სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი
რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ მო­ი­პო­ვეს სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, რო­მელ­ზეც 22 მარტს აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში მომ­ხდა­რი ავა­რი­აა ასა­ხუ­ლი. სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რით გა­და­ღე­ბუ­ლი კად­რე­ბის მი­ხედ­ვით შე­საძ­ლე­ბე­ლია მაქ­სი­მა­ლუ­რად აღ­ვად­გი­ნოთ მომ­ხდა­რი ავა­რი­ის სუ­რა­თი.

ავა­რი­ის სუ­რა­თი

22 მარ­ტი. დი­ლის 08:15 სა­ა­თი. დედა-შვი­ლი გა­ჩე­რე­ბა­ზე მი­დის, ისი­ნი იქვე ცხოვ­რო­ბენ, ე.წ ვაშ­ლი­ჯვრის დევ­ნილ­თა და­სახ­ლე­ბა­ში. ქალს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლი სკო­ლა­ში მიჰ­ყავს. "ემ­ბა­ვუ­დი­სა" და "ელიტ ელექტრო­ნიქ­სის" მიმ­დე­ბა­რედ გა­ჩე­რე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ბოძი - "გა­ჩე­რე­ბა მო­თხოვ­ნით" დგას, სა­დაც არ არის მო­წყო­ბი­ლი შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, ისე რო­გორც სხვა გა­ჩე­რე­ბებ­ზე. დედა-შვი­ლი სწო­რედ ამ გა­ჩე­რე­ბის ბოძთან, ტრო­ტუ­არ­ზე ჩერ­დე­ბა. მა­ლე­ვე ვი­თარ­დე­ბა სა­ბე­დის­წე­რო მოვ­ლე­ნე­ბი...

იხი­ლეთ ვი­დეო, რო­მელ­შიც გუ­შინ­დე­ლი სა­ზა­რე­ლი ავა­რი­ის მო­მენ­ტი ჩანს - სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რი (+18)

კად­რე­ბი სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რი­დან

თვითმხილ­ვე­ლე­ბის ნა­ამ­ბო­ბით ირ­კვე­ვა, რომ აღ­მა­შე­ნებ­ლის ხე­ი­ვან­ში, სა­დაც ცალ­მხრი­ვი მოძ­რა­ო­ბაა, სა­ვა­რა­უ­დოდ BMW E60 მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლი მძღო­ლის მხრი­დან ეჯა­ხე­ბა მის წინ მი­მა­ვალ BMW E36-ის მარ­კის მან­ქა­ნას. ეს უკა­ნას­კნე­ლი და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად კარ­გავს მოძ­რა­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას, გა­და­დის გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლი­დან, ინერ­ცი­ით ადის ტრო­ტუ­არ­ზე, ეჯა­ხე­ბა გა­ჩე­რე­ბის ბოძს და დედა-შვილს. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, შე­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად, ბოძი მო­წყდა ად­გი­ლი­დან და გო­გო­ნას და­ე­ცა თავ­ზე.

და­ღუ­პუ­ლი გო­გო­ნა და და­შა­ვე­ბუ­ლი ქალი

მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვას მცი­რე­წლო­ვა­ნი ემსხვერ­პლა. 9 წლის გო­გო­ნა ად­გილ­ზე და­ი­ღუ­პა. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მას თავ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ გა­ჩე­რე­ბის აღმნიშ­ვნე­ლი ბოძი მოხ­ვდა.

ავა­რი­ის დროს და­შა­ვე­ბუ­ლი 45 წლის ქა­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა სტა­ბი­ლუ­რად მძი­მეა. თბი­ლი­სის ცენ­ტრა­ლურ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში აცხა­დე­ბენ, რომ "პა­ცი­ენ­ტი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში შეყ­ვა­ნის წუ­თი­დან მარ­თვით სუნ­თქვა­ზე და მე­დი­კა­მენ­ტო­ზურ ძილ­ში იმ­ყო­ფე­ბა".დედა ამ დრომ­დე სა­ა­ვად­მყო­ფოს რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­შია.

ავა­რი­ა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლე­ბი

ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე ორი­ვე BMW-ს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცე­ბი მარ­თავ­დნენ. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი ყვე­ბი­ან, როცა მან­ქა­ნი­დან გად­მო­ვიდ­ნენ, ორი­ვე მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო. თვითმხილ­ვე­ლე­ბის თქმით, მძღო­ლებს და­ზი­ა­ნე­ბე­ბი არ ჰქო­ნი­ათ:

"ვცდი­ლობ­დით მან­ქა­ნი­დან ამოგ­ვეყ­ვა­ნა ერთ-ერთი მძღო­ლი, რომ­ლის BMW-ც შე­ე­ჯა­ხა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცი­რე­ო­დე­ნი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი. მე­ო­რე მძღო­ლი და­შა­ვე­ბუ­ლი არ იყო. პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და, ორი­ვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს" - გვიყ­ვე­ბა თვითმხილ­ვე­ლი, რო­მე­ლიც ავა­რი­ის მო­მენტს შე­ეს­წრო.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი

რო­გორც ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის თვითმხილ­ველ­მა ვა­ლე­რი ვარ­ნე­ჩოვ­მა AMBEBI.GE-ს გა­ნუ­ცხა­და, 11 წლის გო­გო­ნა დე­დას­თან ერ­თად გა­ჩე­რე­ბა­ზე იდგა, როცა მან­ქა­ნა ჯერ გა­ნა­თე­ბის ბოძს, შემ­დეგ კი მათ და­ე­ჯა­ხა. მი­სი­ვე თქმით, გო­გო­ნას თავ­ში სა­ვა­რა­უ­დოდ, გა­ჩე­რე­ბის ბო­ძის დე­ტა­ლი მოხ­ვდა.

"შე­ჯა­ხე­ბის ხმა­ზე მოვტრი­ალ­დი და და­ვი­ნა­ხე ქალი და­ვარ­და. გა­ვი­ქე­ცი გა­ჩე­რე­ბის­კენ. 4 წელი "ემ­ბა­ვუდ­ში" ვმუ­შა­ობ და ყვე­ლას ვიც­ნობ ვინ დგე­ბა გა­ჩე­რე­ბას­თან. ვი­ცა­ნი ეს ბავ­შვი და დე­და­მი­სი, გო­გო­ნას ხან დედა ატა­რებ­და, ხან ძმა, ხან მამა, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბავ­შვი იყო. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი. ისე­თი სუ­რა­თი ვნა­ხე, რომ ბავ­შვთან ვე­ღარ მი­ვე­დი. შევ­ხე­დე, რომ ბო­ძის დე­ტა­ლი მოხ­ვდა ბავ­შვს თავ­ში. ვე­ღარც დე­და­მის­თან მი­ვე­დი, ცუ­დად გავ­ხდი ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა იყო... 9-10 წუთ­ში სას­წრა­ფო მო­ვი­და, ქალი იწვა გა­უნ­ძრევ­ლად და გარ­დაც­ვლი­ლი გვე­გო­ნა, რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დი, და­ვი­ნა­ხე, კა­ბას ის­წო­რებ­და. ქალი გა­დარ­ჩა... გო­გო­ნას ჩან­თა, მო­ბი­ლუ­რი ავი­ღე, მტვერ­ში მოს­ვრი­ლი იყო და ყვე­ლა­ფე­რი პატ­რულს მი­ვე­ცი", - აღ­ნიშ­ნა ვა­ლე­რი ვარ­ნე­ჩოვ­მა.

კი­დევ ერთი თვითმხილ­ვე­ლი, რო­მელ­მაც ვი­ნა­ო­ბის გამ­ხე­ლა არ ისურ­ვა, ავა­რი­ის შემ­დგომ დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს:

"ად­გილ­ზე რომ მი­ვე­დი, დედა-შვი­ლი სის­ხლში და მტვერ­ში იყო ამოს­ვრი­ლი. ისე­თი სა­ში­ნე­ლი სუ­რა­თი დაგ­ვხვდა, არც მი­ფიქ­რია თუ რო­მე­ლი­მე ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ მო­მენ­ტში და­ვი­ნა­ხეთ, რომ ქალ­მა ხელი აწია და მივ­ხვდით, რომ გა­დარ­ჩა. მო­მენ­ტა­ლუ­რად გა­ჩერ­და მოძ­რა­ო­ბა ირ­გვლივ, ყვე­ლა სას­წრა­ფო­ში რე­კავ­და და ცდი­ლობ­და და­შა­ვე­ბუ­ლე­ბის­თვის პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­ე­ჩი­ნა. ასე­ვე ვცდი­ლობ­დით მან­ქა­ნი­დან ამოგ­ვეყ­ვა­ნა ერთ-ერთი მძღო­ლი, რომ­ლის BMW-ც შე­ე­ჯა­ხა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცი­რე­ო­დე­ნი და­ზი­ა­ნე­ბა ჰქონ­და, სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი. მე­ო­რე მძღო­ლი და­შა­ვე­ბუ­ლი არ იყო. პო­ლი­ცია რომ მო­ვი­და, ორი­ვე ექ­სპერ­ტი­ზა­ზე გა­და­იყ­ვა­ნეს. სას­წრა­ფო მა­ლე­ვე მო­ვი­და. მა­შინ­ვე და­ა­დას­ტუ­რეს, რომ გო­გო­ნა ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. ქალი სას­წრა­ფო­თი გა­და­იყ­ვა­ნეს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში", - ამ­ბობს თვითმხილ­ვე­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ ფაქ­ტზე გა­მო­ძი­ე­ბა 276-ე მუხ­ლის მე­ხუ­თე ნა­წი­ლით და­ი­წყო, რაც გუ­ლის­ხმობს სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის, ან უსაფრ­თხო­ე­ბის წე­სის დარ­ღვე­ვას, რა­მაც გა­მო­იწ­ვია 1 ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა.

ნინო ხოზ­რე­ვა­ნი­ძე, ნიკა სა­ჯა­ია

AMBEBI.GE; PALITRAVIDEO.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

რა ვიცით აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავარიაზე - სათვალთვალო კამერის კადრები და შემთხვევის თვითმხილველების ნაამბობი

PALITRAVIDEO-მ და AMBEBI.GE-მ მოიპოვეს სათვალთვალო კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც 22 მარტს აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავარიაა ასახული. სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრების მიხედვით შესაძლებელია მაქსიმალურად აღვადგინოთ მომხდარი ავარიის სურათი.

ავარიის სურათი

22 მარტი. დილის 08:15 საათი. დედა-შვილი გაჩერებაზე მიდის, ისინი იქვე ცხოვრობენ, ე.წ ვაშლიჯვრის დევნილთა დასახლებაში. ქალს მცირეწლოვანი შვილი სკოლაში მიჰყავს. "ემბავუდისა" და "ელიტ ელექტრონიქსის" მიმდებარედ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი - "გაჩერება მოთხოვნით" დგას, სადაც არ არის მოწყობილი შესაბამისი ინფრასტრუქტურა, ისე როგორც სხვა გაჩერებებზე. დედა-შვილი სწორედ ამ გაჩერების ბოძთან, ტროტუარზე ჩერდება. მალევე ვითარდება საბედისწერო მოვლენები...

იხილეთ ვიდეო, რომელშიც გუშინდელი საზარელი ავარიის მომენტი ჩანს - სათვალთვალო კამერის ჩანაწერი (+18)

კადრები სათვალთვალო კამერიდან

თვითმხილველების ნაამბობით ირკვევა, რომ აღმაშენებლის ხეივანში, სადაც ცალმხრივი მოძრაობაა, სავარაუდოდ BMW E60 მარკის ავტომობილი მძღოლის მხრიდან ეჯახება მის წინ მიმავალ BMW E36-ის მარკის მანქანას. ეს უკანასკნელი დაჯახების შედეგად კარგავს მოძრაობის მიმართულებას, გადადის გზის სავალი ნაწილიდან, ინერციით ადის ტროტუარზე, ეჯახება გაჩერების ბოძს და დედა-შვილს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, შეჯახების შედეგად, ბოძი მოწყდა ადგილიდან და გოგონას დაეცა თავზე.

დაღუპული გოგონა და დაშავებული ქალი

მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ემსხვერპლა. 9 წლის გოგონა ადგილზე დაიღუპა. თვითმხილველების თქმით, მას თავში სავარაუდოდ გაჩერების აღმნიშვნელი ბოძი მოხვდა.

ავარიის დროს დაშავებული 45 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ "პაციენტი საავადმყოფოში შეყვანის წუთიდან მართვით სუნთქვაზე და მედიკამენტოზურ ძილში იმყოფება". დედა ამ დრომდე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია.

ავარიაში მონაწილე მძღოლები

ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე ორივე BMW-ს ახალგაზრდა მამაკაცები მართავდნენ. როგორც თვითმხილველები ყვებიან, როცა მანქანიდან გადმოვიდნენ, ორივე მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იყო. თვითმხილველების თქმით, მძღოლებს დაზიანებები არ ჰქონიათ:

"ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს" - გვიყვება თვითმხილველი, რომელიც ავარიის მომენტს შეესწრო.

თვითმხილველები

როგორც ავტოსაგზაო შემთხვევის თვითმხილველმა ვალერი ვარნეჩოვმა AMBEBI.GE-ს განუცხადა, 11 წლის გოგონა დედასთან ერთად გაჩერებაზე იდგა, როცა მანქანა ჯერ განათების ბოძს, შემდეგ კი მათ დაეჯახა. მისივე თქმით, გოგონას თავში სავარაუდოდ, გაჩერების ბოძის დეტალი მოხვდა.

"შეჯახების ხმაზე მოვტრიალდი და დავინახე ქალი დავარდა. გავიქეცი გაჩერებისკენ. 4 წელი "ემბავუდში" ვმუშაობ და ყველას ვიცნობ ვინ დგება გაჩერებასთან. ვიცანი ეს ბავშვი და დედამისი, გოგონას ხან დედა ატარებდა, ხან ძმა, ხან მამა, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო. შოკში ჩავვარდი. ისეთი სურათი ვნახე, რომ ბავშვთან ვეღარ მივედი. შევხედე, რომ ბოძის დეტალი მოხვდა ბავშვს თავში. ვეღარც დედამისთან მივედი, ცუდად გავხდი ისეთი მდგომარეობა იყო... 9-10 წუთში სასწრაფო მოვიდა, ქალი იწვა გაუნძრევლად და გარდაცვლილი გვეგონა, რომ მივუახლოვდი, დავინახე, კაბას ისწორებდა. ქალი გადარჩა... გოგონას ჩანთა, მობილური ავიღე, მტვერში მოსვრილი იყო და ყველაფერი პატრულს მივეცი", - აღნიშნა ვალერი ვარნეჩოვმა.

კიდევ ერთი თვითმხილველი, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, ავარიის შემდგომ დეტალებს იხსენებს:

"ადგილზე რომ მივედი, დედა-შვილი სისხლში და მტვერში იყო ამოსვრილი. ისეთი საშინელი სურათი დაგვხვდა, არც მიფიქრია თუ რომელიმე ცოცხალი იქნებოდა. ამ მომენტში დავინახეთ, რომ ქალმა ხელი აწია და მივხვდით, რომ გადარჩა. მომენტალურად გაჩერდა მოძრაობა ირგვლივ, ყველა სასწრაფოში რეკავდა და ცდილობდა დაშავებულებისთვის პირველადი დახმარება აღმოეჩინა. ასევე ვცდილობდით მანქანიდან ამოგვეყვანა ერთ-ერთი მძღოლი, რომლის BMW-ც შეეჯახა ბოძს და დედა-შვილს. ამ მძღოლს მცირეოდენი დაზიანება ჰქონდა, სერიოზული არაფერი. მეორე მძღოლი დაშავებული არ იყო. პოლიცია რომ მოვიდა, ორივე ექსპერტიზაზე გადაიყვანეს. სასწრაფო მალევე მოვიდა. მაშინვე დაადასტურეს, რომ გოგონა ადგილზე გარდაიცვალა. ქალი სასწრაფოთი გადაიყვანეს საავადმყოფოში", - ამბობს თვითმხილველი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის, ან უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია 1 ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ნინო ხოზრევანიძე, ნიკა საჯაია

AMBEBI.GE;  PALITRAVIDEO.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი