პოლიტიკა
კონფლიქტები

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს
"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს

მაია ასა­თი­ა­ნი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ ტე­ლე­ეკ­რან­ზე პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა. გა­და­ცე­მა "პრო­ფი­ლის" წამ­ყვან­მა, პირ­ვე­ლი ეთე­რი­დან სა­ზო­გა­დო­ე­ბას ემო­ცი­უ­რი სი­ტყვე­ბით მი­მარ­თა.

"ძა­ლი­ან რთუ­ლი გზა იყო თქვე­ნამ­დე მო­სას­ვლე­ლი გზა და მე მო­ვე­დი. არ ვიცი რას ამ­ბო­ბენ ასეთ დროს და რო­გორ გა­მო­ხა­ტა­ვენ მად­ლი­ე­რე­ბას, მაგ­რამ თუ მე გა­დავ­რჩი, თუ ფეხ­ზე დად­გო­მა და თქვენ­თან მოს­ვლა შევ­ძე­ლი, ეს თქვე­ნი დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ჩემო მა­ყუ­რე­ბე­ლო, ქედს ვიხ­რი თქვენს წი­ნა­შე, ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თქვენ. თა­ვი­დან ვის­წავ­ლე სუნ­თქვა, დი­ლით თვა­ლის გა­ხე­ლა, სი­ა­რუ­ლი, სა­უ­ბა­რი და ყო­ველ ახალ დღეს­თან შეხ­ვედ­რა ჩემი შვი­ლის გა­რე­შე. არას­დროს ვსა­უბ­რობ­დი ნუ­ცა­ზე სა­ჯა­როდ. მე მე­ში­ნო­და ხმა­მაღ­ლა მეთ­ქვა, რო­გო­რი წარ­მა­ტე­ბუ­ლი შვი­ლი მყავ­და. მინ­დო­და ჩემ­სკენ წა­მო­სუ­ლი აგ­რე­სი­ის­გან და­მეც­ვა, ჩემ­სკენ ნას­რო­ლი ტა­ლა­ხი მას არ უნდა მოხ­ვედ­რო­და და აი მე ვდგა­ვარ თქვენს წი­ნა­შე, ჩემს შვილ­ზე გიყ­ვე­ბით და აღარ მე­ში­ნია. ამ ორი თვის მან­ძილ­ზე ბევ­რი კი­თხვა იყო და მე მო­გიყ­ვე­ბით ჩემს ამ­ბავს...

20 წლის ვი­ყა­ვიდ დედა რომ გავ­ხდი, 18 წელი ვი­ყა­ვით ერ­თად. "დე ძა­ლი­ან მე­ნატ­რე­ბი" - ეს იყო ბო­ლოს რაც მი­თხრა... მერე იყო სიკ­ვდი­ლი. ალ­ბათ ბევ­რი დას­ვამს შე­კი­თხვას, რა­ტომ დავ­ბრუნ­დი და რა დროს დაბ­რუ­ნე­ბაა? აქ ორი გზაა, ან სიკ­ვდილ­თან ერ­თად ცო­ცხლად სიკ­ვდი­ლი ან ცხოვ­რე­ბის გაგ­რძე­ლე­ბა. მე­ო­რე უფრო რთუ­ლია... მე მე­ო­რეს ვირ­ჩევ. მე დავ­ბრუნ­დი და თუ შენ ახლა მი­ყუ­რებ, მე გპირ­დე­ბი, შენ ვე­რას­დროს იგ­რძნობ, რომ ჩემს უკან დიდი ტრა­გე­დია. მაშ ასე, დღეს მე ცხოვ­რე­ბას ვი­წყებ თა­ვი­დან, ცხოვ­რე­ბა ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ..."- აღ­ნიშ­ნა ასა­თი­ან­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

შე­გახ­სე­ნებთ, მაია ასა­თი­ა­ნის და ირაკ­ლი მახ­ვი­ლა­ძის 18 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნუცა მახ­ვი­ლა­ძე პა­რი­ზის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 23 თე­ბერ­ვალს გარ­და­იც­ვა­ლა. გო­გო­ნა მე­ნინ­გო­კო­კუ­რი ინ­ფექ­ცი­ის შე­დე­გად, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში კო­მა­ტო­ზურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ა­თავ­სეს. სამ­წუ­ხა­როდ, მისი გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. ნუცა მახ­ვი­ლა­ძე საფ­რან­გეთ­ში, ამე­რი­კულ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში პი­ა­რი­სა და მარ­კე­ტინ­გის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და.

ასე­ვე წა­ი­კი­თხეთ: მაია ასა­თი­ა­ნი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეს იხ­სე­ნებს - "რომ ჩა­ვე­დი, უკვე კო­მა­ში იყო... 2-3 სა­ა­თი გა­ვა­ტა­რეთ ერ­თად"

იუ­ბი­ლარ მაია ასა­თი­ანს, რო­მე­ლიც ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ ეთერს უბ­რუნ­დე­ბა, "ფე­ის­ბუქ­ზე" ემო­ცი­ურ პოს­ტებს უძღვნი­ან

ნუცა მახ­ვი­ლა­ძის სამ­კი­თხვე­ლო და და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნას მშობ­ლე­ბის ემო­ცი­უ­რი ფოტო...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს

"ვდგავარ თქვენს წინაშე და ჩემს შვილზე გიყვებით" - მაია ასათიანის პირველი ტელეეთერი ტრაგედიის შემდეგ და ემოციური მიმართვა მაყურებელს

მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების შემდეგ ტელეეკრანზე პირველად გამოჩნდა. გადაცემა "პროფილის" წამყვანმა, პირველი ეთერიდან საზოგადოებას ემოციური სიტყვებით მიმართა.

"ძალიან რთული გზა იყო თქვენამდე მოსასვლელი გზა და მე მოვედი. არ ვიცი რას ამბობენ ასეთ დროს და როგორ გამოხატავენ მადლიერებას, მაგრამ თუ მე გადავრჩი, თუ ფეხზე დადგომა და თქვენთან მოსვლა შევძელი, ეს თქვენი დამსახურებაა. ჩემო მაყურებელო, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე, ძალიან დიდი მადლობა თქვენ. თავიდან ვისწავლე სუნთქვა, დილით თვალის გახელა, სიარული, საუბარი და ყოველ ახალ დღესთან შეხვედრა ჩემი შვილის გარეშე. არასდროს ვსაუბრობდი ნუცაზე საჯაროდ. მე მეშინოდა ხმამაღლა მეთქვა, როგორი წარმატებული შვილი მყავდა. მინდოდა ჩემსკენ წამოსული აგრესიისგან დამეცვა, ჩემსკენ ნასროლი ტალახი მას არ უნდა მოხვედროდა და აი მე ვდგავარ თქვენს წინაშე, ჩემს შვილზე გიყვებით და აღარ მეშინია. ამ ორი თვის მანძილზე ბევრი კითხვა იყო და მე მოგიყვებით ჩემს ამბავს...

20 წლის ვიყავიდ დედა რომ გავხდი, 18 წელი ვიყავით ერთად. "დე ძალიან მენატრები" - ეს იყო ბოლოს რაც მითხრა... მერე იყო სიკვდილი. ალბათ ბევრი დასვამს შეკითხვას, რატომ დავბრუნდი და რა დროს დაბრუნებაა? აქ ორი გზაა, ან სიკვდილთან ერთად ცოცხლად სიკვდილი ან ცხოვრების გაგრძელება. მეორე უფრო რთულია... მე მეორეს ვირჩევ. მე დავბრუნდი და თუ შენ ახლა მიყურებ, მე გპირდები, შენ ვერასდროს იგრძნობ, რომ ჩემს უკან დიდი ტრაგედია. მაშ ასე, დღეს მე ცხოვრებას  ვიწყებ თავიდან, ცხოვრება ტრაგედიის შემდეგ..."- აღნიშნა ასათიანმა.

იხილეთ ვიდეო

შეგახსენებთ, მაია ასათიანის და ირაკლი მახვილაძის 18 წლის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე პარიზის საავადმყოფოში 23 თებერვალს გარდაიცვალა. გოგონა მენინგოკოკური ინფექციის შედეგად, საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში მოათავსეს. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა.

ასევე წაიკითხეთ: მაია ასათიანი შვილის გარდაცვალების დღეს იხსენებს - "რომ ჩავედი, უკვე კომაში იყო... 2-3 საათი გავატარეთ ერთად"

იუბილარ მაია ასათიანს, რომელიც ტრაგედიის შემდეგ ეთერს უბრუნდება, "ფეისბუქზე" ემოციურ პოსტებს უძღვნიან

ნუცა მახვილაძის სამკითხველო და დაღუპული გოგონას მშობლების ემოციური ფოტო...

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი