Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

22

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ
რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

ქუ­თა­ი­სი-ზეს­ტა­ფო­ნის შე­მოვ­ლით გზა­ზე მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა მსხვერ­პლით დას­რულ­და. შემ­თხვე­ვა გუ­შინ, 22 აპ­რილს სა­ღა­მოს სა­ა­ტებ­ში მოხ­და და რო­გორც ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო იტყო­ბი­ნე­ბა, ერ­თმა­ნეთს სამი ავ­ტო­მან­ქა­ნა შე­ე­ჯა­ხა, რის შე­დე­გა­დაც 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა. მათ შო­რის ერთი ორ­სუ­ლი ქა­ლია.

სას­წრა­ფოს ექი­მი, რო­მე­ლიც ავა­რი­ის ად­გი­ლას კო­ლე­გებ­თან ერ­თად გა­ვი­და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, "პა­ლიტ­რა­ნი­უს­თან" სა­უ­ბარ­ში შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას ნა­ნახ სუ­რათს აღ­წერს:

"გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და 18:2ე სა­ათ­ზე. და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­ვე­დით სამი ეკი­პა­ჟი. ად­გილ­ზე დაგ­ვხვდა ასე­თი სი­ტუ­ა­ცია: 5 გარ­დაც­ვლი­ლი, სამს ესა­ჭი­რო­ე­ბო­და სხვა­დას­ხვა დახ­მა­რე­ბა და ად­გილ­ზე გა­ე­წი­ათ, ორი გა­დაყ­ვა­ნი­ლია ქუ­თა­ი­სის რე­გი­ო­ნა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მრავ­ლო­ბი­თი ტრავ­მე­ბით, ერ­თმა კი უარი გა­ნა­ცხა­და სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა­ზე" - ამ­ბობს სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რის ექი­მი.

ქუ­თა­ი­სის რე­ფე­რა­ლუ­რი ჰოს­პი­ტა­ლის დი­რექ­ტო­რის ირაკ­ლი გო­გი­ნა­ვას თქმით, ავა­რი­ის შემ­დეგ, გუ­შინ სა­ღა­მოს კლი­ნი­კა­ში ორი პა­ცი­ენ­ტი კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში შე­იყ­ვა­ნეს.

"შე­მო­იყ­ვა­ნეს ორი კრი­ტი­კუ­ლად მძი­მე პა­ცი­ენ­ტი. ერთს აღე­ნიშ­ნე­ბო­და სი­ცო­ცხლის­თვის შე­უ­თავ­სე­ბე­ლი პო­ლიტ­რავ­მა, ძვლე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა და ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბი­სა, პა­ცი­ენ­ტის სი­ცო­ცხლის გა­დარ­ჩე­ნა ვერ მო­ხერ­ხდა. მე­ო­რე პა­ცი­ენტს აღე­ნიშ­ნე­ბო­და ძა­ლი­ან მძი­მე პო­ლიტ­რავ­მა, ორ­გა­ნო­ე­ბის და­ზი­ა­ნე­ბა. იმ­ყო­ფე­ბა მარ­თვით სუნ­თქვა­ზე, საკ­მა­ოდ კრი­ტი­კულ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია. რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია მო­თავ­სე­ბუ­ლი, მი­დის მისი გა­დარ­ჩე­ნის­თვის ბრძო­ლა" - აღ­ნიშ­ნა სა­უბ­რი­სას გო­გი­ნა­ვამ.

ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რა გახ­და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი. აღ­ნიშ­ნულ ფაქ­ტზე შსს გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-7 ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც ტრან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს, რა­მაც ორი ან მეტი ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია.

იხი­ლეთ ვი­დეო

რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

რას ყვება სასწრაფოს ექიმი ქუთაისის შემოვლით გზაზე მომხდარი ავარიის შესახებ

ქუთაისი-ზესტაფონის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევა გუშინ, 22 აპრილს საღამოს საატებში მოხდა და როგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, ერთმანეთს სამი ავტომანქანა შეეჯახა, რის შედეგადაც 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ორსული ქალია.

სასწრაფოს ექიმი, რომელიც ავარიის ადგილას კოლეგებთან ერთად გავიდა გამოძახებაზე, "პალიტრანიუსთან" საუბარში შემთხვევის ადგილას ნანახ სურათს აღწერს:

"გამოძახება დაფიქსირდა 18:2ე საათზე. დაუყოვნებლივ გავედით სამი ეკიპაჟი. ადგილზე დაგვხვდა ასეთი სიტუაცია: 5 გარდაცვლილი, სამს ესაჭიროებოდა სხვადასხვა დახმარება და ადგილზე გაეწიათ, ორი გადაყვანილია ქუთაისის რეგიონალურ საავადმყოფოში მრავლობითი ტრავმებით, ერთმა კი უარი განაცხადა სამედიცინო დახმარებაზე" - ამბობს სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ექიმი.

ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას თქმით, ავარიის შემდეგ, გუშინ საღამოს კლინიკაში ორი პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს.

"შემოიყვანეს ორი კრიტიკულად მძიმე პაციენტი. ერთს აღენიშნებოდა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი პოლიტრავმა, ძვლების მრავლობითი მოტეხილობა და ორგანოების დაზიანება. მიუხედავად ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა, პაციენტის სიცოცხლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. მეორე პაციენტს აღენიშნებოდა ძალიან მძიმე პოლიტრავმა, ორგანოების დაზიანება. იმყოფება მართვით სუნთქვაზე, საკმაოდ კრიტიკულ მდგომარეობაშია. რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული,  მიდის მისი გადარჩენისთვის ბრძოლა" - აღნიშნა საუბრისას გოგინავამ.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოსაგზაო შემთხვევის მიზეზი. აღნიშნულ ფაქტზე შსს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

იხილეთ ვიდეო

"2015 წლის შემდეგ, ორი ივლიტა გაჩნდა ჩვენს ოჯახში..." - რას ყვება ტრაგედიიდან ხუთი წლის შემდეგ, 13 ივნისს დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამა

გიორგი გახარია მზიურის გახსნაზე ცოლ-შვილთან ერთად მივიდა

მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი დაქორწინდა - ვინ არის სპორტსმენის რჩეული