პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
დღის ბოლო სიახლეები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა
შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს­თან საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია - "არა ჩა­დე­ბას" მიმ­დი­ნა­რე­ობს. აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ის ადა­მი­ა­ნე­ბი იღე­ბენ, ვინც თა­ვი­სი ახ­ლობ­ლე­ბის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტე­ბენ და აცხა­დე­ბენ, რომ მათ ნარ­კო­ტი­კე­ბი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა ჩა­უ­დეს.

აქ­ცი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლიც, რომ­ლის თქმი­თაც, ასე­ვე უკა­ნო­ნოდ არის და­კა­ვე­ბუ­ლი მისი მე­გო­ბა­რი მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლი.

"დღეს ვაპ­რო­ტეს­ტებთ ნარ­კო­პო­ლი­ტი­კას და გვერ­დში ვუდ­გა­ვართ ჩემს მე­გო­ბარს, რო­მელ­საც ჩა­უ­დეს ნარ­კო­ტი­კი. ის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­შია. ვა­პი­რებ, რომ ბო­ლომ­დე და­ვუდ­გე მას გვერ­დში და ყვე­ლა ადა­მი­ანს ვუ­ცხა­დებ სო­ლი­და­რო­ბას, ვი­საც ასე­თი პრობ­ლე­მა აქვს", - გა­ნა­ცხა­და ანა მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­კითხს, თუ რამ­დე­ნად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი მისი მე­გობ­რის და­კა­ვე­ბა უკავ­შირ­დე­ბო­დეს პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებს. ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის თქმით, "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზ­რის მქო­ნე ადა­მი­ა­ნე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი რად­გან ასე იდევ­ნე­ბი­ან, ალ­ბათ ამ ყვე­ლა­ფერ­ში არის რა­ღაც კავ­ში­რი".

აქ­ცი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა და­კა­ვე­ბუ­ლი მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლის მა­მაც. მისი თქმით, მისი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ შსს, პრო­კუ­რა­ტუ­რა და სა­სა­მარ­თლო ორ­კეს­ტი­რი­რე­ბუ­ლად მოქ­მე­დე­ბენ.

"ეს არის აბ­სო­ლუ­ტუ­რად უკა­ნო­ნო. ჩა­დე­ბა კი არ იყო, უბ­რა­ლოდ უთხრეს მე­ო­რე დღეს, რომ ეს წამ­ლე­ბი მას ეკუთ­ვნო­და. არა­ვი­თა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს",- აღ­ნიშ­ნა ლადო თა­თა­რიშ­ვილ­მა.

ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძის თქმით კი, რო­მე­ლიც მისი შვი­ლის და­კა­ვე­ბას აპ­რო­ტეს­ტებს, ეს არის მხო­ლოდ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აქ­ცია.

"სპე­ცო­პე­რა­ცია ჩემი შვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ჩა­ა­ტა­რა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ოჯახ­მა. ამ სპე­ცო­პე­რა­ცი­ას არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რად ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სუს-ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე იო­სებ გო­გაშ­ვი­ლი. პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მელ­მაც თით­ქოს­და ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცია მი­ი­ღო, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლის სიძე. ეს იყო ჩვე­უ­ლებ­რი­ვი არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლის მიერ და­გეგ­მი­ლი სპე­ცო­პე­რა­ცია, რო­მე­ლიც მიზ­ნად ისა­ხავ­და ჩემი ჟურ­ნა­ლის­ტუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ას. ეს არ გა­მო­ვა. ეს ძა­ლა­დობ­რი­ვი მან­ქა­ნა აუ­ცი­ლებ­ლად შე­ჩერ­დე­ბა. ეს არის მხო­ლოდ გა­მაფრ­თხი­ლე­ბე­ლი აქ­ცია და სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­რძელ­დე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ელი­სო კი­ლა­ძემ და აღ­ნიშ­ნა, რომ მისი შვი­ლის საქ­მე­ზე აპი­რებს ევ­რო­პის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლო­საც მი­მარ­თოს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ შსს-სთან მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტე­სო აქ­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მო­ნა­წი­ლემ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სიმ­ბო­ლუ­რად ჯი­ბე­ე­ბი ამო­ი­კე­რა. მათ შო­რის არი­ან: ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის "სა­მარ­თალ­დამ­ცველ­თა რე­ფორ­მი­რე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი" ზვი­ად კუპ­რა­ვა, პრე­ზი­დენ­ტის შვი­ლის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბუ­ლი მე­გობ­რის მი­ხე­ილ თა­თა­რიშ­ვი­ლის მამა და სხვე­ბი.

"ეს აქ­ცია არის სა­მო­ქა­ლა­ქო პრო­ტეს­ტი იმ უკა­ნო­ნო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, რო­მელ­საც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახორ­ცი­ე­ლებს შსს-ს ხე­ლით. ეს უკა­ნო­ნო­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის, ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ჩვენ პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად ამო­ვი­კე­რეთ ჯი­ბე­ე­ბი. ასე ჯი­ბე­ა­მო­კე­რი­ლე­ბი ვივ­ლით იქამ­დე, ვიდ­რე შსს არ შე­წყვეტს "ჩა­დე­ბებს" თა­ვი­სი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ", - გა­ნა­ცხა­და კუპ­რა­ვამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა

შსს-სთან აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს, რომლის რამდენიმე მონაწილემაც პროტესტის ნიშნად ჯიბეები ამოიკერა

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქცია - ”არა ჩადებას” მიმდინარეობს. აქციაში მონაწილეობას ის ადამიანები იღებენ, ვინც თავისი ახლობლების დაკავებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ ნარკოტიკები სამართალდამცავებმა ჩაუდეს.

აქციაში მონაწილეობს პრეზიდენტის შვილი ანა მარგველაშვილიც, რომლის თქმითაც, ასევე უკანონოდ არის დაკავებული მისი მეგობარი მიხეილ თათარიშვილი.

”დღეს ვაპროტესტებთ ნარკოპოლიტიკას და გვერდში ვუდგავართ ჩემს მეგობარს, რომელსაც ჩაუდეს ნარკოტიკი. ის უკანონო პატიმრობაშია. ვაპირებ, რომ ბოლომდე დავუდგე მას გვერდში და ყველა ადამიანს ვუცხადებ სოლიდარობას, ვისაც ასეთი პრობლემა აქვს”, - განაცხადა ანა მარგველაშვილმა.

რაც შეეხება საკითხს, თუ რამდენად არის შესაძლებელი მისი მეგობრის დაკავება უკავშირდებოდეს პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. ანა მარგველაშვილის თქმით, ”განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების ახლობლები რადგან ასე იდევნებიან, ალბათ ამ ყველაფერში არის რაღაც კავშირი”.

აქციაზე იმყოფება დაკავებული მიხეილ თათარიშვილის მამაც. მისი თქმით, მისი შვილის წინააღმდეგ შსს, პროკურატურა და სასამართლო ორკესტირირებულად მოქმედებენ.

”ეს არის აბსოლუტურად უკანონო. ჩადება კი არ იყო, უბრალოდ უთხრეს მეორე დღეს, რომ ეს წამლები მას ეკუთვნოდა. არავითარი მტკიცებულებები არ არსებობს”,- აღნიშნა ლადო თათარიშვილმა.

ჟურნალისტ ელისო კილაძის თქმით კი, რომელიც მისი შვილის დაკავებას აპროტესტებს, ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია.

”სპეცოპერაცია ჩემი შვილის წინააღმდეგ ჩაატარა ბიძინა ივანიშვილის ოჯახმა. ამ სპეცოპერაციას არაოფიციალურად ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის მოადგილე იოსებ გოგაშვილი. პოლიციელი, რომელმაც თითქოსდა ოპერატიული ინფორმაცია მიიღო, არის ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის სიძე. ეს იყო ჩვეულებრივი არაფორმალური მმართველის მიერ დაგეგმილი სპეცოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა ჩემი ჟურნალისტული საქმიანობის ლიკვიდაციას. ეს არ გამოვა. ეს ძალადობრივი მანქანა აუცილებლად შეჩერდება. ეს არის მხოლოდ გამაფრთხილებელი აქცია და სამოქალაქო პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება”, - განაცხადა ელისო კილაძემ და აღნიშნა, რომ მისი შვილის საქმეზე აპირებს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოსაც მიმართოს.

აღსანიშნავია, რომ შსს-სთან მიმდინარე საპროტესო აქციის რამდენიმე მონაწილემ პროტესტის ნიშნად სიმბოლურად ჯიბეები ამოიკერა. მათ შორის არიან: ორგანიზაციის „სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი“ ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის შვილის ანა მარგველაშვილის დაკავებული მეგობრის მიხეილ თათარიშვილის მამა და სხვები.

”ეს აქცია არის სამოქალაქო პროტესტი იმ უკანონობის წინააღმდეგ, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს შსს-ს ხელით. ეს უკანონობა ხორციელდება ჩვენი მეგობრების, ჩვენი თანამოქალაქეების წინააღმდეგ. ჩვენ პროტესტის ნიშნად ამოვიკერეთ ჯიბეები. ასე ჯიბეამოკერილები ვივლით იქამდე, ვიდრე შსს არ შეწყვეტს „ჩადებებს“ თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ”, - განაცხადა კუპრავამ.

"ინტერპრესნიუსი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი