გაიცანით 18 წლის ქართველი გოგონა, რომელიც გორში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

გაიცანით 18 წლის ქართველი გოგონა, რომელიც გორში მილიონიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

18 წლის ქეთი ღვინიაშვილი, გორში მაღალი სტანდარტების მქონე სასტუმროს აშენებას გეგმავს, რისთვისაც ადგილმდებარეობა უკვე შეარჩია და ნებართვის მისაღებად ქალაქის საკრებულოსაც მიმართა.

ქეთი გორიდანაა, თუმცა ამჟამად თბილისში "თავისუფალი უნივერსიტეტის" "მათემატიკისა და კომპიუტერული მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს. როდესაც სასტუმროს იდეა დაებადა, აპრილში შპს "იემაი სეთიც" შექმნა, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა. მოგვიანებით მან გორის საკრებულოს თხოვნით მიმართა, რომ მილიონზე მეტი ბიუჯეტის მქონე ინვესტიციის განხორციელებისთვის ჭალის დასახლებაში 5 250 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი გადაეცა.

ქეთი ღვინიაშვილს სასტუმროს არქიტექტურა ჯერჯერობით განსაზღვრული არ აქვს, თუმცა, მისი თქმით, სასტუმრო მინიმუმ სამვარსკვლავიანი იქნება.

"სასტუმროს აშენების ვალდებულებას 5 წლით ავიღებ. ცხადია, ამის სახსრები თავად არ გამაჩნია, თუმცა მოლაპარაკებებს რამდენიმე ინვესტორთან ვაწარმოებ, რომლებიც ჩემთვის საკრებულოს მიერ მიწის გადმოცემას ელოდებიან, შემდეგ კი გაირკვევა, კონკრეტულად, ვინ ააშენებს სასტუმროს" - განმარტავს ის. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი