პოლიტიკა
კონფლიქტები

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"
დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"

იუ­მო­რისტ დათო როს­ტო­მაშ­ვილ­ზე მომ­ხდარ თა­ვას­ხმას მისი ქა­ლიშ­ვი­ლი, ხა­ტია როს­ტო­მაშ­ვი­ლი ეხ­მა­უ­რე­ბა, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს. მის გან­ცხა­დე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შოთო სი­ხა­რუ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს:

"მინ­და, მა­მა­ჩემ­თან და­კავ­ში­რე­ბულ აგო­რე­ბულ ჭო­რებ­ზე გა­ვა­კე­თო კო­მენ­ტა­რი. ის ფაქ­ტი, რომ 14 ივ­ნისს დღი­სით, მზი­სით, თავს და­ესხნენ და­ვით როს­ტო­მაშ­ვილს, უკვე მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ცნო­ბი­ლია. რე­ა­ლურ მი­ზე­ზებს არა­სო­დეს არა­ვინ იკ­ვლევს და ყო­ველ­თვის ყვე­ლა­ზე სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა უსა­ფუძ­ვლო და უაზ­რო ჭორი, იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით რომ ის "მე­ვახ­შეა" და მას 100-ზე მეტი ოჯა­ხი ჰყავს გამ­წა­რე­ბუ­ლი, 100-ზე მეტი სახ­ლი აქვს გა­და­ფორ­მე­ბუ­ლი. (უბ­რა­ლოდ სა­სა­ცი­ლოა). ეს არას­წო­რი და მა­მა­ჩე­მის­თვის ყოვ­ლად შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­ავ­რცე­ლა ადა­მი­ან­მა, რო­მელ­მაც ვფიქ­რობ, სი­ტყვა "მე­ვახ­შის" გან­მარ­ტე­ბა უნდა მო­ი­ძი­ოს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში. ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ფაქტს ხმა­ლა­მო­ღე­ბუ­ლი ამ­ტკი­ცებს და ავ­რცე­ლებს. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც არა­ვინ აღი­ა­რებს და ამ ვი­თა­რე­ბას ბო­რო­ტად იყე­ნებს პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის. ეს ყო­ვე­ლი­ვე სი­მარ­თლე რომ იყოს ფაქ­ტე­ბით ისა­უბ­რებ­და, მაგ­რამ, ფაქ­ტი არ არ­სე­ბობს და ვერც იარ­სე­ბებს.

სა­ხალ­ხოდ მინ­და მო­ი­ხა­დოს ბო­დი­ში ასე­თი უმ­სგავ­სო ბრალ­დე­ბის გამო. ეს ის შემ­თხვე­ვაა, როცა ის თა­ვის ყვე­ლა წარ­მოთ­ქმულ სი­ტყვა­ზე პა­სუხს აგებს. არა­სო­დეს, არა­ვინ იცის მო­ცე­მუ­ლი ფაქ­ტის უკან რა რე­ა­ლო­ბა იმა­ლე­ბა, ამი­ტომ არ უნდა აყვე და მის­ცე ბო­რო­ტე­ბას სა­შუ­ა­ლე­ბა ჩა­გით­რი­ოს მო­რევ­ში. მტკი­ვა გული სა­ქარ­თვე­ლო­ში დღე­ვან­დელ ვი­თა­რე­ბა­ზე, მიყ­ვარს სა­ქარ­თვე­ლო და ვთვლი რომ პატ­რი­ო­ტი ვარ, თუმ­ცა, დღი­თი­დღე მიქ­რე­ბა უკან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს კა­ნო­ნი, სა­მარ­თა­ლი, მთავ­რო­ბა, პო­ლი­ცია. თუმ­ცა რო­მელ კა­ნონ­ზეა სა­უ­ბა­რი, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვეს აპა­ტიმ­რებ და რა­მო­დე­ნი­მე სა­ათ­ში ე.წ. კა­პე­ზე­დან გა­გექ­ცე­ვა. გაქ­ცე­ვა ცოტა ხმა­მა­ღა­ლი ნათ­ქვა­მია და ცოტა არ იყოს 21-ე სა­უ­კუ­ნი­სათ­ვის ფაქ­ტი­უ­რად და­უ­ჯე­რე­ბე­ლიც არის. ნე­ტავ ვინ დგას ამ ყვე­ლაფ­რის უკან? ქურ­დუ­ლი გა­გე­ბა? კაი ბი­ჭის ძმა? თუ... სა­ქარ­თვე­ლო დღეს უსუ­სუ­რი და და­უც­ვე­ლია. ნუ გა­ბო­როტ­დე­ბით და ნუ გაც­ვლით ყვე­ლა­ზე ღირ­სე­ულს დრო­ე­ბით ბედ­ნი­ე­რე­ბა­ში... თუ არა­ვის და არაფ­რის გე­ში­ნი­ათ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ღმერ­თის გე­ში­ნო­დეთ!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იუ­მო­რისტ დათო როს­ტო­მაშ­ვილს გუ­შინ ყა­ჩა­ღო­ბის მიზ­ნით თავს და­ესხნენ. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, როს­ტო­მაშ­ვილს თავ­ში ბე­ის­ბო­ლის ბიტა ჩა­არ­ტყეს. შე­სა­ბა­მი­სი გა­მოკ­ვლე­ვე­ბი მას ინ­გო­როყ­ვას კლი­ნი­კა­ში უკვე ჩა­უ­ტარ­და. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ თავ­დას­ხმა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი ერთი პირი უკვე და­ა­კა­ვა.

თუმ­ცა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა ნიკა მე­ლი­ამ გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ის­ნის პო­ლი­ცი­ი­დან გა­იქ­ცა. "თავ­დამ­სხმე­ლი კი და­ა­კა­ვეს მაგ­რამ ამ წუ­თას ის­ნის რა­ი­ო­ნუ­ლი პო­ლი­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლო­დან გა­ექ­ცათ"- და­წე­რა მე­ლი­ამ "ფე­ის­ბუქ­ზე". აღ­ნიშ­ნულს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურ­ში კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყო­ფენ.

წა­ი­კი­თხეთ: და­ვით როს­ტო­მაშ­ვი­ლი თავ­დას­ხმის მო­მენ­ტში შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და - იუ­მო­რისტზე თავ­დას­ხმის ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"

დათო როსტომაშვილზე თავდასხმას მისი ქალიშვილი აშშ-დან ეხმაურება - "რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავე ე.წ. კაპეზედან გაგექცევა"

იუმორისტ დათო როსტომაშვილზე მომხდარ თავასხმას მისი ქალიშვილი, ხატია როსტომაშვილი ეხმაურება, რომელიც ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს. მის განცხადებას სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძე ავრცელებს:

"მინდა, მამაჩემთან დაკავშირებულ აგორებულ ჭორებზე გავაკეთო კომენტარი. ის ფაქტი, რომ 14 ივნისს დღისით, მზისით, თავს დაესხნენ დავით როსტომაშვილს, უკვე მთელი საქართველოსთვის ცნობილია. რეალურ მიზეზებს არასოდეს არავინ იკვლევს და ყოველთვის ყველაზე სწრაფად ვრცელდება უსაფუძვლო და უაზრო ჭორი, იმასთან დაკავშირებით რომ ის "მევახშეა" და მას 100-ზე მეტი ოჯახი ჰყავს გამწარებული, 100-ზე მეტი სახლი აქვს გადაფორმებული. (უბრალოდ სასაცილოა). ეს არასწორი და მამაჩემისთვის ყოვლად შეუფერებელი ინფორმაცია გაავრცელა ადამიანმა, რომელმაც ვფიქრობ, სიტყვა "მევახშის" განმარტება უნდა მოიძიოს ინტერნეტ სივრცეში. ნიკა მემანიშვილი, ადამიანი, რომელიც ამ ფაქტს ხმალამოღებული ამტკიცებს და ავრცელებს. ადამიანი, რომელსაც არავინ აღიარებს და ამ ვითარებას ბოროტად იყენებს პოპულარობისთვის. ეს ყოველივე სიმართლე რომ იყოს ფაქტებით ისაუბრებდა, მაგრამ, ფაქტი არ არსებობს და ვერც იარსებებს.

სახალხოდ მინდა მოიხადოს ბოდიში ასეთი უმსგავსო ბრალდების გამო. ეს ის შემთხვევაა, როცა ის თავის ყველა წარმოთქმულ სიტყვაზე პასუხს აგებს. არასოდეს, არავინ იცის მოცემული ფაქტის უკან რა რეალობა იმალება, ამიტომ არ უნდა აყვე და მისცე ბოროტებას საშუალება ჩაგითრიოს მორევში. მტკივა გული საქართველოში დღევანდელ ვითარებაზე, მიყვარს საქართველო და ვთვლი რომ პატრიოტი ვარ, თუმცა, დღითიდღე მიქრება უკან დაბრუნების სურვილი. საქართველოში არ არსებობს კანონი, სამართალი, მთავრობა, პოლიცია. თუმცა რომელ კანონზეა საუბარი, როდესაც დამნაშავეს აპატიმრებ და რამოდენიმე საათში ე.წ. კაპეზედან გაგექცევა. გაქცევა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია და ცოტა არ იყოს 21-ე საუკუნისათვის ფაქტიურად დაუჯერებელიც არის. ნეტავ ვინ დგას ამ ყველაფრის უკან? ქურდული გაგება? კაი ბიჭის ძმა? თუ... საქართველო დღეს უსუსური და დაუცველია. ნუ გაბოროტდებით და ნუ გაცვლით ყველაზე ღირსეულს დროებით ბედნიერებაში... თუ არავის და არაფრის გეშინიათ, შეგახსენებთ, რომ ღმერთის გეშინოდეთ!", - ნათქვამია განცხადებაში.

იუმორისტ დათო როსტომაშვილს გუშინ ყაჩაღობის მიზნით თავს დაესხნენ. არსებული ინფორმაციით, როსტომაშვილს თავში ბეისბოლის ბიტა ჩაარტყეს. შესაბამისი გამოკვლევები მას ინგოროყვას კლინიკაში უკვე ჩაუტარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდასხმაში ბრალდებული ერთი პირი უკვე დააკავა.

თუმცა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაკავებული ისნის პოლიციიდან გაიქცა. "თავდამსხმელი კი დააკავეს მაგრამ ამ წუთას ისნის რაიონული პოლიციის სამმართველოდან გაექცათ"- დაწერა მელიამ "ფეისბუქზე". აღნიშნულს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში კატეგორიულად უარყოფენ.

წაიკითხეთ: დავით როსტომაშვილი თავდასხმის მომენტში შვილთან ერთად იმყოფებოდა - იუმორისტზე თავდასხმის ახალი დეტალები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი