პოლიტიკა

28

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:58-ზე, მთვარე ლომშია – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების ზრდა. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. არ არის რეკომენდებული ახალი საქმეების დაწყება. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. საკვები არ უნდა იყოს ცხიმიანი. კარგია ბოსტნეული, სალათები; დამამშვიდებელი ბალახებისგან დამზადებული მცენარეული ჩაი.
მსოფლიო
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საზოგადოებრივი ტუალეტი მლეთაში, რომელშიც მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ შეხვალთ...
საზოგადოებრივი ტუალეტი მლეთაში, რომელშიც მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ შეხვალთ...

თბი­ლი­სი­დან ყაზ­ბე­გის მი­მარ­თუ­ლე­ბით თუ გა­და­წყვეტთ მგზავ­რო­ბას, გირ­ჩევთ, წას­ვლამ­დე ბევ­რი წყა­ლი არ და­ლი­ოთ! ყაზ­ბე­გის ხე­ო­ბა­ში მგზავ­რო­ბი­სას ულა­მა­ზე­სი ბუ­ნე­ბი­თა და აზ­ვირ­თუ­ლი მთე­ბით ტკბო­ბის მყუდ­რო­ე­ბას აუ­ცი­ლებ­ლად და­გირ­ღვევთ სო­ფელ მლე­თას მო­ნაკ­ვეთ­ზე სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტუ­ა­ლეტ­თან გა­ჩე­რე­ბა. ამ საკ­მა­ოდ გრძელ გზა­ზე, იშ­ვი­ა­თად თუ შეგ­ხვდე­ბა სვე­ლი წერ­ტი­ლი, ამი­ტო­მაც მგზავ­რებს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბე­ბის და­საკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლად მძღო­ლე­ბი აქ უჩე­რე­ბენ.

შე­ნო­ბა, ერთი შე­ხედ­ვით მო­წეს­რი­გე­ბუ­ლია, თუმ­ცა ეს მხო­ლოდ "ერთი შე­ხედ­ვით". შიგ­ნით რომ შე­დი­ხარ, პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ბო­ლომ­დე ქრე­ბა.

სა­პირ­ფა­რე­შოს კა­ბი­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცი­ის ფო­ტო­ზე გად­მო­ცე­მით არ შე­გა­წუ­ხებთ, მაგ­რამ ალ­ბათ მიხ­ვდე­ბით, რომ ჩა­რე­ცხვის ფუნ­ქცი­ა­მოშ­ლი­ლი, და­საჯ­დომ­მოგ­ლე­ჯი­ლი, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლი უნი­ტა­ზის ნახ­ვა, ირ­გვლივ მი­მოყ­რი­ლი გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი ქა­ღალ­დე­ბი და აუ­ტა­ნე­ლი სუნი, გა­ი­ძუ­ლებს უკან გა­მობ­რუნ­დე. სწო­რედ ასე მო­იქ­ცა ფი­ლი­პი­ნე­ლი ტუ­რის­ტიც, მაგ­რამ რო­გორც სა­უბ­რი­სას მი­თხრა, 3-სა­ა­თი­ა­ნი მგზავ­რო­ბის შემ­დეგ, ამ სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლა, მის­თვის "გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა" იყო, ამი­ტო­მაც, ღრმად ჩა­ი­სუნ­თქა, სუნ­თქვა შე­იკ­რა და ისე შე­ვი­და...

ხელ­სა­ბა­ნი ნი­ჟა­რა და ონ­კა­ნიც მთლი­ა­ნად მოშ­ლი­ლია. ონ­კანს თუ ფრთხი­ლად არ მო­უშ­ვებ, შე­იძ­ლე­ბა, ნი­ჟა­რი­დან ას­ხლე­ტილ­მა წყლის ჭავლმა "შხა­პი მი­გა­ღე­ბი­ნოს". ამ დროს ფიქ­რობ, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში 1 წლის წინ შე­სუ­ლი სა­პირ­ფა­რე­შო, ამ­გვა­რად რა ხელს უნდა გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნა.

არ გე­გო­ნოთ, სა­პირ­ფა­რე­შო ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმი­ტო­მაა, რომ "პატ­რო­ნი არ ჰყავს". შე­სას­ვლელ­ში შუ­ა­ხანს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი ქალი ზის, კე­დელ­ზე გაკ­რუ­ლი აბრა კი მი­უ­თი­თებს, რომ "კომ­ფორ­ტუ­ლი" საპრფა­რე­შო­თი სარ­გებ­ლო­ბა არც მეტი არც ნაკ­ლე­ბი, 50 თეთ­რი ღირს. ქალ­მა მი­თხრა, რომ სა­პირ­ფა­რე­შო გუ­შინ და­ა­სუფ­თა­ვა, თუმ­ცა არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ეს ნათ­ქვა­მი არ და­ი­ჯე­რე­ბა - მი­ნი­მუმ 1 თვეა სვე­ლი წერ­ტი­ლის და­ლა­გე­ბა­ზე არა­ვის უზ­რუ­ნია.

ფი­ლი­პი­ნე­ლი და ინ­დო­ე­ლი ტუ­რის­ტე­ბის 15-კა­ცი­ა­ნი ჯგუ­ფის თით­ქმის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბა ეწ­ვია სა­პირ­ფა­რე­შოს. ცხვირ­ზე ხე­ლა­ფა­რე­ბუ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. მათ შემ­დეგ 4 რუსი ტუ­რის­ტი შე­ვი­და და მა­თაც უკ­მა­ყო­ფი­ლო სა­ხით და­ტო­ვეს ტე­რი­ტო­რია. არა მგო­ნია, ამ უცხო­ელ ტუ­რის­ტებს ყაზ­ბე­გის­კენ მი­მა­ვალ თვალ­წარმ­ტაც გზა­ზე ნა­ნა­ხი კოშ­მა­რუ­ლი ტუ­ა­ლე­ტი კარგ მო­გო­ნე­ბად შე­მორ­ჩეთ...

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

საზოგადოებრივი ტუალეტი მლეთაში, რომელშიც მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ შეხვალთ...

საზოგადოებრივი ტუალეტი მლეთაში, რომელშიც მხოლოდ გამოუვალი მდგომარეობისას თუ შეხვალთ...

თბილისიდან ყაზბეგის მიმართულებით თუ გადაწყვეტთ მგზავრობას, გირჩევთ, წასვლამდე ბევრი წყალი არ დალიოთ! ყაზბეგის ხეობაში მგზავრობისას ულამაზესი ბუნებითა და აზვირთული მთებით ტკბობის მყუდროებას აუცილებლად დაგირღვევთ სოფელ მლეთას მონაკვეთზე საზოგადოებრივ ტუალეტთან გაჩერება. ამ საკმაოდ გრძელ გზაზე, იშვიათად თუ შეგხვდება სველი წერტილი, ამიტომაც მგზავრებს ბუნებრივი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად მძღოლები აქ უჩერებენ.

შენობა, ერთი შეხედვით მოწესრიგებულია, თუმცა ეს მხოლოდ "ერთი შეხედვით". შიგნით რომ შედიხარ, პირველი შთაბეჭდილება ბოლომდე ქრება.

საპირფარეშოს კაბინაში არსებული სიტუაციის ფოტოზე გადმოცემით არ შეგაწუხებთ, მაგრამ ალბათ მიხვდებით, რომ ჩარეცხვის ფუნქციამოშლილი, დასაჯდომმოგლეჯილი, გაყვითლებული უნიტაზის ნახვა, ირგვლივ მიმოყრილი გამოყენებული ქაღალდები და აუტანელი სუნი, გაიძულებს უკან გამობრუნდე. სწორედ ასე მოიქცა ფილიპინელი ტურისტიც, მაგრამ როგორც საუბრისას მითხრა, 3-საათიანი მგზავრობის შემდეგ, ამ საპირფარეშოში შესვლა, მისთვის "გამოუვალი მდგომარეობა" იყო, ამიტომაც, ღრმად ჩაისუნთქა, სუნთქვა შეიკრა და ისე შევიდა...

ხელსაბანი ნიჟარა და ონკანიც მთლიანად მოშლილია. ონკანს თუ ფრთხილად არ მოუშვებ, შეიძლება, ნიჟარიდან ასხლეტილმა წყლის ჭავლმა "შხაპი მიგაღებინოს". ამ დროს ფიქრობ, ექსპლუატაციაში 1 წლის წინ შესული საპირფარეშო, ამგვარად რა ხელს უნდა გაენადგურებინა.

არ გეგონოთ, საპირფარეშო ამ მდგომარეობაში იმიტომაა, რომ "პატრონი არ ჰყავს". შესასვლელში შუახანს გადაცილებული ქალი ზის, კედელზე გაკრული აბრა კი მიუთითებს, რომ "კომფორტული" საპრფარეშოთი სარგებლობა არც მეტი არც ნაკლები, 50 თეთრი ღირს. ქალმა მითხრა, რომ საპირფარეშო გუშინ დაასუფთავა, თუმცა არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ეს ნათქვამი არ დაიჯერება - მინიმუმ 1 თვეა სველი წერტილის დალაგებაზე არავის უზრუნია.

ფილიპინელი და ინდოელი ტურისტების 15-კაციანი ჯგუფის თითქმის სრული შემადგენლობა ეწვია საპირფარეშოს. ცხვირზე ხელაფარებულები გამოდიოდნენ. მათ შემდეგ 4 რუსი ტურისტი შევიდა და მათაც უკმაყოფილო სახით დატოვეს ტერიტორია. არა მგონია, ამ უცხოელ ტურისტებს ყაზბეგისკენ მიმავალ თვალწარმტაც გზაზე ნანახი კოშმარული ტუალეტი კარგ მოგონებად შემორჩეთ...

ნინო ხოზრევანიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი