ­გი­ნე 68 კვად­რა­ტის ყვე­ლა კუნ­ჭულ­ში სრუ­ლი­ად აბა­შა - შო­თას მე­უღ­ლე და 3 ბიჭი, (ნუ ჩა­მო­მათ­ვლე­ვი­ნებთ, მა­ინც მე­რე­ვა, რო­მე­ლი - რო­მე­ლია) შო­თას და, ცირა, სიძე და დის­შვი­ლე­ბი (მე­ეჭ­ვე­ბა, ამა­თი ჩა­მოთ­ვლი­თაც და­ინ­ტე­რეს­დეთ), შო­თას მა­მი­და - ათას ასი წლის, ან ცოტა უფრო მეტი ხნის, ლა­მა­რა - სპი­ლოს ძვლის ყუ­რი­ა­ნი ჯო­ხით და სა­ო­ცა­რი სათ­ვა­ლით - რო­მე­ლიც დურ­ბინდს უფრო ჰგავს, ხში­რად ბავ­შვო­ბა­ში, ოპე­რა­ში შეს­ვლი­სას რომ ვქი­რა­ობ­დი, ვიდ­რე სტან­დარ­ტულ "აბა­შურ" 6 ლარ­ნა­ხევ­რი­ან სათ­ვა­ლეს. ჩემს ფიქ­რებს აგ­ვირ­გვი­ნებ­და - მათი მე­ზო­ბე­ლი, მა­გუ­ლი.

ამ უკა­ნას­კნე­ლის არ­სე­ბო­ბა ქე­ბუ­რი­ე­ბის ოჯახს რეფ­რე­ნად მიყ­ვე­ბო­და წლე­ბის მან­ძილ­ზე, თუმ­ცა­ღა, მისი როლი ჩემ­თვის, ცხოვ­რე­ბის ყო­ველ ეტაპ­ზე, წარ­მო­უდ­გენ­ლად ბუნ­დო­ვა­ნი იყო.

აი, სწო­რედ ამ სა­ბე­დის­წე­რო დღეს, რო­დე­საც ჩემი იის­ფე­რი ბლუ­ზა, ქა­ჯე­თიც ცი­ხის მე­პატ­რო­ნის სა­ცო­ლის გე­მოვ­ნე­ბის­ფრად შე­ი­ღე­ბა და დე­ი­და­ჩემ­მა ცხი­მი­ა­ნი რძის არო­მა­ტით კი­დევ ერთხელ გა­ა­ჯე­რა სრუ­ლი­ად სამ­ზა­რე­უ­ლო, შოთა ქე­ბუ­რია კი მო­რი­გი 3 თვით გვეს­ტუმ­რა - მივ­ხვდი - სულ რომ ცხო­ნე­ბუ­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე ძა­ლი­ან მიყ­ვარ­და, ას­კინ­კი­ლით ჩა­მო­სუ­ლი­ყო ზე­ცი­დან და ეთხო­ვა "შე­მო­გევ­ლოს ბებო, ცალ­კე არ გა­დახ­ვი­დე, მარ­ტომ რო­გორ უნდა იცხოვ­რო, მი­უჩ­ვე­ვე­ლი ხარო" - ჩემი სა­კუ­თა­რი ბინა მა­ინც უნდა მე­ყი­და მემ­კვიდ­რე­ო­ბით და­ტო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით და ცალ­კე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.

80 კვად­რა­ტი­ა­ნი კომ­ფორ­ტი

ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი, ზრდას­რულ ასაკს რომ მი­აღ­წევს, ცალ­კე უნდა ცხოვ­რობ­დეს - ეს რომ პირ­ვე­ლად დე­ი­და­ჩემს ვუ­თხა­რი, მუ­რა­ბი­ა­ნი ჩაი გა­და­ის­ხა ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან და თურ­მა­ნი­ძის მა­ლა­მო ისვა გულ-მკერ­დზე შემ­დე­გი თვე­ნა­ხე­ვა­რი.

იქვე მჯდომ­მა დე­და­ჩემ­მა კი ნერ­ვი­უ­ლო­ბის­გან ქვე­და ტუჩი ისე მო­იკ­ვნი­ტა, აღ­ნიშ­ნუ­ლი იარა მალე რომ არ მო­შუ­შე­ბო­და, უკვე სე­რი­ო­ზუ­ლად ვფიქ­რობ­დი პლას­ტი­კურ ქი­რურ­გი­ა­ზე.

ზუს­ტად ვი­ცო­დი, წინ ეკ­ლი­ა­ნი გზა, ბევ­რი ნი­შა­დუ­რის თავ­მოხ­დი­ლი ქილა და ორი "ის­ტე­რი­ჩკა" დის - ტუჩ­მოგ­ლე­ჯი­ლი­სა და გულ-მკერდდა­ბუ­გუ­ლის ასე­ვე ორ­ხმა­ში და­ტი­რე­ბა არ ამ­ცდე­ბო­და ლან­ძღვის თან­ხმე­ბით, მაგ­რამ გავ­რის­კე და უპა­რა­შუ­ტოდ გად­მოვ­ხტი - დიახ, მე­გობ­რე­ბო, ოც­ნე­ბა ავიხ­დი­ნე!

აქაო და სა­კუ­თა­რი სახ­ლი მაქ­ვსო, ჩა­მო­ვი­ტა­ნე აგა­რაკ­ზე შე­ნა­ხუ­ლი ტან­საც­მე­ლიც და სა­ბო­ლო­ოდ, შეგ­რო­ვე­ბულ ბარ­გს რომ დავ­ხე­დე, გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, შე­მე­შინ­და!

სამ­შობ­ლოს ღა­ლა­ტი­სათ­ვის სა­თა­ნა­დოდ და­ვი­სა­ჯე და არც ერთი ქო­ფაკ­თა­გა­ნი (დედა - დე­ი­და) გა­და­ბარ­გე­ბა­ში არ დამ­ხმა­რე­ბია.

მე­გობ­რებ­მა მო­მათ­რე­ვი­ნეს ლო­გი­ნიც, ბე­ბი­ა­ჩე­მის და­ტო­ვე­ბუ­ლი კაკ­ლის უზარ­მა­ზა­რი კა­რა­დაც და ტან­საც­მლის ორი ათა­სი ცალი ყუთი. ეს ყვე­ლა­ფე­რი ია­ტაკ­ზე გაშ­ლი­ლი რომ და­ვი­ნა­ხე, მა­შინ მივ­ხვდი, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კაკ­ლის ტყე რომ გა­გე­კა­ფა და ყვე­ლა ერ­თი­ა­ნად აღე­ბუ­ლის­გან კაკ­ლის გარ­დე­რო­ბი შე­გექ­მნა, მა­ინც ვერ და­ი­ტევ­და ამ რა­ო­დე­ნო­ბის ჩა­საც­მელს.

სახ­ლი შიგ­ნი­დან ისე­თი­ვე მყუდ­როა, რო­გო­რიც გა­რე­დან ჩანს.

ვე­რის ან­ტიკ­ვა­რი­ა­ტის მერე, თავი ია­პო­ნი­ა­ში მგო­ნია - "ნანო ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის" მქო­ნე 3 ოთა­ხი­ან სივ­რცე­ში.

და­ვი­ნა­ხე, თუ არა, ვიგ­რძე­ნი - აქ უნდა მე­ცხოვ­რა.

და­ვი­ნა­ხე, თუ არა - ჩემი თავი მხო­ლოდ ამ გა­რე­მო­ში აღ­ვიქ­ვი.

და­ვი­ნა­ხე, თუ არა - ჩე­მია-ნი გახ­და.

მე­ხუ­თე სარ­თუ­ლია.

ისე­თია რა, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ახ­ლოს რომ ხარ მი­წას­თან - "ლიფ­ტი არ გჭირ­დე­ბას" იდე­ით და თან, ხედ­საც რომ გვა­რი­ა­ნად ეპო­ტი­ნე­ბი. ამ კომ­პლექსში ყვე­ლა­ზე მე­ტად ის მომ­წონს, რომ ყველ­გან ბევ­რი ჟანგბა­დია, კორ­პუ­სე­ბი ის­ტე­რი­უ­ლი სი­ახ­ლო­ვით არ გა­წუ­ხებს და იმის აღ­ქმა არ გაქვს რომ შენ და შენი მე­ზო­ბე­ლი გელა, ერ­თსა და იმა­ვე ჰა­ე­რის ოდე­ნო­ბას ცვლით პე­რი­ო­დუ­ლი სიხ­ში­რით - მის ამო­ნა­სუნ­თქს შენ არ სუნ­თქავ და შენ­სას - ის!

მგო­ნია, რომ ამ ბი­ნა­ში თი­თო­ე­უ­ლი კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი და სწო­რად და­გეგ­მა­რე­ბუ­ლია.

ხოდა, მე­ღი­მე­ბა იმი­ტომ, რომ ამ სივ­რცე­ში ფეხშვე­ლი სი­ა­რუ­ლი მომ­წონს!

იმი­ტომ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი რა­საც ვხე­დავ, ჩემი სა­კუთ­რე­ბაა, სა­დაც ფეხს ვა­ბი­ჯებ, ყველ­გან - აქაც და აი, აქაც!

სი­ახ­ლეს თა­ვი­სი არო­მა­ტი აქვს, შე­გიმ­ჩნე­ვი­ათ?

ოთა­ხებ­ში მძაფ­რად იგ­რძნო­ბა ხის, ახა­ლი ნივ­თე­ბი­სა და სი­ახ­ლის სუნი!

ვე­რა­ზე მი­ჭირ­და დი­ლით ადრე გაღ­ვი­ძე­ბა.

მე­სა­მე დღეა ამ სახ­ლში ვრჩე­ბი და დი­ლის 7 სა­ათ­ზე მეღ­ვი­ძე­ბა.

რა უც­ნა­უ­რია, არა?!

არც ხმა­უ­რი, არც სა­ინ­ფორ­მა­ციო გა­მოშ­ვე­ბა,

არც რძის არო­მა­ტი არ მა­წუ­ხებს დი­ლით და მა­ინც ადრე რომ მეღ­ვი­ძე­ბა, რისი ბრა­ლია?! ალ­ბათ თვითკმა­ყო­ფი­ლე­ბის.

თვა­ლებს მაგ­რად ვხუ­ჭავ და მერე ერ­თბა­შად ვა­ხელ - არ მეჩ­ვე­ნე­ბა! ეს ყვე­ლა­ფე­რი, ნამ­დვი­ლად, უკვე ჩე­მია!

ყვე­ლამ სა­კუ­თა­რი კომ­ფორ­ტი, თა­ვად უნდა იყი­დოს.

მე მგო­ნია, რომ ბი­ნით ყვე­ლა თა­ვის პი­რად სივ­რცეს იძენს,

ყვე­ლას აქვს სა­კუ­თა­რი სიმ­შვი­დის შე­ძე­ნის უფ­ლე­ბა.

ეს კი, სწო­რედ რომ სიმ­შვი­დეა, რო­მე­ლიც 80 კვა­დტარ­შია მოქ­ცე­უ­ლი,

80 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რი ჰა­ე­რი, შევ­ფუ­თე, სი­ახ­ლით შევ­ღე­ბე, სწო­რად და­ვა­გეგ­მა­რე და ვი­ყი­დე.

დღე­ი­დან მას მხო­ლოდ ჩემი სა­ხე­ლი ჰქვია!

იხი­ლეთ გაგ­რძე­ლე­ბა: თავი II

თარხნიშვილის 13 ნომერი

თარხნიშვილის 13 ნომერი

თავი I

ეს ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დედაჩემმა ორმოცდამეათედ შეაგდო ჩემი ღია იისფერი ბლუზა სარეცხის მანქანაში თავის გამორჩეულად ჭრელ და ბოშურ მოტივებზე აწყობილ, მსოფლიოში ყველაზე გაუგებარი სტუქტურის მქონე ქურთუკთან ერთად.

-ღმერთო, რატომ?! - აღმომხდა ტრაგიკულად, როდესაც დილის 9 საათზე, ნახევრადშიშველმა და ახლადგაღვიძებულმა, ჩემი საძინებლის ფარდა გადავწიე და მალაიზიას პლუს ინდოეთს, პლუს ვივიენ ვესტვუდის მიქსად ჩამოსხმული ფერთა ბოტკინისფერი პალიტრა დავინაზე ჩემს ბლუზაზე, რომელიც სარეცხის თოკზე მულენ რუჟის გოგონებზე ბევრად ვნებიანად ცეკვავდა - აი, მაშინ მივხვდი, რომ მორჩა, გავიზარდე, ან პირიქით- დავბერდი, გავაფრინე... ან, მართლა კაცთმოძულე გავხდი - ნუ, ყოველ შემთხვევაში, მივხვდი - სიმშვიდე, სიჩუმე და „ჩემთვის ყოფნა“ მინდოდა.

როცა არავისთვის ანგარიშის გაწევა არ გიწევს. არავის ხათრით მოსმენა, არავის დასანახად გაცინება და ზედმეტი საუბარი ჩემს „ცხრა თაობა ვერელ“ მეზობლებთან, თითოეულ დაცემინებასა და დამთქნარებაზე.

იქნებ, მართლა ყველაფრისგან დაღლილი ვარ?

ან, ყველაფრისგან გაგიჟებული? :)

ფაქტია, რომ აღარ მინდა ჩემს იისფერ ბლუზაზე ინდოეთისა და ჩეჩნეთის კრახმალნარევი დროშების ფერი, საინფორმაციო გამოშვება - დეიდაჩემის სტილით, ბოლო ხმაზე - მეხის დაცემის მსგავსად რომ მიჭერს პერიოდულად გულის დიაფრაგმას და კიდევ ერთი, ჩემთვის ძალიან მტკივნებული ფაქტი - დილით, შვრიის ფაფის ადუღებულ პოზიციაშივე ინდაურივით გადაყლაპვა თუ ვერ მოვასწარი და აბაზანაში შესვლის ცდუნებას ვერ გავუძელი, აბაზანიდან გამოსულს, ლავანდისა და პაპაიას არომატით გაჯერებული სხეული მთელი სამზარეულოს პერიმეტრზე არსებულ ცხიმიან რძის არომატში რომ მეჟღინთება და რუდუნებით მომზადებული შვრიის საუზმეც, აუცილებლად რძემოსხმული რომ მხვდება - ეს მხოლოდ დეიდაჩემის სიმარდის დამსახურებაა. რავიცი, რომ ჰკითხო, რევმატული ფაქტორის გამო ფეხების ტკივილი აწუხებს. არადა, მზე ამოსული არაა, რომ წამოხტება და წინა ღამით დალაგებული სახლის ლაგებას ისევ თავიდან იწყებს. შემდეგ კი ყვავილების მორწყვითა და ჩემს შვრიის საკვებში რძის დაუზოგავი ჩასხმით აგრძელებს. დეიდაჩემი არის პიროვნება, რომელსაც დღემდე 3 წლინახევრის ვგონივარ და ჩემს ჯანსაღ კვებაზე ისევ მთელი გულით ზრუნავს.

იმ საბედისწერო დილას, ამ საოცარ გარემოებებს დაემატა დეიდასა და დედას გარე ბიძაშვილის, შოთა ქებურიას დროებითი, ვითომ, სამდღიანი ვიზიტი ჩვენს უზარმაზარ, მთელ 68 კვადრატიან ბინაში, ვერაზე, თარხნიშვილის 13 ნომერში. ეს მოხდა ზუსტად 5 კვირის წინ, ერთ წვიმიან მაისის დილას, როდესაც მე, აბაზანიდან პირდაპირ „ლა სენსას“ თეთრეულით გამოტანტალებულმა ზარის ხმაზე, არნახული სიმშვიდით გავაღე შემოსასვლელი კარი იმ იმედით, რომ ჩემი უახლოესი მეგობარი - ლიკა, ისევ ჩემთან ერთად ყავის დასალევად მოვიდა, როგორც ამას ბოლო 2 წელია ვაკეთებთ, მაშინ, როცა ზუსტად 38 წუთი აკლია 10 საათს.

ყავა არა, მაგრამ ზღურბლთან მდგარ შოთას, შემოსვლისთანავე რაუნატინის 3 აბი დავალევინე, მას მერე, რაც ჩემს დანახვაზე სახეზე გადახლეჩილი ბროწეულის ფერი დაედო.

სანამ ტანსაცმელი ჩავიცვი და სახლიდან გამოვაღწიე, ზრდილობის გამო მოვუსმინე ჩვენს სახლში უსასრულობამდე დარჩენილი სტუმრის ჯანმრთელობის შერყეული ისტორიის მორიგ ბლოკ - ბასტერს, რომელიც ფრედი კრუგერის ფანტაზიისთვისაც წარმოუდგენელ კოშმარად მეჩვენა. ამჯერად, ბატონი შოთა, აბაშიდან, ნაღვლის ბუშტის ოპერაციის გამო იყო ჩამობრძანებული და მეორე დღიდან ექიმების სტუმრობას აპირებდა. თვალები დავხუჭე და უცებ წარმოვიდინე, ნაოპერაციები ქებურია ჩემს საძინებელ ოთახში (ასე ვისჯებოდი ყოველ ჯერზე, თუ ვინმე ნათესავს ფეხი აუცდებოდა და ჩვენთან სტუმრად რჩებოდა) მამწესებდნენ მისაღებ ოთახში, ბებიის დატოვებულ (მაგრამ მე რა დავაშავე) არაბულ ტახტზე, რომელზე წოლის შემდეგ მთელი დილა მეგონა, რომ ქვედა მარჯვენა 2 ნეკნი, ფილტვში გამეყარა და ხველის დროს აუცილებად მიჩხვლეტდა.

იმ დილითვე წარმოვიდგინე 68 კვადრატის ყველა კუნჭულში სრულიად აბაშა - შოთას მეუღლე და 3 ბიჭი, (ნუ ჩამომათვლევინებთ, მაინც მერევა, რომელი - რომელია) შოთას და, ცირა, სიძე და დისშვილები (მეეჭვება, ამათი ჩამოთვლითაც დაინტერესდეთ), შოთას მამიდა - ათას ასი წლის, ან ცოტა უფრო მეტი ხნის, ლამარა - სპილოს ძვლის ყურიანი ჯოხით და საოცარი სათვალით - რომელიც დურბინდს უფრო ჰგავს, ხშირად ბავშვობაში, ოპერაში შესვლისას რომ ვქირაობდი, ვიდრე სტანდარტულ „აბაშურ“ 6 ლარნახევრიან სათვალეს. ჩემს ფიქრებს აგვირგვინებდა - მათი მეზობელი, მაგული.

ამ უკანასკნელის არსებობა ქებურიების ოჯახს რეფრენად მიყვებოდა წლების მანძილზე, თუმცაღა, მისი როლი ჩემთვის, ცხოვრების ყოველ ეტაპზე, წარმოუდგენლად ბუნდოვანი იყო.

აი, სწორედ ამ საბედისწერო დღეს, როდესაც ჩემი იისფერი ბლუზა, ქაჯეთიც ციხის მეპატრონის საცოლის გემოვნებისფრად შეიღება და დეიდაჩემმა ცხიმიანი რძის არომატით კიდევ ერთხელ გააჯერა სრულიად სამზარეულო, შოთა ქებურია კი მორიგი 3 თვით გვესტუმრა - მივხვდი - სულ რომ ცხონებული ბებიაჩემი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, ასკინკილით ჩამოსულიყო ზეციდან და ეთხოვა „შემოგევლოს ბებო, ცალკე არ გადახვიდე, მარტომ როგორ უნდა იცხოვრო, მიუჩვეველი ხარო“ - ჩემი საკუთარი ბინა მაინც უნდა მეყიდა მემკვიდრეობით დატოვებული ფულით და ცალკე გადავსულიყავი.

80 კვადრატიანი კომფორტი

ყველა ადამიანი, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევს, ცალკე უნდა ცხოვრობდეს - ეს რომ პირველად დეიდაჩემს ვუთხარი, მურაბიანი ჩაი გადაისხა ნერვიულობისგან და თურმანიძის მალამო ისვა გულ-მკერდზე შემდეგი თვენახევარი.

იქვე მჯდომმა დედაჩემმა კი ნერვიულობისგან ქვედა ტუჩი ისე მოიკვნიტა, აღნიშნული იარა მალე რომ არ მოშუშებოდა, უკვე სერიოზულად ვფიქრობდი პლასტიკურ ქირურგიაზე.

ზუსტად ვიცოდი, წინ ეკლიანი გზა, ბევრი ნიშადურის თავმოხდილი ქილა და ორი „ისტერიჩკა“ დის - ტუჩმოგლეჯილისა და გულ-მკერდდაბუგულის ასევე ორხმაში დატირება არ ამცდებოდა ლანძღვის თანხმებით, მაგრამ გავრისკე და უპარაშუტოდ გადმოვხტი - დიახ, მეგობრებო, ოცნება ავიხდინე!

აქაო და საკუთარი სახლი მაქვსო, ჩამოვიტანე აგარაკზე შენახული ტანსაცმელიც და საბოლოოდ, შეგროვებულ ბარგს რომ დავხედე, გადაჭარბების გარეშე, შემეშინდა!

სამშობლოს ღალატისათვის სათანადოდ დავისაჯე და არც ერთი ქოფაკთაგანი (დედა - დეიდა) გადაბარგებაში არ დამხმარებია.

მეგობრებმა მომათრევინეს ლოგინიც, ბებიაჩემის დატოვებული კაკლის უზარმაზარი კარადაც და ტანსაცმლის ორი ათასი ცალი ყუთი. ეს ყველაფერი იატაკზე გაშლილი რომ დავინახე, მაშინ მივხვდი, სრულიად საქართველოს კაკლის ტყე რომ გაგეკაფა და ყველა ერთიანად აღებულისგან კაკლის გარდერობი შეგექმნა, მაინც ვერ დაიტევდა ამ რაოდენობის ჩასაცმელს.

სახლი შიგნიდან ისეთივე მყუდროა, როგორიც გარედან ჩანს.

ვერის ანტიკვარიატის მერე, თავი იაპონიაში მგონია - „ნანო ტექნოლოგიების“ მქონე 3 ოთახიან სივრცეში.

დავინახე, თუ არა, ვიგრძენი - აქ უნდა მეცხოვრა.

დავინახე, თუ არა - ჩემი თავი მხოლოდ ამ გარემოში აღვიქვი.

დავინახე, თუ არა - ჩემია-ნი გახდა.

მეხუთე სართულია.

ისეთია რა, ფსიქოლოგიურად ახლოს რომ ხარ მიწასთან - „ლიფტი არ გჭირდებას“ იდეით და თან, ხედსაც რომ გვარიანად ეპოტინები. ამ კომპლექსში ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ყველგან ბევრი ჟანგბადია, კორპუსები ისტერიული სიახლოვით არ გაწუხებს და იმის აღქმა არ გაქვს რომ შენ და შენი მეზობელი გელა, ერთსა და იმავე ჰაერის ოდენობას ცვლით პერიოდული სიხშირით - მის ამონასუნთქს შენ არ სუნთქავ და შენსას - ის!

მგონია, რომ ამ ბინაში თითოეული კვადრატული მეტრი მაქსიმალურად გამოყენებული და სწორად დაგეგმარებულია.

ხოდა, მეღიმება იმიტომ, რომ ამ სივრცეში ფეხშველი სიარული მომწონს!

იმიტომ, რომ ეს ყველაფერი რასაც ვხედავ, ჩემი საკუთრებაა, სადაც ფეხს ვაბიჯებ, ყველგან - აქაც და აი, აქაც!

სიახლეს თავისი არომატი აქვს, შეგიმჩნევიათ?

ოთახებში მძაფრად იგრძნობა ხის, ახალი ნივთებისა და სიახლის სუნი!

ვერაზე მიჭირდა დილით ადრე გაღვიძება.

მესამე დღეა ამ სახლში ვრჩები და დილის 7 საათზე მეღვიძება.

რა უცნაურია, არა?!

არც ხმაური, არც საინფორმაციო გამოშვება,

არც რძის არომატი არ მაწუხებს დილით და მაინც ადრე რომ მეღვიძება, რისი ბრალია?! ალბათ თვითკმაყოფილების.

თვალებს მაგრად ვხუჭავ და მერე ერთბაშად ვახელ - არ მეჩვენება! ეს ყველაფერი, ნამდვილად, უკვე ჩემია!

ყველამ საკუთარი კომფორტი, თავად უნდა იყიდოს.

მე მგონია, რომ ბინით ყველა თავის პირად სივრცეს იძენს,

ყველას აქვს საკუთარი სიმშვიდის შეძენის უფლება.

ეს კი, სწორედ რომ სიმშვიდეა, რომელიც 80 კვადტარშია მოქცეული,

80 კვადრატული მეტრი ჰაერი, შევფუთე, სიახლით შევღებე, სწორად დავაგეგმარე და ვიყიდე.

დღეიდან მას მხოლოდ ჩემი სახელი ჰქვია!

იხილეთ გაგრძელება: თავი II

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი