სამართალი

30

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მუხთარლი გაიტაცეს ჩიტაძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა" - სახალხო დამცველი ჟურნალისტის "გაუჩინარების" დეტალებზე
"მუხთარლი გაიტაცეს ჩიტაძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა" - სახალხო დამცველი ჟურნალისტის "გაუჩინარების" დეტალებზე

"ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, აფგან მუხ­თარ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ფორ­მა­ში ჩაც­მულ­მა პი­რებ­მა გა­ი­ტა­ცეს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნულ მხა­რეს არა მწვა­ნე ზო­ნა­ში, არა­მედ ლა­გო­დეხ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­კონ­ტრო­ლო-გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან გა­დას­ცეს" - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო დამ­ცველ­მა უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა "პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის" გა­და­ცე­მა "360 გრა­დუს­ში" სტუმ­რო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

ნა­ნუ­აშ­ვი­ლის თქმით, მუხ­თარ­ლის მე­უღ­ლეს და მე­გობ­რებს ის დღეს შეხ­ვდა.

"მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­ტა­ცე­ბა მოხ­და ჩი­ტა­ძის ქუ­ჩის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ი­დან, პო­ლი­ცი­ის მიერ, "ოპე­ლის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლით. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, ამ ადა­მი­ა­ნებს ეც­ვათ სა­ქარ­თვე­ლოს კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის ფორ­მა. ეს არის ად­გი­ლი, სა­დაც რამ­დე­ნი­მე სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბაა: სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო დაც­ვის სამ­სა­ხუ­რი, პარ­ლა­მენ­ტი, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, იტა­ლი­ის სა­ელ­ჩო.

ჩვენ­თვის უც­ნო­ბია, არის თუ არა ამო­ღე­ბუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი. ასე­ვე, მათი ინ­ფორ­მა­ი­ცით, არა­ნა­ირ მწვა­ნე ზო­ნა­ში არ მომ­ხდა­რა ჟურ­ნა­ლის­ტის გა­დას­ვლა. ის მო­ი­ტა­ცეს და წა­იყ­ვა­ნეს, რამ­დენ­ჯერ­მე სხვა­დას­ხვა მან­ქა­ნა­ში გა­დას­ვეს და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, ლა­გო­დეხ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­კონ­ტრო­ლო გამ­შვე­ბი პუნ­ქტი­დან მოხ­და მისი გა­დაყ­ვა­ნა სა­ზღვარ­ზე და გა­და­ცე­მა აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლი ორ­გა­ნო­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­თვის", - გა­ნა­ცხა­და უჩა ნა­ნუ­აშ­ვილ­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

"მუხთარლი გაიტაცეს ჩიტაძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა" - სახალხო დამცველი ჟურნალისტის "გაუჩინარების" დეტალებზე

"მუხთარლი გაიტაცეს ჩიტაძის ქუჩიდან, პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა" - სახალხო დამცველი ჟურნალისტის "გაუჩინარების" დეტალებზე

"ოჯახის წევრების ინფორმაციით, აფგან მუხთარლი საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს არა მწვანე ზონაში, არამედ ლაგოდეხში, ოფიციალური საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან გადასცეს" - ამის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადა.

ნანუაშვილის თქმით, მუხთარლის მეუღლეს და მეგობრებს ის დღეს შეხვდა.

"მისი ოჯახის წევრების ინფორმაციით, გატაცება მოხდა ჩიტაძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან, პოლიციის მიერ, "ოპელის" მარკის ავტომობილით. ყოველ შემთხვევაში, ამ ადამიანებს ეცვათ საქართველოს კრიმინალური პოლიციის ფორმა. ეს არის ადგილი, სადაც რამდენიმე სახელმწიფო უწყებაა: საქართველოს სახელმწიფო დაცვის სამსახური, პარლამენტი, საგარეო საქმეთა სამინისტრო, იტალიის საელჩო.

ჩვენთვის უცნობია, არის თუ არა ამოღებული ვიდეოჩანაწერები. ასევე, მათი ინფორმაიცით, არანაირ მწვანე ზონაში არ მომხდარა ჟურნალისტის გადასვლა. ის მოიტაცეს და წაიყვანეს, რამდენჯერმე სხვადასხვა მანქანაში გადასვეს და საბოლოო ჯამში, ლაგოდეხში, ოფიციალური საკონტროლო გამშვები პუნქტიდან მოხდა მისი გადაყვანა საზღვარზე და გადაცემა აზერბაიჯანის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებისთვის", - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი