საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან
გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

რამ­დე­ნი­მე თვის წინ, გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა ალექ­სან­დრე ჯე­ჯე­ლა­ვამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­მი­ნის­ტრო სხვა­დას­ხვა ცვლი­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი გუ­ლის­ხმობს: სას­კო­ლო წიგ­ნე­ბის წო­ნის რე­გუ­ლი­რე­ბას, შუა კლა­სებ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გან­ტვირ­თვას და ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის შე­მო­ღე­ბას.

რა ეტაპ­ზეა გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი და რო­დი­დან ამოქ­მედ­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს ინი­ცი­ა­ტი­ვე­ბი - AMBEBI.GE გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლეს, ლია გი­გა­ურს ესა­უბ­რა.

- სა­მი­ნის­ტრომ გრი­ფი­რე­ბის ახა­ლი წე­სის შე­მუ­შა­ვე­ბის ფარ­გლებ­ში სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის წო­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიზ­ნით გა­ა­ტა­რა მთე­ლი რიგი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი, რო­გორც სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ში­ნა­არსთან, ისე ტექ­ნი­კურ მა­ხა­სი­ა­თებ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში. კერ­ძოდ: შე­ვი­მუ­შა­ვეთ და­წყე­ბი­თი კლა­სე­ბის ახა­ლი სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი, და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნულ ცენ­ტრთან ერ­თად - ახა­ლი ტექ­ნი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბი (შრიფ­ტის ზომა, მან­ძი­ლი სტრი­ქო­ნებს შო­რის, ქა­ღალ­დის მასა, გა­რე­კა­ნი და სხვა.) და რე­კო­მენ­და­ცია მშობ­ლე­ბი­სა და სკო­ლე­ბი­სათ­ვის, ჩან­თის მაქ­სი­მა­ლურ წო­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

გარ­და ამი­სა, დავ­გეგ­მეთ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ელექტრო­ნულ ფორ­მატ­ში ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. სი­ახ­ლეა ისიც, რომ მოს­წავ­ლეს სკო­ლა­ში ყვე­ლა სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ტა­რე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა და ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აღარ ექ­ნე­ბა. ამი­სათ­ვის მათ ელექტრო­ნულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს შევ­თა­ვა­ზებთ. მოს­წავ­ლეს შე­უძ­ლია სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო და­ტო­ვოს სახ­ლში და ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­თი ისარ­გებ­ლოს, თუმ­ცა თუ ის გა­და­წყვეტს სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს ტა­რე­ბას, რად­გან მის­თვის უფრო მო­სა­ხერ­ხე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ბეჭ­დუ­რი რე­სურ­სე­ბით სწავ­ლა, მა­შინ წიგ­ნის წონა რე­გუ­ლირ­დე­ბა ზე­მოთ­ქმუ­ლი წე­სით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წო­ნის შემ­სუ­ბუ­ქე­ბის მიღ­წე­ვის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბა, ასე­ვე, არის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ყო­ფა, რაც გრი­ფი­რე­ბის წე­სით იქ­ნე­ბა დაშ­ვე­ბუ­ლი და გავ­რცელ­დე­ბა მო­ცუ­ლო­ბი­თი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი­სათ­ვის. იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ ში­ნა­არ­სობ­რი­ვი სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა უფრო მეტი მა­სა­ლის შე­ტა­ნა სას­კო­ლო სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში, ავ­ტო­რებს მო­ე­თხო­ვე­ბათ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლოს რამ­დე­ნი­მე ნა­წი­ლად და­ყო­ფა ისე, რომ თი­თო­ე­უ­ლი ნა­წი­ლი არ იყოს სტან­დარ­ტით გან­სა­ზღვრულ წო­ნა­ზე მეტი.

ამ­დე­ნად, ჩვენ ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ 2018-2019 სას­წავ­ლო წლი­დან, რო­დე­საც გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ და­წყე­ბი­თი სა­ფე­ხუ­რის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის და­ნერგვას, ჩვენს მოს­წავ­ლე­ებს სრუ­ლად მო­ეხ­სნე­ბათ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის წო­ნის პრობ­ლე­მა.

- მი­ნის­ტრის თქმით, ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო იქ­ნე­ბა ნე­ბა­ყოფ­ლო­ბი­თი…

- სა­ხელ­მწი­ფოს მიდ­გო­მაა, რომ ზო­გად სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო სის­ტე­მა­ში აქ­ტი­უ­რად და­ი­წყოს ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბის შექ­მნა მათი ანა­ლო­გი ნა­ბეჭ­დი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად. ეს არ ნიშ­ნავს იმას, რომ ნა­ბეჭდ გრი­ფი­რე­ბულ სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებს ჩა­ა­ნაც­ვლებს ელექტრო­ნუ­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბი, არა­მედ სა­უ­ბა­რია მოს­წავ­ლი­სა და მისი მშობ­ლის შე­ხე­დუ­ლე­ბით ფორ­მა­ტის არ­ჩე­ვა­ზე. სა­ხელ­მწი­ფო მათ შეს­თა­ვა­ზებს შე­საძ­ლებ­ლო­ბას, არ­ჩე­ვანს კი თა­ვად ბავ­შვი და მშო­ბე­ლი გა­ა­კე­თებს, თუ რო­მე­ლი უკე­თე­სი და მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბა მათ­თვის. არ­სე­ბობს ძა­ლი­ან ბევ­რი კვლე­ვა, რო­მე­ლიც გვე­უბ­ნე­ბა, სხვა­დას­ხვა ასაკ­ში ჯან­მრთე­ლი თვა­ლის მქო­ნე ბავ­შვის­თვის რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო, რო­მელ­საც კომ­პი­უ­ტე­რის ეკ­რან­თან გა­ა­ტა­რებს, მაგ­რამ მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თი­თო­ე­უ­ლი ბავ­შვი არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, აქვს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბა, ზოგი ნა­ბეჭ­დი დო­კუ­მენ­ტი­დან უკე­თე­სად აღიქ­ვამს, ზოგი ელექტრო­ნუ­ლი­დან და ა.შ. ამი­ტომ ამას გა­და­წყვეტს ბავ­შვი და მშო­ბე­ლი, მის­თვის რო­მე­ლი იქ­ნე­ბა უკე­თე­სი.

- კი­დევ ერთი ცვლი­ლე­ბა შუა კლა­სებ­ში სას­წავ­ლო პროგ­რა­მის გან­ტვირ­თვაა, ეს რას გუ­ლის­ხმობს?

- გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე სას­წავ­ლო პროგ­რა­მე­ბი გა­ნიტ­ვირ­თოს, უკვე მი­ღე­ბუ­ლია. სა­უ­ბა­რია მე-7, მე-8 და მე-9 კლა­სებ­ზე. ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ზა­ნი გახ­ლავთ სწავ­ლა-სწავ­ლე­ბის მა­ღალ შე­დეგ­ზე ორი­ენ­ტა­ცია, რომ მოს­წავ­ლე­ებს ახა­ლი მა­სა­ლის გა­აზ­რე­ბის და გან­მტკი­ცე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ჰქონ­დეთ, ხოლო მას­წავ­ლე­ბელს დრო, რომ მოს­წავ­ლე­ე­ბის მო­ტი­ვა­ცი­ის ასა­მაღ­ლე­ბე­ლი სა­ინ­ტე­რე­სო და სა­ხა­ლი­სო გაკ­ვე­თი­ლე­ბი ჩა­ა­ტა­როს. ასე­ვე, მას­წავ­ლე­ბელს თი­თო­ე­ულ მოს­წავ­ლეს­თან ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი მიდ­გო­მის სა­შუ­ა­ლე­ბა უნდა და­ვუ­ტო­ვოთ.

დღეს პროგ­რა­მე­ბი იმ­დე­ნად გა­დატ­ვირ­თუ­ლია, რომ გარ­კვე­ულ­წი­ლად, მას­წავ­ლებ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა იძუ­ლე­ბუ­ლია ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იყოს პროგ­რა­მის მოს­წრე­ბა­ზე და მოს­წავ­ლის შე­დეგ­ზე, ასეთ დროს ხა­რისხზე ლა­პა­რა­კი ზედ­მე­ტია. ამი­ტომ, ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე სა­ბა­ზო სა­ფე­ხუ­რის გა­და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­ში მაქ­სი­მა­ლუ­რად ხდე­ბა პროგ­რა­მის ოპ­ტი­მი­ზა­ცია. შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის სა­მუ­შაო ვერ­სია თით­ქმის დას­რუ­ლე­ბუ­ლია. რო­გორც კი დო­კუ­მენ­ტი სა­ბო­ლოო სა­ხეს მი­ი­ღებს, მას სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თვის გა­მო­ვი­ტანთ და გაც­ნო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ რო­გორც მას­წავ­ლებ­ლებს, ასე­ვე მშობ­ლებს და მათ­გან უკუ­კავ­ში­რის სა­ხით მი­ვი­ღებთ ნე­ბის­მი­ერ რე­კო­მენ­და­ცი­ას.

ცალ­სა­ხად შეგ­ვიძ­ლია ვთქვათ, რომ პროგ­რა­მე­ბი გა­ნიტ­ვირ­თე­ბა, მაგ­რამ არა იმის ხარ­ჯზე, რომ რო­მე­ლი­მე საგ­ნის ში­ნა­არ­სი­დან არ­სე­ბი­თი ნა­წი­ლე­ბი ამო­ვარ­დე­ბა და პროგ­რა­მის თან­მიმ­დევ­რუ­ლო­ბას საფრ­თხე შე­ექ­მნე­ბა.

- გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა შემ­ცირ­დე­ბა?

- გაკ­ვე­თი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა რო­გორც წესი, დგინ­დე­ბა მხო­ლოდ მას შემ­დეგ, რო­დე­საც საგ­ნობ­რივ სტან­დარ­ტებ­ზე მუ­შა­ო­ბა უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია ანუ, ამ ეტაპ­ზე ჯერ სტან­დარ­ტე­ბი და სარ­ე­კო­მენ­და­ციო პროგ­რა­მე­ბი უნდა შე­ჯერ­დეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ აი­გე­ბა შე­სა­ბა­მი­სი სა­ა­თობ­რი­ვი ბადე ისე, რომ გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყოს ყვე­ლა ის სა­კი­თხი, რაც ჩა­მოვ­თვა­ლე.

- ეს ცვლი­ლე­ბე­ბი 2017 წლის ახა­ლი სას­წავ­ლო წლი­სათ­ვის აი­სა­ხე­ბა?

- ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერგვას პირ­ველ-მე­ექ­ვსე კლა­სებ­ში 2018-2019 სას­წავ­ლო წლი­დან და­ვი­წყებთ. ახა­ლი სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბის გან­სა­ხილ­ვე­ლი ვერ­სი­ე­ბი მომ­ზა­დე­ბუ­ლი გვექ­ნე­ბა ოქ­ტომ­ბერ­ში, თუმ­ცა მისი და­ნერგვა მო­მა­ვალ სას­წავ­ლო წელს ვერ და­ი­წყე­ბა. სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ე­ბიც ჯერ უნდა შე­ფას­დეს, პა­რა­ლე­ლუ­რად სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის­თვის იქ­ნე­ბა გა­მო­ტა­ნი­ლი.

სა­ბა­ზო სა­ფე­ხურ­ზე ( ე.წ "შუა კლა­სებ­ში") ახა­ლი ეროვ­ნუ­ლი სას­წავ­ლო გეგ­მის და­ნერგვა 2019-2020 სას­წავ­ლო წლი­დან და­ი­წყე­ბა.

თეა ბე­ჟი­ტაშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

გაიგეთ ვრცლად იმ ცვლილებებზე, რომელიც მომდევნო სასწავლო წლიდან ამოქმედდება - ინტერვიუ განათლების მინისტრის მოადგილესთან

რამდენიმე თვის წინ, განათლების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, რომ სამინისტრო სხვადასხვა ცვლილებაზე მუშაობდა. აღნიშნული ცვლილებები გულისხმობს: სასკოლო წიგნების წონის რეგულირებას, შუა კლასებში სასწავლო პროგრამის განტვირთვას და ელექტრონული სახელმძღვანელოების შემოღებას.

რა ეტაპზეა განათლების მინისტრის მიერ დაანონსებული ცვლილებები და როდიდან ამოქმედდება სამინისტროს ინიციატივები - AMBEBI.GE განათლების მინისტრის მოადგილეს, ლია გიგაურს ესაუბრა.

- სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავების ფარგლებში სახელმძღვანელოების წონის შემსუბუქების მიზნით გაატარა მთელი რიგი ღონისძიებები, როგორც სახელმძღვანელოს შინაარსთან, ისე ტექნიკურ მახასიათებლებთან მიმართებაში. კერძოდ: შევიმუშავეთ დაწყებითი კლასების ახალი სასწავლო პროგრამები, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად - ახალი ტექნიკური პარამეტრები (შრიფტის ზომა, მანძილი სტრიქონებს შორის, ქაღალდის მასა, გარეკანი და სხვა.) და რეკომენდაცია მშობლებისა და სკოლებისათვის, ჩანთის მაქსიმალურ წონასთან დაკავშირებით.

გარდა ამისა, დავგეგმეთ სახელმძღვანელოების ელექტრონულ ფორმატში ხელმისაწვდომობის ღონისძიებები. სიახლეა ისიც, რომ მოსწავლეს სკოლაში ყველა სახელმძღვანელოს ტარების საჭიროება და ვალდებულება აღარ ექნება. ამისათვის მათ ელექტრონულ სახელმძღვანელოებს შევთავაზებთ. მოსწავლეს შეუძლია სახელმძღვანელო დატოვოს სახლში და ელექტრონული სახელმძღვანელოთი ისარგებლოს, თუმცა თუ ის გადაწყვეტს სახელმძღვანელოს ტარებას, რადგან მისთვის უფრო მოსახერხებელი იქნება ბეჭდური რესურსებით სწავლა, მაშინ წიგნის წონა რეგულირდება ზემოთქმული წესით.

აღსანიშნავია, რომ წონის შემსუბუქების მიღწევის ერთ-ერთი საშუალება, ასევე, არის სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა, რაც გრიფირების წესით იქნება დაშვებული და გავრცელდება მოცულობითი სახელმძღვანელოებისათვის. იმ შემთხვევაში, თუ შინაარსობრივი სტანდარტების შესაბამისად, საჭირო იქნება უფრო მეტი მასალის შეტანა სასკოლო სახელმძღვანელოებში, ავტორებს მოეთხოვებათ სახელმძღვანელოს რამდენიმე ნაწილად დაყოფა ისე, რომ თითოეული ნაწილი არ იყოს სტანდარტით განსაზღვრულ წონაზე მეტი.

ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ 2018-2019 სასწავლო წლიდან, როდესაც განვახორციელებთ დაწყებითი საფეხურის სახელმძღვანელოების დანერგვას, ჩვენს მოსწავლეებს სრულად მოეხსნებათ სახელმძღვანელოების წონის პრობლემა.

- მინისტრის თქმით, ელექტრონული სახელმძღვანელო იქნება ნებაყოფლობითი…

- სახელმწიფოს მიდგომაა, რომ ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში აქტიურად დაიწყოს ელექტრონული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობის შექმნა მათი ანალოგი ნაბეჭდი სახელმძღვანელოების პარალელურად. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნაბეჭდ გრიფირებულ სახელმძღვანელოებს ჩაანაცვლებს ელექტრონული სახელმძღვანელოები, არამედ საუბარია მოსწავლისა და მისი მშობლის შეხედულებით ფორმატის არჩევაზე. სახელმწიფო მათ შესთავაზებს შესაძლებლობას, არჩევანს კი თავად ბავშვი და მშობელი გააკეთებს, თუ რომელი უკეთესი და მისაღები იქნება მათთვის. არსებობს ძალიან ბევრი კვლევა, რომელიც გვეუბნება, სხვადასხვა ასაკში ჯანმრთელი თვალის მქონე ბავშვისთვის როგორი შეიძლება იყოს მაქსიმალური დრო, რომელსაც კომპიუტერის ეკრანთან გაატარებს, მაგრამ მოგეხსენებათ, თითოეული ბავშვი არის ინდივიდუალური, აქვს განსხვავებული შესაძლებლობა, ზოგი ნაბეჭდი დოკუმენტიდან უკეთესად აღიქვამს, ზოგი ელექტრონულიდან და ა.შ. ამიტომ ამას გადაწყვეტს ბავშვი და მშობელი, მისთვის რომელი იქნება უკეთესი.

- კიდევ ერთი ცვლილება შუა კლასებში სასწავლო პროგრამის განტვირთვაა, ეს რას გულისხმობს?

- გადაწყვეტილება, რომ საბაზო საფეხურზე სასწავლო პროგრამები განიტვირთოს, უკვე მიღებულია. საუბარია მე-7, მე-8 და მე-9 კლასებზე. ამ გადაწყვეტილების მიზანი გახლავთ სწავლა-სწავლების მაღალ შედეგზე ორიენტაცია, რომ მოსწავლეებს ახალი მასალის გააზრების და განმტკიცების საშუალება ჰქონდეთ, ხოლო მასწავლებელს დრო, რომ მოსწავლეების მოტივაციის ასამაღლებელი საინტერესო და სახალისო გაკვეთილები ჩაატაროს. ასევე, მასწავლებელს თითოეულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მიდგომის საშუალება უნდა დავუტოვოთ.

დღეს პროგრამები იმდენად გადატვირთულია, რომ გარკვეულწილად, მასწავლებლების უმრავლესობა იძულებულია ორიენტირებული იყოს პროგრამის მოსწრებაზე და მოსწავლის შედეგზე, ასეთ დროს ხარისხზე ლაპარაკი ზედმეტია. ამიტომ, ამჟამად მიმდინარე საბაზო საფეხურის გადამუშავების პროცესში მაქსიმალურად ხდება პროგრამის ოპტიმიზაცია. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის სამუშაო ვერსია თითქმის დასრულებულია. როგორც კი დოკუმენტი საბოლოო სახეს მიიღებს, მას საჯარო განხილვისთვის გამოვიტანთ და გაცნობის საშუალება ექნებათ როგორც მასწავლებლებს, ასევე მშობლებს და მათგან უკუკავშირის სახით მივიღებთ ნებისმიერ რეკომენდაციას.

ცალსახად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პროგრამები განიტვირთება, მაგრამ არა იმის ხარჯზე, რომ რომელიმე საგნის შინაარსიდან არსებითი ნაწილები ამოვარდება და პროგრამის თანმიმდევრულობას საფრთხე შეექმნება.

- გაკვეთილების რაოდენობა შემცირდება?

- გაკვეთილების რაოდენობა როგორც წესი, დგინდება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც საგნობრივ სტანდარტებზე მუშაობა უკვე დასრულებულია ანუ, ამ ეტაპზე ჯერ სტანდარტები და სარეკომენდაციო პროგრამები უნდა შეჯერდეს და მხოლოდ ამის შემდეგ აიგება შესაბამისი საათობრივი ბადე ისე, რომ გათვალისწინებული იყოს ყველა ის საკითხი, რაც ჩამოვთვალე.

- ეს ცვლილებები 2017 წლის ახალი სასწავლო წლისათვის აისახება?

- ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვას პირველ-მეექვსე კლასებში 2018-2019 სასწავლო წლიდან დავიწყებთ. ახალი სახელმძღვანელოების განსახილველი ვერსიები მომზადებული გვექნება ოქტომბერში, თუმცა მისი დანერგვა მომავალ სასწავლო წელს ვერ დაიწყება. სახელმძღვანელოებიც ჯერ უნდა შეფასდეს, პარალელურად საჯარო განხილვისთვის იქნება გამოტანილი.

საბაზო საფეხურზე ( ე.წ "შუა კლასებში") ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა 2019-2020 სასწავლო წლიდან დაიწყება.

თეა ბეჟიტაშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი