პოლიტიკა
სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს
"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი­სა და რე­ჟი­სო­რე­ბის ვნე­ბა­თა­ღელ­ვა არ წყდე­ბა. მათი პრო­ტეს­ტის მი­ზე­ზი კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ­ლის თა­ნახ­მად ქარ­თუ­ლი თე­ატ­რე­ბის და­ფი­ნან­სე­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, შემ­ცირ­და მსა­ხი­ო­ბე­ბის ანა­ზღა­უ­რე­ბად.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე დღის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გი­ორ­გი ყიფ­ში­ძემ მი­მარ­თვა გა­ავ­რცე­ლა და ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს გა­ფიც­ვის­კენ მო­უ­წო­და:

"მსა­ხი­ო­ბებ­მა მომ­წე­რეთ!! ვინც ხართ თა­ნა­მო­აზ­რე­ე­ბი! იმის­თვის, რომ ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ ყვე­ლას გთხოვთ და­მი­კავ­შირ­დეთ, თე­ატ­რში შევ­ხვდეთ და კონ­კრე­ტულ ქმე­დე­ბებ­ზე ვი­სა­უბ­როთ. ყვე­ლამ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბი თუ არ და­იც­ვა, არა­ვინ შენს მა­გივ­რად საჯ­დომს არ გა­ან­ძრევს... არ ვა­პი­რებ მი­ტინ­გე­ბის ჩა­ტა­რე­ბას და გზე­ბის გა­და­კეტ­ვას. ვა­პი­რებ გა­ფიც­ვას. თუ ერ­თად დავ­დგე­ბით და ყვე­ლა თე­ატ­რი გა­ი­ფი­ცე­ბა, მიხ­ვდე­ბი­ან, რომ არ ვხუმ­რობთ. ქა­მა­რი ისე­თი შე­მო­ჭე­რი­ლი მაქვს, რომ ახა­ლი ხვრე­ლი გა­ვუ­კე­თე და­მა­ტე­ბით".

რას გეგ­მავს მსა­ხი­ო­ბი თა­ნა­მო­აზ­რებ­თან ერ­თად, Ambebi.ge გი­ორ­გი ყიფ­ში­ძეს და­უ­კავ­შირ­და:

- გი­ორ­გი, რამ გა­მო­იწ­ვია თქვე­ნი პრო­ტეს­ტი?

- ამა­ზე მოკ­ლედ ვერ ვი­სა­უბ­რებ. კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრომ თე­ატ­რებს შე­უმ­ცი­რა და­ფი­ნან­სე­ბა... შე­სა­ბა­მი­სად, მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შემ­ცირ­და ჩვე­ნი ხელ­ფა­სე­ბი. 10 000 რომ ჰქონ­დეს ხელ­ფა­სი, ალ­ბათ ვერც ვიგ­რძნობ­დი შემ­ცი­რე­ბას, მაგ­რამ შე­მო­ჭე­რილ ქა­მარს უფრო რომ მი­ჭერ და უფრო მე­ტიც, ქა­მარ­ზე და­მა­ტე­ბით ნახ­ვრეტს მა­კე­თე­ბი­ნებ, ეს აღ­მაშ­ფო­თე­ბე­ლია. ამიხ­სნას ვინ­მემ, რა­ტომ უნდა ჰქონ­დეს მა­მა­ჩემს ვალი და 500 ლარი ხელ­ფა­სი, ვი­ღაც ჩი­ნოვ­ნიკს კი - 5000 ლარი? 800 ლა­რის ნაც­ვლად 500 ლარს რომ მაძ­ლევ ხელ­ფასს და მშია, ამო­ვი­ღებ ხმას, აბა რას ვი­ზამ.

- ვის შე­ე­ხო ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­ცი­რე­ბა?

- ყვე­ლას შე­ე­ხო, კულ­ტუ­რის სა­მი­ნიტ­როს გარ­და.

- რას აპი­რებთ თა­ნა­მო­აზ­რე­ებ­თან ერ­თად?

- ავ­დგე­ბით და აღარ ვი­მუ­შა­ვებთ. ნე­ბის­მი­ე­რი სფე­როს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი უნდა გა­ერ­თი­ან­დეს და სა­დაც სა­ჭი­როა იქამ­დე მივა ხმა. ყელ­ში ამო­ვი­და უკვე ეს ყვე­ლა­ფე­რი, გულ­ნატ­კე­ნი და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვარ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

"მამაჩემს 500 ლარი უნდა ჰქონდეს ხელფასი და ვიღაც ჩინოვნიკს 5000?" - გიორგი ყიფშიძე მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდებს

ქართველი მსახიობებისა და რეჟისორების ვნებათაღელვა არ წყდება. მათი პროტესტის მიზეზი კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებაა, რომლის თანახმად ქართული თეატრების დაფინანსება მნიშვნელოვნად შემცირდა. შესაბამისად, შემცირდა მსახიობების ანაზღაურებად.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გიორგი ყიფშიძემ მიმართვა გაავრცელა და ქართული თეატრის მსახიობებს გაფიცვისკენ მოუწოდა:

"მსახიობებმა მომწერეთ!! ვინც ხართ თანამოაზრეები! იმისთვის, რომ ჩამოვყალიბდეთ ყველას გთხოვთ დამიკავშირდეთ, თეატრში შევხვდეთ და კონკრეტულ ქმედებებზე ვისაუბროთ. ყველამ თავიანთი უფლებები თუ არ დაიცვა, არავინ შენს მაგივრად საჯდომს არ გაანძრევს... არ ვაპირებ მიტინგების ჩატარებას და გზების გადაკეტვას. ვაპირებ გაფიცვას. თუ ერთად დავდგებით და ყველა თეატრი გაიფიცება, მიხვდებიან, რომ არ ვხუმრობთ. ქამარი ისეთი შემოჭერილი მაქვს, რომ ახალი ხვრელი გავუკეთე დამატებით".

რას გეგმავს მსახიობი თანამოაზრებთან ერთად, Ambebi.ge გიორგი ყიფშიძეს დაუკავშირდა:

- გიორგი, რამ გამოიწვია თქვენი პროტესტი?

- ამაზე მოკლედ ვერ ვისაუბრებ. კულტურის სამინისტრომ თეატრებს შეუმცირა დაფინანსება... შესაბამისად, მნიშვნელოვნად შემცირდა ჩვენი ხელფასები. 10 000 რომ ჰქონდეს ხელფასი, ალბათ ვერც ვიგრძნობდი შემცირებას, მაგრამ შემოჭერილ ქამარს უფრო რომ მიჭერ და უფრო მეტიც, ქამარზე დამატებით ნახვრეტს მაკეთებინებ, ეს აღმაშფოთებელია. ამიხსნას ვინმემ, რატომ უნდა ჰქონდეს მამაჩემს ვალი და 500 ლარი ხელფასი, ვიღაც ჩინოვნიკს კი - 5000 ლარი? 800 ლარის ნაცვლად 500 ლარს რომ მაძლევ ხელფასს და მშია, ამოვიღებ ხმას, აბა რას ვიზამ.

- ვის შეეხო ანაზღაურების შემცირება?

- ყველას შეეხო, კულტურის სამინიტროს გარდა.

- რას აპირებთ თანამოაზრეებთან ერთად?

- ავდგებით და აღარ ვიმუშავებთ. ნებისმიერი სფეროს წარმომადგენელი უნდა გაერთიანდეს და სადაც საჭიროა იქამდე მივა ხმა. ყელში ამოვიდა უკვე ეს ყველაფერი, გულნატკენი და შეურაცხყოფილი ვარ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

არასწორი დიაგნოზების მსხვერპლნი - რა პრობლემებია ჯანდაცვაში და როგორ უნდა დაიცვან პაციენტებმა უფლებები

ქუთაისის აეროპორტიდან ინფექციურში გადაიყვანეს იტალიიდან ჩამოფრენილი 20 წლის გოგონა

"ქართველებმა მასწავლეს, რა არის ნამდვილი სიყვარული" - საქართველოზე შეყვარებული უცხოელი ტურისტების ემოციური ჩანაწერები