მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი დატოვა სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე
რა წერილი დატოვა სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე

ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "არ­მა­ზის" მფლო­ბე­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მკვლე­ლო­ბამ­დე ზაზა არ­თმე­ლა­ძემ წე­რი­ლი და­ტო­ვა. ოჯა­ხი წე­რილს ასა­ჯა­რო­ვებს.

სამ­გვერ­დი­ან წე­რილ­ში ზაზა (ჯე­მალ) არ­თმე­ლა­ძე რო­გორც "არ­მაზ­ში" ორი წლის დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ა­ზე, ისე ოჯა­ხის მძი­მე ფი­ნან­სურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წერს და აღ­ნიშ­ნავს, რომ მის­თვის ძნე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა.

"იმ ავ­ბე­დით დღეს, რო­დე­საც სამი ბავ­შვი და­ი­ღუ­პა, სამ­წუ­ხა­როდ, მიშ­ვე­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბაც არ მო­მე­ცა, რის­თვი­საც სი­ცო­ცხლე­საც არ და­ვი­შუ­რებ­დი, მთე­ლი ჩემი არ­სე­ბით, მაგ­რამ, სამ­წუ­ხა­როდ, ძებ­ნა და­ი­წყო გა­რეთ ქუ­ჩა­ში, ბაღ­ში, ზღვის პი­რას.

ჩემი ოჯა­ხის უფ­რო­სი, რა თქმა უნდა, მე ვი­ყა­ვი და ვას­რუ­ლებ­დი პირ­ნათ­ლად იმ ტუ­რის­ტულ საქ­მე­ში, რი­თაც ოჯა­ხი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი. რაც ევა­ლე­ბა ალ­ბათ, ოჯახ­ში მა­მას, კაცს. საქ­მის ვი­თა­რე­ბა სამ­წუ­ხა­როდ, ისე მი­დის, რომ ჩვენ გვა­და­ნა­შა­უ­ლე­ბენ ბავ­შვე­ბის და­ღუპ­ვა­ში, თუმ­ცა სა­სა­მარ­თლო­ზე მოწ­მე­თა და­კი­თხვე­ბი­დან ნათ­ლად იკ­ვე­თე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. ვინ გა­ექ­ცე­ვა იმ ცოდ­ვას ღმერ­თის წი­ნა­შე, ვინც ტყუ­ილს იტყვის და ვინ­მეს­კენ გა­და­იხ­რე­ბა, რო­დე­საც სამი პა­ტა­რა ბავ­შვია და­ღუ­პუ­ლი. მჯე­რა, რომ სი­მარ­თლე დად­გინ­დე­ბა!

იმ მუხლთან ერ­თად, რი­თაც კა­ნო­ნი მე­და­ვე­ბა, სი­ტყვი­ე­რად სა­სა­მარ­თლო­ზე გულ­გრი­ლო­ბა­ში და და­უ­დევ­რო­ბა­შიც კი მე მდე­ბენ ბრალს. ყო­ვე­ლი­ვე ამას­თან ერ­თად მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რვა სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან­ძრის­გან ოჯახ­მა და­კარ­გა ყვე­ლა­ფე­რი, რაც მრა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ჩვე­ნი შრო­მით ვა­შე­ნეთ", - წერს ზაზა არ­თმე­ლა­ძე და ხაზს უს­ვამს, რომ მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით ოჯახს უნდა წა­ერ­თვას ისიც, რაც დარ­ჩა.

"ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძნე­ლია ამ ყვე­ლაფ­რის ატა­ნა. უფალს ვე­ვედ­რე­ბი შე­მინ­დოს, თუკი რამე არას­წო­რად გა­დავ­წყვი­ტე.

მად­ლო­ბა ყვე­ლას დახ­მა­რე­ბის­თვის, თა­ნად­გო­მი­სა და თა­ნაგ­რძნო­ბის­თვის. ილო­ცეთ ჩემ­თვის", - აღ­ნიშ­ნავს ზაზა არ­თმე­ლა­ძე.

ზაზა არ­თმე­ლა­ძე გარ­დაც­ვლი­ლი დამ­წვარ სას­ტუმ­რო­ში გუ­შინ იპო­ვეს. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქო­ბუ­ლეთ­ში მდე­ბა­რე სას­ტუმ­რო "არ­მაზ­ში" 2 წლის წინ გა­ჩე­ნილ ხან­ძარს რუს­თა­ვის ერთ-ერთი ცეკ­ვის ან­სამ­ბლის სამი წევ­რი, 10 წლამ­დე ბავ­შვე­ბი ემსხვერ­პლა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

რა წერილი დატოვა სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე

რა წერილი დატოვა სასტუმრო "არმაზის" მფლობელმა ზაზა ართმელაძემ თვითმკვლელობამდე

ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზის" მფლობელების ინფორმაციით, თვითმკვლელობამდე ზაზა ართმელაძემ წერილი დატოვა. ოჯახი წერილს ასაჯაროვებს.

სამგვერდიან წერილში ზაზა (ჯემალ) ართმელაძე როგორც "არმაზში" ორი წლის დატრიალებულ ტრაგედიაზე, ისე ოჯახის მძიმე ფინანსურ მდგომარეობაზე წერს და აღნიშნავს, რომ მისთვის ძნელია ამ ყველაფრის ატანა.

"იმ ავბედით დღეს, როდესაც სამი ბავშვი დაიღუპა, სამწუხაროდ, მიშველების საშუალებაც არ მომეცა, რისთვისაც სიცოცხლესაც არ დავიშურებდი, მთელი ჩემი არსებით, მაგრამ, სამწუხაროდ, ძებნა დაიწყო გარეთ ქუჩაში, ბაღში, ზღვის პირას.

ჩემი ოჯახის უფროსი, რა თქმა უნდა, მე ვიყავი და ვასრულებდი პირნათლად იმ ტურისტულ საქმეში, რითაც ოჯახი იყო დაკავებული. რაც ევალება ალბათ, ოჯახში მამას, კაცს. საქმის ვითარება სამწუხაროდ, ისე მიდის, რომ ჩვენ გვადანაშაულებენ ბავშვების დაღუპვაში, თუმცა სასამართლოზე მოწმეთა დაკითხვებიდან ნათლად იკვეთება ყველაფერი. ვინ გაექცევა იმ ცოდვას ღმერთის წინაშე, ვინც ტყუილს იტყვის და ვინმესკენ გადაიხრება, როდესაც სამი პატარა ბავშვია დაღუპული. მჯერა, რომ სიმართლე დადგინდება!

იმ მუხლთან ერთად, რითაც კანონი მედავება, სიტყვიერად სასამართლოზე გულგრილობაში და დაუდევრობაშიც კი მე მდებენ ბრალს. ყოველივე ამასთან ერთად მინდა აღვნიშნო, რომ რვა საათის განმავლობაში ხანძრისგან ოჯახმა დაკარგა ყველაფერი, რაც მრავალი წლის განმავლობაში ჩვენი შრომით ვაშენეთ", - წერს ზაზა ართმელაძე და ხაზს უსვამს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილებით ოჯახს უნდა წაერთვას ისიც, რაც დარჩა.

"ჩემთვის ძალიან ძნელია ამ ყველაფრის ატანა. უფალს ვევედრები შემინდოს, თუკი რამე არასწორად გადავწყვიტე.

მადლობა ყველას დახმარებისთვის, თანადგომისა და თანაგრძნობისთვის. ილოცეთ ჩემთვის", - აღნიშნავს ზაზა ართმელაძე.

ზაზა ართმელაძე გარდაცვლილი დამწვარ სასტუმროში გუშინ იპოვეს. არსებული ინფორმაციით, მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

როგორც ცნობილია, ქობულეთში მდებარე სასტუმრო "არმაზში" 2 წლის წინ გაჩენილ ხანძარს რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის სამი წევრი, 10 წლამდე ბავშვები ემსხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი