პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

5

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 10:42-ზე, მთვარე კირჩხიბშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადაადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას.
სამხედრო
სპორტი
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილი - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა
მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილი - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლი­ერ­მა ქარ­მა თბი­ლის­სა და რე­გი­ო­ნებ­ში პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა. ძლი­ე­რი ქა­რის გამო სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ მო­ი­მა­ტა. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, დი­ღომ­ში, "გუდ­ვილ­თან" ერთ-ერთ ავ­ტო­მო­ბილს ხე და­ე­ცა.

შემ­თხვე­ვის შე­დე­გად არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. ასე­ვე, ფი­ლარ­მო­ნი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ძლი­ერ­მა ქარ­მა სა­რეკ­ლა­მო ბა­ნე­რე­ბი ჩა­მო­აგ­დო.

იხი­ლეთ ვი­დეო

ყვე­ლა­ზე მეტი გა­მო­ძა­ხე­ბა დიდი დიღ­მი­დან და გლ­და­ნი­და­ნაა. გა­მო­ძა­ხე­ბე­ბის ძი­რი­თა­დი მი­ზე­ზი ხის ტო­ტე­ბის მო­ტეხ­ვაა. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძა­ხე­ბებ­ზე მყი­სი­ე­რი რე­ა­გი­რე­ბა ხდე­ბა.

ძლი­ერ­მა ქარ­მა პრობ­ლე­მე­ბი შექ­მნა რუს­თავ­შიც. სპორ­ტის ქუ­ჩის #2-თან ქარ­მა ორი ხე მოგ­ლი­ჯა. ხე­ე­ბის წაქ­ცე­ვის შე­დე­გად, არა­ვინ და­შა­ვე­ბუ­ლა. გარ­და ამი­სა, რუს­თა­ვის მე­რი­ის "ცხე­ლი ხა­ზის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ძლი­ე­რი ქა­რის შე­დე­გად სა­ხუ­რა­ვის და­ზი­ა­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე მო­სახ­ლე­ო­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე შე­ტყო­ბი­ნე­ბა შე­ვი­და.

სი­ტუ­ა­ცი­ის შეს­წავ­ლის მიზ­ნით, რუს­თა­ვის მე­რი­ის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ტყო­ბი­ნე­ბის ად­გილ­ზე არი­ან გა­სუ­ლი. რაც შე­ე­ხე­ბა სპორ­ტის #2-თან წაქ­ცე­ულ ხე­ებს, გზის სა­ვა­ლი ნა­წი­ლის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად აღ­ნიშ­ნულ ქუ­ჩა­ზე ა(ა)იპ "უზ­რუნ­ველ­ყო­ფის" სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მუ­შა­ო­ბენ.

იხი­ლეთ: ძლი­ე­რი ქარი სა­ქარ­თვე­ლო­ში - ფო­ტო­ე­ბი თბი­ლი­სი­დან და რე­გი­ო­ნე­ბი­დან

ძლი­ე­რი ქა­რია გორ­შიც. და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლის ქუ­ჩა­ზე კვერ­ნა­ძე­ე­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს ქარ­მა სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და. ოჯა­ხის ერთ-ერთი წევ­რის, ტა­ტი­ა­ნა კვერ­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ოჯახს არ გა­აჩ­ნია სახ­სრე­ბი, რომ თა­ვად შე­ა­კე­თოს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვი. ნა­ლე­ქის შემ­თხვე­ვა­ში კი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი კი­დევ უფრო მე­ტად და­ზი­ან­დე­ბა.

ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ რო­გორც სა­მაშ­ვე­ლო სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, ასე­ვე გო­რის მე­რი­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი არ გა­კე­თე­ბუ­ლა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გე­ბის შეს­წავ­ლამ­დე კონ­კრე­ტუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გა­კე­თე­ბუ­ლა.

აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის გარ­და ქარ­მა და­ა­ზი­ა­ნა შინ­დი­სის გზატ­კე­ცილ­ზე რკი­ნა­ბე­ტო­ნის ქარ­ხნის სა­ხუ­რა­ვიც. გარ­და ამი­სა, ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ უბან­ში მდე­ბა­რე რამ­დე­ნი­მე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სა­ხუ­რა­ვი ნა­წი­ლობ­რივ და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, თუმ­ცა სა­ხუ­რა­ვის მა­სა­ლე­ბი კორ­პუ­სე­ბი­დან არ გად­მოც­ვე­ნი­ლა.

წა­ი­კი­თხეთ: რო­გო­რი ამინ­დი იქ­ნე­ბა 21 მარ­ტი­დან 26 მარ­ტის ჩათ­ვლით

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილი - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

მოგლეჯილი ხეები, დაზიანებული სახლები, დამტვრეული ავტომობილი - ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა

ძლიერმა ქარმა თბილისსა და რეგიონებში პრობლემები შექმნა. ძლიერი ქარის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში გამოძახებების რაოდენობამ მოიმატა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დიღომში, "გუდვილთან" ერთ-ერთ ავტომობილს ხე დაეცა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ასევე, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე ძლიერმა ქარმა სარეკლამო ბანერები ჩამოაგდო.

იხილეთ ვიდეო

ყველაზე მეტი გამოძახება დიდი დიღმიდან და გლდანიდანაა. გამოძახებების ძირითადი მიზეზი ხის ტოტების მოტეხვაა. მათივე ინფორმაციით, გამოძახებებზე მყისიერი რეაგირება ხდება. 

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა რუსთავშიც. სპორტის ქუჩის #2-თან ქარმა ორი ხე მოგლიჯა. ხეების წაქცევის შედეგად, არავინ დაშავებულა. გარდა ამისა, რუსთავის მერიის "ცხელი ხაზის" ინფორმაციით, ძლიერი ქარის შედეგად სახურავის დაზიანების თაობაზე მოსახლეობის მიერ რამდენიმე შეტყობინება შევიდა.

სიტუაციის შესწავლის მიზნით, რუსთავის მერიის ინფრასტრუქტურის თანამშრომლები შეტყობინების ადგილზე არიან გასული. რაც შეეხება სპორტის #2-თან წაქცეულ ხეებს, გზის სავალი ნაწილის გასათავისუფლებლად აღნიშნულ ქუჩაზე ა(ა)იპ "უზრუნველყოფის" სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

იხილეთ: ძლიერი ქარი საქართველოში - ფოტოები თბილისიდან და რეგიონებიდან

ძლიერი ქარია გორშიც. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.

ადგილზე იმყოფებოდნენ როგორც სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, ასევე გორის მერიის წარმომადგენლები, თუმცა ჯერჯერობით კონკრეტული განცხადებები არ გაკეთებულა. შემთხვევის შედეგების შესწავლამდე კონკრეტული განცხადებები სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით არ გაკეთებულა.

აღნიშნული საცხოვრებელი სახლის გარდა ქარმა დააზიანა შინდისის გზატკეცილზე რკინაბეტონის ქარხნის სახურავიც. გარდა ამისა, ქალაქის ცენტრალურ უბანში მდებარე რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსის სახურავი ნაწილობრივ დაზიანებულია, თუმცა სახურავის მასალები კორპუსებიდან არ გადმოცვენილა.

წაიკითხეთ: როგორი ამინდი იქნება 21 მარტიდან 26 მარტის ჩათვლით

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი