პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 23:24-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – შეინარჩუნეთ ბალანსი. კარგია ვარჯიში. სასარგებლოა ყველაფრის გაწმენდა, მოწესრიგება. დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. კარგია მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების, სოკოსა და პარკოსნების მიღება.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ
წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ

12 მარტს სა­ქარ­თვე­ლოს მო­რა­გებ­თა ნაკ­რებ­მა "დი­ნა­მო არე­ნას" სტა­დი­ონ­ზე რუ­სე­თის ნაკ­რე­ბი ან­გა­რი­შით 28:14 და­ა­მარ­ცხა. სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის სა­რაგ­ბო და­პი­რის­პი­რე­ბა ყო­ველ­თვის სა­ინ­ტე­რე­სოა. ასე იყო 12 მარ­ტის თა­მა­შიც, თუმ­ცა ახლა მატჩზე არ ვი­სა­უბ­რებთ. თა­მა­შის შეს­ვე­ნე­ბი­სას ერთი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფაქ­ტი მოხ­და - და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვილ­მა შეყ­ვა­რე­ბულს, მა­რი­ამ ადე­იშ­ვილს ცო­ლო­ბა სთხო­ვა, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი უზარ­მა­ზა­რი ეკ­რა­ნის სა­შუ­ა­ლე­ბით მთელ­მა სტა­დი­ონ­მა იხი­ლა. მერე კი ამ ამ­ბის გან­ხილ­ვამ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­და­ი­ნაც­ვლა. ყვე­ლას აინ­ტე­რე­სებს, ვინ არის ახალ­გაზ­რდა წყვი­ლი და ბიჭი, რო­მელ­მაც გა­მორ­ჩე­უ­ლი სი­ურპრი­ზი მო­უ­წყო საყ­ვა­რელ გო­გო­ნას.

იხი­ლეთ ვი­დეო: ხე­ლის თხოვ­ნა სტა­დი­ონ­ზე

AMBEBI.GE და­ვით ნა­ნო­ბაშ­ვილს ესა­უბ­რა. იგი ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში მუ­შა­ობს და მა­რი­ამ ადე­იშ­ვილ­ზე რამ­დე­ნი­მე წე­ლია შეყ­ვა­რე­ბუ­ლია:

"იდეა ნა­წი­ლობ­რივ ჩემი იყო, ნა­წი­ლობ­რივ ჩემი მე­გობ­რე­ბის, რომ­ლე­ბიც მო­რაგ­ბე­ე­ბი არი­ან და ზოგი მათ­გა­ნი კი რაგ­ბის კავ­შირ­ში მუ­შა­ობს. ამ პე­რი­ოდ­ში ერ­თა­დერ­თი დიდი თა­მა­ში ეს უწევ­და და მას­შტა­ბუ­რი ხე­ლის თხოვ­ნა გა­მო­დი­ო­და, სწო­რედ ამი­ტომ და­ვამ­თხვი­ეთ ამ დღეს.

- დიდი ხანი გეგ­მავ­დი?

- ხე­ლის თხოვ­ნა და­ახ­ლო­ე­ბით 1 კვი­რით ადრე გა­დავ­წყვი­ტე და იმის მერე მი­დი­ო­და სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო სა­კი­თხე­ბის მოგ­ვა­რე­ბა, რომ ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­მო­სუ­ლი­ყო რო­გორც ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი გვქონ­და. მე და მა­რი­ა­მი სტა­დი­ონ­ზე ჩვე­უ­ლებ­რივ მი­ვე­დით, და­ვი­კა­ვეთ კუთ­ვნი­ლი ად­გი­ლე­ბი და და­ვე­ლო­დე შე­სა­ბა­მის დროს...

- ხე­ლის თხოვ­ნა სტა­დი­ონ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რის სა­შუ­ა­ლე­ბით 55 000-მა ადა­მი­ან­მა იხი­ლა, ეს რო­გორ მო­ა­ხერ­ხეთ?

- რო­გორც გი­თხა­რით ბევ­რი მე­გო­ბა­რი მყავს მოქ­მე­დი მო­რაგ­ბე, ასე­ვე რაგ­ბის კავ­შირ­შიც მყავს მე­გობ­რე­ბი, რომ­ლებ­საც ვთხო­ვე დახ­მა­რე­ბა და რომ გა­ი­გეს რა­საც ვა­პი­რებ­დი, უა­რის თქმა არც უფიქ­რი­ათ, იდეა მო­ე­წო­ნათ და ყვე­ლა­ნა­ი­რად გვერ­დში და­მიდ­გნენ, რომ ასე­თი ლა­მა­ზი წუ­თე­ბი მე­ჩუ­ქე­ბი­ნა ჩემი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის.

- თვი­თონ მა­რი­ა­მი ვე­რა­ფერს ხვდე­ბო­და?

- არა­თუ მა­ნამ­დე ვერ ხვდე­ბო­და ვე­რა­ფერს, მგო­ნი ახ­ლაც ვერ ხვდე­ბა, იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი და გა­სა­ო­ცა­რი სი­ურპრი­ზი იყო. ყვე­ლა­ზე მე­ტად სწო­რედ ამან გა­მა­ხა­რა, რომ მა­რი­ამს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, ასე ორი­გი­ნა­ლუ­რად ხე­ლის თხოვ­ნა. მა­რი­ა­მი ისევ ემო­ცი­ე­ბის ქვე­შაა და სა­ნამ გა­მო­ფხიზ­ლდე­ბა და უარს იტყვის, სა­ნამ ემო­ცი­ებ­შია უნდა ვიჩ­ქა­რო. ეს ბუ­ნებ­რი­ვია, ხუმ­რო­ბით. ისე კი მარ­თლა ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს ასე­თი ლა­მა­ზი წუ­თე­ბი ვა­ჩუ­ქე და გა­ვა­ხა­რე.

- სტა­დი­ონ­ზე შეკ­რე­ბილ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მაც ძა­ლი­ან თბი­ლად გა­მო­ხა­ტა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა და ასე­ვე, შემ­დეგ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­შიც დიდი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა ამ ამ­ბავს. თუ ელო­დით ხალ­ხის ასეთ რე­აქ­ცი­ას?

- ამას ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დი. სტა­დი­ო­ნის ოვა­ცი­ამ ძა­ლი­ან გა­მა­ბედ­ნი­ე­რა და გა­მა­ხა­რა, მაგ­რამ მერე სოცქსე­ლის რე­აქ­ცი­ამ სა­ერ­თოდ გა­მა­ო­ცა. რაც მთა­ვა­რია, იყო მხო­ლოდ პო­ზი­ტი­უ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი და ბუ­ნებ­რი­ვია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სხვა­თა შო­რის, გუ­შინ­დე­ლი თა­მა­ში­სად­მი მი­ძღვნი­ლი ბევ­რი სტა­ტია და სი­უ­ჟე­ტი ჩვე­ნი ფაქ­ტის გა­შუ­ქე­ბით და­ი­წყეს და სი­მარ­თლე რომ ვთქვა, ძა­ლი­ან მა­ხა­რებს ეს ამ­ბა­ვი და სა­სი­ა­მოვ­ნოდ ვარ გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი.

- ზო­გა­დად, ანე­ბივ­რებ საყ­ვა­რელ გო­გო­ნას სი­ურ­პი­ზე­ბით?

- სი­ურ­პი­ზებს ხში­რი სახე არ აქვს, თუმ­ცა მა­ინც ვა­ხერ­ხებ ხოლ­მე გა­ხა­რე­ბას და გა­ო­ცე­ბას. მაგ: და­ბა­დე­ბის დღე­ზე არ ელო­და და ფო­ი­ერ­ვერ­კე­ბი მო­ვუ­წყე, რა­მაც ძა­ლი­ან გა­ა­ხა­რა. კი­დევ ერთხელ მინ­და დიდი მად­ლო­ბა ვუ­თხრა ყვე­ლას, ვინც გვერ­დში და­მიდ­გა და პი­რა­დად მე ყო­ველ­თვის მზად ვარ, თუ ვინ­მეს დას­ჭირ­დე­ბა გვერ­დში და­ვუდ­გე.

იხი­ლეთ ვი­დეო: სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის რაგ­ბის მატ­ჩის შეს­ვე­ნე­ბა­ზე ბიჭ­მა გო­გო­ნას ხელი სთხო­ვა

ლადო გო­გო­ლა­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ

წყვილი, რომელზეც რაგბის მატჩის შემდეგ მთელი საქართველო საუბრობს - ემოციური ხელის თხოვნა 55 000 ადამიანის თვალწინ

12 მარტს საქართველოს მორაგებთა ნაკრებმა "დინამო არენას" სტადიონზე რუსეთის ნაკრები ანგარიშით 28:14 დაამარცხა. საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. ასე იყო 12 მარტის თამაშიც, თუმცა ახლა მატჩზე არ ვისაუბრებთ. თამაშის შესვენებისას ერთი ძალიან ლამაზი ფაქტი მოხდა - დავით ნანობაშვილმა შეყვარებულს, მარიამ ადეიშვილს ცოლობა სთხოვა, ეს ყველაფერი კი უზარმაზარი ეკრანის საშუალებით მთელმა სტადიონმა იხილა. მერე კი ამ ამბის განხილვამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. ყველას აინტერესებს, ვინ არის ახალგაზრდა წყვილი და ბიჭი, რომელმაც გამორჩეული სიურპრიზი მოუწყო საყვარელ გოგონას.

იხილეთ ვიდეო: ხელის თხოვნა სტადიონზე

AMBEBI.GE დავით ნანობაშვილს ესაუბრა. იგი ჯანდაცვის სამინისტროში მუშაობს და მარიამ ადეიშვილზე რამდენიმე წელია შეყვარებულია:

"იდეა ნაწილობრივ ჩემი იყო, ნაწილობრივ ჩემი მეგობრების, რომლებიც მორაგბეები არიან და ზოგი მათგანი კი რაგბის კავშირში მუშაობს. ამ პერიოდში ერთადერთი დიდი თამაში ეს უწევდა და მასშტაბური ხელის თხოვნა გამოდიოდა, სწორედ ამიტომ დავამთხვიეთ ამ დღეს.

- დიდი ხანი გეგმავდი?

- ხელის თხოვნა დაახლოებით 1 კვირით ადრე გადავწყვიტე და იმის მერე მიდიოდა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, რომ ყველაფერი ისე გამოსულიყო როგორც ჩაფიქრებული გვქონდა. მე და მარიამი სტადიონზე ჩვეულებრივ მივედით, დავიკავეთ კუთვნილი ადგილები და დაველოდე შესაბამის დროს...

- ხელის თხოვნა სტადიონზე განთავსებული მონიტორის საშუალებით 55 000-მა ადამიანმა იხილა, ეს როგორ მოახერხეთ?

- როგორც გითხარით ბევრი მეგობარი მყავს მოქმედი მორაგბე, ასევე რაგბის კავშირშიც მყავს მეგობრები, რომლებსაც ვთხოვე დახმარება და რომ გაიგეს რასაც ვაპირებდი, უარის თქმა არც უფიქრიათ, იდეა მოეწონათ და ყველანაირად გვერდში დამიდგნენ, რომ ასეთი ლამაზი წუთები მეჩუქებინა ჩემი საყვარელი ადამიანისთვის.

- თვითონ მარიამი ვერაფერს ხვდებოდა?

- არათუ მანამდე ვერ ხვდებოდა ვერაფერს, მგონი ახლაც ვერ ხვდება, იმდენად მოულოდნელი და გასაოცარი სიურპრიზი იყო. ყველაზე მეტად სწორედ ამან გამახარა, რომ მარიამს ძალიან გაუხარდა, ასე ორიგინალურად ხელის თხოვნა. მარიამი ისევ ემოციების ქვეშაა და სანამ გამოფხიზლდება და უარს იტყვის, სანამ ემოციებშია უნდა ვიჩქარო. ეს ბუნებრივია, ხუმრობით. ისე კი მართლა ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მომავალ მეუღლეს ასეთი ლამაზი წუთები ვაჩუქე და გავახარე.

- სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმაც ძალიან თბილად გამოხატა დამოკიდებულება და ასევე, შემდეგ სოციალურ ქსელშიც დიდი გამოხმაურება მოჰყვა ამ ამბავს. თუ ელოდით ხალხის ასეთ რეაქციას?

- ამას ნამდვილად არ ველოდი. სტადიონის ოვაციამ ძალიან გამაბედნიერა და გამახარა, მაგრამ მერე სოცქსელის რეაქციამ საერთოდ გამაოცა. რაც მთავარია, იყო მხოლოდ პოზიტიური კომენტარები და ბუნებრივია, ძალიან გამიხარდა. სხვათა შორის, გუშინდელი თამაშისადმი მიძღვნილი ბევრი სტატია და სიუჟეტი ჩვენი ფაქტის გაშუქებით დაიწყეს და სიმართლე რომ ვთქვა, ძალიან მახარებს ეს ამბავი და სასიამოვნოდ ვარ გაკვირვებული.

- ზოგადად, ანებივრებ საყვარელ გოგონას სიურპიზებით?

- სიურპიზებს ხშირი სახე არ აქვს, თუმცა მაინც ვახერხებ ხოლმე გახარებას და გაოცებას. მაგ: დაბადების დღეზე არ ელოდა და ფოიერვერკები მოვუწყე, რამაც ძალიან გაახარა. კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა და პირადად მე ყოველთვის მზად ვარ, თუ ვინმეს დასჭირდება გვერდში დავუდგე.

იხილეთ ვიდეო: საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩის შესვენებაზე ბიჭმა გოგონას ხელი სთხოვა

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი