საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს
ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

ბოლო წლებ­ში სულ უფრო ხში­რად ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია წარ­მა­ტე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა წამ­ყვა­ნი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბის მო­პო­ვე­ბა შეძ­ლეს და გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნაგ­რძო­ბენ. AMBEBI.GE სწო­რედ ასეთ ახალ­გაზ­რდებს გა­გაც­ნობთ:

რატი ზედ­გი­ნი­ძე

დაბა ას­პინ­ძის N1 სა­ჯა­რო სკო­ლის მოს­წავ­ლე რატი ზედ­გი­ნი­ძე აშშ-ში, ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ დენ­ვი­ლის AVERETT-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა. რატი ზედ­გი­ნი­ძემ უნი­ვერ­სი­ტე­ტის კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, 80 000 დო­ლა­რი­ა­ნი და­ფი­ნან­სე­ბა მი­ი­ღო, რო­მე­ლიც სრუ­ლად აა­ნა­ზღუ­ა­რებს 4 წლი­ან სას­წავ­ლო კურსს. წარ­მა­ტე­ბულ­მა ახალ­გაზ­რდამ და­ფი­ნან­სე­ბა TOEFL-ის და SAT-ის მა­თე­მა­ტი­კუ­რი ტეს­ტის ჩა­ბა­რე­ბის შემ­დეგ მო­ი­პო­ვა.

რა­ტის პი­ლო­ტო­ბა ბავ­შვო­ბი­დან უნ­დო­და, თუმ­ცა ამა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლად ფიქ­რი მე-9 კლა­სი­დან, ინ­გლი­სუ­რი ენის შეს­წავ­ლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლას­ში და­ი­წყო.

"თა­ვი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში ვა­პი­რებ­დი სწავ­ლას, მაგ­რამ 2 წლის წინ გა­დავ­წყვი­ტე სწავ­ლა ამე­რი­კა­ში გა­მეგ­რძე­ლე­ბი­ნა. ერთი წლის წინ და­ვი­წყე ინ­გლი­სუ­რის სწავ­ლა. გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში ჩა­ვა­ბა­რე გა­მოც­დე­ბი. ამე­რი­კის 5 უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გავ­გზავ­ნე ჩემი შე­დე­გე­ბი, სა­ი­და­ნაც ჩა­რი­ცხვის შე­სა­ხებ და­დე­ბი­თი პა­სუ­ხე­ბი მი­ვი­ღე. ვირ­ჯი­ნი­ის შტა­ტის ქა­ლაქ დენ­ვი­ლის AVERETT-ის სა­ა­ვი­ა­ციო უნი­ვერ­სი­ტე­ტი ავირ­ჩიე, რად­გან აქ ჩემ­თვის სა­სურ­ვე­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბა და უკე­თე­სი და­ფი­ნან­სე­ბა იყო. შიდა, მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტი უკვე ვწე­რე იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რო­გორ კლას­ში უნდა ჩავ­რი­ცხუ­ლი­ყა­ვი", - გა­ნა­ცხა­და რატი ზედ­გი­ნი­ძემ "ბიზ­ნესპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას.

მი­სი­ვე თქმით, ვირ­ჯი­ნი­ის შტატ­ში სწავ­ლას აგ­ვის­ტო­დან იწყებს. რატი ზედ­გი­ნი­ძე დაბა ას­პინ­ძის N1 სა­ჯა­რო სკო­ლი­დან პირ­ვე­ლი მოს­წავ­ლეა, ვინც სწავ­ლას ამე­რი­კა­ში გა­ნაგ­რძნობს.

მერი კავ­თე­ლიშ­ვი­ლი

კო­მა­რო­ვის სკო­ლის 2017 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი და ოქ­როს მე­და­ლო­სა­ნი მერი კავ­თე­ლიშ­ვი­ლი მსოფ­ლი­ოს 4-მა წამ­ყვან­მა უნი­ვერ­სი­ტეტ­მა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მი­ი­ღო და თი­თო­ე­ულ­მა სა­შუ­ა­ლოდ $250 000 და­ფი­ნან­სე­ბა მის­ცა.

მე­რიმ სწავ­ლის გა­საგ­რძე­ლებ­ლად University of Pennsylvania აირ­ჩია.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია ამე­რი­კა­ში და Ivy League-ის წევ­რია, სა­დაც მხო­ლოდ რჩე­უ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი შე­დის. უნი­ვერ­სი­ტე­ტის კამ­პუ­სი 12 სკო­ლას, 170-ზე მეტ კვლე­ვით ცენ­ტრს, 4200 ფა­კულ­ტეტ­სა და 20 000 სტუ­დენტს აერ­თი­ა­ნებს.

პენ­სილ­ვა­ნი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტი U.S News & World Report-ის რე­ი­ტინ­გში მერ­ვე ად­გილს იკა­ვებს. აქ სწავ­ლობ­დნენ ისე­თი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­გო­რე­ბიც არი­ან დო­ნალდ ტრამ­პი, უო­რენ ბა­ფე­ტი, ილონ მას­კი და სხვე­ბი.

ტბელ აბუ­სე­რი­ძე

ტბელ აბუ­სე­რი­ძე შავი ზღვის სა­ერ­თა­შო­რი­სო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მარ­თლის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სზე სწავ­ლობ­და, რო­დე­საც მე­რი­ლენ­დის ქა­ლაქ ანა­პო­ლის­ში მდე­ბა­რე St. John’s College-ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მეც­ნი­ე­რე­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის ბა­კა­ლავ­რი­ატ­ზე ჩა­ი­რი­ცხა. მას უნი­ვერ­სი­ტეტ­მა ოთხი­ვე წლის სა­ფა­სუ­რი და­უ­ფი­ნან­სა (წე­ლი­წად­ში 58 650 დო­ლა­რი). ის სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან ჩა­რი­ცხულ 10 სტუ­დენტს შო­რის მოხ­ვდა.

"რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ სა­მარ­თა­ლი ჩემი საქ­მე არ არის და პი­რა­დი თა­ვი­სუფ­ლე­ბა უფრო მაღ­ლა და­ვა­ყე­ნე ვიდ­რე პრო­ფე­სია, და­ვი­წყე ფიქ­რი, სად შე­მეძ­ლო ყვე­ლა­ზე უკეთ ჩემი ინ­ტე­რე­სე­ბის შე­სა­ფე­რი­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა.

St. John’s College-ში იმას ას­წავ­ლი­ან, რაც ყვე­ლა­ზე მე­ტად მა­ინ­ტე­რე­სებს. ვნა­ხე ცხრი­ლი, საგ­ნე­ბი, თუ რა იყო სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მე იქ მოვ­ხვედ­რი­ლი­ყა­ვი, გად­მოვ­წე­რე მი­ღე­ბის­თვის სა­ჭი­რო ყვე­ლა აპ­ლი­კა­ცია. დავ­წე­რე თე­მე­ბი, წიგ­ნის რე­ცენ­ზია, გა­ვაგ­ზავ­ნე extracurricular work, აღ­ვუ­წე­რე ყვე­ლა ჩემი აქ­ტი­ვო­ბა და ინ­ტე­რე­სი. პრობ­ლე­მე­ბით და­წყე­ბუ­ლი, იმი­ტომ რომ ეს გრან­ტთან პირ­და­პირ კავ­შირ­შია, დამ­თავ­რე­ბუ­ლი წარ­მა­ტე­ბე­ბით, რო­მე­ლიც ასე­ვე ჩა­რი­ცხვას­თან იყო კავ­შირ­ში. არა­ვინ მყავ­და ისე­თი ვინც, ელე­მენ­ტა­რუ­ლად, აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის შევ­სე­ბა­ში და­მეხ­მა­რე­ბო­და, ამი­ტომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ვარ­თვი თავი უამ­რავ რა­მეს. და­წყე­ბუ­ლი CSS პრო­ფი­ლის შევ­სე­ბი­დან, ყვე­ლაფ­რის დე­ტა­ლუ­რად შევ­სე­ბა მო­მი­წია, ოჯა­ხის შე­მო­სა­ვა­ლი, გა­სა­ვა­ლი, რამ­დე­ნი ვცხოვ­რობთ, ისიც კი, რამ­დე­ნი გვიჯ­დე­ბა სახ­ლის და­სუფ­თა­ვე­ბა და ყო­ველ­დღი­უ­რი კვე­ბა. სა­ბო­ლო­ოდ მო­მი­ვი­და და­დე­ბი­თი პა­სუ­ხი. მი­თხრეს, რომ ეს უნი­ვერ­სი­ტე­ტი ჩემ­თვის იყო შექ­მნი­ლი და მიმ­ღებ კო­მი­სი­ა­ზე კარ­გი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ვახ­დი­ნე. მინ­და აქვე ხაზი გა­ვუს­ვა, რომ მე გაც­ვლი­თი პროგ­რა­მით არ მივ­დი­ვარ, და­ფი­ნან­სე­ბა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მო­ვი­პო­ვე.

St. John’s College-ში მოქ­მე­დებს ორი ტი­პის გრან­ტი: ფე­დე­რა­ლუ­რი და სა­ჭი­რო­ე­ბა­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბა. პირ­ველ­ში მო­ვი­პო­ვე 23 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის გრან­ტი, რო­გორც მი­თხრეს, ეს იყო ყვე­ლა­ზე სო­ლი­დუ­რი თან­ხა, რაც კი სტუ­დენტზე გა­ი­ცა. მე­ო­რე საგ­რან­ტო პროგ­რა­მა­შიც იმ­დე­ნი ავი­ღე, რომ სა­ბო­ლო­ოდ ყო­ველ­წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი­დან, 60 000 დო­ლა­რი­დან - 58 650 დო­ლა­რის გრან­ტი ავი­ღე. სა­ბო­ლო­ოდ, წე­ლი­წად­ში მხო­ლოდ 1 350 დო­ლა­რი მექ­ნე­ბა გა­და­სახ­დე­ლი.

უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მოხ­ვედ­რის­თვის, აკა­დე­მი­ურ მო­ნა­ცე­მებ­ზე მე­ტად, ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფაქ­ტო­რი იყო ჩემი სხვა აქ­ტი­ვო­ბე­ბი, ის, რომ მა­გა­ლი­თად, ას­ტრო­ფო­ტოგ­რა­ფი­ით ვარ გა­ტა­ცე­ბუ­ლი, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ას­ტრო­ფი­ზი­კა და ას­ტრო­ნო­მია და სხვა. ამე­რი­კუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო მო­დე­ლის­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სწო­რედ ის, სწავ­ლის გარ­და, თუ რას აკე­თებ. ამი­ტომ მო­მი­წია ყვე­ლა იმ სერ­თი­ფი­კა­ტის გაგ­ზავ­ნა, რო­მე­ლიც სხვა­დას­ხვა კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე მი­მი­ღია. გა­ვაგ­ზავ­ნე, ასე­ვე, ღრმა ციურ სხე­უ­ლე­ბის­თვის გა­და­ღე­ბუ­ლი ჩემი ფო­ტო­ე­ბი, გა­ვაგ­ზავ­ნე ჩემი ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი ლექ­სე­ბიც, რო­მელ­მაც მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. მი­ვუ­თი­თე, ასე­ვე, რომ National Geographic სა­ქარ­თვე­ლოს ბლო­გე­რი ვარ. უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრინ­ცი­პი ზუს­ტად ეს არის - ნიშ­ნებს იმ­დე­ნად არ ექ­ცე­ვა ყუ­რა­დღე­ბა, რამ­დე­ნა­დაც სტუ­დენ­ტის აზ­როვ­ნე­ბას, ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ ბა­ზას, ინ­ტე­რე­სებ­სა და აქ­ტი­ვო­ბებს. მე TOEFL-იც კი არ ჩა­მი­ბა­რე­ბია, ინ­ტერ­ვი­უს სა­ფუძ­ველ­ზე მი­მი­ღეს. უნი­ვერ­სი­ტეტს მი­სა­ღე­ბი გა­მოც­და არ აქვს, ჩა­რი­ცხვის მთე­ლი ფი­ლო­სო­ფია მდგო­მა­რე­ობს იმა­ში, თუ რო­გორ აზ­როვ­ნებ.

ამე­რი­კუ­ლი სას­წავ­ლო სის­ტე­მის­თვის არ­სე­ბი­თად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბიც, IBSU-დან ეკა ბა­კა­რა­ძემ შე­სა­ნიშ­ნა­ვი რე­კო­მენ­და­ცია და­მი­წე­რა, რო­მე­ლიც ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ლექ­ტო­რია. რე­კო­მენ­და­ცია გა­მი­წია სკო­ლის მას­წავ­ლე­ბელ­მაც. მათ შო­რის გა­დამ­წყვე­ტი იყო National Geograpic-ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის ლე­ვან ბუ­თხუ­ზის რე­კო­მენ­და­ცია.

აღ­მო­ჩე­ნა, მოგ­ზა­უ­რო­ბა და კი­თხვა - ეს არის ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. IBSU-მ მი­მახ­ვედ­რა ის, თუ რა მინ­და და რომ ჩემი არ­ჩე­უ­ლი პრო­ფე­სი­ით მო­მა­ვალ­ში ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი, სხვა ინ­ტე­რე­სე­ბი მქონ­და. აქ მა­ღალ დო­ნე­ზე ის­წავ­ლე­ბა სა­მარ­თა­ლი, მე­სა­მე კურ­სზე­ვე მივ­ხვდი, რომ კა­ბი­ნე­ტუ­რი სამ­სა­ხუ­რი არ მინ­და და ძი­ე­ბა, აღ­მო­ჩე­ნა, დაკ­ვირ­ვე­ბა, წერა და მოგ­ზა­უ­რო­ბაა სი­ნამ­დვი­ლე­ში რაც მინ­და. ამი­ტომ დრო აღარ დავ­კარ­გე და არ და­ვე­ლო­დე უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბას. უნი­ვერ­სი­ტეტს ვუ­მად­ლი, ასე­ვე, კარგ ინ­გლი­სურს, რო­მე­ლიც ჩა­ბა­რე­ბი­სას გა­მო­მად­გა.

რაც შე­ე­ხე­ბა მო­ლო­დი­ნებს - მო­მა­ვა­ლი 6 წლის მან­ძილ­ზე ამე­რი­კის გარ­შე­მო ძა­ლი­ან ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ და­წყე­ბუ­ლი გრანდ კა­ნი­ო­ნე­ბი­დან და ალი­ას­კით, ვეც­დე­ბი უამ­რა­ვი რამ ვნა­ხო. მე და­ბა­დე­ბუ­ლი ვარ იმის­თვის, რომ ვი­მოგ­ზა­უ­რო, რა­ღაც ახა­ლი ვის­წავ­ლო და აღ­მო­ჩე­ნე­ბი გა­ვა­კე­თო. სამ­ყა­რო იმ­დე­ნად უსას­რუ­ლოა და ცხოვ­რე­ბა იმ­დე­ნად ხან­მოკ­ლე, ოფის­ში ჯდო­მის­თვის არ მე­მე­ტე­ბა.

მინ­და ვთქვა, რომ არ არის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სად სწავ­ლობ, რო­მელ კურ­სზე ხარ. თუ აღ­მო­ა­ჩენ, რომ რა­საც აკე­თებ შენი საქ­მე არ არის, სი­ტყვა "ბა­რემ და­ვამ­თავ­რებ" და­უშ­ვე­ბე­ლია. თუ მი­აგ­ნებ იმას, რისი კე­თე­ბაც ყვე­ლა­ზე მე­ტად გინ­და, ბა­რი­ე­რი აღარ უნდა შე­იქ­მნა. თუმ­ცა ხე­ლახ­ლა ვი­წყებ ყვე­ლა­ფერს იმი­სათ­ვის, რომ ვა­კე­თო ის, რაც სი­ნამ­დვი­ლე­ში მინ­და და ჩე­მია", - ამ­ბობს ტბელ აბუ­სე­რი­ძე.

მა­რი­ამ გო­გია

მა­რი­ა­მი უკვე 2 წე­ლია ლონ­დონ­ში Westminster-ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ფი­ნან­სე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობს. მან უნი­ვეს­ტი­ტე­ტის­გან 100% და­ფი­ნან­სე­ბა 2015 წელს მი­ი­ღო. ვიდ­რე სწავ­ლას სა­ზღვარ­გა­რეთ გა­ნაგ­რძობ­და, მა­რი­ა­მი ჯერ თბი­ლი­სის პირ­ველ სა­ჯა­რო სკო­ლა­ში, ბოლო ორი წელი კი ამე­რი­კის კო­ლე­ჯში სწავ­ლობ­და.

ცნო­ბის­თვის, University of Westminster დიდი ბრი­ტა­ნე­თის ერთ-ერთი უძ­ვე­ლე­სი უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლე­ბე­ლია, რო­მე­ლიც ლონ­დო­ნის ცენ­ტრში მდე­ბა­რე­ობს.

ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე

19 წლის ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე, რო­მე­ლიც კო­მა­რო­ვის სკო­ლის 2015 წლის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლია, აშშ-ში მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ურ­მა ინ­სტი­ტუტ­მა (MIT) სრუ­ლი და­ფი­ნან­სე­ბით მი­ი­ღო.

ელე­ნე მა­ჩა­ი­ძე 2017 წლის სექ­ტემ­ბრი­დან და­ი­წყებს წამ­ყვან ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლას. ქარ­თველ­მა სტუ­დენ­ტმა TOEFL-ის ტეს­ტში 120-დან 106 ქულა მი­ი­ღო; SAT-ის ტეს­ტში, რომ­ლის ქუ­ლა­საც ამე­რი­კუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი მი­ღე­ბის დროს დიდ ყუ­რა­დღე­ბას ანი­ჭე­ბენ, 1600-დან 1490; SAT-ის მა­თე­მა­ტი­კის ტეს­ტში 800-დან 800 და ფი­ზი­კა­ში 800-დან 770 მი­ი­ღო.

ელე­ნე კო­მა­რო­ვის წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე იყო და სის­ტე­მა­ტუ­რად ეს­წრე­ბო­და სკო­ლის ინ­ფორ­მა­ტი­კის წრე­ებს. მო­პო­ვე­ბუ­ლი აქვს რამ­დე­ნი­მე მე­და­ლი ინ­ფორ­მა­ტი­კის სხვა­დას­ხვა ოლიმ­პი­ა­და­ზე: 2 ვერ­ცხლის მე­და­ლი ჟა­უ­ტი­კო­ვის ოლიმ­პი­ა­და­ზე; კო­მა­რო­ვის სკო­ლის ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ორ­ჯერ გუნ­დუ­რი მე­სა­მე ად­გი­ლი ამა­ვე ოლიმ­პი­ა­და­ზე, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი - ინ­ფორ­მა­ტი­კის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში 2014 და 2015 წელს, ბრინ­ჯა­ოს მე­და­ლი ევ­რო­პის ოლიმ­პი­ა­და­ზე 2015 წელს.

ელე­ნე ვებ-სა­ი­ტის www.coder.ge ავ­ტო­რია, რო­მე­ლიც კო­მა­რო­ველ მე­გობ­რებ­თან (ნიკა ნა­დი­რა­ძე და ნი­კო­ლოზ სვა­ნი­ძე) ერ­თად იმის­თვის შექ­მნა, რომ ინ­ფორ­მა­ტი­კით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის­თვის და­მა­ტე­ბი­თი ქარ­თუ­ლი სა­მე­ცა­დი­ნო პლატ­ფორ­მა მი­ე­წო­დე­ბი­ნა. ელე­ნეს თქმით, მსგავ­სი ამო­ცა­ნე­ბი ძი­რი­თა­დად რუ­სულ და ინ­გლი­სურ ენებ­ზეა, ამი­ტომ ის სტუ­დენ­ტე­ბი, რომ­ლებ­საც უცხო ენე­ბი უჭირ­დათ, ხში­რად ვერ ახერ­ხებ­დნენ ამო­ცა­ნე­ბის გა­კე­თე­ბას.

მა­სა­ჩუ­სეტ­სის ტექ­ნო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფ­ლი­ოს წამ­ყვა­ნი კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტია მეც­ნი­ე­რე­ბა­სა და ტექ­ნო­ლო­გი­ა­ში, რო­მე­ლიც აშშ-ში, მა­სა­ჩუ­სეტსში, ქა­ლაქ კემ­ბრი­ჯში მდე­ბა­რე­ობს. მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტი თით­ქმის ყვე­ლა რე­ი­ტინ­გის პირ­ველ ათე­ულ­შია. ინ­სტი­ტუ­ტში სწავ­ლის წლი­უ­რი გა­და­სა­ხა­დი 60 000 დო­ლა­რამ­დე აღ­წევს.

ელე­ნე მე­სა­მე მოს­წავ­ლეა კო­მა­რო­ვის სკო­ლი­დან, რო­მე­ლიც მა­სა­ჩუ­სეტ­სის ინ­სტი­ტუ­ტში გა­ემ­გზავ­რე­ბა სას­წავ­ლებ­ლად. სკო­ლის კი­დევ ორი კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი - გი­ორ­გი ცხა­და­ძე და დი­მიტ­რი ცხოვ­რე­ბა­ძე ამ­ჟა­მად MIT-ს სტუ­დენ­ტე­ბი არი­ან.

Georgian student gets $250 000 scholarship from University of Pennsylvania

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "აქ მოხ­ვედ­რა­ზე ყვე­ლა მეც­ნი­ე­რი ოც­ნე­ბობს" - ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბი, NASA-ს შემ­დეგ, ცერნ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან

გა­ი­ცა­ნით ოთხი ქარ­თვე­ლი მოს­წავ­ლე, რომ­ლე­ბიც NASA-ში მი­ემ­გზავ­რე­ბი­ან

15 ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ე­რი, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს წამ­ყვან უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში მუ­შა­ო­ბენ და უნი­კა­ლურ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ

ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების სრული დაფინანსება მოიპოვეს

ბოლო წლებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ინფორმაცია წარმატებული ქართველი ახალგაზრდების შესახებ, რომლებმაც მსოფლიოს სხვადასხვა წამყვანი უმაღლესი სასწავლებლების სრული დაფინანსების მოპოვება შეძლეს და განათლების მიღებას საზღვარგარეთ განაგრძობენ. AMBEBI.GE სწორედ ასეთ ახალგაზრდებს გაგაცნობთ:

რატი ზედგინიძე

დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლის მოსწავლე რატი ზედგინიძე აშშ-ში, ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტში ჩაირიცხა. რატი ზედგინიძემ უნივერსიტეტის კომისიის გადაწყვეტილებით, 80 000 დოლარიანი დაფინანსება მიიღო, რომელიც სრულად აანაზღუარებს 4 წლიან სასწავლო კურსს. წარმატებულმა ახალგაზრდამ დაფინანსება TOEFL-ის და SAT-ის მათემატიკური ტესტის ჩაბარების შემდეგ მოიპოვა.

რატის პილოტობა ბავშვობიდან უნდოდა, თუმცა ამაზე სერიოზულად ფიქრი მე-9 კლასიდან, ინგლისური ენის შესწავლა კი ერთი წლის წინ, მე-11 კლასში დაიწყო.

"თავიდან საქართველოში ვაპირებდი სწავლას, მაგრამ 2 წლის წინ გადავწყვიტე სწავლა ამერიკაში გამეგრძელებინა. ერთი წლის წინ დავიწყე ინგლისურის სწავლა. გასული წლის დეკემბერში ჩავაბარე გამოცდები. ამერიკის 5 უნივერსიტეტში გავგზავნე ჩემი შედეგები, საიდანაც ჩარიცხვის შესახებ დადებითი პასუხები მივიღე. ვირჯინიის შტატის ქალაქ დენვილის AVERETT-ის საავიაციო უნივერსიტეტი ავირჩიე, რადგან აქ ჩემთვის სასურველი მიმართულება და უკეთესი დაფინანსება იყო. შიდა, მათემატიკის ტესტი უკვე ვწერე იმის გასარკვევად, თუ როგორ კლასში უნდა ჩავრიცხულიყავი", - განაცხადა რატი ზედგინიძემ "ბიზნესპრესნიუსთან" საუბრისას.

მისივე თქმით, ვირჯინიის შტატში სწავლას აგვისტოდან იწყებს. რატი ზედგინიძე დაბა ასპინძის N1 საჯარო სკოლიდან პირველი მოსწავლეა, ვინც სწავლას ამერიკაში განაგრძნობს.

მერი კავთელიშვილი

კომაროვის სკოლის 2017 წლის კურსდამთავრებული და ოქროს მედალოსანი მერი კავთელიშვილი მსოფლიოს 4-მა წამყვანმა უნივერსიტეტმა: University of Pennsylvania (Upenn), Middlebury College, Colgate University და Bucknell University-მა მიიღო და თითოეულმა საშუალოდ $250 000 დაფინანსება მისცა.

მერიმ სწავლის გასაგრძელებლად University of Pennsylvania აირჩია.

პენსილვანიის უნივერსიტეტი ერთ-ერთი უძველესი სასწავლებელია ამერიკაში და Ivy League-ის წევრია, სადაც მხოლოდ რჩეული და პრესტიჟული უნივერსიტეტები შედის. უნივერსიტეტის კამპუსი 12 სკოლას, 170-ზე მეტ კვლევით ცენტრს, 4200 ფაკულტეტსა და 20 000 სტუდენტს აერთიანებს.

პენსილვანიის უნივერსიტეტი U.S News & World Report-ის რეიტინგში მერვე ადგილს იკავებს. აქ სწავლობდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან დონალდ ტრამპი, უორენ ბაფეტი, ილონ მასკი და სხვები.

ტბელ აბუსერიძე

ტბელ აბუსერიძე შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის მესამე კურსზე სწავლობდა, როდესაც მერილენდის ქალაქ ანაპოლისში მდებარე St. John’s College-ში თავისუფალი მეცნიერებების ფაკულტეტის ბაკალავრიატზე ჩაირიცხა. მას უნივერსიტეტმა ოთხივე წლის საფასური დაუფინანსა (წელიწადში 58 650 დოლარი). ის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩარიცხულ 10 სტუდენტს შორის მოხვდა.

"როდესაც მივხვდი, რომ სამართალი ჩემი საქმე არ არის და პირადი თავისუფლება უფრო მაღლა დავაყენე ვიდრე პროფესია, დავიწყე ფიქრი, სად შემეძლო ყველაზე უკეთ ჩემი ინტერესების შესაფერისი განათლების მიღება.

St. John’s College-ში იმას ასწავლიან, რაც ყველაზე მეტად მაინტერესებს. ვნახე ცხრილი, საგნები, თუ რა იყო საჭირო იმისთვის, რომ მე იქ მოვხვედრილიყავი, გადმოვწერე მიღებისთვის საჭირო ყველა აპლიკაცია. დავწერე თემები, წიგნის რეცენზია, გავაგზავნე extracurricular work, აღვუწერე ყველა ჩემი აქტივობა და ინტერესი. პრობლემებით დაწყებული, იმიტომ რომ ეს გრანტთან პირდაპირ კავშირშია, დამთავრებული წარმატებებით, რომელიც ასევე ჩარიცხვასთან იყო კავშირში. არავინ მყავდა ისეთი ვინც, ელემენტარულად, აპლიკაციების შევსებაში დამეხმარებოდა, ამიტომ ინდივიდუალურად გავართვი თავი უამრავ რამეს. დაწყებული CSS პროფილის შევსებიდან, ყველაფრის დეტალურად შევსება მომიწია, ოჯახის შემოსავალი, გასავალი, რამდენი ვცხოვრობთ, ისიც კი, რამდენი გვიჯდება სახლის დასუფთავება და ყოველდღიური კვება. საბოლოოდ მომივიდა დადებითი პასუხი. მითხრეს, რომ ეს უნივერსიტეტი ჩემთვის იყო შექმნილი და მიმღებ კომისიაზე კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე გაცვლითი პროგრამით არ მივდივარ, დაფინანსება ინდივიდუალურად მოვიპოვე.

St. John’s College-ში მოქმედებს ორი ტიპის გრანტი: ფედერალური და საჭიროებაზე დაფუძნებული დაფინანსება. პირველში მოვიპოვე 23 000 დოლარის ოდენობის გრანტი, როგორც მითხრეს, ეს იყო ყველაზე სოლიდური თანხა, რაც კი სტუდენტზე გაიცა. მეორე საგრანტო პროგრამაშიც იმდენი ავიღე, რომ საბოლოოდ ყოველწლიური გადასახადიდან, 60 000 დოლარიდან - 58 650 დოლარის გრანტი ავიღე. საბოლოოდ, წელიწადში მხოლოდ 1 350 დოლარი მექნება გადასახდელი.

უნივერსიტეტში მოხვედრისთვის, აკადემიურ მონაცემებზე მეტად, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ჩემი სხვა აქტივობები, ის, რომ მაგალითად, ასტროფოტოგრაფიით ვარ გატაცებული, ძალიან მიყვარს ასტროფიზიკა და ასტრონომია და სხვა. ამერიკული საგანმანათლებლო მოდელისთვის არსებითად მნიშვნელოვანია სწორედ ის, სწავლის გარდა, თუ რას აკეთებ. ამიტომ მომიწია ყველა იმ სერთიფიკატის გაგზავნა, რომელიც სხვადასხვა კონფერენციაზე მიმიღია. გავაგზავნე, ასევე, ღრმა ციურ სხეულებისთვის გადაღებული ჩემი ფოტოები, გავაგზავნე ჩემი ინგლისურენოვანი ლექსებიც, რომელმაც მოწონება დაიმსახურა. მივუთითე, ასევე, რომ National Geographic საქართველოს ბლოგერი ვარ. უნივერსიტეტის პრინციპი ზუსტად ეს არის - ნიშნებს იმდენად არ ექცევა ყურადღება, რამდენადაც სტუდენტის აზროვნებას, ინტელექტუალურ ბაზას, ინტერესებსა და აქტივობებს. მე TOEFL-იც კი არ ჩამიბარებია, ინტერვიუს საფუძველზე მიმიღეს. უნივერსიტეტს მისაღები გამოცდა არ აქვს, ჩარიცხვის მთელი ფილოსოფია მდგომარეობს იმაში, თუ როგორ აზროვნებ.

ამერიკული სასწავლო სისტემისთვის არსებითად მნიშვნელოვანია რეკომენდაციებიც, IBSU-დან ეკა ბაკარაძემ შესანიშნავი რეკომენდაცია დამიწერა, რომელიც ერთ-ერთი გამორჩეული ლექტორია. რეკომენდაცია გამიწია სკოლის მასწავლებელმაც. მათ შორის გადამწყვეტი იყო National Geograpic-ის მთავარი რედაქტორის ლევან ბუთხუზის რეკომენდაცია.

აღმოჩენა, მოგზაურობა და კითხვა - ეს არის ყველაზე მთავარი ჩემს ცხოვრებაში. IBSU-მ მიმახვედრა ის, თუ რა მინდა და რომ ჩემი არჩეული პროფესიით მომავალში ვერ ვიმუშავებდი, სხვა ინტერესები მქონდა. აქ მაღალ დონეზე ისწავლება სამართალი, მესამე კურსზევე მივხვდი, რომ კაბინეტური სამსახური არ მინდა და ძიება, აღმოჩენა, დაკვირვება, წერა და მოგზაურობაა სინამდვილეში რაც მინდა. ამიტომ დრო აღარ დავკარგე და არ დაველოდე უნივერსიტეტის დამთავრებას. უნივერსიტეტს ვუმადლი, ასევე, კარგ ინგლისურს, რომელიც ჩაბარებისას გამომადგა.

რაც შეეხება მოლოდინებს - მომავალი 6 წლის მანძილზე ამერიკის გარშემო ძალიან ბევრს ვიმოგზაურებ დაწყებული გრანდ კანიონებიდან და ალიასკით, ვეცდები უამრავი რამ ვნახო. მე დაბადებული ვარ იმისთვის, რომ ვიმოგზაურო, რაღაც ახალი ვისწავლო და აღმოჩენები გავაკეთო. სამყარო იმდენად უსასრულოა და ცხოვრება იმდენად ხანმოკლე, ოფისში ჯდომისთვის არ მემეტება.

მინდა ვთქვა, რომ არ არის მნიშვნელოვანი სად სწავლობ, რომელ კურსზე ხარ. თუ აღმოაჩენ, რომ რასაც აკეთებ შენი საქმე არ არის, სიტყვა "ბარემ დავამთავრებ'' დაუშვებელია. თუ მიაგნებ იმას, რისი კეთებაც ყველაზე მეტად გინდა, ბარიერი აღარ უნდა შეიქმნა. თუმცა ხელახლა ვიწყებ ყველაფერს იმისათვის, რომ ვაკეთო ის, რაც სინამდვილეში მინდა და ჩემია", - ამბობს ტბელ აბუსერიძე.

მარიამ გოგია

მარიამი უკვე 2 წელია ლონდონში Westminster-ის უნივერსიტეტში ფინანსების ფაკულტეტზე სწავლობს. მან უნივესტიტეტისგან 100% დაფინანსება 2015 წელს მიიღო. ვიდრე სწავლას საზღვარგარეთ განაგრძობდა, მარიამი ჯერ თბილისის პირველ საჯარო სკოლაში, ბოლო ორი წელი კი ამერიკის კოლეჯში სწავლობდა.

ცნობისთვის, University of Westminster დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი უძველესი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც ლონდონის ცენტრში მდებარეობს.

ელენე მაჩაიძე

19 წლის ელენე მაჩაიძე, რომელიც კომაროვის სკოლის 2015 წლის კურსდამთავრებულია, აშშ-ში მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურმა ინსტიტუტმა (MIT) სრული დაფინანსებით მიიღო.

ელენე მაჩაიძე 2017 წლის სექტემბრიდან დაიწყებს წამყვან ინსტიტუტში სწავლას. ქართველმა სტუდენტმა TOEFL-ის ტესტში 120-დან 106 ქულა მიიღო; SAT-ის ტესტში, რომლის ქულასაც ამერიკული უნივერსიტეტები მიღების დროს დიდ ყურადღებას ანიჭებენ, 1600-დან 1490; SAT-ის მათემატიკის ტესტში 800-დან 800 და ფიზიკაში 800-დან 770 მიიღო.

ელენე კომაროვის წარჩინებული მოსწავლე იყო და სისტემატურად ესწრებოდა სკოლის ინფორმატიკის წრეებს. მოპოვებული აქვს რამდენიმე მედალი ინფორმატიკის სხვადასხვა ოლიმპიადაზე: 2 ვერცხლის მედალი ჟაუტიკოვის ოლიმპიადაზე; კომაროვის სკოლის ნაკრების შემადგენლობაში ორჯერ გუნდური მესამე ადგილი ამავე ოლიმპიადაზე, ბრინჯაოს მედალი - ინფორმატიკის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში 2014 და 2015 წელს, ბრინჯაოს მედალი ევროპის ოლიმპიადაზე 2015 წელს.

ელენე ვებ-საიტის www.coder.ge ავტორია, რომელიც კომაროველ მეგობრებთან (ნიკა ნადირაძე და ნიკოლოზ სვანიძე) ერთად იმისთვის შექმნა, რომ ინფორმატიკით დაინტერესებული მოსწავლეებისთვის დამატებითი ქართული სამეცადინო პლატფორმა მიეწოდებინა. ელენეს თქმით, მსგავსი ამოცანები ძირითადად რუსულ და ინგლისურ ენებზეა, ამიტომ ის სტუდენტები, რომლებსაც უცხო ენები უჭირდათ, ხშირად ვერ ახერხებდნენ ამოცანების გაკეთებას.

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტი (Massachusetts Institute of Technology, MIT) - მსოფლიოს წამყვანი კვლევითი ინსტიტუტია მეცნიერებასა და ტექნოლოგიაში, რომელიც აშშ-ში, მასაჩუსეტსში, ქალაქ კემბრიჯში მდებარეობს. მასაჩუსეტსის ინსტიტუტი თითქმის ყველა რეიტინგის პირველ ათეულშია. ინსტიტუტში სწავლის წლიური გადასახადი 60 000 დოლარამდე აღწევს.

ელენე მესამე მოსწავლეა კომაროვის სკოლიდან, რომელიც მასაჩუსეტსის ინსტიტუტში გაემგზავრება სასწავლებლად. სკოლის კიდევ ორი კურსდამთავრებული - გიორგი ცხადაძე და დიმიტრი ცხოვრებაძე ამჟამად MIT-ს სტუდენტები არიან.

Georgian student gets $250 000 scholarship from University of Pennsylvania

წაიკითხეთ ასევე: "აქ მოხვედრაზე ყველა მეცნიერი ოცნებობს" - ქართველი მოსწავლეები, NASA-ს შემდეგ, ცერნში მიემგზავრებიან

გაიცანით ოთხი ქართველი მოსწავლე, რომლებიც NASA-ში მიემგზავრებიან

15 ქართველი მეცნიერი, რომლებიც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში მუშაობენ და უნიკალურ ექსპერიმენტებში მონაწილეობენ

პატრიარქი - ხალხის თანადგომა რომ არ იყოს, მე ვერ გავუძლებდი ამ სიმძიმეებს, 42 წელია მე ვარ სამიზნედ

"არავის უთქვამს, რომ სიგარეტის ფასი ხვალ და ზეგ 15 ლარი უნდა გახდეს" - ფინანსთა მინისტრის მოადგილე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

"ბორჯღალოსნებმა" ბელგიის ეროვნული ნაკრები 78:6 დაამარცხეს