"ჯორჯიან მანგანეზი" - სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, "ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია

"ჯორჯიან მანგანეზი" - სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, "ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია

"ჯორჯიან მანგანეზში" შეყვანილი სპეციალური მმართველის არაკომპეტენტურობის გამო, "ჯორჯიან მანგანეზი" პარალიზებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ჯორჯიან მანგანეზიდან" აცნობეს.

"11 მაისს სასამართლოს გადაწყვეტილებით, "ჯორჯიან მანგანეზში" მოვლენილი ე.წ. სპეციალური მმართველის უფლებამოსილებაში გადავიდა ზესტაფონის ფეროშენადნობების ქარხანაც. სხვა და სხვა წყაროებიდან ცნობილი გახდა, რომ მართვის კომპიუტერული სისტემები მუშაობს მნიშვნელოვანი შეფერხებებით, რაც მთლიანად საფრთხეს უქმნის კომპანიის ჯეროვნად ფუნქციონირებას.

ჩვენი მხრივ ვადასტურებთ, რომ ამა წლის 17 მაისს, ამერიკული კომპანიის ჯი-ეი-ეი-ს ქართული აქტივების მმართველი კომპანიის "ჯი-ეი-ეი მენეჯმენტის" წარმომადგენელი ესაუბრა შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელს და შესთავაზა დახმარება სავარაუდო პრობლემის აღმოფხვრაში. სამწუხაროდ, შ.პ.ს. "ჯორჯიან მანგანეზის" პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა დახმარებაზე.

"ჯი-ეი-ეი მენეჯმენტი" საჯაროდ გამოვხატავს მზადყოფნას ჩაერთოს ხარვეზების აღმოფხვრის პროცესში რათა თავიდან ავიცილოთ საწარმოების სრული პარალიზება", - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი