პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება
რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება

ალ­ბათ ხში­რად აღ­მო­ჩე­ნილ­ხართ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში, როცა ამა თუ იმ მი­სა­მარ­თის­თვის ვერ მი­გიგ­ნი­ათ, ან უსა­ხე­ლო ქუ­ჩა­ზე მოხ­ვედ­რილ­ხართ. ამის მი­ზე­ზი ის გა­მუდ­მე­ბუ­ლი მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მია, რო­მე­ლიც უკვე რამ­დე­ნი წე­ლია ჩვენს ქა­ლაქ­შია გა­ჩა­ღე­ბუ­ლი. წინსვლის და გან­ვი­თა­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არა­ვი­ნაა, მაგ­რამ ასე ქა­ო­სუ­რად მშე­ნებ­ლო­ბის და­წყე­ბა კი არა, არა­ნა­ი­რი საქ­მის წა­მო­წყე­ბა არ შე­იძ­ლე­ბა. ქა­ლა­ქის გაზ­რდა და­ერ­თო კო­მუ­ნის­ტე­ბის­დრო­ინ­დე­ლი ქუ­ჩე­ბის სა­ხელ­დე­ბის სის­ტე­მით გა­მოწ­ვე­ულ უამ­რავ ხარ­ვეზს, სა­ბო­ლო­ოდ კი ხელ­ში შეგ­ვრჩა მძი­მე შე­დე­გი...

"ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის არ­ქო­ნა, კუს­ტა­რუ­ლად კეთ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, არა ნა­ხა­ზი, არა რუკა. მოკ­ლედ, ნა­ხაზ­მა ბევ­რი რამ დახ­ვე­წა და ახლა ხარ­ვე­ზებს თან­და­თან ვას­წო­რებთ. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, უამ­რა­ვი რამ შე­იც­ვა­ლა, ახა­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბი გახ­და სა­ჭი­რო, თან, ქა­ლა­ქიც გა­ი­ზარ­და, უსა­ხე­ლო ქუ­ჩე­ბი გაჩ­ნდა. მოკ­ლედ, ბევ­რი ნი­უ­ან­სია, ვცდი­ლობთ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის აზრი გა­ვით­ვა­ლის­წი­ნოთ", - გვე­უბ­ნე­ბა ლია ჯახ­ვე­ლა­ძე, საკ­რე­ბუ­ლოს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი, "სა­ხელ­დე­ბი­სა და სიმ­ბო­ლი­კის კო­მი­სი­ის" თავ­მჯდო­მა­რე.

"ის, რომ ზოგ­ჯერ ამა თუ იმ მი­სა­მარ­თის მი­საგ­ნე­ბად დროს და ენერ­გი­ას ვკარ­გავთ, ეს მა­ინც იმ არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი თუ მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მაა, რო­მე­ლიც წლე­ბია ქა­ლაქ­ში გრძელ­დე­ბა. ჩა­ე­მა­ტა კორ­პუ­სე­ბი და რი­გი­თო­ბა თა­ვის­თა­ვად და­ირ­ღვა. ამას­თან, პრობ­ლე­მაა ისიც, რო­დე­საც ერთი ქუ­ჩის პა­რა­ლე­ლუ­რად, მიმ­დე­ბა­რედ მიმ­დი­ნა­რე­ობს გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, მა­გა­ლი­თის­თვის თენ­გიზ აბუ­ლა­ძის ქუჩა რომ ავი­ღოთ, იმ და­სახ­ლე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი თენ­გიზ აბუ­ლა­ძე­თი გა­და­ი­ნომ­რა. თან, რი­გი­თო­ბა და ნუ­მე­რა­ცია იმის მი­ხედ­ვით მი­ე­ნი­ჭა, რო­დის რო­მე­ლი კორ­პუ­სი აშენ­და. ამან გა­და­ნომვრის თვალ­საზ­რი­სით, სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა წარ­მოქ­მნა, სხვა რომ არა­ფე­რი, ახა­ლი ქუჩა გაჩ­ნდა. ქუჩა ჩი­ხით, ჩი­ხის შე­სას­ვლე­ლით და გა­სას­ვლე­ლით. ეს კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­უშ­ვე­ბე­ლია!

ქუჩა არის ერთი არ­ტე­რია და უნდა ჰქონ­დეს ან შე­სას­ვლე­ლი, ან გა­სავ­ლე­ლი, ან ჩიხი. თუ შე­სას­ვლე­ლი უკეთ­დე­ბა და კი­დევ რა­ღაც ქვე­და­ნა­ყო­ფი, უკვე ცალ­კე ქუ­ჩად უნდა გა­მო­ი­ყოს და კორ­პუ­სებს მი­სა­მარ­თი შე­ეც­ვა­ლოს", - გვიხ­სნის ქალ­ბა­ტო­ნი ლია.

- ისე, და­სახ­ლე­ბებ­ში კორ­პუ­სე­ბი უმე­ტე­სად არა ქუ­ჩე­ბით, არა­მედ, მიკ­რო­რა­ი­ო­ნე­ბი­თა და კვარტლე­ბით არის და­მი­სა­მარ­თე­ბუ­ლი...

- კვარ­ტა­ლიც არ არის სწო­რი და თა­ნა­მედ­რო­ვე სტან­დარ­ტის შე­სა­ბა­მი­სი სა­ხელ­წო­დე­ბა, ის მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ში მი­ნი­ჭე­ბუ­ლი მი­სა­მარ­თია, რო­მე­ლიც უბ­რა­ლოდ შე­მორ­ჩა. მათ შეც­ვლას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით მტკივ­ნე­უ­ლად უდ­გე­ბი­ან, ამი­ტომ, შეც­ვლის­გან თავს ვი­კა­ვებთ.

ასე რომ, სა­დაც ასე თუ ისე დამ­ჯდა­რი მი­სა­მარ­თია, ჯერ არ ვე­ხე­ბით.

მა­გა­ლი­თის­თვის ავი­ღოთ, "ჭავ­ჭა­ვა­ძის 5". ეს მი­სა­მარ­თი დე­ვე­ლო­პე­რულ­მა კომ­პა­ნი­ამ მი­ა­ნი­ჭა და ამით ხალ­ხი მი­ი­ზი­და, მაგ­რამ სად აშენ­და ეს კორ­პუ­სე­ბი? ჭავ­ჭა­ვა­ძის გამ­ზი­რი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად მო­ცი­ლე­ბუ­ლად, ახალ გზა­ზე.

- ვი­ღაც ხომ უნდა აკონ­ტრო­ლებ­დეს ამას?

- ამი­ტო­მაც და­ვი­წყეთ კონ­ტრო­ლი, - მი­ვა­ნი­ჭეთ მას ქუ­ჩის სა­ხე­ლი, მაგ­რამ მო­სახ­ლე­ო­ბა მო­ვი­და და ითხო­ვა, "ჭავ­ჭა­ვა­ძის 5" დაგ­ვიბ­რუ­ნე­თო. ეგო­ნათ, რომ მათ ეს მი­სა­მარ­თი წა­ვარ­თვით, არა­და, არას­დროს ჰქო­ნი­ათ ასე­თი სა­ხე­ლი, ის დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­ხელ­წო­დე­ბა გახ­ლდათ. რე­ა­ლუ­რად, ჭავ­ჭა­ვა­ძის 5 უნი­ვერ­სი­ტე­ტის I კორ­პუ­სის მიმ­დე­ბა­რე­დაა. ბევ­რია ასე­თი დარ­ღვე­ვა.

- ზო­გა­დად რო­გორ ხდე­ბა მო­ნაკ­ვე­თის­თვის ამა თუ იმ ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლის მი­ნი­ჭე­ბა. რა ეტა­პე­ბია ამის­თვის გა­სავ­ლე­ლი?

- გვაქვს შე­სა­ბა­მი­სი ბაზა და ამა­ვე დროს, მო­მარ­თვე­ბიც - ხან სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი მოგ­ვმარ­თავს, ხან - სამ­თავ­რო­ბო. არის და­მე­გობ­რე­ბუ­ლი ქა­ლა­ქე­ბის ნუს­ხა, გვყავს უამ­რა­ვი გმი­რი აფხა­ზე­თის, სა­მა­ჩაბ­ლოს ომე­ბი­დან, თა­ნა­მედ­რო­ვე ის­ტო­რი­ი­დან, ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბი, სა­ი­და­ნაც ხდე­ბა სა­ხე­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა, შერ­ჩე­ვა, კო­მი­სი­ის­თვის ბი­ოგ­რა­ფი­ის წარ­დგე­ნა. გარ­და ამი­სა, ოჯახ­საც ვუ­თან­ხმებთ, აქვს თუ არა სურ­ვი­ლი, მათი ოჯა­ხის წევ­რის სა­ხე­ლი ამა თუ იმ ქუ­ჩას მი­ე­ნი­ჭოს... ხან­და­ხან არის, როცა პი­როვ­ნე­ბა რა­ღა­ცით (სკო­ლით, ბა­ღით, უბ­ნით) უკავ­შირ­დე­ბა კი­დეც იმ ად­გილს...

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თე­მა­ზე მუ­შა­ო­ბი­სას გა­მო­კი­თხვა ჩა­ვა­ტე­რე, - რა ინ­ფორ­მა­ცია აქვთ მო­ქა­ლა­ქე­ებს იმ პი­როვ­ნე­ბა­ზე, ვისი სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩა­ზეც ცხოვ­რო­ბენ და ძა­ლი­ან ცო­ტას თუ აქვს ინ­ფორ­მა­ცია.

- ამის­თვის ქუ­ჩის პირ­ველ ნო­მერ­თან კეთ­დე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი აბრა, სა­დაც იმ პი­როვ­ნე­ბის შე­სა­ხებ მოკ­ლე ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ცნო­ბე­ბია და­ტა­ნი­ლი... ეს ხარ­ვე­ზიც თან­და­თან სწორ­დე­ბა...

- ვთქვათ, კო­მი­სი­ამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, ყვე­ლა შე­თან­ხმდა, მხა­რი და­უ­ჭი­რა, რომ ამა და ამ პი­როვ­ნე­ბის სა­ხე­ლი მი­ე­ნი­ჭოს ქუ­ჩას, მერე რა ხდე­ბა?

- ახა­ლი წე­სის მი­ხედ­ვით, ინ­ფორ­მა­ცია საკ­რე­ბუ­ლოს ვებ-გვერ­დზე იტ­ვირ­თე­ბა, სა­დაც 20 დღეა გან­თავ­სე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ეც­ნოს და ამ პე­რი­ოდ­ში თუ ვინ­მეს რა­ი­მე აზრი გა­უჩ­ნდე­ბა, და­ა­ფიქ­სი­როს. შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პი­რებს განმცხა­დებ­ლებ­თან ერ­თად ვიწ­ვევთ და სა­ჯა­რო გან­ხილ­ვას ვა­წყობთ, გაგ­ვაქვს სა­ხელ­დე­ბის კო­მი­სი­ა­ზე, ხოლო კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცია უკვე ბი­უ­რო­სა და სხდო­მა­ზე გა­დის.

მი­ღე­ბულ გან­კარ­გუ­ლე­ბას კი სა­ჯა­რო რე­ესტრსა და სა­მი­სა­მარ­თო სამ­სა­ხურ­ში ვაგ­ზავ­ნით, - ვთხოვთ, რუ­კა­ზე ქუჩა და­ი­ტა­ნოს და გა­ა­კე­თოს სის­ტე­მუ­რი ნუ­მე­რა­ცია, ანუ ყვე­ლა ბი­ნას და სა­კა­დას­ტრო კოდს უნი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი მი­ა­ნი­ჭოს, რო­მე­ლიც აბ­რა­ზე უნდა იქ­ნას და­ტა­ნი­ლი. რო­გორც კი ეს ყვე­ლა­ფე­რი დას­რულ­დე­ბა, უკვე მე­რი­ის კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურს მივ­მარ­თავთ, რომ­ლიც აბ­რე­ბის დამ­ზა­დებს იწყებს. წელს აბ­რე­ბის­თვის საკ­მა­ოდ გვაქვს თან­ხე­ბი (600.000 ლარი) გა­მო­ყო­ფი­ლი. ამას­თან, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აბ­რე­ბის გა­კე­თე­ბაც გვინ­და...

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- მა­გა­ლი­თად, ამა თუ იმ კვარ­ტალ­ში (გლ­და­ნი, ვარ­კე­თი­ლი) და­იდ­გმე­ბა კვარ­ტა­ლუ­რი რუკა, რო­მელ­ზეც ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ტა­ნე­ბა. ეს ორი­ენ­ტა­ცი­ის­თვის და­ეხ­მა­რე­ბა ადა­მი­ა­ნებს, თუნ­დაც, სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბას, სა­ხან­ძროს, უცხო სტუ­მარს, ტუ­რის­ტებს.

- კე­თილ­მო­წყო­ბის სამ­სა­ხურ­ში, კერ­ძოდ, რო­მე­ლი კომ­პა­ნია მუ­შა­ობს აბ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბა­ზე?

- ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კომ­პა­ნია. მას­თან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა რო­გორც კი გა­ფორმ­დე­ბა, ვი­ბა­რებთ გა­მარ­ჯვე­ბულ კომ­პა­ნი­ას იმის­თვის, თუ რა ხარ­ვე­ზია გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლი, რომ აბ­რე­ბის დამ­ზა­დე­ბი­სას გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს.

- არ­სე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბა რო­დის დას­რულ­დე­ბა?

- ძა­ლი­ან ბევ­რი სა­მუ­შა­ოა, დე­და­ქა­ლა­ქის გარ­და, 21 ქა­ლაქს შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი სო­ფე­ლია, სა­დაც არა­ნაკ­ლე­ბი სა­მუ­შა­ოა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბამ სი­ტუ­ა­ცია გა­ა­მარ­ტი­ვა, თუმ­ცა ზო­გა­დად სკურ­პუ­ლო­ზუ­რი სა­მუ­შა­ოა. ამი­ტომ, ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე­თი­ვე დი­ნა­მი­კა­ში იქ­ნე­ბა სულ, სა­ნამ ქა­ლა­ქის მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი მავ­ნებ­ლო­ბა არ შე­ჩერ­დე­ბა. თუმ­ცა, ჩვე­ნი სამ­სა­ხუ­რი ამ საქ­მე­ში 2006 წლი­დან ჩა­ერ­თო. მა­ნამ­დე მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი ჩვენ­თან არ ინა­ხე­ბა, რად­გა­ნაც, რო­გორც ვამ­ბობ, საკ­რე­ბუ­ლოს ეს ინ­ფორ­მა­ცია 2006 წლი­დან აქვს...

- ამ ქა­ლაქ­ში უსა­ხე­ლო ქუ­ჩე­ბიც დაგ­როვ­და. რას გვე­ტყვით ამა­ზე?

- დიახ, უამ­რა­ვი უსა­ხე­ლო ქუ­ჩაა, რა­საც მივ­ყვე­ბით და ნელ-ნელა ვა­კე­თებთ... ყვე­ლა­ფე­რი მშე­ნებ­ლო­ბის ბუ­მის ბრა­ლია... გა­ჩე­რე­ბე­ბის სა­ხელ­დე­ბაც გვინ­და, რომ ავ­ტო­ბუ­სის გა­ჩე­რე­ბე­ბი გა­მო­ცხად­დეს. ამას­თან ახა­ლი მეტ­როს გახ­სნა, სკვე­რე­ბი, გამ­ზი­რე­ბი, პარ­კე­ბი ჩვე­ნი კომ­პე­ტენ­ცი­აა. მოკ­ლედ, არ ვჩერ­დე­ბით, თუმ­ცა საქ­მე ძა­ლი­ან ბევ­რია.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება

რატომ ვერ აგნებთ მისამართებს თბილისში? - ქუჩისთვის სახელის მინიჭების პროცედურა და სიახლეები, რომელიც დედაქალაქში იგეგმება

ალბათ ხშირად აღმოჩენილხართ სიტუაციაში, როცა ამა თუ იმ მისამართისთვის ვერ მიგიგნიათ, ან უსახელო ქუჩაზე მოხვედრილხართ. ამის მიზეზი ის გამუდმებული მშენებლობის ბუმია, რომელიც უკვე რამდენი წელია ჩვენს ქალაქშია გაჩაღებული. წინსვლის და განვითარების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ ასე ქაოსურად მშენებლობის დაწყება კი არა, არანაირი საქმის წამოწყება არ შეიძლება. ქალაქის გაზრდა დაერთო კომუნისტებისდროინდელი ქუჩების სახელდების სისტემით გამოწვეულ უამრავ ხარვეზს, საბოლოოდ კი ხელში შეგვრჩა მძიმე შედეგი...

"ტექნოლოგიების არქონა, კუსტარულად კეთდებოდა ყველაფერი, არა ნახაზი, არა რუკა. მოკლედ, ნახაზმა ბევრი რამ დახვეწა და ახლა ხარვეზებს თანდათან ვასწორებთ. საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული, უამრავი რამ შეიცვალა, ახალი პიროვნებების ბიოგრაფიები გახდა საჭირო, თან, ქალაქიც გაიზარდა, უსახელო ქუჩები გაჩნდა. მოკლედ, ბევრი ნიუანსია, ვცდილობთ, საზოგადოების, მოქალაქეების აზრი გავითვალისწინოთ", - გვეუბნება ლია ჯახველაძე, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, "სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის" თავმჯდომარე.

"ის, რომ ზოგჯერ ამა თუ იმ მისამართის მისაგნებად დროს და ენერგიას ვკარგავთ, ეს მაინც იმ არქიტექტურული თუ მშენებლობის ბუმით გამოწვეული პრობლემაა, რომელიც წლებია ქალაქში გრძელდება. ჩაემატა კორპუსები და რიგითობა თავისთავად დაირღვა. ამასთან, პრობლემაა ისიც, როდესაც ერთი ქუჩის პარალელურად, მიმდებარედ მიმდინარეობს განაშენიანება, მაგალითისთვის თენგიზ აბულაძის ქუჩა რომ ავიღოთ, იმ დასახლებაში ყველაფერი თენგიზ აბულაძეთი გადაინომრა. თან, რიგითობა და ნუმერაცია იმის მიხედვით მიენიჭა, როდის რომელი კორპუსი აშენდა. ამან გადანომვრის თვალსაზრისით, სერიოზული გაუგებრობა წარმოქმნა, სხვა რომ არაფერი, ახალი ქუჩა გაჩნდა. ქუჩა ჩიხით, ჩიხის შესასვლელით და გასასვლელით. ეს კატეგორიულად დაუშვებელია!

ქუჩა არის ერთი არტერია და უნდა ჰქონდეს ან შესასვლელი, ან გასავლელი, ან ჩიხი. თუ შესასვლელი უკეთდება და კიდევ რაღაც ქვედანაყოფი, უკვე ცალკე ქუჩად უნდა გამოიყოს და კორპუსებს მისამართი შეეცვალოს", - გვიხსნის ქალბატონი ლია.

- ისე, დასახლებებში კორპუსები უმეტესად არა ქუჩებით, არამედ, მიკრორაიონებითა და კვარტლებით არის დამისამართებული...

- კვარტალიც არ არის სწორი და თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი სახელწოდება, ის მშენებლობის პროცესში მინიჭებული მისამართია, რომელიც უბრალოდ შემორჩა. მათ შეცვლას მოქალაქეები ჯერჯერობით მტკივნეულად უდგებიან, ამიტომ, შეცვლისგან თავს ვიკავებთ.

ასე რომ, სადაც ასე თუ ისე დამჯდარი მისამართია, ჯერ არ ვეხებით.

მაგალითისთვის ავიღოთ, "ჭავჭავაძის 5". ეს მისამართი დეველოპერულმა კომპანიამ მიანიჭა და ამით ხალხი მიიზიდა, მაგრამ სად აშენდა ეს კორპუსები? ჭავჭავაძის გამზირიდან აბსოლუტურად მოცილებულად, ახალ გზაზე.

- ვიღაც ხომ უნდა აკონტროლებდეს ამას?

- ამიტომაც დავიწყეთ კონტროლი, - მივანიჭეთ მას ქუჩის სახელი, მაგრამ მოსახლეობა მოვიდა და ითხოვა, "ჭავჭავაძის 5" დაგვიბრუნეთო. ეგონათ, რომ მათ ეს მისამართი წავართვით, არადა, არასდროს ჰქონიათ ასეთი სახელი, ის დეველოპერული კომპანიის სახელწოდება გახლდათ. რეალურად, ჭავჭავაძის 5 უნივერსიტეტის I კორპუსის მიმდებარედაა. ბევრია ასეთი დარღვევა.

- ზოგადად როგორ ხდება მონაკვეთისთვის ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის სახელის მინიჭება. რა ეტაპებია ამისთვის გასავლელი?

- გვაქვს შესაბამისი ბაზა და ამავე დროს, მომართვებიც - ხან საინიციატივო ჯგუფი მოგვმართავს, ხან - სამთავრობო. არის დამეგობრებული ქალაქების ნუსხა, გვყავს უამრავი გმირი აფხაზეთის, სამაჩაბლოს ომებიდან, თანამედროვე ისტორიიდან, ღირსეული პიროვნებები, საიდანაც ხდება სახელების მოძიება, შერჩევა, კომისიისთვის ბიოგრაფიის წარდგენა. გარდა ამისა, ოჯახსაც ვუთანხმებთ, აქვს თუ არა სურვილი, მათი ოჯახის წევრის სახელი ამა თუ იმ ქუჩას მიენიჭოს... ხანდახან არის, როცა პიროვნება რაღაცით (სკოლით, ბაღით, უბნით) უკავშირდება კიდეც იმ ადგილს...

- ცოტა ხნის წინ, ერთ-ერთ თემაზე მუშაობისას გამოკითხვა ჩავატერე, - რა ინფორმაცია აქვთ მოქალაქეებს იმ პიროვნებაზე, ვისი სახელობის ქუჩაზეც ცხოვრობენ და ძალიან ცოტას თუ აქვს ინფორმაცია.

- ამისთვის ქუჩის პირველ ნომერთან კეთდება სპეციალური აბრა, სადაც იმ პიროვნების შესახებ მოკლე ბიოგრაფიული ცნობებია დატანილი... ეს ხარვეზიც თანდათან სწორდება...

- ვთქვათ, კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ყველა შეთანხმდა, მხარი დაუჭირა, რომ ამა და ამ პიროვნების სახელი მიენიჭოს ქუჩას, მერე რა ხდება?

- ახალი წესის მიხედვით, ინფორმაცია საკრებულოს ვებ-გვერდზე იტვირთება, სადაც 20 დღეა განთავსებული იმისთვის, რომ საზოგადოება გაეცნოს და ამ პერიოდში თუ ვინმეს რაიმე აზრი გაუჩნდება, დააფიქსიროს. შემდეგ ამ ყველაფრის გათვალისწინებით, დაინტერესებულ პირებს განმცხადებლებთან ერთად ვიწვევთ და საჯარო განხილვას ვაწყობთ, გაგვაქვს სახელდების კომისიაზე, ხოლო კომისიის რეკომენდაცია უკვე ბიუროსა და სხდომაზე გადის.

მიღებულ განკარგულებას კი საჯარო რეესტრსა და სამისამართო სამსახურში ვაგზავნით, - ვთხოვთ, რუკაზე ქუჩა დაიტანოს და გააკეთოს სისტემური ნუმერაცია, ანუ ყველა ბინას და საკადასტრო კოდს უნიკალური ნომერი მიანიჭოს, რომელიც აბრაზე უნდა იქნას დატანილი. როგორც კი ეს ყველაფერი დასრულდება, უკვე მერიის კეთილმოწყობის სამსახურს მივმართავთ, რომლიც აბრების დამზადებს იწყებს. წელს აბრებისთვის საკმაოდ გვაქვს თანხები (600.000 ლარი) გამოყოფილი. ამასთან, განსხვავებული აბრების გაკეთებაც გვინდა...

- რას გულისხმობთ?

- მაგალითად, ამა თუ იმ კვარტალში (გლდანი, ვარკეთილი) დაიდგმება კვარტალური რუკა, რომელზეც ყველაფერი დაიტანება. ეს ორიენტაციისთვის დაეხმარება ადამიანებს, თუნდაც, სასწრაფო დახმარებას, სახანძროს, უცხო სტუმარს, ტურისტებს.

- კეთილმოწყობის სამსახურში, კერძოდ, რომელი კომპანია მუშაობს აბრების დამზადებაზე?

- ტენდერში გამარჯვებული კომპანია. მასთან ხელშეკრულება როგორც კი გაფორმდება, ვიბარებთ გამარჯვებულ კომპანიას იმისთვის, თუ რა ხარვეზია გამოსასწორებელი, რომ აბრების დამზადებისას გაითვალისწინოს.

- არსებული ხარვეზების გამოსწორება როდის დასრულდება?

- ძალიან ბევრი სამუშაოა, დედაქალაქის გარდა, 21 ქალაქს შემოერთებული სოფელია, სადაც არანაკლები სამუშაოა ჩასატარებელი. თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებამ სიტუაცია გაამარტივა, თუმცა ზოგადად სკურპულოზური სამუშაოა. ამიტომ, ეს ყველაფერი ისეთივე დინამიკაში იქნება სულ, სანამ ქალაქის მშენებლობით გამოწვეული მავნებლობა არ შეჩერდება. თუმცა, ჩვენი სამსახური ამ საქმეში 2006 წლიდან ჩაერთო. მანამდე მომხდარი ცვლილებები ჩვენთან არ ინახება, რადგანაც, როგორც ვამბობ, საკრებულოს ეს ინფორმაცია 2006 წლიდან აქვს...

- ამ ქალაქში უსახელო ქუჩებიც დაგროვდა. რას გვეტყვით ამაზე?

- დიახ, უამრავი უსახელო ქუჩაა, რასაც მივყვებით და ნელ-ნელა ვაკეთებთ... ყველაფერი მშენებლობის ბუმის ბრალია... გაჩერებების სახელდებაც გვინდა, რომ ავტობუსის გაჩერებები გამოცხადდეს. ამასთან ახალი მეტროს გახსნა, სკვერები, გამზირები, პარკები ჩვენი კომპეტენციაა. მოკლედ, არ ვჩერდებით, თუმცა საქმე ძალიან ბევრია.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი