საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?
2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლი­დან დღემ­დე, და­ღუ­პუ­ლია 20, ხოლო და­შა­ვე­ბუ­ლია 19 მე­შახ­ტე, - ამის შე­სა­ხებ Allnews.ge-ს სა­ქარ­თვე­ლოს მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი მრეწ­ვე­ლო­ბის მუ­შაკ­თა პროფ­კავ­ში­რე­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა, თა­მაზ დო­ლა­ბე­რი­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

მისი თქმით, გარ­დაც­ვლილ­თა სტა­ტის­ტი­კა ყო­ველ­წლი­უ­რად მზარ­დია, რაც იმა­ზე მე­ტყვე­ლებს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ეფექ­ტუ­რად რე­ა­გი­რე­ბა არ ხდე­ბა.

"სა­ხელ­მწი­ფო სტრუქ­ტუ­რე­ბი ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ერ­თოდ არ მუ­შა­ო­ბენ. რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა იყო, რო­დე­საც ტყი­ბულ­ში რამ­დე­ნი­მე შე­და­რე­ბით და­ბა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი დარ­ღვე­ვე­ბის გამო, პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მის­ცეს. თუმ­ცა, მკაც­რი მი­თი­თე­ბა კომ­პა­ნი­ის­თვის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ მი­უ­ცია. სა­ხელ­მწი­ფომ სა­ზო­გა­დო­ე­ბას მო­ახ­ვია მკაც­რი დოქ­ტრი­ნა, რომ­ლის გა­მოც, დღეს მო­სახ­ლე­ო­ბა ბიზ­ნეს­თან 100-ით 0-ს აგებს," - გან­მარ­ტავს ის და დას­ძენს, რომ "საქ­ნახ­ში­რი" გაფრ­თხი­ლე­ბებს სა­მუ­შაო პი­რო­ბებ­თან და­კავ­ში­რე­ბით იღებ­და, თუმ­ცა, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან ასე­თი რე­ა­გი­რე­ბა ეფექ­ტუ­რი არ არის.

"შრო­მის პი­რო­ბე­ბის ინ­სპექ­ტი­რე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტი ამ­ბობს, რომ ტყი­ბულ­ში შე­მოწ­მე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე ჩა­ა­ტა­რა და რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი მის­ცა კომ­პა­ნი­ას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას, თუ მარ­თლა ასეა, მა­შინ უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა არ უნდა მომ­ხდა­რი­ყო. კვლე­ვის სა­გა­ნია, ამ­წე­ვი და­ნად­გა­რი, რო­მე­ლიც ჩა­ვარ­და და 4 ადა­მი­ა­ნი ჩა­ი­ყო­ლა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მიერ იყო თუ არა შე­მოწ­მე­ბუ­ლი და თუ იყო, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი შე­სა­ბა­მი­სი დო­კუ­მენ­ტი უნდა არ­სე­ბობ­დეს.

ასე­ვე, გა­მო­სა­ძი­ე­ბე­ლია, და­ნად­გა­რე­ბი ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი ტექ­ნი­კუ­რი ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ შე­მოწ­მდა თუ არა," - გან­მარ­ტავს ის და დას­ძენს, რომ მომ­ხდარ­ში კომ­პა­ნი­ის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად ად­გი­ლის მომ­ზა­დე­ბის პრო­ცეს­ში იკ­ვე­თე­ბა. წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლიდან დღემდე, ტყიბულის მაღაროში დაიღუპა 20, ხოლო დაშავდა 19 ადამიანი - ვინ არის დამნაშავე?

2010 წლიდან დღემდე, დაღუპულია 20, ხოლო დაშავებულია 19 მეშახტე, - ამის შესახებ Allnews.ge-ს საქართველოს მეტალურგიული მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირების ხელმძღვანელმა, თამაზ დოლაბერიძემ განუცხადა.

მისი თქმით, გარდაცვლილთა სტატისტიკა ყოველწლიურად მზარდია, რაც იმაზე მეტყველებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ეფექტურად რეაგირება არ ხდება.

"სახელმწიფო სტრუქტურები ამ მიმართულებით საერთოდ არ მუშაობენ. რამდენიმე შემთხვევა იყო, როდესაც ტყიბულში რამდენიმე შედარებით დაბალი თანამდებობის პირი დარღვევების გამო, პასუხისგებაში მისცეს. თუმცა, მკაცრი მითითება კომპანიისთვის ხელისუფლებას არ მიუცია. სახელმწიფომ საზოგადოებას მოახვია მკაცრი დოქტრინა, რომლის გამოც, დღეს მოსახლეობა ბიზნესთან 100-ით 0-ს აგებს," - განმარტავს ის და დასძენს, რომ "საქნახშირი" გაფრთხილებებს სამუშაო პირობებთან დაკავშირებით იღებდა, თუმცა, ხელისუფლებისგან ასეთი რეაგირება ეფექტური არ არის.

"შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ამბობს, რომ ტყიბულში შემოწმება რამდენჯერმე ჩაატარა და რეკომენდაციები მისცა კომპანიას ადმინისტრაციას, თუ მართლა ასეა, მაშინ უბედური შემთხვევა არ უნდა მომხდარიყო. კვლევის საგანია, ამწევი დანადგარი, რომელიც ჩავარდა და 4 ადამიანი ჩაიყოლა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ იყო თუ არა შემოწმებული და თუ იყო, ამის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი უნდა არსებობდეს.

ასევე, გამოსაძიებელია, დანადგარები ეკონომიკის სამინისტროსთან არსებული ტექნიკური ზედამხედველობის სამსახურის მიერ შემოწმდა თუ არა," - განმარტავს ის და დასძენს, რომ მომხდარში კომპანიის პასუხისმგებლობა სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად ადგილის მომზადების პროცესში იკვეთება. წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი