სპორტი
Faceამბები

5

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხალხმრავალი აქცია რუსთაველზე - მონაწილეები Birja Mafia-ს წევრების დაკავებას აპროტესტებენ
ხალხმრავალი აქცია რუსთაველზე - მონაწილეები Birja Mafia-ს წევრების დაკავებას აპროტესტებენ

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რე­ბის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ. ხალ­ხმრა­ვა­ლი აქ­ცია რუს­თა­ვე­ლის მეტ­როს მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან და­ი­წყო და მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­კენ მსვე­ლო­ბით და შე­ძა­ხი­ლე­ბით მი­ე­მარ­თე­ბი­ან. მოძ­რა­ო­ბა გა­და­კე­ტი­ლია ცალ­მხრი­ვად.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­თა გან­ცხა­დე­ბით, ისი­ნი აპ­რო­ტეს­ტე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას. მათი გან­ცხა­დე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით პო­ლი­ტი­კა უნდა შეც­ვა­ლოს და უნდა "შე­წყდეს ე.წ. ჩა­დე­ბე­ბი".

ორ­გა­ნი­ზა­ტორ­თა გან­ცხა­დე­ბით, აქ­ცი­ე­ბი პერ­მა­ნენ­ტულ ხა­სი­ათს მი­ი­ღებს იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა დრო­ულ რე­ა­გი­რე­ბას არ მო­ახ­დენს.

აქ­ცი­ა­ზე ასე­ვე იმ­ყო­ფე­ბი­ან ჯგუფ "ბირ­ჟა მა­ფი­ას" და­კა­ვე­ბუ­ლი წევ­რე­ბის ოჯა­ხის ახ­ლობ­ლე­ბი. მათი გან­ცხა­დე­ბით, ბრალ­დე­ბა, რო­მე­ლიც და­კა­ვე­ბუ­ლებს აქვთ წა­ყე­ნე­ბუ­ლი, უსა­ფუძ­ვლოა.

იხი­ლეთ ვი­დეო palitravideo.ge-ზე

შე­გახ­სე­ნებთ, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბულ რე­პერს, ჯგუფ Birja Mafia-ს წევრ მი­ხე­ილ მგა­ლობ­ლიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და, - აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლემ მი­ი­ღო.

პრო­კუ­რა­ტუ­რა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბას ითხოვ­და. თა­ვის მხრივ დაც­ვის მხა­რემ და­ა­ყე­ნა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის­თვის 50 000 ლა­რი­ა­ნი გი­რა­ოს შე­ფარ­დე­ბა­ზე.

რო­გორც თა­ვად ბრალ­დე­ბულ­მა აღ­ნიშ­ნა, ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მას ამო­უ­ღეს, თა­ვად არ ეკუთ­ვნის და ის პო­ლი­ცი­ამ ჩა­უ­დო. მი­სი­ვე თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა პო­ლი­ცი­ამ იმის გამო ჩა­უ­დო, რომ მის­მა ჯგუფ­მა სა­კუ­თა­რი კლი­პით პო­ლი­ცია გა­ა­შარ­ჟა.

სა­ბო­ლო­ოდ მო­სა­მარ­თლემ არ გა­ი­ზი­ა­რა დაც­ვის მხა­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და მი­ხე­ილ მგა­ლობ­ლიშ­ვილს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

წა­ი­კი­თხეთ: "უთხრეს, "სა­ში­ნე­ლე­ბას გა­გი­კე­თებთ და მერე იმ­ღე­რე, თუ ჩვე­ნე­ბას ხელს არ მო­ა­წე­რო" - რას ყვე­ბი­ან "ბირ­ჟა მა­ფი­ას" წევ­რის ახ­ლობ­ლე­ბი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ხალხმრავალი აქცია რუსთაველზე - მონაწილეები Birja Mafia-ს წევრების დაკავებას აპროტესტებენ

ხალხმრავალი აქცია რუსთაველზე - მონაწილეები Birja Mafia-ს წევრების დაკავებას აპროტესტებენ

თბილისში, რუსთაველის გამზირზე "ბირჟა მაფიას" წევრების დაკავებას აპროტესტებენ. ხალხმრავალი აქცია რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყო და მონაწილეები მთავრობის ადმინისტრაციისკენ მსველობით და შეძახილებით მიემართებიან. მოძრაობა გადაკეტილია ცალმხრივად.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი აპროტესტებენ საქართველოში არსებულ ნარკოპოლიტიკას. მათი განცხადებით, ხელისუფლებამ ამ მიმართულებით პოლიტიკა უნდა შეცვალოს და უნდა „შეწყდეს ე.წ. ჩადებები“.

ორგანიზატორთა განცხადებით, აქციები პერმანენტულ ხასიათს მიიღებს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დროულ რეაგირებას არ მოახდენს.

აქციაზე ასევე იმყოფებიან ჯგუფ „ბირჟა მაფიას“ დაკავებული წევრების ოჯახის ახლობლები. მათი განცხადებით, ბრალდება, რომელიც დაკავებულებს აქვთ წაყენებული, უსაფუძვლოა.

იხილეთ ვიდეო palitravideo.ge-ზე

შეგახსენებთ, ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ რეპერს, ჯგუფ Birja Mafia-ს წევრ მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, - აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ მიიღო.

პროკურატურა მგალობლიშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. თავის მხრივ დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მგალობლიშვილისთვის 50 000 ლარიანი გირაოს შეფარდებაზე.

როგორც თავად ბრალდებულმა აღნიშნა, ნარკოტიკული საშუალება, რომელიც მას ამოუღეს, თავად არ ეკუთვნის და ის პოლიციამ ჩაუდო. მისივე თქმით, აღნიშნული ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ იმის გამო ჩაუდო, რომ მისმა ჯგუფმა საკუთარი კლიპით პოლიცია გააშარჟა.

საბოლოოდ მოსამართლემ არ გაიზიარა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მიხეილ მგალობლიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

წაიკითხეთ: "უთხრეს, "საშინელებას გაგიკეთებთ და მერე იმღერე, თუ ჩვენებას ხელს არ მოაწერო" - რას ყვებიან "ბირჟა მაფიას" წევრის ახლობლები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი