პასპორტი პირადობისა და მოქალაქეობის დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც მოქმედებს როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ბიომეტრიული პასპორტი არის დოკუმენტი, რომელიც ჩვეულებრივი პასპორტისგან განსხვავებით შეიცავს ინფორმაციის ელექტრონულ მატარებელს, რომელზეც დატანილია პასპორტის მფლობელი პირის პერსონალური მონაცემები - ბიომეტრიული ფოტოსურათი, ხელმოწერა და თითის ანაბეჭდები.
გთავაზობთ საჭირო ინფორმაციას, რომელიც ბიომეტრული პასპორტის მიღების მსურველ მოქალაქეებს გამოადგებათ:
რა ასაკიდან გაიცემა პასპორტი?
დაინტერესებული პირის სურვილის შემთხვევაში, პასპორტი გაიცემა ნებისმიერი ასაკის საქართველოს მოქალაქეზე მისი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით;
რა უპირატესობები გააჩნია ბიომეტრიულ პასპორტს?
ბიომეტრიული პასპორტი ყველაზე მაღალტექნოლოგიური და გაყალბებისგან დაცული სამგზავრო დოკუმენტია, რომელიც არსებითად ზრდის საქართველოს მიერ გაცემული დოკუმენტების სანდოობის ხარისხს;
ქვეყანაში ბიომეტრიული პასპორტის არსებობა ევროკავშირთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის ერთ-ერთი წინაპირობაა;
ბიომეტრიული პასპორტის მფლობელი პირი გამარტივებული პროცედურული უპირატესობით სარგებლობს სხვადასხვა ქვეყნის საზღვრის კვეთისას;
სად არის შესაძლებელი ბიომეტრიული პასპორტის მიღება?
დაინტერესებული პირი უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად მიმართოს:
- იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალს;
- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ სამსახურს;
- საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და საკონსულო დაწესებულებას.
ვინ შეიძლება წარადგინოს განცხადება პასპორტის გაცემის თაობაზე?
- პასპორტის მიღების მოთხოვნით განცხადებას წარადგენს დაინტერესებული სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი პირადად.
- არასრულწლოვანი (18 წლამდე ) პირის კანონიერი წარმომადგენელი (მშობელი, მეურვე, მზრუნველი ან მხარდამჭერი) გარდა 16-დან 18 წლამდე რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა.
- არასრულწოვანი პირი 14 წლის ასაკიდან, თუ მასზე გაცემულია პირადობის მოწმობა.
- სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირი, თუ დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი პასპორტზე განცხადების წარდგენის მომენტისათვის იმყოფება საზღვარგარეთ და მასზე გაცემულია პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით და ახალი პასპორტის გაცემის მიზნებისთვის ბიომეტრიული მონაცემების ხელმეორედ გამოყენება შესაძლებელია.
შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
სრულწლოვანი პირის პასპორტის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:
- პირადობის მოწმობა;
- ბიომეტრიული ფოტოსურათი;
- მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;
შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
არასრულწლოვანი პირის პასპორტის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტებია:
- არასრულწლოვანი პირის დაბადების მოწმობა;
- პირადობის მოწმობა - 14 წელს მიღწეული არასრულწლოვანის შემთხვევაში.
- 16 წლამდე არასრულწლოვანი პირის ორივე კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა;
- 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად საკმარისია ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
შენიშვნა: რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ 16-დან 18-წლამდე არასრულწლოვანს საქართველოს მოქალაქის პასპორტის მისაღებად არ ესაჭიროება კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა.
არასრულწლოვანი პირის პასპორტის გასაცემად კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა შეიძლება წარმოდგენილი იყოს შემდეგი ფორმით:
- სანოტარო წესით დამოწმებული წერილობითი ფორმით;
- სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული წერილობითი ფორმით;
- პირადობის ელექტრონული მოწმობის გამოყენებით სააგენტოს ინტერნეტგვერდზე განთავსებული თანხმობის ფორმის შევსების გზით;
- საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს შეუძლია სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გამოხატოს თანხმობა, თუ თანხმობის გამცემი პირის იდენტიფიცირება და პირადობის დადასტურება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ინფორმაციის გამოყენებით;
შენიშვნა: ბიომეტრიული პასპორტის დოკუმენტის შესაბამის გრაფაში სავალდებულოა მფლობელმა, 9 წლის ასაკიდან, შეასრულოს პირადი ხელმოწერა იმ ფორმით, რომლითაც იგი პრაქტიკაში სარგებლობს.
ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტები უფლებამოსილ ორგანოებს უნდა წარედგინოს მატერიალური ფორმით. დოკუმენტების წარმოდგენა აუცილებელი არ არის, თუ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზა შეიცავს შესაბამის დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას.
ასევე აუცილებელია, სხვა სახელმწიფოში გაცემული (დამოწმებული) დოკუმენტები (გარდა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებისა) წარდგენილი იქნას სათანადო წესით ლეგალიზაციის ან აპოსტილით დამოწმების შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამოწმებულ თარგმანთან ერთად, თუ საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით ან შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
შეიძლება თუ არა 16 წლამდე არასრულწლოვანის პასპორტი გაიცეს ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით?
16 წლამდე არასრულწლოვანი პირის პასპორტის გაცემისთვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა საკმარისია თუ:
- არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი;
- მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდამჭერის მიმღებად;
არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი - წარმომდგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე;
- მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
- მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით;
- მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფელის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა, ამ შემთხვევაში პასპორტი გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე;
- არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისთვის და მეორე კანონიერი წარმომდგენლის ადილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას. ამ შემთხვევაში პასპორტი გაიცემა სააგენტოს უფლებამოსილი თანამდებობის პირის დასაბუთებული წერილობითი გადაწყვეტილების საფუძველზე.
როგორ ხდება საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღება საზღვარგარეთ?
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც საქართველოში მიღებული აქვს პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით უფლებამოსილია ისარგებლოს სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის საშუალებით, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე sda.gov.ge ელექტრონული განაცხადის შევსების გზით. აღნიშნული მომსახურეობით სარგებლობის შემთხვევში პასპორტი დამზადდება 2 სამუშაო დღის ვადაში.
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ერთხელ მაინც აქვს მიღებული საქართველოს მოქალაქის პასპორტი ბიომეტრიული მონაცემებით, უფლებამოსილია მიიღოს საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტი მინდობილი პირის მეშვეობით, სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობის საფუძველზე. აღნიშნული მომსახურეობით პასპორტი შესაძლებელია დამზადდეს მე-10 სამუშაო დღეს და მე-5 სამუშაო დღეს.
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, რომელსაც საქართველოში არ აქვს მიღებული პასპორტი ბიომეტრიული მონაცემების შემცველობით, პირადად უნდა მიმართოს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების წარდგენის შემთხვევაში ბიომეტრიული პასპორტი გაიცემა 45 კალენდარული დღის ვადაში.
სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასური:
შესაძლებელია პირი ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს?
ერთი და იგივე პირი შეიძლება ერთდროულად ფლობდეს ერთზე მეტ მოქმედ პასპორტს, თუ ერთზე მეტი პასპორტის ფლობა საჭიროა ერთსა და იმავე პერიოდში ვიზის მისაღებად ან უცხო ქვეყანაში მგზავრობისათვის. მეორე მოქმედი პასპორტი გაიცემა დაინტერესებული პირის დასაბუთებული წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ - მეორე და ყოველი მომდევნო პასპორტის მოქმედების ვადაა 1 წელი.
მომსახურეობის ვადა და საფასური:
როდის არის აუცილებელი ბიომეტრიული პასპორტის შეცვლა?
ბიომეტრიული პასპორტი ექვემდებარება შეცვლას შემდეგ შემთხვევებში:
- სახელის ან გვარის შეცვლისას;
- ჩანაწერებში უზუსტობის დადგენისას;
- ვიზებისთვის განსაზღვრული ფურცლების გახარჯვისას;
- პასპორტის მოქმედების ვადის გასვლისას;
- დოკუმენტის დაზიანების, ცვეთის ან დაკარგვის შემთხვევაში.
რა ვადით გაიცემა ბიომეტრული პასპორტი?
- 18 წელს მიღწეულ პირზე პასპორტი გაიცემა 10 წლის ვადით;
- 18 წლამდე არასრულწლოვან პირზე - 3 წლის ვადით.
ბიომეტრიული პასპორტის გაცემის მომსახურეობის ვადა და საფასური
ბიომეტრიული პასპორტის საფასური სრულწლოვანი პირისთვის 100 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:
მეორე და ყოველი მომდევნო აქტიური ბიომეტრიული პასპორტის საფასური 50 ლარია და გაიცემა მე-10 სამუშაო დღეს, დოკუმენტის დამზადების ვადის დაჩქარების შემთხვევაში ძირითად საფასურს ემატება დაჩქარებული მომსახურების საფასური და დოკუმენტის საფასური შეადგენს:
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქის სერვისების განვითარების სააგენტოს ონლაინ სერვისის გამოყენებით ბიომეტრიული პასპორტის გაცემის საფასურია:
ვინ თავისუფლდება ბიომეტრიული პასპორტის საფასურის გადახდისგან?
- მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები;
- საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებებში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები;
- უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებსაც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად მიენიჭათ საქართველოს მოქალაქეობა, თუ მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების ინიციატორი საქართველოს პრეზიდენტია;
ვინ სარგებლობს შეღავათით ბიომეტრული პასპორტის აღებისას?
- ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანები - მომსახურეობის საფასურის 50%_იანი შეღავათით;
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- 18 წლამდე პირები - მომსახურეობის საფასურის 50%-იანი შეღავათით;
- სრულწლოვანი პირი, რომელიც არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი და რომელიც ფლობს პირადობის ელექტრონულ მოწმობას სტატუსით "სტუდენტი" თავისუფლდება ბიომებტრიული პასპორტისათვის გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან 5% ით.
ვის შეიძლება გადაეცეს დამზადებული პასპორტი?
- პასპორტის მფლობელ სრულწლოვან პირს;
- 14 წლის ასაკს მიღწულ პაპსორტის მფლობელ არასრულწლოვან პირს;
- არასრულწლოვანი პირის (18 წლამდე) კანონიერ წარმომადგენელს, გარდა 16-დან 18 წლამდე ასაკის რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირისა;
- მხარდაჭერის მიმღები პირის მხარდამჭერს;
- პასპორტის მფლობელი პირის მიერ განცხადება-ანკეტაში მითითებულ (მითითება ხდება პაპსორტის განაცხადის წარდგენისას) ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან პირს;
სათანადო წესით დამოწმებული მინდობილობის მქონე პირს;
შენიშვნა: დაინტერესებულმა პირმა, პაპსორტის მოთხოვნით განაცხადის წრადგენისას, შესაძლებელია დოკუმენტის მიწოდება მოითხოვოს ფოსტის მეშვეობით, მის მიერ მითითებულ მისამართზე.