პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ" - რაში ამხელს პატრიარქი თორნიკე მამალაძეს
"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ" - რაში ამხელს პატრიარქი თორნიკე მამალაძეს

პატ­რი­არ­ქს ეჭ­ვის თვა­ლით არ უნდა შე­ხე­დო, - ამ სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქმა, უწ­მინ­დეს­მა და უნე­ტა­რეს­მა ილია მე­ო­რემ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ძმას, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს.

უწ­მინ­დეს­მა თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს შეხ­ვედ­რა­ზე მი­სი­ვე ინ­ტერ­ვიუ შე­ახ­სე­ნა, სა­დაც უწ­მინ­დე­სის თქმით, დე­კა­ნო­ზის ძმა სა­უბ­რობს, რომ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძე პატ­რი­არ­ქთან რჩე­ბო­და.

"ორ­შა­ბა­თის გა­ზეთ­ში ვისი ინ­ტერ­ვი­უა? იქ ით­ქვა, პატ­რი­არ­ქთან რჩე­ბო­და ღამე მამა გი­ორ­გიო. ასე­თი შემ­თხვე­ვა არ ყო­ფი­ლა და უნდა გე­ში­ნო­დეს ღმერ­თი­სა, როცა ამას ლა­პა­რა­კობ. ჩემ­თან რჩე­ბა სამი ადა­მი­ა­ნი. დაც­ვის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ერთი მო­ნა­ზო­ნი და ერთი მღვდე­ლი. ყო­ველ დღე და ღამე, თქვენ იმას ამ­ბობთ, რომ ღამე რჩე­ბო­დაო. კი­დეც რომ დარ­ჩე­ნი­ლი­ყო, რა მოხ­დე­ბო­და?", - მი­მარ­თა უწ­მინ­დეს­მა თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს.

პატ­რი­არ­ქის სა­პა­სუ­ხოდ თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ მას გა­ნუ­მარ­ტა, რომ მისი ნათ­ქვა­მი ეხე­ბო­და არა უწ­მინ­დესს, არა­მედ იმას, რომ ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს დე­კა­ნოზს უწ­მინ­დეს­თან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა არ ჰქონ­და.

მო­ის­მი­ნეთ ვრცლად: ილია II-სა და ბრალ­დე­ბუ­ლი დე­კა­ნო­ზის ოჯა­ხის წევ­რე­ბის შეხ­ვედ­რის ჩა­ნა­წე­რი ვრცელ­დე­ბა

"ხოდა, ძა­ლი­ან ფრთხი­ლად უნდა ილა­პა­რა­კო, რაც თავ­ში მო­გად­გე­ბა უნდა გან­სა­ჯო, გა­ა­ნა­ლი­ზო, პატ­რი­არ­ქს ეჭ­ვის თვა­ლით არ უნდა შე­ხე­დო", -ბრძა­ნა უწ­მინ­დეს­მა.

თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძემ მას გა­უ­მე­ო­რა, რომ გა­ზეთ­ში და­ბეჭ­დი­ლი ფო­ტო­ე­ბით მხო­ლოდ იმის თქმა სურ­და, რომ დე­კა­ნოზ გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძეს პატ­რი­არ­ქთან ახლო ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და, რა­ზეც შეხ­ვედ­რის მო­ნა­წი­ლე მე­უ­ფე­ებ­მა მას უთხრეს, რომ ფო­ტოს მე­სა­მე ადა­მი­ა­ნი იღებ­და, შე­სა­ბა­მი­სად, ამა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი დი­ა­ლო­გის სა­პა­სუ­ხოდ მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ (ჭუ­ა­ძე) თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს მი­მარ­თა, რომ უწ­მინ­დესს ყვე­ლას­თან ერ­თნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს და პატ­რი­არ­ქი არა­ვის არ­ჩევს.

"ფრთხი­ლად იყა­ვით ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში თორ­ნი­კე, ისე­თი რა­ღაც არ უნდა და­წე­როთ ინ­ტერ­ვი­უ­ებ­ში, რომ გა­მო­ვი­დეს ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცია. თუკი თქვენ ეკ­ლე­სი­ის დის­კრე­დი­ტა­ცი­ა­ზე წახ­ვალთ, ვი­ღა­ცე­ბი შე­ეც­დე­ბი­ან, რომ ჩვენს შო­რის გა­ფუჭ­დეს ურ­თი­ერ­თო­ბა და სხვა­დას­ხვა მხა­რეს ვიდ­გეთ. ჩვენ ერთ მხა­რეს ვართ. ყვე­ლას გვინ­და სი­მარ­თლის დად­გე­ნა. არა­ვის გვინ­და ტყუ­ი­ლად გა­მარ­თლდეს ან ტყუ­ი­ლად გამ­ტყუნ­დეს ადა­მი­ა­ნი. ნურც ბრალს დავ­დებთ ასე ხე­ლა­ღე­ბით ნუ­რა­ვის, თუ არ გვაქვს გარ­კვე­უ­ლი სა­ბუ­თე­ბი, შე­ვე­ცა­დოთ, რომ სი­მარ­თლე ვი­პო­ვოთ. ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი არის სი­მარ­თლის პოვ­ნა და ზედ­მე­ტი დის­კრე­დი­ტა­ცი­ის უფ­ლე­ბას ნუ მივ­ცემთ ნუ­რა­ვის. ნურც ეკ­ლე­სი­ას, ნურც იმ ურ­თი­ერ­თო­ბებს, რო­მე­ლიც არ­სე­ბობს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯა­ხი. სა­პატ­რი­არ­ქო­ში ჩვენ ვიკ­რი­ბე­ბო­დით, ყვე­ლა ერ­თად ვი­ყა­ვით. მამა გი­ორ­გი ჩვენ­თან იყო, მაგ­რამ გა­მორ­ჩე­უ­ლი არა­ვინ ვი­ყა­ვით, ყვე­ლა­ნი ერთი ვი­ყა­ვით უწ­მინ­დეს­თან. უწ­მინ­დე­სი იმით არ ას­ხვა­ვებს, ვინ დაც­ვის წევ­რია და ა.შ. ნუ წარ­მო­ვაჩ­ნეთ ზედ­მეტს ნუ­რა­ფერს. ვიც­ნობ­დით, რა თქმა უნდა, მამა გი­ორ­გის, მაგ­რამ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი არა­ფე­რი იყო", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე თე­ო­დო­რემ.

ამას­თან, თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს მი­მარ­თა მამა მი­ქა­ელ ბოტ­კო­ველ­მა და მო­უ­წო­და, ეკ­ლე­სი­ის და სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცია არ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს.

"თორ­ნი­კე უკაც­რა­ვად, ყო­ველ დღე აკე­თებთ გან­ცხა­დე­ბებს და ახ­დენთ სა­პატ­რი­არ­ქოს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის დის­კრე­დი­ტა­ცი­ას, რომ თით­ქოს მე­უ­ფე ია­კო­ბი და ქალ­ბა­ტო­ნი შო­რე­ნა არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბულ­ნი, რომ მამა გი­ორ­გი და­ე­ჭი­რათ და და­ე­კა­ვე­ბი­ნათ. ეს არ არის ჩემო მე­გო­ბა­რო სი­მარ­თლე, მე­ო­რე - ია­კო­ბი არის პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, რო­მე­ლიც სარ­გებ­ლობს მისი ნდო­ბით, პატ­რი­არ­ქთან იმ­ყო­ფე­ბით და თქვენ ამ­ბობ­დით, რომ პატ­რი­არ­ქმა არ იცის რა­შია საქ­მეო, ხომ დარ­წმუნ­დით რომ ყვე­ლა­ფე­რი იცის? ხომ დარ­წმუნ­დით, რომ უწ­მინ­დეს­მა ყვე­ლა­ფე­რი იცის?", - გა­ნა­ცხა­და ბოტ­კო­ველ­მა.

სა­უ­ბარ­ში ჩა­ერ­თო მე­უ­ფე ია­კო­ბი, რო­მელ­მაც თორ­ნი­კე მა­მა­ლა­ძეს შე­ახ­სე­ნა 50 მი­ლი­ონ ლარ­ზე გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა.

"სა­ბუ­თე­ბით და­ამ­ტკი­ცებს მამა გი­ორ­გი, როცა პატ­რი­არ­ქს შეხ­ვდე­ბა, ასე ჰა­ერ­ზე არ სა­უბ­რობს ის", - უპა­სუ­ხეს დე­კა­ნო­ზის ოჯა­ხის წევ­რებ­მა მე­უ­ფე ია­კობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ" - რაში ამხელს პატრიარქი თორნიკე მამალაძეს

"ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ" - რაში ამხელს პატრიარქი თორნიკე მამალაძეს

პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო, - ამ სიტყვებით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმას, თორნიკე მამალაძეს.

უწმინდესმა თორნიკე მამალაძეს შეხვედრაზე მისივე ინტერვიუ შეახსენა, სადაც უწმინდესის თქმით, დეკანოზის ძმა საუბრობს, რომ გიორგი მამალაძე პატრიარქთან რჩებოდა.

"ორშაბათის გაზეთში ვისი ინტერვიუა? იქ ითქვა, პატრიარქთან რჩებოდა ღამე მამა გიორგიო. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა და უნდა გეშინოდეს ღმერთისა, როცა ამას ლაპარაკობ. ჩემთან რჩება სამი ადამიანი. დაცვის წარმომადგენელი, ერთი მონაზონი და ერთი მღვდელი. ყოველ დღე და ღამე, თქვენ იმას ამბობთ, რომ ღამე რჩებოდაო. კიდეც რომ დარჩენილიყო, რა მოხდებოდა?", - მიმართა უწმინდესმა თორნიკე მამალაძეს.

პატრიარქის საპასუხოდ თორნიკე მამალაძემ მას განუმარტა, რომ მისი ნათქვამი ეხებოდა არა უწმინდესს, არამედ იმას, რომ ვრცელდებოდა ინფორმაცია, თითქოს დეკანოზს უწმინდესთან ახლო ურთიერთობა არ ჰქონდა.

მოისმინეთ ვრცლად: ილია II-სა და ბრალდებული დეკანოზის ოჯახის წევრების შეხვედრის ჩანაწერი ვრცელდება

"ხოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ილაპარაკო, რაც თავში მოგადგება უნდა განსაჯო, გაანალიზო, პატრიარქს ეჭვის თვალით არ უნდა შეხედო", -ბრძანა უწმინდესმა.

თორნიკე მამალაძემ მას გაუმეორა, რომ გაზეთში დაბეჭდილი ფოტოებით მხოლოდ იმის თქმა სურდა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს პატრიარქთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, რაზეც შეხვედრის მონაწილე მეუფეებმა მას უთხრეს, რომ ფოტოს მესამე ადამიანი იღებდა, შესაბამისად, ამაში განსაკუთრებული არაფერია.

აღნიშნული დიალოგის საპასუხოდ მეუფე თეოდორემ (ჭუაძე) თორნიკე მამალაძეს მიმართა, რომ უწმინდესს ყველასთან ერთნაირი ურთიერთობა აქვს და პატრიარქი არავის არჩევს.

"ფრთხილად იყავით ინტერვიუებში თორნიკე, ისეთი რაღაც არ უნდა დაწეროთ ინტერვიუებში, რომ გამოვიდეს ეკლესიის დისკრედიტაცია. თუკი თქვენ ეკლესიის დისკრედიტაციაზე წახვალთ, ვიღაცები შეეცდებიან, რომ ჩვენს შორის გაფუჭდეს ურთიერთობა და სხვადასხვა მხარეს ვიდგეთ. ჩვენ ერთ მხარეს ვართ. ყველას გვინდა სიმართლის დადგენა. არავის გვინდა ტყუილად გამართლდეს ან ტყუილად გამტყუნდეს ადამიანი. ნურც ბრალს დავდებთ ასე ხელაღებით ნურავის, თუ არ გვაქვს გარკვეული საბუთები, შევეცადოთ, რომ სიმართლე ვიპოვოთ. ჩვენი ერთადერთი მიზანი არის სიმართლის პოვნა და ზედმეტი დისკრედიტაციის უფლებას ნუ მივცემთ ნურავის. ნურც ეკლესიას, ნურც იმ ურთიერთობებს, რომელიც არსებობს. ჩვენ ვართ ერთი დიდი ოჯახი. საპატრიარქოში ჩვენ ვიკრიბებოდით, ყველა ერთად ვიყავით. მამა გიორგი ჩვენთან იყო, მაგრამ გამორჩეული არავინ ვიყავით, ყველანი ერთი ვიყავით უწმინდესთან. უწმინდესი იმით არ ასხვავებს, ვინ დაცვის წევრია და ა.შ. ნუ წარმოვაჩნეთ ზედმეტს ნურაფერს. ვიცნობდით, რა თქმა უნდა, მამა გიორგის, მაგრამ განსხვავებული არაფერი იყო", - განაცხადა მეუფე თეოდორემ.

ამასთან, თორნიკე მამალაძეს მიმართა მამა მიქაელ ბოტკოველმა და მოუწოდა, ეკლესიის და საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაცია არ განახორციელოს.

"თორნიკე უკაცრავად, ყოველ დღე აკეთებთ განცხადებებს და ახდენთ საპატრიარქოს მაღალი თანამდებობის პირების დისკრედიტაციას, რომ თითქოს მეუფე იაკობი და ქალბატონი შორენა არიან დაინტერესებულნი, რომ მამა გიორგი დაეჭირათ და დაეკავებინათ. ეს არ არის ჩემო მეგობარო სიმართლე, მეორე - იაკობი არის პატრიარქის ქორეპისკოპოსი, რომელიც სარგებლობს მისი ნდობით, პატრიარქთან იმყოფებით და თქვენ ამბობდით, რომ პატრიარქმა არ იცის რაშია საქმეო, ხომ დარწმუნდით რომ ყველაფერი იცის? ხომ დარწმუნდით, რომ უწმინდესმა ყველაფერი იცის?", - განაცხადა ბოტკოველმა.

საუბარში ჩაერთო მეუფე იაკობი, რომელმაც თორნიკე მამალაძეს შეახსენა 50 მილიონ ლარზე გაკეთებული განცხადება.

"საბუთებით დაამტკიცებს მამა გიორგი, როცა პატრიარქს შეხვდება, ასე ჰაერზე არ საუბრობს ის", - უპასუხეს დეკანოზის ოჯახის წევრებმა მეუფე იაკობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი