პოლიტიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
სპორტი
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები
ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები

შავ ზღვა­ში უნი­კა­ლუ­რი და იშ­ვი­ა­თი თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბი და­ა­ფიქ­სი­რეს - ამის შე­სა­ხებ პრო­ექ­ტის "შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბა" პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე გახ­და ცნო­ბი­ლი.

რო­გორც პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე აღი­ნიშ­ნა, გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­სა და უცხო­ე­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მიერ შავი ზღვის სა­ნა­პი­რო ზოლ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გად სულ აღ­მო­ჩე­ნი­ლია 12 ახა­ლი ფაქ­ტი.

კვლე­ვის შე­დე­გად შავი ზღვის შე­სა­ხებ შემ­დე­გი 12 ფაქ­ტი გა­მო­იკ­ვე­თა:

  • ჯან­მრთე­ლია თუ არა შავი ზღვა და რო­გორ დავ­სვათ დი­აგ­ნო­ზი?;
  • ჟანგბა­დის სფე­რო შავ ზღვა­ში შემ­ცირ­და;
  • შავი ზღვის უჟანგბა­დო­ბა სიღ­რმი­სე­ულ ფე­ნებ­ში: 2 კმ სიღ­რმი­დან მო­პო­ვე­ბუ­ლია მიკ­რო­ბე­ბის ახა­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო სა­ხე­ო­ბე­ბი;
  • პირ­ვე­ლად მოხ­და შავი ზღვის­თვის სპე­ცი­ფი­კუ­რი და­მა­ბინ­ძუ­რე­ბე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის დად­გე­ნა;
  • ადა­მი­ა­ნის ყო­ფა­ცხოვ­რე­ბის კვა­ლი ფიქ­სირ­დე­ბა შავი ზღვის ყვე­ლა მო­ნაკ­ვეთ­ზე;
  • "დრო­ის კაფ­სუ­ლა" მო­მავ­ლის მეც­ნი­ე­რე­ბის­თვის: პირ­ვე­ლად იქნა შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ზღვის წყალ­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა, დღემ­დე უც­ნო­ბი ნივ­თი­ე­რე­ბის "ანა­ბეჭ­დე­ბი";
  • სად შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი დელ­ფი­ნის ნახ­ვა? - შავ ზღვა­ში დელ­ფი­ნე­ბის სა­ხე­ო­ბე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი;
  • შავი ზღვის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ იქნა ზღვა­ში მცუ­რა­ვი მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის დიდი ოდე­ნო­ბა;
  • არის იმის ნიშ­ნე­ბი, რომ ინ­ვა­ზი­უ­რი სა­ხე­ო­ბე­ბის ზე­გავ­ლე­ნა შავი ზღვის "აბო­რი­გე­ნულ" სა­ხე­ო­ბებ­ზე მცირ­დე­ბა;
  • "ზღვის ყვა­ვი­ლო­ბა" მცირ­დე­ბა.
  • შავ ზღვა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი იქნა უნი­კა­ლუ­რი იშ­ვი­ა­თი თევ­ზის სა­ხე­ო­ბე­ბი;
  • შემ­დე­გი ქმე­დე­ბე­ბი: რო­გორ გა­მო­ვი­ყე­ნოთ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია ადა­მი­ა­ნი­სა და ზღვის ბი­ნად­რე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ", - აღ­ნიშ­ნუ­ლია ახა­ლი ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.
პრე­ზენ­ტა­ცია გა­რე­მო­სა და ბუ­ნებ­რი­ვი რე­სურ­სე­ბის დაც­ვის მი­ნის­ტრმა გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა გახ­სნა. მი­ნის­ტრის გან­ცხა­დე­ბით, ბოლო წლებ­ში შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის არე­ა­ლი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­ი­ზარ­და და ამ მხრივ, სხვა­დას­ხვა პრო­ექ­ტი ხორ­ცი­ელ­დე­ბა.

"კვლე­ვის შე­დე­გად ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ შავ ზღვა­ში არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლუ­რი ვი­თა­რე­ბა და მი­ვი­ღეთ სა­ბა­ზი­სო ინ­ფორ­მა­ცია შემ­დგო­მი კვლე­ვე­ბი­სა და სა­მოქ­მე­დო გეგ­მის შე­საქ­მნე­ლად", - გა­ნა­ცხა­და გიგ­ლა აგუ­ლაშ­ვილ­მა.

მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გად, შავი ზღვის ძი­რი­თად პრობ­ლე­მე­ბად - ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის ჯო­გე­ბის შემ­ცი­რე­ბა და მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის კუნ­ძუ­ლი­სე­ბუ­რი გრო­ვე­ბის აღ­მო­ჩე­ნა და­სა­ხელ­და.

"პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხე­ბი, რაც ჩვენ და­ვი­ნა­ხეთ არის ძუ­ძუმ­წოვ­რე­ბის - თეთ­რგვერ­და დელ­ფი­ნის, აფა­ლი­ნის და ზღვის ღო­რე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა. ისი­ნი უკვე აღარ გვხვდე­ბა ისე­თი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი ჯო­გე­ბის სა­ხით, რო­გორც ეს იყო მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­სა და თუნ­დაც მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში. ისი­ნი მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი ჯო­გე­ბის სა­ხით გვხვდე­ბა და მათი შემ­ცი­რე­ბა წარ­მო­ად­გენს პრობ­ლე­მას. პრობ­ლე­მა არის მცუ­რა­ვი მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბი ზღვა­ში. შავი ზღვის ღია ნა­წილ­ში ვნა­ხეთ კუნ­ძუ­ლი­სე­ბუ­ლი გრო­ვე­ბი მყა­რი ნარ­ჩე­ნე­ბის, რაც სა­გუ­ლის­ხმოა რო­გორც აღ­მო­სავ­ლეთ ასე­ვე, და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. რო­გორც ჩანს, დი­ნე­ბე­ბის მიერ იქ ხდე­ბა კონ­ცენ­ტრი­რე­ბა მთე­ლი შავი ზღვის ნარ­ჩე­ნე­ბის. ცნო­ბი­ლია, რომ ნარ­ჩე­ნე­ბი ზღვის ძუ­ძუმ­წოვ­რებ­სა და მტა­ცე­ბელ თევ­ზებ­ზე დიდ ზე­გავ­ლე­ნას ახ­დენს", - გა­ნა­ცხა­და გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს, მე­თევ­ზე­ო­ბი­სა და შავი ზღვის მო­ნი­ტო­რინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა არ­ჩილ გუჩ­მა­ნი­ძემ.

შავი ზღვის ეკო­ლო­გი­უ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის გაძ­ლი­ე­რე­ბის ფარ­გლებ­ში, უცხო­ელ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა ქარ­თველ სპე­ცი­ა­ლის­ტებ­თან ერ­თად, ბი­ო­ლო­გი­უ­რი ფი­ზი­კურ-ქი­მი­უ­რი კვლე­ვე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. მსგავ­სი მას­შტა­ბის კვლე­ვე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბით შავ ზღვა­ზე დღემ­დე არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები

ახალი ფაქტები შავი ზღვის შესახებ - მასშტაბური კვლევის შედეგები

შავ ზღვაში უნიკალური და იშვიათი თევზის სახეობები დააფიქსირეს - ამის შესახებ პროექტის "შავი ზღვის მონიტორინგის გაძლიერება" პრეზენტაციაზე გახდა ცნობილი.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გარემოს ეროვნული სააგენტოსა და უცხოელი სპეციალისტების მიერ შავი ზღვის სანაპირო ზოლში განხორციელებული კვლევის შედეგად სულ აღმოჩენილია 12 ახალი ფაქტი.

კვლევის შედეგად შავი ზღვის შესახებ შემდეგი 12 ფაქტი გამოიკვეთა:

  • ჯანმრთელია თუ არა შავი ზღვა და როგორ დავსვათ დიაგნოზი?;
  • ჟანგბადის სფერო შავ ზღვაში შემცირდა;
  • შავი ზღვის უჟანგბადობა სიღრმისეულ ფენებში: 2 კმ სიღრმიდან მოპოვებულია მიკრობების ახალი და საინტერესო სახეობები;
  • პირველად მოხდა შავი ზღვისთვის სპეციფიკური დამაბინძურებელი ნივთიერებების დადგენა;
  • ადამიანის ყოფაცხოვრების კვალი ფიქსირდება შავი ზღვის ყველა მონაკვეთზე;
  • "დროის კაფსულა" მომავლის მეცნიერებისთვის: პირველად იქნა შეგროვებული ზღვის წყალში არსებული ყველა, დღემდე უცნობი ნივთიერების "ანაბეჭდები";
  • სად შეიძლება ბევრი დელფინის ნახვა? - შავ ზღვაში დელფინების სახეობების გავრცელების ახალი მონაცემები;
  • შავი ზღვის ცენტრალურ ნაწილში დაფიქსირებულ იქნა ზღვაში მცურავი მყარი ნარჩენების დიდი ოდენობა;
  • არის იმის ნიშნები, რომ ინვაზიური სახეობების ზეგავლენა შავი ზღვის "აბორიგენულ" სახეობებზე მცირდება;
  • "ზღვის ყვავილობა" მცირდება.
  • შავ ზღვაში დაფიქსირებული იქნა უნიკალური იშვიათი თევზის სახეობები;
  • შემდეგი ქმედებები: როგორ გამოვიყენოთ შეგროვებული ინფორმაცია ადამიანისა და ზღვის ბინადრების სასარგებლოდ", - აღნიშნულია ახალი ფაქტების შესახებ ინფორმაციაში.
პრეზენტაცია გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა გახსნა. მინისტრის განცხადებით, ბოლო წლებში შავი ზღვის მონიტორინგის არეალი მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამ მხრივ, სხვადასხვა პროექტი ხორციელდება.

"კვლევის შედეგად ჩვენ დავინახეთ შავ ზღვაში არსებული რეალური ვითარება და მივიღეთ საბაზისო ინფორმაცია შემდგომი კვლევებისა და სამოქმედო გეგმის შესაქმნელად", - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

მონიტორინგის შედეგად, შავი ზღვის ძირითად პრობლემებად - ძუძუმწოვრების ჯოგების შემცირება და მყარი ნარჩენების კუნძულისებური გროვების აღმოჩენა დასახელდა.

"პრობლემური საკითხები, რაც ჩვენ დავინახეთ არის ძუძუმწოვრების - თეთრგვერდა დელფინის, აფალინის და ზღვის ღორების მდგომარეობა. ისინი უკვე აღარ გვხვდება ისეთი მრავალრიცხოვანი ჯოგების სახით, როგორც ეს იყო მეოცე საუკუნის დასაწყისსა და თუნდაც მეორე ნახევარში. ისინი მცირერიცხოვანი ჯოგების სახით გვხვდება და მათი შემცირება წარმოადგენს პრობლემას. პრობლემა არის მცურავი მყარი ნარჩენები ზღვაში. შავი ზღვის ღია ნაწილში ვნახეთ კუნძულისებული გროვები მყარი ნარჩენების, რაც საგულისხმოა როგორც აღმოსავლეთ ასევე, დასავლეთ ნაწილში. როგორც ჩანს, დინებების მიერ იქ ხდება კონცენტრირება მთელი შავი ზღვის ნარჩენების. ცნობილია, რომ ნარჩენები ზღვის ძუძუმწოვრებსა და მტაცებელ თევზებზე დიდ ზეგავლენას ახდენს", - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს, მეთევზეობისა და შავი ზღვის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენელმა არჩილ გუჩმანიძემ.

შავი ზღვის ეკოლოგიური მონიტორინგის გაძლიერების ფარგლებში, უცხოელმა სპეციალისტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად, ბიოლოგიური ფიზიკურ-ქიმიური კვლევები განახორციელეს. მსგავსი მასშტაბის კვლევები თანამედროვე ტექნოლოგიებით შავ ზღვაზე დღემდე არ განხორციელებულა.

ადგილები შავ ზღვაზე, სადაც წყალი ყველაზე მეტადაა დაბინძურებული - რას ამბობს ექსპერტი და რას ურჩევს დამსვენებელს?

დუშეთში კორონავირუსი დისტრიბუტორს დაუდასტურდა, მამამისი მერიის თანამშრომელია - რას ამბობს ადგილობრივი მერი

რა მდგომარეობაშია ახალგაზრდა, რომელიც კარანტინში მეოთხე სართულიდან გადახტა