ბერა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

ბერა ბიძინა ივანიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ეხმაურება

ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანვშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი "ფეისბუქის" გვერდზე წერს.

ბერა ივანიშვილი აღნიშნავს, რომ მას უამრავი ზარისთვის პასუხის გაცემა უწევს ბიძინა ივანიშვილის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, საჭიროდ ჩათვალა, რომ განცხადება გაეკეთებინა.

"დილის 6 საათიდან აღელვებული მეგობრების ზარებს ვპასუხობ, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე გავაკეთო განმარტება მათთვის, ვისაც ესმის, რას ნიშნავს ოჯახს მოწყვეტილი კაცისთვის მამაზე გამოგონილი უმსგავსო ინფორმაციის მოსმენა. მინდა გითხრათ, რომ ჩემი 61 წლის მამა ყოველდღე აქტიურად ვარჯიშობს და თავისი ჯანმრთელობის მონაცემებით ნებისმიერ ახალგაზრდას შეედრება. ის ხალხი, კი ვინც ამ დეზინფორმაციას სიხარულით ავრცელებს, მხოლოდ ჩემს სიბრალულს იმსახურებს, რადგან მათ არც დედის, არც მამის, არც შვილის და არც სამშობლოს სიყვარული იციან, ისინი საცოდავი ადამიანები არიან... მუდამ თქვენი ბერა P.შ. გილოცავთ მამის დღეს", - წერს ბერა ივანიშვილი.

იხილეთ ვიდეო