კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის
ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის

დი­ე­ტა ჯან­სა­ღი კვე­ბა და ცხოვ­რე­ბის ჯან­სა­ღი სტი­ლია, თუმ­ცა იგი ხში­რად მო­და­დაც იქ­ცე­ვა ხოლ­მე. სჭირ­დე­ბათ თუ არა, დი­ე­ტას მა­ინც იცა­ვენ. მა­გა­ლი­თად, მთე­ლი კვი­რა ჭა­მენ მო­ხარ­შულ კვერ­ცხს, რო­მე­ლიც თურ­მე კარ­გად ახ­დუ­ნებს, ან მთე­ლი დღის მან­ძილ­ზე მხო­ლოდ კე­ფი­რი­ან ყა­ვას მი­ირ­თმე­ვენ. "მო­დუ­რია" ასე­ვე ვაშ­ლის ძმ­რის მი­ღე­ბაც... მოკ­ლედ, არ­სე­ბობს დი­ე­ტის სხვა­დას­ხვა ვა­რი­ა­ცია.

მარ­თლაც, რა არის ეს "მი­თი­უ­რი" დი­ე­ტა და რო­დის იკ­ლებს ან ინარ­ჩუ­ნებს ადა­მი­ა­ნი წო­ნას - ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ენ­დოკ­რი­ნო­ლოგ ლაშა უჩა­ვას მივ­მარ­თეთ.

- ორ­დღი­ან შიმ­ში­ლო­ბას, რაც რა­ტომ­ღაც ასე მო­დუ­რია ახლა, დი­ე­ტას ვერ და­ვარ­ქმევ. სამი დღე მხო­ლოდ კვერ­ცხის ჭამა, ან რამე მსგავ­სი, ვი­მე­ო­რებ, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი შიმ­ში­ლო­ბაა, თო­რემ დი­ე­ტა სწო­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი, ჯან­სა­ღი კვე­ბაა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გარ­კვე­უ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის მთლი­ა­ნად შე­ზღუდ­ვა ან მხო­ლოდ ერ­თის ამო­ჩე­მე­ბა და დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ამის მირ­თმე­ვა, ეს გან­ტვირ­თვის დღეა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა 2 დღემ­დე გაგ­რძელ­დეს. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი, იგი­ვე კე­ფი­რი ყა­ვით, მხო­ლოდ მო­ხარ­შუ­ლი კვერ­ცხი არ ნიშ­ნავს იმას, რომ წო­ნას ვიკ­ლებთ. ამით ორ­გა­ნიზ­მის გა­მო­ფიტ­ვა ხდე­ბა. ორ­გა­ნიზ­მი­დან გა­მოგ­ვაქვს ის სა­სარ­გებ­ლო ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჩვე­ნი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის­თვის, მე­ტა­ბო­ლიზ­მი­სა და ცხო­ველ­მყო­ფე­ლო­ბის­თვის.

შიმ­ში­ლო­ბის დროს ვკარ­გავთ დიდი რა­ო­დე­ნო­ბით სი­თხეს, რაც დე­ჰიდ­რა­ტა­ცი­ას იწ­ვევს. ამას დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბი მოჰ­ყვე­ბა, რაც თან­და­თან შე­იძ­ლე­ბა შე­უქ­ცე­ვა­დი პრო­ცე­სი გახ­დეს. შექ­ნას პრობ­ლე­მე­ბი კუჭ-ნაწ­ლა­ვის ტრაქ­ტში, რად­გა­ნაც შიმ­ში­ლო­ბით ფერ­მენ­ტა­ცი­აც ნად­გურ­დე­ბა. იმა­ვე კვერ­ცხის დი­ე­ტამ, შე­იძ­ლე­ბა ნაღ­ველ-კენ­ჭო­ვა­ნი და­ა­ვა­დე­ბე­ბი გა­მო­იწ­ვი­ოს. ამი­ტომ, ჩემ­თვის ამ­გვა­რი შიმ­ში­ლი მი­უ­ღე­ბე­ლია და რო­გორც გი­თხა­რით, დი­ე­ტა ჩემ­თვის სწო­რი, და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კვე­ბაა და არა შიმ­ში­ლი...

- კა­ლო­რი­ე­ბის დი­ე­ტა­ზე რას გვე­ტყვით?

- კა­ლო­რა­ჟე­ბი აუ­ცი­ლე­ბე­ლია, ეს ნორ­მა­ლურ კვე­ბად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს, მაგ­რამ აქ უნდა შე­ვარ­ჩი­ოთ ისე­თი საკ­ვე­ბი პრო­დუქ­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც ჯან­სა­ღია და ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი. თუ ვი­ცით, რომ დღის გან­მავ­ლო­ბა­ში 1200 კი­ლო­კა­ლო­რია უნდა მი­ვი­ღოთ და მას მხო­ლოდ ერთი ფილა შო­კო­ლა­დით ვი­ნა­ზღა­უ­რებთ, - არ შე­იძ­ლე­ბა. 1200 კი­ლო­კა­ლო­რი­ას უნდა შე­ად­გენ­დეს - მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი, ცი­ლე­ბი, ცხი­მე­ბი, ნახ­შირ­წყლე­ბი, რომ ორ­გა­ნიზ­მმა და­ბა­ლან­სე­ბუ­ლად მი­ი­ღოს საკ­ვე­ბი. ეს სარ­ჩო ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. სა­სურ­ვე­ლია, ყო­ველ­თვის დავ­თვა­ლოთ მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რა­ჟი. ის და­ხარ­ჯულ კა­ლო­რაჟ­ზე მეტი არ უნდა იყოს.

თუ გვინ­და, წო­ნის კლე­ბა, ამ შემ­თხვე­ვა­ში, ჩვე­ნი გა­ხარ­ჯუ­ლი კა­ლო­რი­ე­ბი უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს და­ახ­ლო­ე­ბით, 800 კი­ლო­კა­ლო­რი­ით მი­ღე­ბულ კა­ლო­რაჟს. თუ გვინ­და, წო­ნის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა, გა­ხარ­ჯუ­ლი კა­ლო­რა­ჟი უნდა აღე­მა­ტე­ბო­დეს მი­ღე­ბულ კა­ლო­რი­ებს და­ახ­ლო­ე­ბით, 500 კი­ლო­კა­ლო­რი­ით.

- რო­გორ და­ვად­გი­ნოთ, რამ­დენს ვხარ­ჯავთ და რამ­დე­ნი უნდა მი­ვი­ღოთ?

- კარ­გია, თუ სახ­ლში კა­ლო­რი­ე­ბის მთვლე­ლი მან­ქა­ნა გვექ­ნე­ბა, მაგ­რამ რად­გა­ნაც ის ყვე­ლას არ აქვს, არის ცხრი­ლე­ბი, სა­დაც მო­ცე­მუ­ლია, ჩვე­ნი სხვა­დას­ხვაგ­ვა­რი მოძ­რა­ო­ბის დროს რამ­დენ კი­ლო­კა­ლო­რი­ას ვხარ­ჯავთ (იხი­ლეთ პრო­დუქტთა კა­ლო­რი­უ­ლო­ბის ცხრი­ლი აქ) მი­ღე­ბუ­ლი კა­ლო­რა­ჟის დათ­ვლა მარ­ტი­ვია, - ყვე­ლა პრო­დუქტს, რა­საც მი­ვირ­თმევთ და რა­საც მარ­კეტ­ში ვი­ძენთ, ეტი­კეტ­ზე აქვს და­ტა­ნი­ლი, რამ­დენ კი­ლო­კა­ლო­რი­ას შე­ი­ცავს.

რაც შე­ე­ხე­ბა და­ხარ­ჯვას, ეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია, მაგ­რამ უამ­რა­ვი აპ­ლი­კა­ცია არ­სე­ბობს, სა­დაც შეგვყავს მო­ნა­ცე­მე­ბი და ვი­გებთ რამ­დე­ნი კი­ლო­კა­ლო­რია დავ­ხარ­ჯეთ.

- ადა­მი­ა­ნი ყვე­ლა­ზე მა­ტად წო­ნა­ში რო­დის იკ­ლებს: ვარ­ჯი­ში­სას, სწო­რი კვე­ბი­სას, თუ ზო­გა­დად ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის სტი­ლით?

- ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად და კომ­პლექ­სუ­რა­დაა სა­ჭი­რო. თუ წო­ნას ვებ­რძვით, ეს სა­კი­თხი მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კუ­რი კუ­თხით არ უნდა და­ვი­ნა­ხოთ, ყვე­ლა­ფერს სა­მე­დი­ცი­ნო კუ­თხით უნდა მი­ვუდ­გეთ, რად­გან ზედ­მე­ტი წონა მხო­ლოდ ორ­გა­ნიზ­მის მდგო­მა­რე­ო­ბა არ არის, ეს და­ა­ვა­დე­ბაა, რო­მელ­საც სხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის გა­მოწ­ვე­ვა შე­უძ­ლია.

- რო­გორ ვიცი, უცხო­ე­ლი მე­დი­კო­სე­ბი სიმ­სუქ­ნეს უკვე პან­დე­მი­ას უწო­დე­ბენ.

- დიახ, ზედ­მე­ტი წონა და სიმ­სუქ­ნე XXI სა­უ­კუ­ნე­ში პან­დე­მი­აა. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ამას დიდი ხა­ნია მიხ­ვდა და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი სა­და­ზღვე­ვო სის­ტე­მა­შიც კი შე­ი­ტა­ნა. პრე­ვენ­ცია იმი­ტომ, რომ შემ­დგომ ამ კუ­თხით დიდი და­ნა­ხარ­ჯი არ ჰქონ­დეს.

ასე რომ, კომ­პლექ­სუ­რად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სწო­რი კვე­ბა, ასე­ვე წყლის მი­ღე­ბის და­ბა­ლან­სე­ბა, ფი­ზი­კუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, - ყვე­ლა­ფე­რი კი იმის­თვის, რომ არ ვიზ­რუ­ნოთ მხო­ლოდ ეს­თე­ტი­კურ მხა­რე­ზე, არა­მედ მთლი­ა­ნად ორ­გა­ნიზ­მის გა­ჯან­სა­ღე­ბა­ზე.

- რაც შე­ე­ხე­ბა შა­ქარს, მისი მი­ღე­ბა მარ­თლაც სა­ზი­ა­ნოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის?

- რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი ყვე­ლამ უნდა შე­ზღუ­დოს! არა­და, ამ შა­ქარს ყო­ველ­დღი­უ­რო­ბა­ში აქ­ტი­უ­რად მო­ვიხ­მართ, რაც ჩვე­ნი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ნორ­მა­ლუ­რი ნივ­თი­ე­რე­ბა­თა ცვლის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი კომ­პო­ნენ­ტი არ არის. შა­ქარს სხვა­დას­ხვა პრო­დუქ­ტით ისე­დაც ვი­ღებთ, რაც ორ­გა­ნიზ­მის მო­თხოვ­ნი­ლე­ბებს აკ­მა­ყო­ფი­ლებს. მოკ­ლედ, რა­ფი­ნი­რე­ბუ­ლი შა­ქა­რი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სი­ა­მოვ­ნე­ბის­თვის მი­ღე­ბუ­ლი და­ნა­მა­ტია. ამი­ტომ მისი ამო­ღე­ბა კვე­ბის რა­ცი­ო­ნი­დან სავ­სე­ბით შე­საძ­ლე­ბე­ლია!

- ერთი მარ­ტი­ვი დი­ე­ტა რომ გან­ვა­ზო­გა­დოთ ან ჯან­სა­ღი კვე­ბის გარ­კვე­უ­ლი მო­დე­ლის შე­სა­ხებ ვი­სა­უბ­როთ.

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია, კვე­ბა დღის გან­მავ­ლო­ბა­ში იყოს ჯე­რა­დი. კვე­ბებს შო­რის უნდა და­ვიც­ვათ სა­ა­თობ­რი­ვი რე­ჟი­მი (სამი-სამ­სა­ათ-ნა­ხე­ვა­რი). ხილი ცალ­კე კვე­ბად უნდა იქ­ნას გა­ტა­ნი­ლი და არა დე­სერ­ტად, კვე­ბის შემ­დეგ.

სა­უზ­მე სა­სურ­ვე­ლია რძის პრო­დუქ­ტის­გან შედ­გე­ბო­დეს: მა­გა­ლი­თად, ხა­ჭოს­გან, ან მი­ვი­ღოთ ბურ­ღუ­ლე­უ­ლი (უმ­ჯო­ბე­სია შვრი­ის ფაფა). სამ­სა­ათ-ნა­ხე­ვარ­ში კი მი­ვირ­თვათ ხილი, რომ ხილ­ში არ­სე­ბუ­ლი მი­ნე­რა­ლე­ბი, ვი­ტა­მი­ნე­ბი ორ­გა­ნიზ­მმა მთლი­ა­ნად აით­ვი­სოს.

სა­დი­ლი უნდა იყოს ნოყი­ე­რი, რო­მე­ლიც უნდა მო­ი­ცავ­დეს ხორცს, ან ხორ­ცის პრო­დუქტს, ასე­ვე ბოსტნე­ულს და ბურ­ღუ­ლე­ულს (ან პური, ან კარ­ტო­ფი­ლი, ან წი­წი­ბუ­რა). შემ­დეგ კვე­ბა­ზე ხილი ისევ ცალ­კე უნდა მი­ვი­ღოთ. ვახ­შმად ბოსტნე­უ­ლი და/ან რძის ნა­წარ­მი.

- ვახ­შმო­ბა რო­მელ სა­ათ­ზე სჯობს?

- სა­ღა­მო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. თუ ჩვე­ნი დღის რე­ჟი­მი ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია და ღა­მით 2 სა­ათ­ზე ვი­ძი­ნებთ, სა­ღა­მოს 7-ზე საკ­ვე­ბის მი­ღე­ბის შე­წყვე­ტა არ შე­იძ­ლე­ბა. 7-დან 2 სა­ა­თამ­დე დიდი დროა იმის­თვის, რომ ორ­გა­ნიზ­მი საკ­ვე­ბის გა­რე­შე ვამ­ყო­ფოთ. თუ 10-11 სა­ათ­ზე ვწვე­ბით, რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია ვახ­შა­მი 7 სა­ათ­ზე. თუ 12 სა­ათ­ზე იძი­ნებთ, 8-9 სა­ათ­ზეც შე­გიძ­ლი­ათ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა... ჯან­მრთე­ლო­ბის ერთ-ერთი სა­წინ­და­რი სწო­რი კვე­ბაა!

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის

ნუ მოტყუვდებით არასწორი დიეტებით - ენდოკრინოლოგი გასწავლით განსხვავებას სწორ კვებასა და შიმშილს შორის

დიეტა ჯანსაღი კვება და ცხოვრების ჯანსაღი სტილია, თუმცა იგი ხშირად მოდადაც იქცევა ხოლმე. სჭირდებათ თუ არა, დიეტას მაინც იცავენ. მაგალითად, მთელი კვირა ჭამენ მოხარშულ კვერცხს, რომელიც თურმე კარგად ახდუნებს, ან მთელი დღის მანძილზე მხოლოდ კეფირიან ყავას მიირთმევენ. "მოდურია" ასევე ვაშლის ძმრის მიღებაც... მოკლედ, არსებობს დიეტის სხვადასხვა ვარიაცია.

მართლაც, რა არის ეს "მითიური" დიეტა და როდის იკლებს ან ინარჩუნებს ადამიანი წონას - ამ თემაზე სასაუბროდ ენდოკრინოლოგ ლაშა უჩავას მივმართეთ.

- ორდღიან შიმშილობას, რაც რატომღაც ასე მოდურია ახლა, დიეტას ვერ დავარქმევ. სამი დღე მხოლოდ კვერცხის ჭამა, ან რამე მსგავსი, ვიმეორებ, ჩვეულებრივი შიმშილობაა, თორემ დიეტა სწორი, დაბალანსებული, რაციონალური, ჯანსაღი კვებაა. აქედან გამომდინარე, გარკვეული პროდუქტების მთლიანად შეზღუდვა ან მხოლოდ ერთის ამოჩემება და დღის განმავლობაში ამის მირთმევა, ეს განტვირთვის დღეა, რომელიც შეიძლება 2 დღემდე გაგრძელდეს. ხოლო დანარჩენი, იგივე კეფირი ყავით, მხოლოდ მოხარშული კვერცხი არ ნიშნავს იმას, რომ წონას ვიკლებთ. ამით ორგანიზმის გამოფიტვა ხდება. ორგანიზმიდან გამოგვაქვს ის სასარგებლო ნივთიერებები, რაც აუცილებელია ჩვენი ნივთიერებათა ცვლისთვის, მეტაბოლიზმისა და ცხოველმყოფელობისთვის.

შიმშილობის დროს ვკარგავთ დიდი რაოდენობით სითხეს, რაც დეჰიდრატაციას იწვევს. ამას დროთა განმავლობაში გარკვეული გართულებები მოჰყვება, რაც თანდათან შეიძლება შეუქცევადი პროცესი გახდეს. შექნას პრობლემები კუჭ-ნაწლავის ტრაქტში, რადგანაც შიმშილობით ფერმენტაციაც ნადგურდება. იმავე კვერცხის დიეტამ, შეიძლება ნაღველ-კენჭოვანი დაავადებები გამოიწვიოს. ამიტომ, ჩემთვის ამგვარი შიმშილი მიუღებელია და როგორც გითხარით, დიეტა ჩემთვის სწორი, დაბალანსებული, რაციონალური კვებაა და არა შიმშილი...

- კალორიების დიეტაზე რას გვეტყვით?

- კალორაჟები აუცილებელია, ეს ნორმალურ კვებად შეიძლება ჩაითვალოს, მაგრამ აქ უნდა შევარჩიოთ ისეთი საკვები პროდუქტები, რომლებიც ჯანსაღია და ჩვენი ორგანიზმისთვის აუცილებელი. თუ ვიცით, რომ დღის განმავლობაში 1200 კილოკალორია უნდა მივიღოთ და მას მხოლოდ ერთი ფილა შოკოლადით ვინაზღაურებთ, - არ შეიძლება. 1200 კილოკალორიას უნდა შეადგენდეს - მინერალები, ვიტამინები, ცილები, ცხიმები, ნახშირწყლები, რომ ორგანიზმმა დაბალანსებულად მიიღოს საკვები. ეს სარჩო ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელია. სასურველია, ყოველთვის დავთვალოთ მიღებული კალორაჟი. ის დახარჯულ კალორაჟზე მეტი არ უნდა იყოს.

თუ გვინდა, წონის კლება, ამ შემთხვევაში, ჩვენი გახარჯული კალორიები უნდა აღემატებოდეს დაახლოებით, 800 კილოკალორიით მიღებულ კალორაჟს. თუ გვინდა, წონის შენარჩუნება, გახარჯული კალორაჟი უნდა აღემატებოდეს მიღებულ კალორიებს დაახლოებით, 500 კილოკალორიით.

- როგორ დავადგინოთ, რამდენს ვხარჯავთ და რამდენი უნდა მივიღოთ?

- კარგია, თუ სახლში კალორიების მთვლელი მანქანა გვექნება, მაგრამ რადგანაც ის ყველას არ აქვს, არის ცხრილები, სადაც მოცემულია, ჩვენი სხვადასხვაგვარი მოძრაობის დროს რამდენ კილოკალორიას ვხარჯავთ (იხილეთ პროდუქტთა კალორიულობის ცხრილი აქ) მიღებული კალორაჟის დათვლა მარტივია, - ყველა პროდუქტს, რასაც მივირთმევთ და რასაც მარკეტში ვიძენთ, ეტიკეტზე აქვს დატანილი, რამდენ კილოკალორიას შეიცავს.

რაც შეეხება დახარჯვას, ეს ინდივიდუალურია, მაგრამ უამრავი აპლიკაცია არსებობს, სადაც შეგვყავს მონაცემები და ვიგებთ რამდენი კილოკალორია დავხარჯეთ.

- ადამიანი ყველაზე მატად წონაში როდის იკლებს: ვარჯიშისას, სწორი კვებისას, თუ ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების სტილით?

- ყველაფერი ერთად და კომპლექსურადაა საჭირო. თუ წონას ვებრძვით, ეს საკითხი მხოლოდ ესთეტიკური კუთხით არ უნდა დავინახოთ, ყველაფერს სამედიცინო კუთხით უნდა მივუდგეთ, რადგან ზედმეტი წონა მხოლოდ ორგანიზმის მდგომარეობა არ არის, ეს დაავადებაა, რომელსაც სხვა დაავადებების გამოწვევა შეუძლია.

- როგორ ვიცი, უცხოელი მედიკოსები სიმსუქნეს უკვე პანდემიას უწოდებენ.

- დიახ, ზედმეტი წონა და სიმსუქნე XXI საუკუნეში პანდემიაა. ამერიკის შეერთებული შტატები ამას დიდი ხანია მიხვდა და პრევენციული ღონისძიებები სადაზღვევო სისტემაშიც კი შეიტანა. პრევენცია იმიტომ, რომ შემდგომ ამ კუთხით დიდი დანახარჯი არ ჰქონდეს.

ასე რომ, კომპლექსურად მნიშვნელოვანია როგორც სწორი კვება, ასევე წყლის მიღების დაბალანსება, ფიზიკური აქტივობა, - ყველაფერი კი იმისთვის, რომ არ ვიზრუნოთ მხოლოდ ესთეტიკურ მხარეზე, არამედ მთლიანად ორგანიზმის გაჯანსაღებაზე.

- რაც შეეხება შაქარს, მისი მიღება მართლაც საზიანოა ორგანიზმისთვის?

- რაფინირებული შაქარი ყველამ უნდა შეზღუდოს! არადა, ამ შაქარს ყოველდღიურობაში აქტიურად მოვიხმართ, რაც ჩვენი ორგანიზმისთვის ნორმალური ნივთიერებათა ცვლისთვის აუცილებელი კომპონენტი არ არის. შაქარს სხვადასხვა პროდუქტით ისედაც ვიღებთ, რაც ორგანიზმის მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს. მოკლედ, რაფინირებული შაქარი მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის მიღებული დანამატია. ამიტომ მისი ამოღება კვების რაციონიდან სავსებით შესაძლებელია!

- ერთი მარტივი დიეტა რომ განვაზოგადოთ ან ჯანსაღი კვების გარკვეული მოდელის შესახებ ვისაუბროთ.

- აუცილებელია, კვება დღის განმავლობაში იყოს ჯერადი. კვებებს შორის უნდა დავიცვათ საათობრივი რეჟიმი (სამი-სამსაათ-ნახევარი). ხილი ცალკე კვებად უნდა იქნას გატანილი და არა დესერტად, კვების შემდეგ.

საუზმე სასურველია რძის პროდუქტისგან შედგებოდეს: მაგალითად, ხაჭოსგან, ან მივიღოთ ბურღულეული (უმჯობესია შვრიის ფაფა). სამსაათ-ნახევარში კი მივირთვათ ხილი, რომ ხილში არსებული მინერალები, ვიტამინები ორგანიზმმა მთლიანად აითვისოს.

სადილი უნდა იყოს ნოყიერი, რომელიც უნდა მოიცავდეს ხორცს, ან ხორცის პროდუქტს, ასევე ბოსტნეულს და ბურღულეულს (ან პური, ან კარტოფილი, ან წიწიბურა). შემდეგ კვებაზე ხილი ისევ ცალკე უნდა მივიღოთ. ვახშმად ბოსტნეული და/ან რძის ნაწარმი.

- ვახშმობა რომელ საათზე სჯობს?

- საღამო ინდივიდუალურად განისაზღვრება. თუ ჩვენი დღის რეჟიმი ძალიან დატვირთულია და ღამით 2 საათზე ვიძინებთ, საღამოს 7-ზე საკვების მიღების შეწყვეტა არ შეიძლება. 7-დან 2 საათამდე დიდი დროა იმისთვის, რომ ორგანიზმი საკვების გარეშე ვამყოფოთ. თუ 10-11 საათზე ვწვებით, რეკომენდებულია ვახშამი 7 საათზე. თუ 12 საათზე იძინებთ, 8-9 საათზეც შეგიძლიათ საკვების მიღება... ჯანმრთელობის ერთ-ერთი საწინდარი სწორი კვებაა!

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ყურსასმენები ეკეთა და მატარებლის ხმა ვერ გაუგია..." - ვინ იყო 17 წლის ახალგაზრდა, რომელიც ზესტაფონში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"თბილისის ზრდასრული მოსახლეობის დაახლოებით მესამედს COVID-19  გადატანილი აქვს" - რა განცხადებას ავრცელებს თენგიზ ცერცვაძე?

"რეალისტები თუ ვიქნებით, უახლოეს დღეებში, საყოველთაო ვაქცინაციისთვის საკმარისი ვაქცინები საქართველოს ვერ ექნება" - ბიძინა კულუმბეგოვი

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"