პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან
ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­ში" დიდი ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა. სა­უ­ბა­რია რამ­დე­ნი­მე გა­და­ცე­მის და­ხურ­ვა­ზე, ან ფორ­მა­ტის ცვლი­ლე­ბა­ზე. არ­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ებს დღემ­დე არ ადას­ტუ­რებ­და, თუმ­ცა დღეს დი­ლით "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნე­ბი მა­ყუ­რე­ბელს პირ­და­პირ ეთერ­ში და­ემ­შვი­დობ­ნენ.

ჩვენს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "იმე­დის დი­ლას" სხვა ფორ­მა­ტის გა­და­ცე­მა შეც­ვლის, რომ­ლის პრო­დი­უ­სე­რიც სოფო ნი­კო­ლა­იშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. ამის შე­სა­ხებ ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა AMBEBI.GE-სთან რამ­დე­ნი­მე კვი­რის წინ ისა­უბ­რა, როცა ის და რამ­დე­ნი­მე ჟურ­ნა­ლის­ტი გა­და­ცე­მა "იმე­დის დრო­დან" გა­მო­უშ­ვეს.

"მე და სამი ჟურ­ნა­ლის­ტი გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს "იმე­დის" ახალ პრო­ექ­ტში. ახა­ლი გა­და­ცე­მა უფრო სა­ინ­ფორ­მა­ცი­ოს სტი­ლის იქ­ნე­ბა, სა­დაც უფრო მეტი საქ­მე მექ­ნე­ბა. ამ­ჟა­მად დე­ტა­ლებს ვერ გა­გაც­ნობთ, რად­გან ყვე­ლა ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეც არ მაქვს, მაგ­რამ გა­და­ცე­მა და­ახ­ლო­ე­ბით CBS-ის გა­და­ცე­მის სტი­ლის იქ­ნე­ბა. ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს მე­ტად უფრო ინ­ფორ­მა­ცი­ულ და დი­ნა­მი­ურ დი­ლის გა­და­ცე­მას შევ­თა­ვა­ზებთ", - გან­გვი­ცხა­და სოფო ნი­კო­ლა­იშ­ვილ­მა.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნე­ბი­დან, ახალ გუნდს მხო­ლოდ თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვი­ლი შე­უ­ერ­თდე­ბა, რო­მე­ლიც დი­ლის ეთერ­ში რუბ­რი­კას წა­იყ­ვანს. შე­სა­ბა­მი­სად, სხვა წამ­ყვა­ნე­ბის, მათ შო­რის მი­რი­ან ჯე­ჯე­ლა­ვას, მა­ნი­კა ასა­თი­ა­ნის და ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის დარ­ჩე­ნა-არ­დარ­ჩე­ნის სა­კი­თხი ჯერ­ჯე­რო­ბით გა­ურ­კვე­ვე­ლია.

აღ­ნიშ­ნუ­ლის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად თაკო ჩორ­გო­ლაშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით:

- თაკო, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ თქვენ რჩე­ბით იმე­დის დი­ლის გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ფორ­მა­ტის იქ­ნე­ბა...

- არ არის მარ­თა­ლი ეს ინ­ფორ­მა­ცია. გა­და­წყვე­ტი­ლია, რომ ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის გარ­და, არც-ერთი არ ვრჩე­ბით "იმე­დის დი­ლა­ში". ახა­ლი ფორ­მა­ტის დი­ლის გა­და­ცე­მა კეთ­დე­ბა, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფორ­მა­ტის შოუ იქ­ნე­ბა, სა­დაც "იმე­დის დი­ლის" წამ­ყვა­ნე­ბი­დან მხო­ლოდ ოთარ ტა­ტიშ­ვილს იხი­ლავს მა­ყუ­რე­ბე­ლი. ჩვენს გა­და­ცე­მას მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გი ჰქონ­და, მაგ­რამ ამ­დენ­წლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, მა­ინც მოგ­ვიხ­და მა­ყუ­რე­ბელ­თან დამ­შვი­დო­ბე­ბა..." - გვი­თხრა ტე­ლე­წამ­ყვან­მა სა­უბ­რი­სას.

ამას­თან, AMBEBI.GE-ს მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი და­ზუს­ტე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კუ­რი ფორ­მა­ტის შო­უ­ში ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის სხვა წამ­ყვა­ნებ­საც ვი­ხი­ლავთ, მათ შო­რის: ეკა ამი­რე­ჯიბს, გო­დერ­ძი შა­რა­ში­ას, ნუცა ქავ­თა­რა­ძეს, ნინო ჭან­ტუ­რა­ი­ას. მათ შე­უ­ერ­თდე­ბა "იმე­დის" ძვე­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი ბექა ელ­ბა­ქი­ძეც.

AMBEBI.GE-სთვის ასე­ვე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ და­ი­ხუ­რე­ბა "დღის შოუც". შუ­ა­დღის გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნე­ბი­დან კი ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მხო­ლოდ ეკო ფან­გა­ნი და ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე დარ­ჩე­ბი­ან.

არხზე მიმ­დი­ნა­რე ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ "იმე­დის" პროგ­რა­მე­ბის დი­რექ­ტორს მაია ჩუ­გოშ­ვილს და­ვუ­კავ­შირ­დით.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაია, რა­ტომ და­ი­ხუ­რა "იმე­დის დილა"?

- არ და­ხუ­რუ­ლა დი­ლის გა­და­ცე­მა. უბ­რა­ლოდ, ფორ­მა­ტი შე­იც­ვა­ლა და 1-ელი მა­ი­სი­დან ახა­ლი ფორ­მა­ტით გავა ეთერ­ში.

- ვინ იქ­ნე­ბა ახა­ლი გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი?

- ძვე­ლი წამ­ყვა­ნე­ბიც დარ­ჩნენ და ახალ წამ­ყვა­ნებ­თა­ნაც გვაქვს მო­ლა­პა­რა­კე­ბა. ამ ეტაპ­ზე სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვებ ვინ დარ­ჩა და ვინ შე­მო­უ­ერ­თდე­ბა ახალ გუნდს, ანონ­სი­დან შე­ი­ტყობთ ყვე­ლა­ფერს.

- რამ­დე­ნად შე­ე­სა­ბა­მე­ბა სი­მარ­თლეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ "დღის შოუც" იხუ­რე­ბა?!

- "დღის შოუ" არ იხუ­რე­ბა, უბ­რა­ლოდ, ისიც ფორ­მატს იც­ვლის და გა­ნახ­ლე­ბუ­ლი სა­ხით გავა ეთერ­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

mzia
0

ექიმები რატომ აქციეთ ტელევარსკვლავებათ, მათ თავისი საქმე აკეთონ ( კუზანოვას და ტატიშვილს ვგულისხმობ), რამდენი ახალგაზედა, ნიჭიერი მსახიობია დაუსაქმებელი, ისინი დაასაქმეთ ექიმებს რა უნდათ ტელევიზიებში, მათ ორი სამსახური აქვთ და ახალგაზრდები უმუშევრები არიან (გრცხვენოდეთ ექიმებო)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

ცვლილებები "იმედში" - ვინ რჩება და ვინ მიდის ტელევიზიიდან

ტელეკომპანია "იმედში" დიდი ცვლილებები იგეგმება. საუბარია რამდენიმე გადაცემის დახურვაზე, ან ფორმატის ცვლილებაზე. არხის ხელმძღვანელობა ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს დღემდე არ ადასტურებდა, თუმცა დღეს დილით "იმედის დილის" წამყვანები მაყურებელს პირდაპირ ეთერში დაემშვიდობნენ.

ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, "იმედის დილას" სხვა ფორმატის გადაცემა შეცვლის, რომლის პროდიუსერიც სოფო ნიკოლაიშვილი იქნება. ამის შესახებ ნიკოლაიშვილმა AMBEBI.GE-სთან რამდენიმე კვირის წინ ისაუბრა, როცა ის და რამდენიმე ჟურნალისტი გადაცემა "იმედის დროდან" გამოუშვეს.

"მე და სამი ჟურნალისტი გადაგვიყვანეს "იმედის" ახალ პროექტში. ახალი გადაცემა უფრო საინფორმაციოს სტილის იქნება, სადაც უფრო მეტი საქმე მექნება. ამჟამად დეტალებს ვერ გაგაცნობთ, რადგან ყველა ინფორმაცია გადაცემასთან დაკავშირებით მეც არ მაქვს, მაგრამ გადაცემა დაახლოებით CBS-ის გადაცემის სტილის იქნება. ჩვენს მაყურებელს მეტად უფრო ინფორმაციულ და დინამიურ დილის გადაცემას შევთავაზებთ", - განგვიცხადა სოფო ნიკოლაიშვილმა.

ჩვენი ინფორმაციით, "იმედის დილის" წამყვანებიდან, ახალ გუნდს მხოლოდ თაკო ჩორგოლაშვილი შეუერთდება, რომელიც დილის ეთერში რუბრიკას წაიყვანს. შესაბამისად, სხვა წამყვანების, მათ შორის მირიან ჯეჯელავას, მანიკა ასათიანის და ქეთი ხატიაშვილის დარჩენა-არდარჩენის საკითხი ჯერჯერობით გაურკვეველია.

აღნიშნულის გადასამოწმებლად თაკო ჩორგოლაშვილს დავუკავშირდით:

- თაკო, გავრცელდა ინფორმაცია, რომ თქვენ რჩებით იმედის დილის გადაცემაში, რომელიც განსხვავებული ფორმატის იქნება...

- არ არის მართალი ეს ინფორმაცია. გადაწყვეტილია, რომ ოთარ ტატიშვილის გარდა, არც-ერთი არ ვრჩებით "იმედის დილაში". ახალი ფორმატის დილის გადაცემა კეთდება, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის შოუ იქნება, სადაც "იმედის დილის" წამყვანებიდან მხოლოდ ოთარ ტატიშვილს იხილავს მაყურებელი. ჩვენს გადაცემას მაღალი რეიტინგი ჰქონდა, მაგრამ ამდენწლიანი ურთიერთობის შემდეგ, მაინც მოგვიხდა მაყურებელთან დამშვიდობება..." - გვითხრა ტელეწამყვანმა საუბრისას.

ამასთან, AMBEBI.GE-ს მიერ მოპოვებული დაზუსტებული ინფორმაციით, ახალ საზოგადოებრივ-პოლიტიკური ფორმატის შოუში ტელეკომპანიის სხვა წამყვანებსაც ვიხილავთ, მათ შორის: ეკა ამირეჯიბს, გოდერძი შარაშიას, ნუცა ქავთარაძეს, ნინო ჭანტურაიას. მათ შეუერთდება "იმედის" ძველი თანამშრომელი ბექა ელბაქიძეც.

AMBEBI.GE-სთვის ასევე ცნობილი გახდა, რომ დაიხურება "დღის შოუც". შუადღის გადაცემის წამყვანებიდან კი ტელევიზიაში მხოლოდ ეკო ფანგანი და ნანიკო ხაზარაძე დარჩებიან.

არხზე მიმდინარე ცვლილებების შესახებ "იმედის" პროგრამების დირექტორს მაია ჩუგოშვილს დავუკავშირდით.

- ქალბატონო მაია, რატომ დაიხურა "იმედის დილა"?

- არ დახურულა დილის გადაცემა. უბრალოდ, ფორმატი შეიცვალა და 1-ელი მაისიდან ახალი ფორმატით გავა ეთერში.

- ვინ იქნება ახალი გადაცემის წამყვანი?

- ძველი წამყვანებიც დარჩნენ და ახალ წამყვანებთანაც გვაქვს მოლაპარაკება. ამ ეტაპზე საიდუმლოდ დავტოვებ ვინ დარჩა და ვინ შემოუერთდება ახალ გუნდს, ანონსიდან შეიტყობთ ყველაფერს.

- რამდენად შეესაბამება სიმართლეს ინფორმაცია, რომ "დღის შოუც" იხურება?!

- "დღის შოუ" არ იხურება, უბრალოდ, ისიც ფორმატს იცვლის და განახლებული სახით გავა ეთერში.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE