მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

20

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 00:44-ზე, მთვარე ტყუპს ესტუმრება 13:21-ზე – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. კარგი დღეა კონტაქტებისა და გაცნობისთვის. ინფორმაციის, იდეების გაცვლა. ხელსაყრელია შეხვედრები და მოლაპარაკებები. აქტიური ორგანოებია: მხრები, მკლავები, თითები, ფილტვები, ენდოკრინული სისტემა. გაწმინდეთ ფანჯრები. გაანიავეთ სახლი. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."
მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."

"მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია იყოს და­სის წევ­რი და მა­ყუ­რებ­ლის ტაში არ აკ­ლდეს. მსა­ხი­ობს სხვა არა­ფე­რი უნდა! მში­ე­რი მოკ­ვდე­ბა, ოღონდ თა­ვის საქ­მე აკე­თოს! ეს არის ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა! არა­ფერ­ზე პრე­ტენ­ზია არ გვაქვს, რა პი­რო­ბებ­შიც არ უნდა ჩაგ­ვა­ყე­ნონ! მი­თუ­მე­ტეს მე, ჩემს სი­ცო­ცხლე­ში თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნელ­თან არ შევ­სულ­ვარ"... - ამ­ბობს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი თა­მარ სხირტლა­ძე, რო­მე­ლიც 70 წე­ლია თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დგას...

ორი დღეა გა­უ­გო­ნა­რი აჟი­ო­ტა­ჟი მოყ­ვა მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას... რა ვი­თა­რე­ბაა კულ­ტუ­რის სფე­რო­ში - დამ­სა­ხუ­რე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გე­ნელს და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნელს ვე­სა­უბ­რეთ...

ზურა ყიფ­ში­ძე, მსა­ხი­ო­ბი: "უკვე იმ­დე­ნად და­ვი­ღა­ლე, აღა­რა­ფერ­ზე სა­უ­ბა­რი აღარ მსურს! არც ის ვიცი რა მოხ­და ახა­ლი და გა­საკ­ვი­რი, რა­ტომ ატყდა ამ­ხე­ლა ამ­ბა­ვი?! რა თქმა უნდა, გა­მარ­თლე­ბა არ აქვს ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბას! სა­უ­ბა­რია იმა­ზე, მსა­ხი­ო­ბე­ბებს, მეც­ნი­ე­რებს თუ მუ­შებს ვინც ხელ­ფასს უმ­ცი­რებს, თა­ვის­თვის ამ­ცი­რებს თუ არა, ეს რომ არ ვი­ცით! თვი­თონ პრე­მი­ებს იმა­ტე­ბენ და ჩვენ ხელ­ფასს გვიმ­ცი­რე­ბენ!... რად­გან და­ი­ბა­დე ასეთ ქვე­ყა­ნა­ში, ან უნდა გა­უძ­ლო, ან მო­შორ­დე!"

წა­ი­კი­თხეთ: ზურა ყიფ­ში­ძე მსა­ხი­ო­ბე­ბის გა­სა­ჭირ­ზე -"ის სა­ჩუ­ქა­რი, რო­მელ­საც ვი­ღებთ, სამი თვე გაგ­ვი­ჩე­რეს"

ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი: "თე­ატ­რი­დან არ გა­მო­მიშ­ვეს! რა­ღაც პა­ტა­რა ხელ­ფა­სი და­მი­ტო­ვეს, მაგ­რამ რა მოხ­და მერე კაცო!? - იყო ლა­პა­რა­კი, რომ სა­ერ­თოდ მო­ეხ­სნათ, მაგ­რამ მერე გა­და­წყვი­ტეს, რომ ცოტა და­ე­ტო­ვე­ბი­ნათ... ცოტა ჩემ­თვის ბევ­რია! ყვე­ლას დიდი მო­კი­თხვა გა­და­ე­ცით ჩემ­გან ყუ­რა­დღე­ბის­თვის, ვინც კარ­გი ქა­ლია - ყვე­ლას აკო­ცეთ ჩემს მა­გივ­რად! ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ვის გავ­ხსე­ნე­ბი­ვარ, ქუ­ჩა­ში არა­ვის უკი­თხავს, სად ვი­ყა­ვი, რო­გორ ვი­ყა­ვი, რა პი­რო­ბებ­ში ვცხოვ­რობ­დი და დღეს გა­ვახ­სენ­დი ყვე­ლას? - არა­ფერ­ში არ მჭირ­დე­ბა სკან­და­ლე­ბი, როცა მოვ­კვდე­ბი, მერე აა­გო­რონ!"

თა­მარ სხირტლა­ძე, მსა­ხი­ო­ბი: "...არა­ნა­ი­რი აზრი არ აქვს იმა­ზე სა­უ­ბარს, თუ რა პი­რო­ბებ­ში ვართ დღეს მსა­ხი­ო­ბე­ბი. ტყუ­ი­ლად რა­ტომ უნდა გა­ვა­ნა­წყე­ნოთ ხალ­ხი?! - 6 წელი უხელ­ფა­სოდ ვმუ­შა­ობ­დი, ხმა არ ამო­მი­ღია და ახლა რაში მჭირ­დე­ბა აჟი­ო­ტა­ჟი ავ­ტე­ხო? - არა­ვი­თა­რი შე­დე­გი არ მოყ­ვე­ბა! დახ­მა­რე­ბას რომ გვაძ­ლე­ვენ, იმა­ზეც გვიჭ­რი­ან. თუ არ გჯე­რათ 6 წელი რომ უხელ­ფა­სოდ ვმუ­შა­ობ­დი, თე­ატ­რი და ბუ­ღალ­ტე­რია მანდ არის და შე­გიძ­ლი­ათ იკი­თხოთ! არა­სო­დეს ტყუ­ი­ლი არ მით­ქვამს! ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში სპექ­ტაკ­ლი და რე­პე­ტი­ცი­აც კი არ გა­მიც­დე­ნია და ამი­ტო­მაც მტკი­ო­და გული! არ­სე­ბო­ბენ მსა­ხი­ო­ბე­ბი, რომ­ლებ­საც ავად­მყო­ფუ­რად უყ­ვართ თე­ატ­რი... მსა­ხი­ო­ბის­თვის მთა­ვა­რია იყოს და­სის წევ­რი და მა­ყუ­რებ­ლის ტაში არ აკ­ლდეს. სხვა მსა­ხი­ობს არა­ფე­რი არ უნდა! მში­ე­რი მოკ­ვდე­ბა, ოღონდ თა­ვის საქ­მე აკე­თოს! ეს არის ჩვე­ნი უბე­დუ­რე­ბა! არა­ფერ­ზე პრე­ტენ­ზი­ას არ გვაქვს, რა პი­რო­ბებ­შიც არ უნდა ჩაგ­ვა­ყე­ნონ...

შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბი ვი­ყა­ვი და გა­მოს­ვლებ­ზე ვი­ღებ­დი 80 ლარს... მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 700 ლარი მაქვს აღე­ბუ­ლი, როცა სხვებს 1800 ლარი თვე­ში ჰქონ­დათ ხელ­ფა­სი... ამ­ბო­ბენ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილს ვერ ცნობს და არც ესალ­მე­ბაო და ასეა, არც მე მე­სალ­მე­ბა... შეხ­ვედ­რა გვქონ­და ივა­ნიშ­ვილ­თან ფუ­ნი­კუ­ლი­ორ­ზე და მი­ნის­ტრმა ისე ჩა­მი­ა­რა და ამო­მი­ა­რა გვერ­დით, თით­ქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ ვიყო თე­ატ­რის სცე­ნა­ზე ნამ­ყო­ფი... არ მცნობს და არც მე­სალ­მე­ბა! რას ვი­ზამთ, ასე გა­ვი­და ეს ცხოვ­რე­ბა! აი წა­ვი­და გივი და ალ­ბათ მეც მალე მივ­ყვე­ბი... ასა­კიც ხელს მი­წყობს და ის დიდი ტკი­ვი­ლიც, რა­საც ვა­ტა­რებ­დი ამ 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში! არა­ვინ არ და­ი­ჯე­როთ, რომ რამე შე­იც­ვლე­ბა სა­სი­კე­თოდ მსა­ხი­ო­ბე­ბის მი­მართ!"

მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე სა­სა­უბ­როდ კულ­ტუ­რის მი­ნისტრს - მი­ხე­ილ გი­ორ­გა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით, რო­მელ­მაც გვი­თხრა, რომ ყვე­ლა კი­თხვა­ზე პა­სუხს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს მე­დი­ა­კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი - ლე­ვან ჟორ­ჟო­ლი­ა­ნი გას­ცემს...

"რო­დე­საც საქ­მე ეხე­ბო­და ხარ­ჯის ათი პრო­ცენ­ტით შემ­ცი­რე­ბას, სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლებს თა­ვად ჰქონ­დათ არ­ჩე­ვა­ნი, ერ­თის მხრივ შე­ემ­ცი­რე­ბი­ნათ მსა­ხი­ო­ბე­ბის­თვის ხელ­ფა­სი, თუ მე­ო­რეს მხრივ ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი ხარ­ჯე­ბი მო­ეკ­ლოთ. ნა­წილ­მა პირ­ველ ხერ­ხს მი­მარ­თა - ნა­წილ­მაც მე­ო­რეს. უნდა და­უ­კავ­შირ­დეთ სამ­ხატ­ვრო ხელ­მძღვა­ნე­ლებს, რა იყო მათი მო­ტი­ვა­ცია, როცა ამა თუ იმ ხერ­ხს ირ­ჩევ­დნენ... ჩვენ არ გვაქვს უფ­ლე­ბა გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ, ვის რამ­დე­ნი აქვს ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ზურა ყიფ­ში­ძის ხელ­ფა­სი ნამ­დვი­ლად არ არის 500 ლარი... მას თუ­მა­ნიშ­ვი­ლის და მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რე­ბი­დან ერი­ცხე­ბა ხელ­ფა­სი, ცალ­კე ური­ცხავს "ქარ­თუ ფონ­დი" და ასე­ვე ერი­ცხე­ბა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლი­დან. თუ ზურა ყიფ­ში­ძე წე­რი­ლო­ბით და­ა­და­ტუ­რებს და მოგ­ვცემს უფ­ლე­ბას მისი ხელ­ფა­სი გა­ვა­სა­ჯა­რო­ვოთ, ჩვენ მზად ვართ... ერთ კი თა­მა­მად გე­ტყვით, ბევ­რად მე­ტია ვიდ­რე 500 ლარი!

- იმა­საც ჩი­ვი­ან კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი რომ პი­რა­დად ვერ ცნობს მსა­ხი­ო­ბებს - ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილს, თა­მარ სხირტლა­ძეს და არც ესალ­მე­ბა...

- ბა­ტონ მი­ხე­ილ­თან არა­სო­დეს ყო­ფი­ლა პრობ­ლე­მა მსა­ხი­ო­ბე­ბის შეხ­ვედ­რა, მი­თუ­მე­ტეს მი­სალ­მე­ბა... აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა ღო­ნის­ძი­ე­ბას და პრე­მი­ე­რას ეს­წრე­ბა და ბუ­ნებ­რი­ვია იცის ჩვე­ნი სა­ხე­ლო­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბა. რო­გორც თვი­თონ გა­ნა­ცხა­და, ალ­ბათ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში რა­ღაც გა­უ­გებ­რო­ბას ჰქონ­და ად­გი­ლი და ეს უფრო შემ­თხვე­ვი­თო­ბას უნდა მი­ვა­წე­რო­თო...

ეკა­ტე­რი­ნე მაზ­მიშ­ვი­ლი, კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მმარ­თვე­ლი: "ჩვენ გვყავს 79-კა­ცი­ა­ნი დასი და მსა­ხი­ო­ბებს ნამ­დვი­ლად შე­უმ­ცირ­და ათი­დან 40 პრო­ცენ­ტამ­დე ხელ­ფა­სი. მათ შო­რის შემ­ცირ­და თე­ატ­რის მმარ­თვე­ლის ხელ­ფა­სი იგი­ვე დო­ზით... რაც შე­ე­ხე­ბა ბა­ტონ ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილს, ის გახ­ლავთ ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც მო­მეხ­მა­რა სხვა ძა­ლი­ან ცნო­ბილ და პა­ტივ­სა­ცემ მსა­ხი­ო­ბებ­თან ერ­თად, არ შემ­ცი­რე­ბუ­ლი­ყო იმ მსა­ხი­ო­ბე­ბის ხელ­ფა­სი, რომ­ლე­ბიც იღებ­დნენ -300, 400, 500 ლარს... თან ეს მსა­ხი­ო­ბე­ბი სცე­ნა­ზე ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რად ჩა­ნან და უმ­ძი­მე­სი რე­ჟი­მი აქვთ. ახალ­გაზ­რდებს მეტი მო­ტი­ვა­ცია ჭირ­დე­ბათ და ამი­ტომ - ნო­დარ მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა და თენ­გიზ არჩვა­ძემ თა­ვად მი­ი­ღეს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ისი­ნი უნი­კა­ლუ­რი მსა­ხი­ო­ბე­ბი რომ არი­ან, ამის გარ­და მარ­თლაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან...

ბა­ტონ ნო­დარს შე­უმ­ცირ­და ხელ­ფა­სი, მაგ­რამ ამ რან­გის მსა­ხი­ო­ბებს საკ­მა­ოდ მა­ღა­ლი ანა­ზღა­უ­რე­ბა აქვთ გა­მოს­ვლებ­ში. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია, მაგ­რამ გა­ვაჟ­ღე­რებ, რომ მათ ერთ გა­მოს­ვლა­ში 300 ლა­რია ანა­ზღა­უ­რე­ბა... ხელ­ფა­სე­ბის შემ­ცი­რე­ბა მოხ­და დე­კემ­ბერ­ში, იან­ვარ­ში გა­ფორმ­და შრო­მი­თი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა და მა­შინ არა­ერ­თი კო­მენ­ტა­რი მი­ვე­ცით მე­დი­ას და ახლა რა ხდე­ბა ვერ ვხვდე­ბი... ახლა ყვე­ბი­ან ზღაპ­რებს თით­ქოს ბა­ტონ­მა გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა ორი კვი­რის უკან გა­ი­გო ხელ­ფა­სი რომ შე­უმ­ცირ­დაო. თა­ვად ბა­ტო­ნი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი გახ­ლდათ ერთ-ერთი პირ­ვე­ლი, ვინც და­მეხ­მა­რა ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­ში. ბუ­ნებ­რი­ვია ჩვენ მათ გა­რე­შე ვე­რა­ფერს გა­დავ­წყვეტ­დით! ყვე­ლას სა­თი­თა­ოდ ვე­სა­უბ­რეთ... ზო­გი­ერთ ახალ­გაზ­რდა მსა­ხი­ობს იმ­დე­ნად სა­სა­ცი­ლო ხელ­ფა­სი ჰქონ­დათ, უკვე თე­ატ­რი­დან გარ­ბოდ­ნენ. მათ­თვის ხელ­ფა­სი რომ არ დაგ­ვეკ­ლო კი­დევ, უფ­რო­სი თა­ო­ბის სა­პა­ტივ­ცე­მუ­ლო მსა­ხი­ო­ბებს შევ­თა­ვა­ზე რო­გორ­მე გა­მო­სა­ვა­ლი გვე­პო­ვა.

- ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ სხირტლა­ძე 70 წე­ლია მარანიშ­ვი­ლის თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს და და­სის წევ­რი რა­ტომ აღარ არის?

- თა­მარ სხირტლა­ძე არის და­სის წევ­რი! ყვე­ლა და­სის წევ­რია, ვინც თე­ატ­რში მოღ­ვა­წე­ობს - ზოგი მოწ­ვე­უ­ლი, ზო­გიც ისე... მას აქვს ხელ­ფა­სიც, გა­მოს­ვლებ­ში ანა­ზღა­უ­რე­ბა და ყვე­ლა­ფე­რი მას­თან შე­თან­ხმე­ბით მოხ­და. მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ვიცი უკ­მა­ყო­ფი­ლოა და მე მას­თან პო­ლე­მი­კა­ში არ შე­ვალ, რად­გან ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია ჩვე­ნი თე­ატ­რის­თვის და ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ!

მა­ნა­ნა გაბ­რი­ჭი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები

მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."

მსახიობების დაუფასებლობა თუ ხელოვნური აჟიოტაჟი? - "მინისტრმა ისე ჩამიარა, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღე არ ვიყო სცენაზე ნამყოფი..."

"მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. მსახიობს სხვა არაფერი უნდა! მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! ეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზია არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ! მითუმეტეს მე, ჩემს სიცოცხლეში თეატრის ხელმძღვანელთან არ შევსულვარ"... - ამბობს კოტე მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი თამარ სხირტლაძე, რომელიც 70 წელია თეატრის სცენაზე დგას...

ორი დღეა გაუგონარი აჟიოტაჟი მოყვა მსახიობების ხელფასების შემცირებას... რა ვითარებაა კულტურის სფეროში - დამსახურებულ მსახიობებს, კულტურის სამინისტროს წარმომადგენელს და მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს ვესაუბრეთ...

ზურა ყიფშიძე, მსახიობი: "უკვე იმდენად დავიღალე, აღარაფერზე საუბარი აღარ მსურს! არც ის ვიცი რა მოხდა ახალი და გასაკვირი, რატომ ატყდა ამხელა ამბავი?! რა თქმა უნდა, გამართლება არ აქვს ხელფასების შემცირებას! საუბარია იმაზე, მსახიობებებს, მეცნიერებს თუ მუშებს ვინც ხელფასს უმცირებს, თავისთვის ამცირებს თუ არა, ეს რომ არ ვიცით! თვითონ პრემიებს იმატებენ და ჩვენ ხელფასს გვიმცირებენ!... რადგან დაიბადე ასეთ ქვეყანაში, ან უნდა გაუძლო, ან მოშორდე!"

წაიკითხეთ: ზურა ყიფშიძე მსახიობების გასაჭირზე -"ის საჩუქარი, რომელსაც ვიღებთ, სამი თვე გაგვიჩერეს"

ნოდარ მგალობლიშვილი, მსახიობი: "თეატრიდან არ გამომიშვეს! რაღაც პატარა ხელფასი დამიტოვეს, მაგრამ რა მოხდა მერე კაცო!? - იყო ლაპარაკი, რომ საერთოდ მოეხსნათ, მაგრამ მერე გადაწყვიტეს, რომ ცოტა დაეტოვებინათ... ცოტა ჩემთვის ბევრია! ყველას დიდი მოკითხვა გადაეცით ჩემგან ყურადღებისთვის, ვინც კარგი ქალია - ყველას აკოცეთ ჩემს მაგივრად! ამ ხნის განმავლობაში არავის გავხსენებივარ, ქუჩაში არავის უკითხავს, სად ვიყავი, როგორ ვიყავი, რა პირობებში ვცხოვრობდი და დღეს გავახსენდი ყველას? - არაფერში არ მჭირდება სკანდალები, როცა მოვკვდები, მერე ააგორონ!"

თამარ სხირტლაძე, მსახიობი: "...არანაირი აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, თუ რა პირობებში ვართ დღეს მსახიობები. ტყუილად რატომ უნდა გავანაწყენოთ ხალხი?! - 6 წელი უხელფასოდ ვმუშაობდი, ხმა არ ამომიღია და ახლა რაში მჭირდება აჟიოტაჟი ავტეხო? - არავითარი შედეგი არ მოყვება! დახმარებას რომ გვაძლევენ, იმაზეც გვიჭრიან. თუ არ გჯერათ 6 წელი რომ უხელფასოდ ვმუშაობდი, თეატრი და ბუღალტერია მანდ არის და შეგიძლიათ იკითხოთ! არასოდეს ტყუილი არ მითქვამს! ჩემს ცხოვრებაში სპექტაკლი და რეპეტიციაც კი არ გამიცდენია და ამიტომაც მტკიოდა გული! არსებობენ მსახიობები, რომლებსაც ავადმყოფურად უყვართ თეატრი... მსახიობისთვის მთავარია იყოს დასის წევრი და მაყურებლის ტაში არ აკლდეს. სხვა მსახიობს არაფერი არ უნდა! მშიერი მოკვდება, ოღონდ თავის საქმე აკეთოს! ეს არის ჩვენი უბედურება! არაფერზე პრეტენზიას არ გვაქვს, რა პირობებშიც არ უნდა ჩაგვაყენონ...

შტატგარეშე მსახიობი ვიყავი და გამოსვლებზე ვიღებდი 80 ლარს... მთელი წლის განმავლობაში 700 ლარი მაქვს აღებული, როცა სხვებს 1800 ლარი თვეში ჰქონდათ ხელფასი... ამბობენ კულტურის მინისტრი ნოდარ მგალობლიშვილს ვერ ცნობს და არც ესალმებაო და ასეა, არც მე მესალმება... შეხვედრა გვქონდა ივანიშვილთან ფუნიკულიორზე და მინისტრმა ისე ჩამიარა და ამომიარა გვერდით, თითქოს 70 წელი კი არა, 70 დღეც არ ვიყო თეატრის სცენაზე ნამყოფი... არ მცნობს და არც მესალმება! რას ვიზამთ, ასე გავიდა ეს ცხოვრება! აი წავიდა გივი და ალბათ მეც მალე მივყვები... ასაკიც ხელს მიწყობს და ის დიდი ტკივილიც, რასაც ვატარებდი ამ 7 წლის განმავლობაში! არავინ არ დაიჯეროთ, რომ რამე შეიცვლება სასიკეთოდ მსახიობების მიმართ!"

მსახიობების ხელფასების შემცირებაზე სასაუბროდ კულტურის მინისტრს - მიხეილ გიორგაძეს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ ყველა კითხვაზე პასუხს კულტურის სამინისტროს მედიაკომუნიკაციის სამმართველოს უფროსი - ლევან ჟორჟოლიანი გასცემს...

"როდესაც საქმე ეხებოდა ხარჯის ათი პროცენტით შემცირებას, სამხატვრო ხელმძღვანელებს თავად ჰქონდათ არჩევანი, ერთის მხრივ შეემცირებინათ მსახიობებისთვის ხელფასი, თუ მეორეს მხრივ ადმინისტრაციული ხარჯები მოეკლოთ. ნაწილმა პირველ ხერხს მიმართა - ნაწილმაც მეორეს. უნდა დაუკავშირდეთ სამხატვრო ხელმძღვანელებს, რა იყო მათი მოტივაცია, როცა ამა თუ იმ ხერხს ირჩევდნენ... ჩვენ არ გვაქვს უფლება გავასაჯაროვოთ, ვის რამდენი აქვს ხელფასი, მაგრამ ზურა ყიფშიძის ხელფასი ნამდვილად არ არის 500 ლარი... მას თუმანიშვილის და მარჯანიშვილის თეატრებიდან ერიცხება ხელფასი, ცალკე ურიცხავს "ქართუ ფონდი" და ასევე ერიცხება საზოგადოებრივი მაუწყებლიდან. თუ ზურა ყიფშიძე წერილობით დაადატურებს და მოგვცემს უფლებას მისი ხელფასი გავასაჯაროვოთ, ჩვენ მზად ვართ... ერთ კი თამამად გეტყვით, ბევრად მეტია ვიდრე 500 ლარი!

- იმასაც ჩივიან კულტურის მინისტრი რომ პირადად ვერ ცნობს მსახიობებს - ნოდარ მგალობლიშვილს, თამარ სხირტლაძეს და არც ესალმება...

- ბატონ მიხეილთან არასოდეს ყოფილა პრობლემა მსახიობების შეხვედრა, მითუმეტეს მისალმება... აბსოლუტურად ყველა ღონისძიებას და პრემიერას ესწრება და ბუნებრივია იცის ჩვენი სახელოვანი მსახიობების დამსახურება. როგორც თვითონ განაცხადა, ალბათ კონკრეტულ მომენტში რაღაც გაუგებრობას ჰქონდა ადგილი და ეს უფრო შემთხვევითობას უნდა მივაწეროთო...

ეკატერინე მაზმიშვილი, კოტე მარჯანიშვილის თეატრის მმართველი: "ჩვენ გვყავს 79-კაციანი დასი და მსახიობებს ნამდვილად შეუმცირდა ათიდან 40 პროცენტამდე ხელფასი. მათ შორის შემცირდა თეატრის მმართველის ხელფასი იგივე დოზით... რაც შეეხება ბატონ ნოდარ მგალობლიშვილს, ის გახლავთ ერთ-ერთი გამორჩეული ადამიანი, რომელიც მომეხმარა სხვა ძალიან ცნობილ და პატივსაცემ მსახიობებთან ერთად, არ შემცირებულიყო იმ მსახიობების ხელფასი, რომლებიც იღებდნენ -300, 400, 500 ლარს... თან ეს მსახიობები სცენაზე ძალიან აქტიურად ჩანან და უმძიმესი რეჟიმი აქვთ. ახალგაზრდებს მეტი მოტივაცია ჭირდებათ და ამიტომ - ნოდარ მგალობლიშვილმა, გივი ბერიკაშვილმა და თენგიზ არჩვაძემ თავად მიიღეს მონაწილეობა ამ გადაწყვეტილებაში. ისინი უნიკალური მსახიობები რომ არიან, ამის გარდა მართლაც განსაკუთრებული პიროვნული თვისებებით გამოირჩევიან...

ბატონ ნოდარს შეუმცირდა ხელფასი, მაგრამ ამ რანგის მსახიობებს საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვთ გამოსვლებში. კონფიდენციალურია, მაგრამ გავაჟღერებ, რომ მათ ერთ გამოსვლაში 300 ლარია ანაზღაურება... ხელფასების შემცირება მოხდა დეკემბერში, იანვარში გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება და მაშინ არაერთი კომენტარი მივეცით მედიას და ახლა რა ხდება ვერ ვხვდები... ახლა ყვებიან ზღაპრებს თითქოს ბატონმა გივი ბერიკაშვილმა ორი კვირის უკან გაიგო ხელფასი რომ შეუმცირდაო. თავად ბატონი გივი ბერიკაშვილი გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც დამეხმარა ამ გადაწყვეტილებაში. ბუნებრივია ჩვენ მათ გარეშე ვერაფერს გადავწყვეტდით! ყველას სათითაოდ ვესაუბრეთ... ზოგიერთ ახალგაზრდა მსახიობს იმდენად სასაცილო ხელფასი ჰქონდათ, უკვე თეატრიდან გარბოდნენ. მათთვის ხელფასი რომ არ დაგვეკლო კიდევ, უფროსი თაობის საპატივცემულო მსახიობებს შევთავაზე როგორმე გამოსავალი გვეპოვა.

- ქალბატონი თამარ სხირტლაძე 70 წელია მარანიშვილის თეატრში მოღვაწეობს და დასის წევრი რატომ აღარ არის?

- თამარ სხირტლაძე არის დასის წევრი! ყველა დასის წევრია, ვინც თეატრში მოღვაწეობს - ზოგი მოწვეული, ზოგიც ისე... მას აქვს ხელფასიც, გამოსვლებში ანაზღაურება და ყველაფერი მასთან შეთანხმებით მოხდა. მიუხედავად ყველაფრისა, ვიცი უკმაყოფილოა და მე მასთან პოლემიკაში არ შევალ, რადგან ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია ჩვენი თეატრისთვის და ძალიან დიდ პატივს ვცემ!

მანანა გაბრიჭიძე

AMBEBI.GE

92 წლის თამარ სხირტლაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

"გახდი საბავშვო ბესტსელერის ავტორის" ფინალისტთა ვინაობა ცნობილია

კორონავირუსის 1576 ახალი შემთხვევა და 29 გარდაცვლილი - რომელ რეგიონებშია ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი?