კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში
მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში

სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნია "რუს­თა­ვი 2"-ში მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბებ­ზე ინ­ფორ­მა­ცია რამ­დე­ნი­მე დღეა ვრცელ­დე­ბა, თუმ­ცა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ხმებს ჯერ­ჯე­რო­ბით არ ადას­ტუ­რებს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვა "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ნიკა გვა­რა­მი­ამ. არ­ხის რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრომ­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გვა­რა­მი­ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის მი­ზე­ზად არხზე არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი პრობ­ლე­მე­ბი და­ა­სა­ხე­ლა. არ­სე­ბობს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სის გამო, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ნა­წილს ხელ­ფა­სი ორი თვის მან­ძილ­ზე არ აუ­ღია, ასე­ვე კუ­ლუ­ა­რებ­ში ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ნამ­შრომ­ლებს ხელ­ფა­სე­ბი 5 %-ით შე­უმ­ცი­რეს. ამას­თან ცნო­ბი­ლია, რომ და­ი­ხუ­რა არ­ხის რამ­დე­ნი­მე გა­სარ­თო­ბი გა­და­ცე­მა, მათ შო­რის "იღ­ბლი­ა­ნი ბორ­ბა­ლი" და "ეკი­ვო­კი", შე­ამ­ცი­რეს ათო­ბით თა­ნამ­შრო­მე­ლი.

ნა­ხეთ ვი­დე­ოგ­რა­ფი­კა: რუს­თა­ვი 2-ში ბოლო სა­ა­თებ­ში გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ქრო­ნი­კა 1 წუთ­ში

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბის შე­სა­ხებ გვა­რა­მი­ას ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბია. თუმ­ცა, ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან წას­ვლას "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე უკვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, და­ემ­შვი­დო­ბა ყო­ფილ უფ­როსს:

"ნიკა, მად­ლო­ბა შე­უ­პოვ­რო­ბის­თვის, ამ 5 წლის­თვის. მად­ლო­ბა, რომ იბ­რძო­ლე არ­ხის­თვის ისე, რო­გორც არ უბ­რძო­ლია არ­ცერთ დი­რექ­ტორს. მად­ლო­ბა ჩემი, რო­გორც წამ­ყვა­ნის თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის. წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებ იქ, სა­დაც იქ­ნე­ბი ხვალ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ შენი წარ­სუ­ლი­დან, ეს არხი ყვე­ლა­ზე მე­ტად გეყ­ვა­რე­ბა ♥ - წერს "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ტე­ლე­წამ­ყვა­ნი.

კო­ლე­გის­გან გან­სხვა­ვე­ბით, გვა­რა­მი­ას გა­დად­გო­მა­ზე არ სა­უბ­რობს გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლე ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი. დღეს "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში უდუ­მაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ გვა­რა­მია ჯერ­ჯე­რო­ბით თა­ვის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეა. "ჯერ­ჯე­რო­ბით ნიკა გვა­რა­მია არ გა­დამ­დგა­რა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან. თუ რა­ი­მე ცვლი­ლე­ბა იქ­ნე­ბა, ამას ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა.

წუ­ხელ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში სა­გან­გე­ბო ბრი­ფინ­გი გა­ი­მარ­თა. თით­ქმის ორ­სა­ა­თი­ან თათ­ბირ­ზე ტე­ლე­ვი­ზი­ის მე­ნე­ჯმენ­ტი შე­იკ­რი­ბა. შე­ნო­ბა უკო­მენ­ტა­როდ და­ტო­ვეს არ­ხის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლემ ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა და სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა ნო­დარ მე­ლა­ძემ.

ნო­დარ მე­ლა­ძე სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სად ორი დღის წინ და­ი­ნიშ­ნა. ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მან გი­ორ­გი ლა­ფე­რაშ­ვი­ლი შეც­ვა­ლა, რო­მე­ლიც წლე­ბის მან­ძილ­ზე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხურს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ლა­ფე­რაშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში რჩე­ბა, თუმ­ცა უც­ნო­ბია რა პო­ზი­ცი­ა­ზე.

რაც შე­ე­ხე­ბა ნიკა გვა­რა­მი­ას სა­ვა­რა­უ­დო შემ­ცვლელს, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი კობა ნა­ყო­ფია შე­საძ­ლოა, "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე და­ი­ნიშ­ნოს. თუმ­ცა, აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას დე­პუ­ტა­ტი კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს.

რო­გორც ფრაქ­ცია "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რმა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა, მსგავ­სი შე­თა­ვა­ზე­ბა არ ყო­ფი­ლა და შე­თა­ვა­ზე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე წას­ვლას არ აპი­რებს. "ეს არის სი­სუ­ლე­ლე - სა­ი­დან? რა­ტომ? რო­გორ? მე ვარ პარ­ლა­მენ­ტში, რა მინ­და იქ. ეს არ არის ჩემი სფე­რო. ჯდო­მა და კომ­პა­ნი­ის მარ­თვა ჩემს ინ­ტე­რეს­ში არ არის", - გა­ნა­ცხა­და ნა­ყო­ფი­ამ.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის პო­ლი­ტი­კურ ელ­ფერს - "რუს­თა­ვი 2"-ის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ნიკა გვა­რა­მია და მისი მო­ად­გი­ლე, "კუ­რი­ე­რის" წამ­ყვა­ნი ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი რამ­დე­ნი­მე დღის წინ კი­ევ­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, სა­დაც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რებს, მათ შო­რის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს შეხ­ვდნენ. კი­ევ­ში შედ­გა შეხ­ვედ­რა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლებ­თან, ძმებ ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლებ­თან. გან­ხილ­ვის თემა, რო­გორც ცნო­ბი­ლია არხში არ­სე­ბუ­ლი ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი იყო.

ზაალ უდუ­მაშ­ვი­ლი ადას­ტუ­რებს, რომ შეხ­ვედ­რის დროს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან მი­ი­ღო წი­ნა­და­დე­ბა თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თუმ­ცა მის­თვის თან­ხმო­ბა არ მი­უ­ცია.

"გი­დას­ტუ­რებთ, რომ შეხ­ვედ­რის დროს იყო შე­მო­თა­ვა­ზე­ბა, და­მე­ყე­ნე­ბი­ნა ჩემი კან­დი­და­ტუ­რა მე­რის არ­ჩევ­ნებ­ზე. მი­ვი­ღე ეს წი­ნა­და­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მით­ქვამს არც მა­შინ და ჯერ­ჯე­რო­ბი­თაც არ გა­მო­მი­ცხა­დე­ბია. ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა და მი­ვი­ღებ თუ არა წი­ნა­და­დე­ბას, ჯერ ვერ გე­ტყვით. მხო­ლოდ მო­ვის­მი­ნე წი­ნა­და­დე­ბა და წა­მო­ვე­დი. ჯერ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არა­ვის­თვის არ მიც­ნო­ბე­ბია და სი­მარ­თლე გი­თხრათ - არც მი­მი­ღია", - გა­ნა­ცხა­და ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

თუმ­ცა, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" თბი­ლი­სის მე­რო­ბის კან­დი­და­ტად უდუ­მაშ­ვი­ლის წარ­დგე­ნას მო­მა­ვალ კვი­რას გეგ­მავს. ამას­თან, არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ზაალ უდუ­მაშ­ვილ­მა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა შე­საძ­ლოა დღეს, 9-სა­ა­თი­ა­ნი "კუ­რი­ე­რის" დას­რუ­ლე­ბი­სას გა­ა­კე­თოს.

არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დღეს გა­ი­მარ­თე­ბა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის მფლო­ბე­ლე­ბის ყა­რა­მა­ნიშ­ვი­ლე­ბის თათ­ბი­რი "რუს­თა­ვი 2"-ში, რის შემ­დე­გაც შე­საძ­ლოა, ყვე­ლა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი პა­სუ­ხი მი­ი­ღოს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში

მოკლედ, რა ხდება "რუსთავი 2"-ში

სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ში მიმდინარე ცვლილებებზე ინფორმაცია რამდენიმე დღეა ვრცელდება, თუმცა ტელეკომპანიის ხელმძღვანელობა გავრცელებულ ხმებს ჯერჯერობით არ ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, თანამდებობა დატოვა "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ. არხის რამდენიმე თანამშრომლის ინფორმაციით, გვარამიამ თანამდებობის დატოვების მიზეზად არხზე არსებული ფინანსური პრობლემები დაასახელა. არსებობს ინფორმაცია, რომ ფინანსური კრიზისის გამო, თანამშრომლების ნაწილს ხელფასი ორი თვის მანძილზე არ აუღია, ასევე კულუარებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს ხელფასები 5 %-ით შეუმცირეს. ამასთან ცნობილია, რომ დაიხურა არხის რამდენიმე გასართობი გადაცემა, მათ შორის "იღბლიანი ბორბალი" და "ეკივოკი", შეამცირეს ათობით თანამშრომელი.

ნახეთ ვიდეოგრაფიკა: რუსთავი 2-ში ბოლო საათებში განვითარებული მოვლენების ქრონიკა 1 წუთში

ოფიციალური განცხადება თანამდებობის დატოვების შესახებ გვარამიას ჯერ არ გაუკეთებია. თუმცა, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი გენერალური დირექტორის თანამდებობიდან წასვლას "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკვე გამოეხმაურა და შეიძლება ითქვას, დაემშვიდობა ყოფილ უფროსს:

"ნიკა, მადლობა შეუპოვრობისთვის, ამ 5 წლისთვის. მადლობა, რომ იბრძოლე არხისთვის ისე, როგორც არ უბრძოლია არცერთ დირექტორს. მადლობა ჩემი, როგორც წამყვანის თავისუფლებისთვის. წარმატებებს გისურვებ იქ, სადაც იქნები ხვალ. დარწმუნებული ვარ შენი წარსულიდან, ეს არხი ყველაზე მეტად გეყვარება ♥ - წერს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ტელეწამყვანი.

კოლეგისგან განსხვავებით, გვარამიას გადადგომაზე არ საუბრობს გენერალური დირექტორის მოადგილე ზაალ უდუმაშვილი. დღეს "ინტერპრესნიუსთან" საუბარში უდუმაშვილი აცხადებს, რომ გვარამია ჯერჯერობით თავის თანამდებობაზეა. "ჯერჯერობით ნიკა გვარამია არ გადამდგარა თანამდებობიდან. თუ რაიმე ცვლილება იქნება, ამას ოფიციალურად გამოაცხადებენ", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

წუხელ ტელეკომპანიის შენობაში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. თითქმის ორსაათიან თათბირზე ტელევიზიის მენეჯმენტი შეიკრიბა. შენობა უკომენტაროდ დატოვეს არხის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა და საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნოდარ მელაძემ.

ნოდარ მელაძე საინფორმაციო სამსახურის უფროსად ორი დღის წინ დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან გიორგი ლაფერაშვილი შეცვალა, რომელიც წლების მანძილზე ხელმძღვანელობდა ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურს. არსებული ინფორმაციით, ლაფერაშვილი ტელეკომპანიაში რჩება, თუმცა უცნობია რა პოზიციაზე.

რაც შეეხება ნიკა გვარამიას სავარაუდო შემცვლელს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პარლამენტის წევრი კობა ნაყოფია შესაძლოა, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნოს. თუმცა, აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი კატეგორიულად უარყოფს.

როგორც ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნა, მსგავსი შეთავაზება არ ყოფილა და შეთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ პოზიციაზე წასვლას არ აპირებს. "ეს არის სისულელე - საიდან? რატომ? როგორ? მე ვარ პარლამენტში, რა მინდა იქ. ეს არ არის ჩემი სფერო. ჯდომა და კომპანიის მართვა ჩემს ინტერესში არ არის", - განაცხადა ნაყოფიამ.

რაც შეეხება საქმის პოლიტიკურ ელფერს - "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და მისი მოადგილე, "კურიერის" წამყვანი ზაალ უდუმაშვილი რამდენიმე დღის წინ კიევში იმყოფებოდნენ, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს, მათ შორის მიხეილ სააკაშვილს შეხვდნენ. კიევში შედგა შეხვედრა ტელეკომპანიის მფლობელებთან, ძმებ ყარამანიშვილებთან. განხილვის თემა, როგორც ცნობილია არხში არსებული ფინანსური კრიზისი იყო.

ზაალ უდუმაშვილი ადასტურებს, რომ შეხვედრის დროს მიხეილ სააკაშვილისგან მიიღო წინადადება თბილისის მერობის კანდიდატობასთან დაკავშირებით, თუმცა მისთვის თანხმობა არ მიუცია.

"გიდასტურებთ, რომ შეხვედრის დროს იყო შემოთავაზება, დამეყენებინა ჩემი კანდიდატურა მერის არჩევნებზე. მივიღე ეს წინადადება და გადაწყვეტილება არ მითქვამს არც მაშინ და ჯერჯერობითაც არ გამომიცხადებია. ეს რთული გადაწყვეტილებაა და მივიღებ თუ არა წინადადებას, ჯერ ვერ გეტყვით. მხოლოდ მოვისმინე წინადადება და წამოვედი. ჯერ გადაწყვეტილება არავისთვის არ მიცნობებია და სიმართლე გითხრათ - არც მიმიღია", - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას.

თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერობის კანდიდატად უდუმაშვილის წარდგენას მომავალ კვირას გეგმავს. ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, ზაალ უდუმაშვილმა გადაწყვეტილების შესახებ განცხადება შესაძლოა დღეს, 9-საათიანი "კურიერის" დასრულებისას გააკეთოს.

არსებული ინფორმაციით, დღეს გაიმართება ტელეკომპანიის მფლობელების ყარამანიშვილების თათბირი "რუსთავი 2"-ში, რის შემდეგაც შესაძლოა, ყველა გავრცელებულ ინფორმაციაზე საზოგადოებამ დადასტურებული პასუხი მიიღოს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი