ვინ არის ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო

ვინ არის ქართველი მერლინ მონრო და რაშია მისი სილამაზის საიდუმლო

მარია ბლონდი ქართველი მომღერალი და მსახიობია, რომელიც არაორდინარული იმიჯით გამოირჩევა. ცნობილი კი მერლინ მონროს იმიჯით გახდა. მსგავსება მართლა საოცარია! მარიას ყველა "ქართველ მერლინ მონროს" ეძახის.

- მარია, რატომ გადაწყვიტეთ, გამხდარიყავით ქართველი მერლინ მონრო? როგორ გაგიჩნდათ ეს იდეა?..

- ეს გადაწყვეტილება თვითონ არ მიმიღია, უფრო ვიტყოდი, ხალხმა აიტაცა მერლინის ტიპაჟი. პროფესიით მსახიობი და მომღერალი ვარ, მაქვს ჩემი შოუ-პროგრამა. მრავალ ტიპაჟს შორის მერლინი ყველაზე ცნობილი გახდა. შემდეგ ტელევიზიაშიც მომიწვიეს და საზოგადოებამ უფრო ახლოს გამიცნო...

- თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი?

- მარიამ ციმინტია.

- პირველად როდის გაგიჩნდათ სიმღერის სურვილი და რამდენად დიდი გარდატეხა მოახდინა სიმღერამ თქვენს ცხოვრებაში?

- ბავშვობიდან ვმღეროდი, ყოველთვის მინდოდა, ოპერის მომღერალი გავმხდარიყავი (ისე, ტემბრით მეცო სოპრანო მაქვს), მაგრამ სამწუხაროდ, როკ-სიმღერებით ხმა გავიფუჭე. მუსიკას დიდი ძალა აქვს და უზარმაზარი მოვლენა მოახდინა ჩემს ცხოვრებაში. მუსიკა რომ არა, ალბათ, ვერ გადავიტანდი რთულ პერიოდებს. მუსიკა ჩემთვის ჰაერივითაა, მის გარეშე არ შეიძლება არსებობა და მე მგონი, ყველა მუსიკოსი დამეთანხმება. როდესაც სცენაზე ვმღერი, ხალხს დადებით ემოციას ვაძლევ და ის ემოცია უკან მიბრუნდება. ამაზე სასიამოვნო გრძნობა ჩემთვის არ არსებობს. მუსიკა არის ცხოვრების რიტმი, ბიძგი და ადრენალინი.

- როგორ ფიქრობთ, გარეგნობის გარდა, რით ჰგავხართ მერლინ მონროს?

- შინაგანი სამყაროთი, ალბათ და საქმისადმი მიდგომით. მერლინ მონრომ შექმნა ისეთი ტიპაჟი, რომელზეც ყველა გიჟდებოდა. იყო სექსუალური, მიმზიდველი და არავის აინტერესებდა, როგორი იყო შინაგანად. არადა, ძალიან საინტერესო ადამიანი იყო, ნაკითხი, მათ შორის, ფსიქოლოგიის წიგნებსაც კითხულობდა, ხატავდა და წერდა ლექსებს... განაგრძეთ კითხვა marao.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი