საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს ტოვებს
მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს ტოვებს

"ბორ­ჯღა­ლო­სან­თა" ყვე­ლა დრო­ის სა­უ­კე­თე­სო მო­თა­მა­შე, გუნ­დის კა­პი­ტა­ნი მა­მუ­კა გორ­გო­ძე ნაკ­რე­ბი­დან მი­დის. მან ეს რთუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ერ­თწ­ლი­ა­ნი ფიქ­რის შემ­დეგ მი­ი­ღო:

"ნაკ­რე­ბი­დან წას­ვლას 2015 წლის მსოფ­ლიო თა­სის შემ­დეგ ვა­პი­რებ­დი, თუმ­ცა მთხო­ვეს და დავ­რჩი. მაგ­რამ მას შემ­დეგ სულ ამ სა­კი­თხზე ვფიქ­რობ­დი და სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ვი­ღე! არა­ერ­თხელ მით­ქვამს: მინ­და, რომ გულ­შე­მატ­კი­ვარს კარ­გად და­ვა­მახ­სოვ­რო თავი და ვგრძნობ, წას­ვლის დრო მო­ვი­და.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფ­ლიო თა­სის დროს 35-ს ვიქ­ნე­ბი გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი. ვამ­ჩნევ, რომ ასაკ­ში ვარ და წლე­ბის მა­ტე­ბას­თან ერ­თად დაღ­ლი­ლო­ბა კი არ და­იკ­ლებს, კი­დევ უფრო მო­ი­მა­ტებს.

იხი­ლეთ: იყა­ვით თქვე­ნი საქ­მის გორ­გო­ძე­ე­ბი!" - Palitravideo.ge-ს გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ვი­დეო ქარ­თუ­ლი რაგ­ბის კა­პი­ტანს

მირ­ჩევ­დნენ, რომ მხო­ლოდ მსოფ­ლიო თა­სის­თვის მოვმზა­დე­ბუ­ლი­ყა­ვი, მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­მა­შებ­ზე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემ­თვის ეს მი­უ­ღე­ბე­ლია! კა­პი­ტა­ნი სულ გუნდთან ერ­თად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემ­თხვე­ვა­ში კა­პი­ტა­ნი ვერ იქ­ნე­ბი.

ჯანი, სურ­ვი­ლი და ჟინი არ მომ­კლე­ბია, მაგ­რამ ასეთ დატ­ვირ­თვებს ვე­ღარ ვუძ­ლებ. რომ ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, არ­ჩე­ვანს ნაკ­რებ­ზე შე­ვა­ჩე­რებ­დი, მაგ­რამ უთა­მა­შე­ბე­ლი ნაკ­რებს ვე­რა­ფერ­ში გა­მო­ვად­გე­ბი, მხო­ლოდ ნაკ­რებ­ში ვერ ვი­თა­მა­შებ.

ნაკ­რებს და­ვაკ­ლდე­ბი, მაგ­რამ შე­უც­ვლე­ლი არა­ვი­ნაა, მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რებს მე­სა­მე ხაზ­ში მარ­თლა ძა­ლი­ან მა­გა­რი ბი­ჭე­ბი ყავს და კარ­გი შევ­სე­ბა მო­დის. გა­დავ­წყვი­ტე წას­ვლის შე­სა­ხებ მსოფ­ლიო თა­სამ­დე 2 წლით ადრე გა­მე­ცხა­დე­ბი­ნა, რად­გან გუნ­დი მზა­დე­ბას იწყებს და მწვრთნე­ლებს ხელი არ შე­ე­შა­ლოთ. ყვე­ლა­ზე მე­ტად მე მწყდე­ბა გული, თუმ­ცა ჯო­ბია დრო­უ­ლად წახ­ვი­დე და გულ­შე­მატ­კი­ვარ­მაც კარ­გად გა­გიხ­სე­ნოს" - გა­ნა­ცხა­და მა­მუ­კა გორ­გო­ძემ  გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს ტოვებს

მამუკა გორგოძე საქართველოს ნაკრებს ტოვებს

"ბორჯღალოსანთა" ყველა დროის საუკეთესო მოთამაშე, გუნდის კაპიტანი მამუკა გორგოძე ნაკრებიდან მიდის. მან ეს რთული გადაწყვეტილება ერთწლიანი ფიქრის შემდეგ მიიღო:

"ნაკრებიდან წასვლას 2015 წლის მსოფლიო თასის შემდეგ ვაპირებდი, თუმცა მთხოვეს და დავრჩი. მაგრამ მას შემდეგ სულ ამ საკითხზე ვფიქრობდი და საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე! არაერთხელ მითქვამს: მინდა, რომ გულშემატკივარს კარგად დავამახსოვრო თავი და ვგრძნობ, წასვლის დრო მოვიდა.

უკვე 33 წლის ვარ და 2019 წლის მსოფლიო თასის დროს 35-ს ვიქნები გადაცილებული. ვამჩნევ, რომ ასაკში ვარ და წლების მატებასთან ერთად დაღლილობა კი არ დაიკლებს, კიდევ უფრო მოიმატებს.

იხილეთ: იყავით თქვენი საქმის გორგოძეები!" - Palitravideo.ge-ს გამოსამშვიდობებელი ვიდეო ქართული რაგბის კაპიტანს

მირჩევდნენ, რომ მხოლოდ მსოფლიო თასისთვის მოვმზადებულიყავი, მნიშვნელოვან თამაშებზე ჩამოვსულიყავი, მაგრამ ჩემთვის ეს მიუღებელია! კაპიტანი სულ გუნდთან ერთად უნდა იყოს, მის პულსზე უნდა ედოს ხელი, სხვა შემთხვევაში კაპიტანი ვერ იქნები.

ჯანი, სურვილი და ჟინი არ მომკლებია, მაგრამ ასეთ დატვირთვებს ვეღარ ვუძლებ. რომ ყოფილიყო შესაძლებელი, არჩევანს ნაკრებზე შევაჩერებდი, მაგრამ უთამაშებელი ნაკრებს ვერაფერში გამოვადგები, მხოლოდ ნაკრებში ვერ ვითამაშებ.

ნაკრებს დავაკლდები, მაგრამ შეუცვლელი არავინაა, მით უმეტეს, რომ საქართველოს ნაკრებს მესამე ხაზში მართლა ძალიან მაგარი ბიჭები ყავს და კარგი შევსება მოდის. გადავწყვიტე წასვლის შესახებ მსოფლიო თასამდე 2 წლით ადრე გამეცხადებინა, რადგან გუნდი მზადებას იწყებს და მწვრთნელებს ხელი არ შეეშალოთ. ყველაზე მეტად მე მწყდება გული, თუმცა ჯობია დროულად წახვიდე და გულშემატკივარმაც კარგად გაგიხსენოს" - განაცხადა მამუკა გორგოძემ  განაგრძეთ კითხვა

იხილეთ ფოტოგალერეა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი