პოლიტიკა
Faceამბები

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
მსოფლიო
საზოგადოება
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლე­გენ­და­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბის გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის გამო კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს. გან­ცხა­დე­ბა სა­მი­ნის­ტროს გვერ­დზე რამ­დე­ნი­მე წუ­თის წინ გა­მოქ­ვეყ­ნდა:

"10 აპ­რილს, მძი­მე ავად­მყო­ფო­ბის შე­დე­გად, 83 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი, რო­მელ­საც კი­ნო­სა და თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი რო­ლის­თვის მი­ღე­ბუ­ლი აქვს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო პრე­მია.

გივი ბე­რი­კაშ­ვილ­მა 1956 წელს და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი. სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და რუს­თა­ვის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში, სო­ხუ­მის სა­ხელ­მწი­ფო დრა­მა­ტულ თე­ატ­რში და ბო­ლოს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის სა­ხელ­მწი­ფო აკა­დე­მი­უ­რი თე­ატ­რში.

არის სა­ქარ­თვე­ლოს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტი, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხალ­ხო არ­ტის­ტი (1979), კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, იპო­ლი­ტე ხვი­ჩი­ას სა­ხე­ლო­ბის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი, წლის სა­უ­კე­თე­სო მა­მა­კა­ცის პრე­მი­ის ლა­უ­რე­ა­ტი.

სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო უსამ­ძიმ­რებს მსა­ხი­ო­ბის ოჯახ­სა და მისი შე­მოქ­მე­დე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს", - ვკი­თხუ­ლობთ გან­ცხა­დე­ბა­ში.

რო­გორც კულ­ტუ­რი­სა და ძეგლ­თა დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნა­ცხა­დეს, პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა: 11-12 აპ­რილს, 17:00 სა­ა­თი­დან მი­სა­მარ­თზე თა­მა­რაშ­ვი­ლის ქ. N.17/ა. 1 სა­დარ­ბა­ზო, მე­ხუ­თე სარ­თუ­ლი.

სა­მო­ქა­ლა­ქო პა­ნაშ­ვი­დი გა­ი­მარ­თე­ბა 13 აპ­რილს, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, სა­ი­და­ნაც მსა­ხი­ობს გა­მო­ას­ვე­ნე­ბენ. გა­მოს­ვე­ნე­ბის დრო და ად­გი­ლი, სა­დაც გიგი ბე­რი­კაშ­ვილს დაკ­რძა­ლა­ვენ, ჯერ და­ზუს­ტე­ბუ­ლი არ არის.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?

კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

კულტურის სამინისტრო გივი ბერიკაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ლეგენდარული მსახიობის გივი ბერიკაშვილის გარდაცვალების გამო კულტურის სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს. განცხადება სამინისტროს გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა:

"10 აპრილს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად, 83 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი, რომელსაც კინოსა და თეატრში შესრულებული რამდენიმე ათეული როლისთვის მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო პრემია.

გივი ბერიკაშვილმა 1956 წელს დაამთავრა საქართველოს თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. სხვადასხვა დროს მუშაობდა რუსთავის სახელმწიფო დრამატულ თეატრში, სოხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში და ბოლოს კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრში.

არის საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი (1979), კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი, იპოლიტე ხვიჩიას სახელობის პრემიის ლაურეატი, წლის საუკეთესო მამაკაცის პრემიის ლაურეატი.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო უსამძიმრებს მსახიობის ოჯახსა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებს", - ვკითხულობთ განცხადებაში.

როგორც კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში განაცხადეს, პანაშვიდი გაიმართება: 11-12 აპრილს, 17:00 საათიდან მისამართზე თამარაშვილის ქ. N.17/ა. 1 სადარბაზო, მეხუთე სართული.

სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება 13 აპრილს, მარჯანიშვილის თეატრში, საიდანაც მსახიობს გამოასვენებენ. გამოსვენების დრო და ადგილი, სადაც გიგი ბერიკაშვილს დაკრძალავენ, ჯერ დაზუსტებული არ არის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი