მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი
დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი

სექ­ტემ­ბრი­დან სა­ტე­ლე­ვი­ზიო სივ­რცე­ში დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. უკვე ცნო­ბი­ლია, რომ ნატა მახ­ვი­ლა­ძის, დიმა ობო­ლა­ძი­სა და "რუს­თა­ვი 2"-ის გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის კოტე ბათ­მა­ნი­დის შემ­დეგ, ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" გა­და­დი­ან "რუს­თა­ვი 2"-ის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მეგა-შო­უ­ე­ბის პრო­დუ­სე­რე­ბი დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე და გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია. ამ სა­კი­თხზე ოფი­ცი­ა­ლურ კო­მენ­ტარს ამ დრომ­დე არა­ვინ აკე­თებს.

Ambebi.ge-სთვისცნო­ბი­ლი გახ­და, რომ პრო­დუ­სე­რე­ბი პირ­ველ ეტაპ­ზე, "იმედ­ზე" გა­და­ცე­მებს "ექი­მე­ბი" და "ნი­ჭი­ე­რი" გა­და­ი­ტა­ნენ. ასე­ვე, ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სულ მალე "იმედ­ზე" გა­და­ვა გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლი". მაია ასა­თი­ა­ნი არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბებს უკვე აწარ­მო­ებს.

ჩვე­ნი წყა­როს ცნო­ბით, "პრო­ფი­ლი" "ეკა ხო­ფე­რი­ას შოუს" ჩა­ა­ნაც­ვლებს. აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე კო­მენ­ტა­რის­თვის "პრო­ფი­ლის" პრო­დუ­სე­რებ­თან და­კავ­ში­რე­ბა ვცა­დეთ, თუმ­ცა ისი­ნი სა­ტე­ლე­ფო­ნო ზა­რებს არ პა­სუ­ხო­ბენ.

რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად ხო­ფე­რი­ას, ამ­ბო­ბენ, რომ ის პო­ლი­ტი­კუ­რი თოქ-შოუს გა­კე­თე­ბას გეგ­მავს, რო­მე­ლიც ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" ეთერ­ში გავა. გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში თა­ვად ეკა ხო­ფე­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა: "პრეს­კონ­ფე­რენ­ცია არ იქ­ნე­ბა, დე­ტა­ლე­ბი ივ­ლი­სის " სი­თი­ში"... If you know what i mean" - წერს ხო­ფე­რია. რა დე­ტა­ლებს გა­ა­სა­ჯა­რო­ვებს სა­კუ­თარ ჟურ­ნალ­ში ჟურ­ნა­ლის­ტი, უც­ნო­ბია.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: რა­ტომ და­ი­ხუ­რა "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბა­ლი" და რა ელის სხვა გა­და­ცე­მებს "რუს­თა­ვი 2"-ზე

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი

დიდი ცვლილებები სატელევიზიო სივრცეში - სად მიდიან ეკა ხოფერია და მაია ასათიანი

სექტემბრიდან სატელევიზიო სივრცეში დიდი ცვლილებები იგეგმება. უკვე ცნობილია, რომ ნატა მახვილაძის, დიმა ობოლაძისა და "რუსთავი 2"-ის გაყიდვების სამსახურის უფროსის კოტე ბათმანიდის შემდეგ, ტელეკომპანია "იმედში" გადადიან "რუსთავი 2"-ის ყველაზე რეიტინგული მეგა-შოუების პროდუსერები დემნა ჯაფარიძე და გიორგი ხაბურზანია. ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს ამ დრომდე არავინ აკეთებს.

Ambebi.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ პროდუსერები პირველ ეტაპზე, "იმედზე" გადაცემებს "ექიმები" და "ნიჭიერი" გადაიტანენ.  ასევე, ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, სულ მალე "იმედზე" გადავა გადაცემა "პროფილი". მაია ასათიანი არხის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს.

ჩვენი წყაროს ცნობით, "პროფილი" "ეკა ხოფერიას შოუს" ჩაანაცვლებს. აღნიშნულ საკითხზე კომენტარისთვის "პროფილის" პროდუსერებთან დაკავშირება ვცადეთ, თუმცა ისინი სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

რაც შეეხება თავად ხოფერიას, ამბობენ, რომ ის პოლიტიკური თოქ-შოუს გაკეთებას გეგმავს, რომელიც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში გავა. გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში თავად ეკა ხოფერია გამოეხმაურა: "პრესკონფერენცია არ იქნება, დეტალები ივლისის " სითიში"... If you know what i mean" - წერს ხოფერია. რა დეტალებს გაასაჯაროვებს საკუთარ ჟურნალში ჟურნალისტი, უცნობია.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე წაიკითხეთ: რატომ დაიხურა "იღბლიანი ბორბალი" და რა ელის სხვა გადაცემებს "რუსთავი 2"-ზე

იხილეთ ვიდეო

"მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი, არის თუ არა საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამი" - იმნაძე

"ჩემი შემთხვევა განსხვავებული შემთხვევა იყო..." - ლევან რატიანი ამბობს, რომ კორონავირუსი უსიმპტომოდ გადაიტანა

"ჩემს ცხოვრებაში სრულიად ახალი ეტაპი იწყება... ყველამ იცით, რაც არის აფხაზეთი ჩემთვის" - რას წერს ხოფერია მინისტრად დანიშვნის შემდეგ?