უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

უბნები თბილისში, სადაც ხვალ გაზმომარაგება შეწყდება

თბილისის ზოგიერთ ქუჩას ხვალ გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით ხვალ, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ისნისა და სამგორის რაიონში, შანდორ პეტეფის ქუჩა №1, №27, წულუკიძის ქუჩა №11, №15/17-19/17ა, კალოუბნის ქუჩა №44, აეროდრომის 1 ქუჩის II გასავალის №9ა- ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსებისა და აეროდრომის დასახლების მე-6 ქუჩის კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს.

გაზის მიწოდება აღდგება 16:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.

დამატებითი შეკითხვებისათვის დაუკავშირდით ქოლცენტრს 240 40 04

შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი"

ა.მიცკევიჩის ქუჩა 18ა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი