ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საათებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი. ავარიის დროს დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება რომ, გარდაცვლილთაგან ოთხნი ერთი ოჯახის წევრები იყვნენ - და-ძმა იმედო და ნინიკო გოგმაჩაძეები, მათი მამა ომარი გოგმაჩაძე და იმედო გოგმაჩაძის მეუღლე, დალი დოლიძე.
"სამწუხარო ამბავი გავიგეთ დღეს დილით. ვიზიარებთ ოჯახის სამძიმარს ღმერთმა ნათელში ამყოფოს თქვენი ლამაზი სულები, ძალიან მეწყინა ეს ამბავი. სრულიად გოგმაჩაძეების გვარს ვუსამძიმრებთ ამ ტრაგედიას.
იმედო ახალი დაოჯახებული იყო და ბავშვსაც ელოდებოდა, ცოლიც გარდაიცვალა 7 თვის ფეხმძიმე დალი", - წერს სოციალურ ქსელში ოჯახის ახლობელი და გარდაცვლილების ფოტოებს აქვეყნებს.
წაიკითხეთ ასევე: რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ