პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ზა­ფხუ­ლის დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბას რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბით მი­მარ­თავს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნელ­მა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ გა­ნუ­ცხა­და, ამ სე­ზონ­ზე პო­ტენ­ცი­უ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა უკავ­შირ­დე­ბა მწე­რე­ბის, მათ შო­რის ტკი­პის ნაკ­ბე­ნებს. ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყე­ბა კო­ღო­ე­ბის, ასე­ვე ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბის სე­ზო­ნი, რო­მე­ლიც ლე­იშ­მა­ნი­ო­ზის გა­დამ­ტა­ნი მწე­რია.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფლე­ბო­ტო­მუ­სე­ბი შე­ბინ­დე­ბი­სას გა­მოფ­რინ­დე­ბი­ან. მისი რე­კო­მენ­და­ცი­აა მშობ­ლებ­მა თავი აა­რი­დონ ბავ­შვე­ბის შე­ბინ­დე­ბი­სას გა­სე­ირ­ნე­ბას, ან მათ გრძელ­სა­ხე­ლო­ი­ა­ნი, ღია ფე­რის სა­მო­სი ჩა­აც­ვან.

ამას­თან, პა­ა­ტა იმ­ნა­ძე მო­სახ­ლე­ო­ბას, გან­სა­კუთ­რე­ბით სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბა­ში და­საქ­მე­ბულ პი­რებს ურ­ჩევს, რომ ცხო­ვე­ლე­ბი სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და­ა­მუ­შა­ონ. გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, რომ ტკი­პის ხე­ლით მო­ცი­ლე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა.

"მთა­ვა­რია ტკი­პის დრო­უ­ლად მო­ცი­ლე­ბა. მინ­დვ­რი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნებ­მა სხე­უ­ლი კარ­გად უნდა და­ათ­ვა­ლი­ე­რონ, თუ აღ­მოჩ­ნდა ტკი­პა, დრო­უ­ლად უნდა მო­ი­შო­რონ. ხე­ლით მო­შო­რე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, შე­საძ­ლე­ბე­ლია პინ­ცე­ტით ამო­ღე­ბა, რათა ფე­ხე­ბი კან­ში არ ჩარ­ჩეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მო­ნაკ­ვე­თი უნდა ჩა­მო­ი­ბა­ნოს საპ­ნი­ა­ნი წყლით და შემ­დგომ უნდა და­მუ­შავ­დეს ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი ხსნა­რით, სპირ­ტით. ალერ­გი­უ­ლი რე­აქ­ცი­ის გან­ვი­თა­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, შე­საძ­ლე­ბე­ლია ანტი ალერ­გი­უ­ლი მა­ლა­მოს გა­მო­ყე­ნე­ბა", - გან­მარ­ტა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

კო­ღო­ე­ბი­სა­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო ხელ­მძღვა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბას და­მაფრ­თხო­ბე­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი­სა და მწე­რე­ბის­გან დამ­ცა­ვი ბა­დის გა­მო­ყე­ნე­ბას ურ­ჩევს, ამას­თან, აღ­ნიშ­ნავს, რომ სა­ხელ­მწი­ფო შავი ზღვის­პი­რეთ­ში სა­დე­ზინ­სექ­ციო სა­მუ­შა­ო­ებს ატა­რებს.

კი­დევ ერთი რე­კო­მენ­და­ცია, რაც ზა­ფხულს უკავ­შირ­დე­ბა, სი­ცხის დროს გაგ­რი­ლე­ბა და წყლის მი­ღე­ბაა.

"ნუ და­ე­ლო­დე­ბით წყურ­ვი­ლის გრძნო­ბას, ისე და­ლი­ეთ წყა­ლი, ორი ლიტ­რა მა­ინც დღის გან­მავ­ლო­ბა­ში. თავი და­ცუ­ლი უნდა იყოს მზის პირ­და­პი­რი სხი­ვე­ბის­გან. ტან­საც­მე­ლი მაქ­სი­მა­ლუ­რად ხალ­ვა­თი და ღია ფე­რის უნდა იყოს. თუ აუ­ცი­ლე­ბე­ლი საქ­მე არ არის, პა­პა­ნა­ქე­ბა მზე­ზე მო­ე­რი­დეთ მძი­მე ფი­ზი­კურ შრო­მას", - აღ­ნიშ­ნა პა­ა­ტა იმ­ნა­ძემ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით, მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განუცხადა, ამ სეზონზე პოტენციური საშიშროება უკავშირდება მწერების, მათ შორის ტკიპის ნაკბენებს. ეტაპობრივად დაიწყება კოღოების, ასევე ფლებოტომუსების სეზონი, რომელიც ლეიშმანიოზის გადამტანი მწერია.

პაატა იმნაძის ინფორმაციით, ფლებოტომუსები შებინდებისას გამოფრინდებიან. მისი რეკომენდაციაა მშობლებმა თავი აარიდონ ბავშვების შებინდებისას გასეირნებას, ან მათ გრძელსახელოიანი, ღია ფერის სამოსი ჩააცვან.

ამასთან, პაატა იმნაძე მოსახლეობას, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ პირებს ურჩევს, რომ ცხოველები სპეციალური საშუალებებით დაამუშაონ. გასათვალისწინებელია, რომ ტკიპის ხელით მოცილება არ შეიძლება.

"მთავარია ტკიპის დროულად მოცილება. მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ ადამიანებმა სხეული კარგად უნდა დაათვალიერონ, თუ აღმოჩნდა ტკიპა, დროულად უნდა მოიშორონ. ხელით მოშორება არ შეიძლება, შესაძლებელია პინცეტით ამოღება, რათა ფეხები კანში არ ჩარჩეს. აღნიშნული მონაკვეთი უნდა ჩამოიბანოს საპნიანი წყლით და შემდგომ უნდა დამუშავდეს ანტისეპტიკური ხსნარით, სპირტით. ალერგიული რეაქციის განვითარების შემთხვევაში, შესაძლებელია ანტი ალერგიული მალამოს გამოყენება", - განმარტა პაატა იმნაძემ.

კოღოებისაგან თავის დასაცავად დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი მოსახლეობას დამაფრთხობელი საშუალებებისა და მწერებისგან დამცავი ბადის გამოყენებას ურჩევს, ამასთან, აღნიშნავს, რომ სახელმწიფო შავი ზღვისპირეთში სადეზინსექციო სამუშაოებს ატარებს.

კიდევ ერთი რეკომენდაცია, რაც ზაფხულს უკავშირდება, სიცხის დროს გაგრილება და წყლის მიღებაა.

"ნუ დაელოდებით წყურვილის გრძნობას, ისე დალიეთ წყალი, ორი ლიტრა მაინც დღის განმავლობაში. თავი დაცული უნდა იყოს მზის პირდაპირი სხივებისგან. ტანსაცმელი მაქსიმალურად ხალვათი და ღია ფერის უნდა იყოს. თუ აუცილებელი საქმე არ არის, პაპანაქება მზეზე მოერიდეთ მძიმე ფიზიკურ შრომას", - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"