"პალიტრა მედია ჰოლდინგის" უნიკალური პროექტი - "ისწავლე და იმუშავე"

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" უნიკალური პროექტი - "ისწავლე და იმუშავე"

"პალიტრა მედია ჰოლდინგი", რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, წელს მესამედ ახორციელებს პროექტს "ისწავლე და იმუშავე". პროექტი მოიცავს გაყიდვების მენეჯმენტის მიმართულებას და ამ სფეროთი დაინტერესებულ ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, დაეუფლონ გაყიდვების მენეჯმენტს.

დამამთავრებელი კურსის სტუდენტებს "პალიტრა მედია ჰოლდინგმა" კიდევ ერთხელ მისცა უნიკალური საშუალება, დაესწრონ პროფესიონალი გაყიდვების მენეჯერებისა და მოწვეული ტრენერების ტრენინგებს, ტრენინგების შემდეგ კი მათ საშუალება აქვთ "პალიტრა მედია ჰოლდინგის" გაყიდვების დეპარტამენტში პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ და შემდგომ დასაქმდნენ.

გაყიდვების მენეჯმენტი, მოლაპარაკებების წარმოება, სარეკლამო გაყიდვები და კონტენტ მარკეტინგი - ეს სწორედ ის მიმართულებებია, რომელსაც 2 თვის ნამძილზე პროექტის მონაწილეები შეისწავლიან. სასწავლო კურსს უხელმძღვანელებენ როგორც ჰოლდინგში დასაქმებული წამყვანი სპეციალისტები, ასევე მოწვეული ტრენერები.

"ისწავლე და იმუშავე" ქართულ სივრცეში განსხვავებული პროექტია, რომელიც "პალიტრა მედიაჰოლდინგის" სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში ხორციელდება, აღნიშნული პროექტი სტუდენტებისთვის განათლების მიცემასა და შემდეგ მათ დასაქმებას გულისხმობს. მესამე ნაკადის მიღებაზე გამოხმაურებამ მოლოდინს გადააჭარბა. ბევრი მსურველისგან, საბოლოოდ 22 მონაწილე შეირჩა რამდენიმე ეტაპიანი შერჩევის შემდეგ ვფიქრობთ რომ კარგი გუნდი შედგა, 22-ვე მონაწილე ძალიან მონდომებული, ჭკვიანი და მოტივირებულია. თითოეულ მათგანს დიდი პოტენციალი აქვს იმისთვის, რომ გახდეს წარმატებული და მოხარული ვართ, რომ ჩვენ მათ წარმატებაში დიდ წვლილს შევიტანთ", - განაცხადა "პალიტა მედია ჰოლდინგის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა ნინო ფეიქრიშვილმა.

მსგავსი პროექტები სტუდენტების განვითარებისა და კარიერული ზრდისთვის აუცილებელია. სფეროც სწორადაა შერჩეული, რადგან დღეს დასაქმების ბაზარზე გაყიდვების მენეჯერებზე დიდი მოთხოვნაა. დღეს სტუდენტური დასაქმების ერთ-ერთი პრობლემა ისაა, რომ ხშირად საუნივერსიტეტო პროგრამები დამსაქმებლის მოთხოვნებთან არათავსებადია. ამიტომ პროფესიული განათლების თემა აქტუალური ხდება. "ისწავლე დაიმუშავე "კი ამ მიმართულებით წინგადადგმული ნაბიჯია.

შეგახსენებთ, რომ "პალიტრა მედია ჰოლდინგი" 22 წელია ბაზარზე იმყოფება და ის 23 წევრ კომპანიას აერთიანებს. საერთო ჯამში ჰოლდინგში 1800 დასაქმებულია.

ეკა გადახაბაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი