მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

18

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:03-ზე, მთვარე მორიელშია დღეს დაწყებული ნებისმიერი საქმე წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა მიზანდასახული და მიზანსწრაფული ადამიანებისთვის, ორატორთა და ლიდერთათვის. გარშემო მყოფებთან საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. უმჯობესია, შინ დარჩეთ, სულიერ განათლებს მიხედოთ, წმინდა ტექსტები იკითხოთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის მიღებას. არ გადატვირთოთ კუჭი. ნუ მიირთმევთ ხორციან კერძებს. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
წიგნები
კონფლიქტები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსთავი 2"-ის მეგა-შოუების პროდიუსერები "იმედზე" გადადიან?
"რუსთავი 2"-ის მეგა-შოუების პროდიუსერები "იმედზე" გადადიან?

ბოლო პე­რი­ოდ­ში, "რუს­თა­ვი 2"-ში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის და სხვა პრობ­ლე­მე­ბის გამო ტე­ლე­კომ­პა­ნია რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტმა და­ტო­ვა, და­ი­ხუ­რა გა­და­ცე­მე­ბი, შემ­ცირ­და თა­ნამ­შრომ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა.

დღეს კი კუ­ლუ­ა­რებ­ში ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ "რუს­თა­ვი 2"-ს ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი მე­გა­შო­უ­ე­ბის - "ნი­ჭი­ე­რის", "X ფაქ­ტო­რის", "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვის", "ბრა­ვოს" და სხვა პრო­ექ­ტე­ბის შემ­ქმნე­ლე­ბი - გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე ტო­ვე­ბენ, რომ­ლე­ბიც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში თით­ქმის და­ფუძ­ნე­ბის დღი­დან მუ­შა­ო­ბენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ეტაპ­ზე "რუს­თა­ვი 2"-ზე "X ფაქ­ტო­რის" მე­ო­თხე სე­ზო­ნი მიმ­დი­ნა­რე­ობს და მალე სრულ­დე­ბა, ამის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­საძ­ლოა, ეს გუნ­დის­თვის ბოლო შოუ იყოს "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში.

ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ ხა­ბურ­ზა­ნი­ა­სა და ჯა­ფა­რი­ძეს "რუს­თა­ვი 2"-ის მთა­ვა­რი კონ­კუ­რენ­ტის, "იმე­დის" გუნდში ვი­ხი­ლავთ. შე­გახ­სე­ნებთ, ცოტა ხნის წინ "რუს­თა­ვი­დან" "იმედ­ზე" რამ­დე­ნი­მე ცნო­ბი­ლი სახე გა­და­ვი­და, მათ შო­რის სპორ­ტუ­ლი კო­მენ­ტა­ტო­რი დიმა ობო­ლა­ძე, ჟურ­ნა­ლის­ტი ნატა მახ­ვი­ლა­ძე, ასე­ვე გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი კონ­სტან­ტი­ნე ბათ­მა­ნი­დი.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად და­ვუ­კავ­შირ­დით პრო­დი­უ­სერ გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ას, რო­მელ­მაც მთე­ლი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში არ უპა­სუ­ხა ჩვენს ზა­რებს.

ასე­ვე და­ვუ­კავ­შირ­დით "იმე­დის" გა­ყიდ­ვე­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს კონ­სტან­ტი­ნე ბათ­მა­ნიდს, რო­მე­ლიც "იმედ­ში" "რუს­თა­ვი 2"-დან ოთხი თვის წინ გა­და­ვი­და. ბათ­მა­ნი­დი სწო­რედ ხა­ბურ­ზა­ნი­ა­სა და ჯა­ფა­რი­ძეს­თან ერ­თად ერთ გუნდში მუ­შა­ობ­და წლე­ბის მან­ძილ­ზე.

- ბა­ტო­ნო კოტე, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნია და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძე გუნდთან ერ­თად "იმედ­ზე" აპი­რე­ბენ გად­მოს­ვლას, მი­დის ამ სა­კი­თხზე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- "იმე­დი" არის ნო­მერ პირ­ვე­ლი ტე­ლე­ვი­ზია, შე­სა­ბა­მი­სად, ბევრ ადა­მი­ანს სურს ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა გი­ორ­გი ხა­ბურ­ზა­ნი­ას და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძეს, კად­რე­ბის სა­კი­თხი მე არ მე­ხე­ბა. შე­საძ­ლოა მი­დის კი­დეც მათ­თან მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რო­მე­ლიც შემ­დეგ სპე­ცი­ა­ლურ­მა საბ­ჭომ უნდა გა­და­წყვი­ტოს. ამი­ტომ ამ სა­კი­თხზე სხვა კო­მენ­ტარს მე ვერ გა­ვა­კე­თებ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ტრამპის სატარიფო ქაოსი - გაძვირდება თუ არა საქართველოში ამერიკიდან ავტომობილების შემოყვანა?

"რუსთავი 2"-ის მეგა-შოუების პროდიუსერები "იმედზე" გადადიან?

"რუსთავი 2"-ის მეგა-შოუების პროდიუსერები "იმედზე" გადადიან?

ბოლო პერიოდში, "რუსთავი 2"-ში არსებული ფინანსური კრიზისის და სხვა პრობლემების გამო ტელეკომპანია რამდენიმე ჟურნალისტმა დატოვა, დაიხურა გადაცემები, შემცირდა თანამშრომლების რაოდენობა.

დღეს კი კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ "რუსთავი 2"-ს ტელეკომპანიის ყველაზე რეიტინგული მეგაშოუების - "ნიჭიერის", "X ფაქტორის", "საქართველოს ვარსკვლავის", "ბრავოს" და სხვა პროექტების შემქმნელები - გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ტოვებენ, რომლებიც ტელეკომპანიაში თითქმის დაფუძნების დღიდან მუშაობენ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე "რუსთავი 2"-ზე "X ფაქტორის" მეოთხე სეზონი მიმდინარეობს და მალე სრულდება, ამის გათვალისწინებით, შესაძლოა, ეს გუნდისთვის ბოლო შოუ იყოს "რუსთავი 2"-ის ეთერში.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ხაბურზანიასა და ჯაფარიძეს "რუსთავი 2"-ის მთავარი კონკურენტის, "იმედის" გუნდში ვიხილავთ. შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ "რუსთავიდან" "იმედზე" რამდენიმე ცნობილი სახე გადავიდა, მათ შორის სპორტული კომენტატორი დიმა ობოლაძე, ჟურნალისტი ნატა მახვილაძე, ასევე გაყიდვების სამსახურის უფროსი კონსტანტინე ბათმანიდი.

გავრცელებული ინფორმაციის გადასამოწმებლად დავუკავშირდით პროდიუსერ გიორგი ხაბურძანიას, რომელმაც მთელი დღის განმავლობაში არ უპასუხა ჩვენს ზარებს.

ასევე დავუკავშირდით "იმედის" გაყიდვების სამსახურის ხელმძღვანელს კონსტანტინე ბათმანიდს, რომელიც "იმედში" "რუსთავი 2"-დან ოთხი თვის წინ გადავიდა. ბათმანიდი სწორედ ხაბურზანიასა და ჯაფარიძესთან ერთად ერთ გუნდში მუშაობდა წლების მანძილზე.

- ბატონო კოტე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე გუნდთან ერთად "იმედზე" აპირებენ გადმოსვლას, მიდის ამ საკითხზე მოლაპარაკებები?

- "იმედი" არის ნომერ პირველი ტელევიზია, შესაბამისად, ბევრ ადამიანს სურს ჩვენთან თანამშრომლობა. რაც შეეხება გიორგი ხაბურზანიას და დემნა ჯაფარიძეს, კადრების საკითხი მე არ მეხება. შესაძლოა მიდის კიდეც მათთან მოლაპარაკება, რომელიც შემდეგ სპეციალურმა საბჭომ უნდა გადაწყვიტოს. ამიტომ ამ საკითხზე სხვა კომენტარს მე ვერ გავაკეთებ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი