პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი "წითელი ცხვირის" ფარგლებში
გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი "წითელი ცხვირის" ფარგლებში

"სა­ოც­რე­ბა­თა შო­რის სას­წა­ულ­ზე უფრო მე­ტად სას­წა­უ­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და!!! დიდი ამ­ბე­ბის შემ­დეგ მო­ვი­პო­ვეთ სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო აქ­ცი­ის - Red Nose Day სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბის ლი­ცენ­ზია. და­ვი­წყებთ 24 მარტს და გაგ­რძელ­დე­ბა 24 აპ­რი­ლამ­დე. ჩვენ ყვე­ლა ერ­თად ვი­ყი­დით, გავ­ყი­დით, გა­ვი­კე­თებთ წი­თელ ცხვი­რებს, ვი­ცი­ნებთ და რაც ყვე­ლა­ფერ­ზე მთა­ვა­რია - შეგ­რო­ვე­ბუ­ლი ფუ­ლით ზა­ფხულ­ში ვი­ყი­დით მი­წას თბი­ლის­ში და ავა­შე­ნებთ შე­ნო­ბას, სა­დაც სულ იქ­ნე­ბა საჭ­მე­ლი და ტან­საც­მე­ლი უფა­სოდ. ყვე­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლად, ყვე­ლა ერ­თად ვი­ზამთ ამას. რა გი­ჟი­ვით მი­ხა­რია, ნე­ტავ იცო­დეთ. 24 მარ­ტი­დან ყვე­ლას წი­თე­ლი ცხვი­რი გვე­კე­თე­ბა იმის­თვის, რომ შიმ­ში­ლი და სი­ცი­ვე მოვ­სპოთ," - წერ­და აკა სინ­ჯი­კაშ­ვი­ლი სა­კუ­თარ Facebook გვერ­დზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი კამ­პა­ნია უკვე და­წყე­ბუ­ლია

"ბიბ­ლუ­სი" არის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც მხარ­ში დაგ­ვიდ­გა. კარ­გად მიხ­ვდნენ კამ­პა­ნი­ის კონ­ცეფ­ცი­ას და ამის­თვის მად­ლობ­ლე­ბი ვართ. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­და წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა დიდ ქა­ლაქ­ში გაგ­ზავ­ნაც. ამ კამ­პა­ნი­ის მი­ზა­ნია, პო­ზი­ტი­უ­რი გან­წყო­ბით და­ვეხ­მა­როთ ადა­მი­ა­ნებს. ბიბ­ლუ­სის მსგავ­სად, სხვა კომ­პა­ნი­ე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბით კი­დევ უფრო წა­ვა­ხა­ლი­სებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღონ," - ამ­ბობს პიარ სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის Key Communications დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი თე­ო­ნა ბაღ­და­ვა­ძე, რო­მე­ლიც Red Nose Day კამ­პა­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რია.

"ბიბ­ლუ­სის" კამ­პა­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მხო­ლოდ წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის გა­ყიდ­ვით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. 10 აპ­რი­ლი­დან 14 აპ­რი­ლის ჩათ­ვლით ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში და­იდ­გმე­ბა Smart Photos GIFme აპა­რა­ტი. მი­სუ­ლი სტუმ­რე­ბი ცხვი­რე­ბის ყიდ­ვას, უფა­სოდ ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბას და შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ატ­ვირ­თვას და მე­გობ­რე­ბის გა­მოწ­ვე­ვას შეძ­ლე­ბენ.

"ჩვენ ამ კამ­პა­ნი­ა­ში სამი ბრენ­დით ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. GIFme აპა­რა­ტი ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­დას­ხვა ად­გილ­ზე გან­თავ­სდე­ბა და მსურ­ვე­ლებს უფა­სოდ შე­ეძ­ლე­ბათ ფო­ტო­ე­ბი­სა და გი­ფე­ბის გა­და­ღე­ბა. მა­გა­ლი­თად, 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა "ბიბ­ლუ­სი გა­ლე­რე­ა­ში", სხვა დღე­ებ­ში კი - სხვა­დას­ხვა ად­გი­ლებ­ზე. ამ ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში Smart Photos ჯი­ხუ­რებ­ში თი­თო­ე­უ­ლი ფო­ტოს გა­და­ღე­ბი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხი­დან 1 ლარი ამ ფონდში გა­და­ი­რი­ცხე­ბა - ამ­ბობს Smart Photos-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ალექ­სან­დრე დო­ლი­ძე.

Red Nose Day ანუ წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის დღე სა­თა­ვეს 1988 წლი­დან იღებს. შო­უ­ში, რო­მე­ლიც BBC-ის ეთერ­ში გა­შუქ­და, 150-ზე მეტ­მა ცნო­ბილ­მა ადა­მი­ან­მა და კო­მი­კოს­მა მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა. გა­და­ცე­მას 30 მი­ლი­ონ­ზე მეტი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავ­და, რისი მეშ­ვე­ო­ბი­თაც ბავ­შვე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად 15 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი შეგ­როვ­და.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით ამ კამ­პა­ნი­ას შე­უ­ერ­თდნენ სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი: ჩი­ნე­თი, აშშ, ბელ­გია, გერ­მა­ნია და სხვა. უამ­რა­ვი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, იძენს ცხვირს, იღებს ფო­ტოს და ეხ­მა­რე­ბა ბავ­შვებს.

რო­გორც წესი, წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის კამ­პა­ნი­ა­ში უამ­რა­ვი ვარ­სკვლა­ვი მო­ნა­წი­ლე­ობს. მათ შო­რის არი­ან ემა უოტ­სო­ნი, ჯუ­ლია რო­ბერტსი, ელენ დე­ჯე­ნე­რე­სი, კე­ი­ტი პერი, ადე­ლი, ენ ჰე­თე­უ­ეი და მრა­ვა­ლი სხვა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ­წლი­უ­რად უერ­თდე­ბი­ან კამ­პა­ნი­ას.

წი­თე­ლი ცხვი­რე­ბის კამ­პა­ნია ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში. ასე, რომ გა­ი­ცი­ნე, გა­ე­ცი, გა­და­არ­ჩი­ნე ბავ­შვი!

გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი "წითელი ცხვირის" ფარგლებში

გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი "წითელი ცხვირის" ფარგლებში

"საოცრებათა შორის სასწაულზე უფრო მეტად სასწაული ამბავი მოხდა!!! დიდი ამბების შემდეგ მოვიპოვეთ საერთაშორისო საქველმოქმედო აქციის - Red Nose Day საქართველოში ჩატარების ლიცენზია. დავიწყებთ 24 მარტს და გაგრძელდება 24 აპრილამდე. ჩვენ ყველა ერთად ვიყიდით, გავყიდით, გავიკეთებთ წითელ ცხვირებს, ვიცინებთ და რაც ყველაფერზე მთავარია - შეგროვებული ფულით ზაფხულში ვიყიდით მიწას თბილისში და ავაშენებთ შენობას, სადაც სულ იქნება საჭმელი და ტანსაცმელი უფასოდ. ყველა ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად, ყველა ერთად ვიზამთ ამას. რა გიჟივით მიხარია, ნეტავ იცოდეთ. 24 მარტიდან ყველას წითელი ცხვირი გვეკეთება იმისთვის, რომ შიმშილი და სიცივე მოვსპოთ," - წერდა აკა სინჯიკაშვილი საკუთარ Facebook გვერდზე.

საქართველოში აღნიშნული კამპანია უკვე დაწყებულია

"ბიბლუსი" არის ერთ-ერთი პირველი კომპანია, რომელიც მხარში დაგვიდგა. კარგად მიხვდნენ კამპანიის კონცეფციას და ამისთვის მადლობლები ვართ. თანამშრომლობის საფუძველზე შესაძლებელი გახდა წითელი ცხვირების საქართველოს სხვადასხვა დიდ ქალაქში გაგზავნაც. ამ კამპანიის მიზანია, პოზიტიური განწყობით დავეხმაროთ ადამიანებს. ბიბლუსის მსგავსად, სხვა კომპანიების ჩართულობით კიდევ უფრო წავახალისებთ საზოგადოებას, რომ კამპანიაში მონაწილეობა მიიღონ," - ამბობს პიარ საკონსულტაციო კომპანიის Key Communications დამფუძნებელი თეონა ბაღდავაძე, რომელიც Red Nose Day კამპანიის ორგანიზატორია.

"ბიბლუსის" კამპანიაში მონაწილეობა მხოლოდ წითელი ცხვირების გაყიდვით არ შემოიფარგლება. 10 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით ბიბლუსი გალერეაში დაიდგმება Smart Photos GIFme აპარატი. მისული სტუმრები ცხვირების ყიდვას, უფასოდ ფოტოებისა და გიფების გადაღებას და შემდეგ სოციალურ ქსელებში ატვირთვას და მეგობრების გამოწვევას შეძლებენ.

"ჩვენ ამ კამპანიაში სამი ბრენდით ვმონაწილეობთ. GIFme აპარატი ერთი თვის განმავლობაში სხვადასხვა ადგილზე განთავსდება და მსურველებს უფასოდ შეეძლებათ ფოტოებისა და გიფების გადაღება. მაგალითად, 5 დღის განმავლობაში მოთავსებული იქნება "ბიბლუსი გალერეაში", სხვა დღეებში კი - სხვადასხვა ადგილებზე. ამ ერთი თვის განმავლობაში Smart Photos ჯიხურებში თითოეული ფოტოს გადაღებიდან შემოსული თანხიდან 1 ლარი ამ ფონდში გადაირიცხება - ამბობს Smart Photos-ს დამფუძნებელი ალექსანდრე დოლიძე.

Red Nose Day ანუ წითელი ცხვირების დღე სათავეს 1988 წლიდან იღებს. შოუში, რომელიც BBC-ის ეთერში გაშუქდა, 150-ზე მეტმა ცნობილმა ადამიანმა და კომიკოსმა მიიღო მონაწილეობა. გადაცემას 30 მილიონზე მეტი მაყურებელი ჰყავდა, რისი მეშვეობითაც ბავშვების დასახმარებლად 15 მილიონი ფუნტი შეგროვდა.

მოგვიანებით ამ კამპანიას შეუერთდნენ სხვადასხვა ქვეყნები: ჩინეთი, აშშ, ბელგია, გერმანია და სხვა. უამრავი ცნობილი ადამიანი იღებს მონაწილეობას, იძენს ცხვირს, იღებს ფოტოს და ეხმარება ბავშვებს.

როგორც წესი, წითელი ცხვირების კამპანიაში უამრავი ვარსკვლავი მონაწილეობს. მათ შორის არიან ემა უოტსონი, ჯულია რობერტსი, ელენ დეჯენერესი, კეიტი პერი, ადელი, ენ ჰეთეუეი და მრავალი სხვა, რომლებიც ყოველწლიურად უერთდებიან კამპანიას.

წითელი ცხვირების კამპანია ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება საქართველოში. ასე, რომ გაიცინე, გაეცი, გადაარჩინე ბავშვი!

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი