პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს
IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს

IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტი გარ­კვე­ულ პო­ზი­ტი­ურ სი­ახ­ლე­ებ­თან ერ­თად, რამ­დე­ნი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან ხარ­ვეზს შე­ი­ცავს.

რო­გორც IDFI-ის ან­გა­რიშ­ში - "სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ექ­ტით შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი სი­ახ­ლე­ე­ბის შე­ფა­სე­ბა" არის ნათ­ქვა­მი, პრო­ექ­ტში ასა­ხუ­ლია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მიერ სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სი­ის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც შე­ე­ხე­ბა "კარ­გი ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის" სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო პრინ­ცი­პი­სა და ინ­ტერ­ნე­ტის თა­ვი­სუფ­ლად სარ­გებ­ლო­ბის უფ­ლე­ბის და­მა­ტე­ბას; პრო­ექ­ტში ასე­ვე გაჩ­ნდა ჩა­ნა­წე­რი, რო­მე­ლიც უზ­რუნ­ველ­ყოფს პერ­სო­ნა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­ცე­მას, რო­დე­საც ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბა­ზე არ­სე­ბობს სა­ჯა­რო ინ­ტე­რე­სი.

IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, ქორ­წი­ნე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ით გან­სა­ზღვრა, ხე­ლოვ­ნუ­რი მი­ზე­ზე­ბით პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბის და­სა­წე­რად იქნა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, რაც არ ემ­სა­ხუ­რე­ბა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ინ­ტე­რე­სებს ქვე­ყა­ნა­ში.

სრუ­ლად პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლას ორ­გა­ნი­ზა­ცია წინ­გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯად მი­იჩ­ნევს, თუმ­ცა დას­ძენს, რომ ამ სი­ახ­ლეს ჩრდილს აყე­ნებს გა­უ­ნა­წი­ლე­ბე­ლი მან­და­ტე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის არაპ­რო­პორ­ცი­უ­ლი წესი, მით უმე­ტეს იმ პი­რო­ბებ­ში, როცა სა­არ­ჩევ­ნო ბა­რი­ე­რი არ მცირ­დე­ბა და სა­არ­ჩევ­ნო ბლო­კე­ბის შექ­მნა იკ­რძა­ლე­ბა.

"პრო­ექ­ტით მცირ­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტში დრო­ე­ბი­თი სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის­თვის სა­ჭი­რო ქვო­რუ­მის ოდე­ნო­ბა. კერ­ძოდ, კო­მი­სი­ის შე­საქ­მნე­ლად სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა 50 და არა 76 დე­პუ­ტა­ტის მხარ­და­ჭე­რა. ამას­თან პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვალ­დე­ბუ­ლი ხდე­ბა წე­ლი­წად­ში ერთხელ წარ­სდგეს სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს წი­ნა­შე. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი აძ­ლი­ე­რებს პარ­ლა­მენ­ტის მა­კონ­ტრო­ლე­ბელ ფუნ­ქცი­ებს, რაც მი­სა­სალ­მე­ბე­ლია. პრო­ექ­ტით მარ­ტივ­დე­ბა მთავ­რო­ბის­თვის უნ­დობ­ლო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის პრო­ცე­დუ­რა, რაც სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კის­თვის ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი პრო­ექ­ტით უქ­მდე­ბა პრე­ზი­დენ­ტის პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა, მის ნაც­ვლად პრე­ზი­დენტს სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია აირ­ჩევს. სა­არ­ჩევ­ნო კო­ლე­გია და­კომ­პლექტდე­ბა 300 ხმო­სა­ნით, რო­მელ­შიც შე­დის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის 150 წევ­რი, ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კე­ბის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის ყვე­ლა წევ­რი და თვით­მმარ­თვე­ლო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი ორ­გა­ნო­ე­ბის მიერ წარ­დგე­ნი­ლი პი­რე­ბი. პრე­ზი­დენ­ტის არა­პირ­და­პი­რი წე­სით არ­ჩე­ვა სა­პარ­ლა­მენ­ტო რეს­პუბ­ლი­კე­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ ნი­შანს წარ­მო­ად­გენს და იგი თა­ვის­თა­ვად არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა კონ­სტი­ტუ­ცი­ო­ნა­ლიზ­მის ძი­რი­თად პრინ­ცი­პებს, თუმ­ცა არ­ჩე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტის ინ­სტი­ტუ­ტი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­ბა­ლან­სე­ბის­თვის. უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შერ­ჩე­ვის პრო­ცეს­ში პრე­ზი­დენ­ტის ნაც­ვლად იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა თან­ხვედ­რა­შია ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ებ­თან, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვი კონ­ტექ­სტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეს ცვლი­ლე­ბა გან­ხორ­ცი­ელ­დეს იუს­ტი­ცი­ის უმაღ­ლე­სი საბ­ჭოს საქ­მი­ა­ნო­ბის გა­ჯან­სა­ღე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად", - ნათ­ქვა­მია ან­გა­რიშ­ში.

IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, პრო­ექ­ტით გა­უ­მარ­თლებ­ლად და და­უ­სა­ბუ­თებ­ლად იზღუ­დე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა სა­არ­ჩევ­ნო და­ვებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. კერ­ძოდ, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს აღარ ექ­ნე­ბა უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბა­ზე იმ­სჯე­ლოს, ამას­თან იკ­რძა­ლე­ბა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მიერ არ­ჩევ­ნე­ბის მომ­წეს­რი­გე­ბე­ლი ნორ­მის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად ცნო­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­არ­ჩევ­ნო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, თუ ეს ნორ­მა შე­სა­ბა­მის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ არის მი­ღე­ბუ­ლი.

პრო­კუ­რა­ტუ­რის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­გან გა­მო­ყო­ფა და და­მო­უ­კი­დე­ბელ უწყე­ბად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა, IDFI-ის შე­ფა­სე­ბით, წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯია ამ უწყე­ბის დე­პო­ლი­ტი­ზე­ბის­თვის.

"ევ­რო­პუ­ლი და ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და მას აქვს არა­მარ­ტო დეკ­ლა­რა­ცი­უ­ლი და სიმ­ბო­ლუ­რი, არა­მედ სა­მარ­თლებ­რი­ვი მნიშ­ვნე­ლო­ბაც", - ნათ­ქვა­მია ასე­ვე ან­გა­რიშ­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს

IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს

IDFI-ის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი გარკვეულ პოზიტიურ სიახლეებთან ერთად, რამდენიმე მნიშვნელოვან ხარვეზს შეიცავს.

როგორც IDFI-ის ანგარიშში - „საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით შემოთავაზებული სიახლეების შეფასება“ არის ნათქვამი, პროექტში ასახულია ორგანიზაციის მიერ საკონსტიტუციო კომისიისთვის შეთავაზებული ინიციატივები, რომლებიც შეეხება „კარგი ადმინისტრირების“ სახელმძღვანელო პრინციპისა და ინტერნეტის თავისუფლად სარგებლობის უფლების დამატებას; პროექტში ასევე გაჩნდა ჩანაწერი, რომელიც უზრუნველყოფს პერსონალური ხასიათის ინფორმაციის გაცემას, როდესაც ინფორმაციის მიღებაზე არსებობს საჯარო ინტერესი.

IDFI-ის შეფასებით, ქორწინების კონსტიტუციით განსაზღვრა, ხელოვნური მიზეზებით პოლიტიკური ქულების დასაწერად იქნა გამოყენებული, რაც არ ემსახურება ადამიანის უფლებების დაცვის ინტერესებს ქვეყანაში.

სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ორგანიზაცია წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს, თუმცა დასძენს, რომ ამ სიახლეს ჩრდილს აყენებს გაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების არაპროპორციული წესი, მით უმეტეს იმ პირობებში, როცა საარჩევნო ბარიერი არ მცირდება და საარჩევნო ბლოკების შექმნა იკრძალება.

„პროექტით მცირდება პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის საჭირო ქვორუმის ოდენობა. კერძოდ, კომისიის შესაქმნელად საჭირო იქნება 50 და არა 76 დეპუტატის მხარდაჭერა. ამასთან პრემიერ-მინისტრი ვალდებული ხდება წელიწადში ერთხელ წარსდგეს საკანონმდებლო ორგანოს წინაშე. აღნიშნული ცვლილებები აძლიერებს პარლამენტის მაკონტროლებელ ფუნქციებს, რაც მისასალმებელია. პროექტით მარტივდება მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურა, რაც საპარლამენტო რესპუბლიკისთვის ასევე მნიშვნელოვანია. შემოთავაზებული პროექტით უქმდება პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა, მის ნაცვლად პრეზიდენტს საარჩევნო კოლეგია აირჩევს. საარჩევნო კოლეგია დაკომპლექტდება 300 ხმოსანით, რომელშიც შედის საქართველოს პარლამენტის 150 წევრი, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი და თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების მიერ წარდგენილი პირები. პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკებისთვის დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს და იგი თავისთავად არ ეწინააღმდეგება კონსტიტუციონალიზმის ძირითად პრინციპებს, თუმცა არჩეული პრეზიდენტის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს ხელისუფლების დაბალანსებისთვის. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში პრეზიდენტის ნაცვლად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონაწილეობა თანხვედრაშია ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან, თუმცა ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით მნიშვნელოვანია, რომ ეს ცვლილება განხორციელდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის გაჯანსაღების პარალელურად“, - ნათქვამია ანგარიშში.

IDFI-ის შეფასებით, პროექტით გაუმართლებლად და დაუსაბუთებლად იზღუდება საკონსტიტუციო სასამართლოს უფლებამოსილება საარჩევნო დავებთან დაკავშირებით. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლოს აღარ ექნება უფლებამოსილება ჩატარებული არჩევნების კონსტიტუციურობაზე იმსჯელოს, ამასთან იკრძალება საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ არჩევნების მომწესრიგებელი ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობა შესაბამისი საარჩევნო წლის განმავლობაში, თუ ეს ნორმა შესაბამის არჩევნებამდე ერთი წლის განმავლობაში არ არის მიღებული.

პროკურატურის აღმასრულებელი ხელისუფლებისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ უწყებად ჩამოყალიბება, IDFI-ის შეფასებით, წინგადადგმული ნაბიჯია ამ უწყების დეპოლიტიზებისთვის.

„ევროპული და ევროატლანტიკური არჩევანის კონსტიტუციაში დაფიქსირება მნიშვნელოვანია და მას აქვს არამარტო დეკლარაციული და სიმბოლური, არამედ სამართლებრივი მნიშვნელობაც“, - ნათქვამია ასევე ანგარიშში.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი