პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა" - რას ჰყვება ქუთაისის შემოვლით გზაზე დაღუპული ოჯახის მეზობელი ავარიის დეტალებზე
"სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა" - რას ჰყვება ქუთაისის შემოვლით გზაზე დაღუპული ოჯახის მეზობელი ავარიის დეტალებზე

ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 22 აპ­რილს სა­ღა­მოს სა­ა­თებ­ში მოხ­და და რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა 5 ადა­მი­ა­ნი. ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი კი­დევ ერთი ადა­მი­ა­ნი ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლურ ჰოს­პი­ტალ­ში მიყ­ვა­ნის შემ­დეგ გარ­და­იც­ვა­ლა.

ცნო­ბი­ლი ხდე­ბა რომ, გარ­დაც­ვლილ­თა­გან ოთხნი ერთი ოჯა­ხის წევ­რე­ბი იყ­ვნენ - და-ძმა იმე­დო და ნი­ნი­კო გოგ­მა­ჩა­ძე­ე­ბი, მათი მამა ომა­რი გოგ­მა­ჩა­ძე და იმე­დო გოგ­მა­ჩა­ძის მე­უღ­ლე, დალი დო­ლი­ძე.

AMBEBI.GE გოგ­მა­ჩი­ძე­ე­ბის მე­ზო­ბელს, ან­ზორ გუნ­თა­იშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ომარ გოგ­მა­ჩა­ძის შვი­ლი, 19 წლის ივე­რი გოგ­მა­ჩა­ძე სამი თვის წინ ჯარ­ში გა­იწ­ვი­ეს, თბი­ლის­ში მსა­ხუ­რობს, ოჯახს ამ პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე არ ჰყავ­და ვაჟი ნა­ნა­ხი, რად­გან აქამ­დე ამის უფ­ლე­ბას სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი არ აძ­ლევ­და და გუ­შინ წა­ვიდ­ნენ მის სა­ნა­ხა­ვად თბი­ლის­ში. თბი­ლი­სი­დან ქო­ბუ­ლეთ­ში, სახ­ლში ბრუნ­დე­ბოდ­ნენ, რა დრო­საც მოხ­და ავა­რია, რომ­ლის შე­დე­გად ომა­რი, მისი ორი შვი­ლი და რძა­ლი და­ი­ღუ­პა. ბე­ბია, ომა­რის მე­უღ­ლე და 19 წლის ვაჟი დარ­ჩა ამ­ხე­ლა ოჯა­ხი­დან. ომა­რის ცოლი თურ­ქეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა სა­მუ­შა­ოდ. რძა­ლი 7 თვის ორ­სუ­ლი იყო, ბო­ბოყ­ვათ­ში, სამ­კერ­ვა­ლო ფაბ­რი­კა­ში მუ­შა­ობ­და. ერთ თვე­ში დეკ­რეტ­ში გას­ვლას აპი­რებ­და, მაგ­რამ ამ­ხე­ლა სი­ხა­რუ­ლის მო­ლო­დი­ნი, ასე­თი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ოჯა­ხი გა­ნად­გურ­და.

- რას საქ­მი­ა­ნობ­და თა­ვად ოჯა­ხის უფ­რო­სი?

- ხე­ლო­სა­ნი ხალ­ხი იყო, მშრო­მე­ლი, პა­ტი­ო­სა­ნი ოჯა­ხი. ომა­რიმ ცოტა ხნის წინ პა­რა­ლი­ჩი მი­ი­ღო და ბოლო დროს და­ი­წყო გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბა, ნელ-ნელა გა­მო­დი­ო­და მდგო­მა­რე­ო­ბი­დან.

- რას ამ­ბო­ბენ, რა გახ­და ავა­რი­ის მი­ზე­ზი?

- ომა­რი მისი შვი­ლის ნათ­ლი­ის "მერ­სე­დე­სით" იყო თბი­ლის­ში წა­სუ­ლი. ამ­ბო­ბენ, მან­ქა­ნა ტექ­ნი­კუ­რად გა­უ­მარ­თა­ვი იყო, "აბ­გონ­ზე" არას­წო­რად გა­ვი­და, რა დრო­საც კა­მაზს შე­ე­ჯა­ხა, იმა­საც ქო­ბუ­ლე­თე­ლი მარ­თავ­და. სამი მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, მაგ­რამ ექ­სპერ­ტი­ზა და­ად­გენს, რა მოხ­და რე­ა­ლუ­რად. ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ბიჭი ჩა­მო­ვი­და ჯა­რი­დან დღეს, ოთხი მკვდა­რი ყავთ ოჯახ­ში - ენით აუღ­წე­რე­ლი უბე­დუ­რე­ბაა.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: "იმე­დო ახა­ლი და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლი იყო და ბავ­შვსაც ელო­დე­ბო­და" - ვინ არი­ან ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე ავა­რი­ა­ში და­ღუ­პუ­ლე­ბი

რას ყვე­ბა სას­წრა­ფოს ექი­მი ქუ­თა­ი­სის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის შე­სა­ხებ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

"სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა" - რას ჰყვება ქუთაისის შემოვლით გზაზე დაღუპული ოჯახის მეზობელი ავარიის დეტალებზე

"სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა" - რას ჰყვება ქუთაისის შემოვლით გზაზე დაღუპული ოჯახის მეზობელი ავარიის დეტალებზე

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

ცნობილი ხდება რომ, გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე.

AMBEBI.GE გოგმაჩიძეების მეზობელს, ანზორ გუნთაიშვილს დაუკავშირდა:

- ომარ გოგმაჩაძის შვილი, 19 წლის ივერი გოგმაჩაძე სამი თვის წინ ჯარში გაიწვიეს, თბილისში მსახურობს, ოჯახს ამ პერიოდის მანძილზე არ ჰყავდა ვაჟი ნანახი, რადგან აქამდე ამის უფლებას სამხედრო სამსახური არ აძლევდა და გუშინ წავიდნენ მის სანახავად თბილისში. თბილისიდან ქობულეთში, სახლში ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მოხდა ავარია, რომლის შედეგად ომარი, მისი ორი შვილი და რძალი დაიღუპა. ბებია, ომარის მეუღლე და 19 წლის ვაჟი დარჩა ამხელა ოჯახიდან. ომარის ცოლი თურქეთში იმყოფება სამუშაოდ. რძალი 7 თვის ორსული იყო, ბობოყვათში, სამკერვალო ფაბრიკაში მუშაობდა. ერთ თვეში დეკრეტში გასვლას აპირებდა, მაგრამ ამხელა სიხარულის მოლოდინი, ასეთი ტრაგედიით დასრულდა. ოჯახი განადგურდა.

- რას საქმიანობდა თავად ოჯახის უფროსი?

- ხელოსანი ხალხი იყო, მშრომელი, პატიოსანი ოჯახი. ომარიმ ცოტა ხნის წინ პარალიჩი მიიღო და ბოლო დროს დაიწყო გამოჯანმრთელება, ნელ-ნელა გამოდიოდა მდგომარეობიდან.

- რას ამბობენ, რა გახდა ავარიის მიზეზი?

- ომარი მისი შვილის ნათლიის "მერსედესით" იყო თბილისში წასული. ამბობენ, მანქანა ტექნიკურად გაუმართავი იყო, "აბგონზე" არასწორად გავიდა, რა დროსაც კამაზს შეეჯახა, იმასაც ქობულეთელი მართავდა. სამი მანქანა შეეჯახა ერთმანეთს, მაგრამ ექსპერტიზა დაადგენს, რა მოხდა რეალურად. ტრაგედია ტრიალებს, ბიჭი ჩამოვიდა ჯარიდან დღეს, ოთხი მკვდარი ყავთ ოჯახში - ენით აუღწერელი უბედურებაა.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ ასევე: "იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა" - ვინ არიან ქუთაისის შემოვლით გზაზე ავარიაში დაღუპულები

რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული