პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან
ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს  - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან

ჯას­პერ ბლე­ქი თით­ქმის ყვე­ლა ქარ­თველ­მა გა­იც­ნო ერთ დღე­ში. ჰო­ლან­დი­ე­ლი მოგ­ზა­უ­რი ის იღ­ბლი­ა­ნი მე- 6 000 000 ტუ­რის­ტი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი გად­მოკ­ვე­თა. აქ მას სი­ურპრი­ზე­ბით სავ­სე ერთი კვი­რა ელო­და. ვი­დე­ორ­გოლ­ში, რო­მე­ლიც ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს ტუ­რიზ­მის ეროვ­ნუ­ლი ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ინი­ცი­ა­ტი­ვით დამ­ზად­და, ნაჩ­ვე­ნე­ბია, თუ რო­გორ ხვდე­ბი­ან აე­რო­პორ­ტში სა­პა­ტიო სტუ­მარს. ჯას­პერს მას­პინ­ძლო­ბას ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პირი - სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი უწევს, რო­მე­ლიც სტუ­მარს თა­ვად აც­ნობს ქარ­თულ კუ­ლი­ნა­რი­ას, ფოლკ­ლორ­სა და ხალ­ხურ მუ­სი­კას (იხი­ლეთ ვი­დეო)

Georgian Journal-მა ექ­სკლუ­ზი­უ­რად ჩა­წე­რა ინ­ტერ­ვიუ წლის ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რულ და იღ­ბლი­ან ტუ­რის­ტთან. ჯას­პერ ბლე­ქი იმ ჯა­დოს­ნურ ერთ კვი­რას იხ­სე­ნებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში გა­ა­ტა­რა:

"გა­ვი­ზარ­დე ჰო­ლან­დი­ა­ში, თით­ქმის ორი წლის წინ წა­ვე­დი ეს­პა­ნეთ­ში ბარ­სე­ლო­ნა­ში. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მიყ­ვარს წერა, ვი­დე­ო­ე­ბის გა­და­ღე­ბა მოგ­ზა­უ­რო­ბა. მოგ­ზა­უ­რო­ბა და რა­ი­მეს შექ­მნა (მა­გა­ლი­თად მუ­სი­კის, ვი­დე­ოს) ჩემი მთა­ვა­რი გა­მოწ­ვე­ვე­ბია. ბოლო ექვს თვე­ში შე­მო­ვი­ა­რე 4 კონ­ტი­ნენ­ტი, ეს იყო გი­ჟუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, ეს არის ის, რის­თვი­საც ვცხოვ­რობ. გა­დავ­წყვი­ტე არ დავ­ხარ­ჯო ფული უკა­ნას­კნე­ლი თა­ო­ბის მო­ბი­ლურ­სა და ლეპ­ტოპ­ში და დავ­ხარ­ჯო რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში გა­სამ­გზავ­რე­ბელ ბი­ლეთ­ში.

მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე ბლო­გის წერა რამ­დე­ნიმ­მე თვის წინ და­ვი­წყე. როცა მოგ­ზა­უ­რობ, უამ­რავ ადა­მი­ანს ხვდე­ბი და იც­ნობ, ულა­მა­ზეს ად­გი­ლებს ათ­ვა­ლი­ე­რებ, შე­იგ­რძნობ ათა­სო­ბით არაჩ­ვე­უ­ლებ­რივ ის­ტო­რი­ას, ამი­ტომ და­ვი­წყე მათი შეგ­რო­ვე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ამ ყვე­ლა­ფერ­ზე ვწერ­დი, მაგ­რამ ექ­ვსი თვის წინ გა­დავ­წყვი­ტე წე­რი­დან ვი­დე­ოს კე­თე­ბა­ზე გა­დავ­სუ­ლი­ყა­ვი.

- რო­გორ შე­ი­ტყვეთ სა­ქარ­თვე­ლოს შე­სა­ხებ?

- და­ახ­ლო­ე­ბით სამი წლის წინ, როცა ჯერ კი­დევ ჰო­ლან­დი­ა­ში ვცხოვ­რობ­დი, ვმუ­შა­ო­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტუ­დენ­ტე­ბის ჯგუფ­თან, რომ­ლებ­საც ჰო­ლან­დი­ის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს და სამ­ზა­რე­უ­ლოს ვაც­ნობ­დი. მათ შო­რის იყო ქარ­თვე­ლი გო­გო­ნა ნი­ნუ­ცა (24 წლის ნინო ნა­ნი­ტაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი ჯგუ­ფი - google developer group-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ავტ), რო­მე­ლიც ჰო­ლან­დი­ა­ში სას­წავ­ლებ­ლად იყო. დავ­მე­გობ­რდით, მან ორი წლის წინ სა­კუ­თარ ქორ­წილ­შიც დამ­პა­ტი­ჟა, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, ვერ ჩა­მო­ვე­დი. მას შემ­დეგ კი­დევ რამ­დენ­ჯერ­მე მო­მიწ­ვია სა­ქარ­თვე­ლო­ში, თუმ­ცა აქამ­დე ვერ მო­ვა­ხერ­ხე ჩა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი. აე­რო­პორ­ტში ნი­ნუ­ცა და მისი ქმა­რი უნდა დამ­ხვედ­როდ­ნენ და ამის ნაც­ვლად ეს ყვე­ლა­ფე­რი მოხ­და... და­ვი­ნა­ხე კაცი, რო­მელ­საც ხელ­ში ჩემი სა­ხე­ლი ეჭი­რა, ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი და არა ის, რომ­ლი­თაც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიც­ნო­ბენ. ასე რომ, ვი­ფიქ­რე, რად­გან ჩემი ნამ­დვი­ლი სა­ხე­ლი აწე­რია, ის ნი­ნუ­ცას გა­მოგ­ზავ­ნი­ლია. ამი­ტო­მაც გავ­ყე­ვი. მერე იცით რაც მოხ­და, მო­მა­ტა­რეს ქა­ლა­ქი, სა­დაც ჩემი სახე ჩან­და ბილ­ბორ­დებ­ზე, შემ­დეგ კი იმ მთა­ზე ამიყ­ვა­ნეს (მთაწ­მინ­და). როცა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი წა­ვი­და, მხო­ლოდ ამის შემ­დეგ, ბო­ლოს და ბო­ლოს ვნა­ხე ჩემი მე­გო­ბა­რი.

- რა იფიქ­რეთ პირ­ვე­ლად, როცა მან­ქა­ნა­ში ჩა­ჯე­ქით და ეს თავ­გა­და­სა­ვა­ლი და­ი­წყო?

- წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და რა ხდე­ბო­და, ამი­ტომ თა­ვი­დან ცოტა ავ­ნერ­ვი­ულ­დი კი­დეც, თუმ­ცა მერე როცა მათ­გან წე­რი­ლი მი­ვი­ღე, დავ­მშვიდ­დი. მერე როცა პო­ლი­ცი­ის ეს­კორ­ტიც და­ვი­ნა­ხე, მივ­ხვდი, რომ ცუდი არა­ფე­რი მე­მუქ­რე­ბო­და. თავ­ში მხო­ლოდ ის მიტ­რი­ა­ლებ­და, ნი­ნუ­ცა ასე­თი ვინ არის, ან მისი მამა, მე­უღ­ლე ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან-მეთ­ქი. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არც კი ვი­ცო­დი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ვინ იყო, როცა ხელი ჩა­მო­მარ­თვა და მი­თხრა, რომ მე-6 000 000 ტუ­რის­ტი ვარ, მივ­ხვდი რომ არ მე­ხუმ­რე­ბოდ­ნენ, იმ­დე­ნად ოფი­ცი­ა­ლუ­რი იყო ყვე­ლა­ფე­რი. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლოა ის, რომ ძა­ლი­ან მში­ე­რი ვი­ყა­ვი. და­სა­წყის­ში ღვი­ნო, სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი ყვე­ლი, თხი­ლე­უ­ლი ეწყო მა­გი­და­ზე, მაგ­რამ ჩემ გვერ­დით პრე­მი­ე­რი იჯდა და მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბო­და. მაგ­რამ თან­და­თან ვე­ღა­რა­ფერ­ზე ვფიქ­რობ­დი, გარ­და ყვე­ლა ამ გემ­რი­ე­ლო­ბის ჭა­მი­სა.

- რაზე ესა­უბ­რე­ბო­დით პრე­მი­ერს?

- მის ოჯახ­ზე, ჩემს ძმებ­ზე. ყო­ველ წელს მე და ჩემი ძმე­ბი რო­მე­ლი­მე ქვე­ყა­ნა­ში ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს. გა­სულ წელს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, ამ წელს ბარ­სე­ლო­ნა­ში. ახლა დავ­გეგ­მეთ, რომ ოდეს­მე სა­ქარ­თვე­ლო­შიც შე­ვიკ­რი­ბე­ბით. პრე­მი­ერ­თან ბარ­სე­ლო­ნა­ზეც ვი­სა­უბ­რეთ, მე­ო­რე დღეს მად­რიდ­ში მიფ­რი­ნავ­და მგო­ნი კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე.

- რას იტყვით ქარ­თულ სამ­ზა­რე­უ­ლო­ზე?

- უამ­რა­ვი რამ გავ­სინ­ჯე, მაგ­რამ სა­უ­კე­თე­სო და ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი ნიგვზი­ა­ნი ბად­რი­ჯა­ნია, რო­მელ­საც სი­ა­მოვ­ნე­ბით შევ­ჭამ­დი ყო­ველ­დღე. ხინ­კა­ლი ცოტა უც­ნა­უ­რი საჭ­მე­ლია, მაგ­რამ ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა. მო­მე­წო­ნა ხა­ჭა­პუ­რიც. გაქვთ არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ღვი­ნო­ე­ბი და ჭაჭა, რო­მე­ლიც ჯერ ვერ გა­ვარ­კვიე, მიყ­ვარს თუ მე­ზი­ზღე­ბა. როცა მას ვსვამ­დი, ნა­ბა­ხუ­სევ­ზე მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ "კი­დევ და­ლიე და უკეთ გახ­დე­ბიო".

- მოგ­ვი­ყე­ვით თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში...

- თბი­ლის­ში ორი დღე გა­ვა­ტა­რე, შემ­დეგ კი მა­ტა­რებ­ლით ბა­თუმ­ში წა­ვე­დი, რო­მე­ლიც არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. მო­მე­წო­ნა მა­ტა­რე­ბე­ლიც, არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­დე­ბი მგზავ­რო­ბის დროს. ბა­თუმ­ში ერთი ღამე გა­ვა­ტა­რე და გო­დერ­ძი­ზე წა­ვე­დით. ზამ­თრის კუ­რორ­ტი სუ­პერ-შთამ­ბეჭ­და­ვია! იქე­დან კი კა­ხეთ­ში წა­მო­ვე­დით. სა­ერ­თო ჯამ­ში, 7 დღე გა­ვა­ტა­რე სა­ქარ­თვე­ლო­ში. ამ დრო­ში ჩემი მე­გო­ბა­რი ნი­ნუ­ცა სულ სამი დღის მან­ძილ­ზე ვნა­ხე. მთე­ლი დრო­ის მან­ძილ­ზე გა­დამ­ღე­ბი ჯგუ­ფი იყო ჩემ­თან ერ­თად, ყვე­ლა სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნია! ეს ნამ­დვი­ლად გი­ჟუ­რი თავ­გა­და­სა­ვა­ლი იყო!

- აპი­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბას?

- ალ­ბათ ზა­ფხულ­ში ჩა­მო­ვალ. მომ­წონს ბარ­სე­ლო­ნა­ში ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა ვინ იცის, იქ­ნებ სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთი წლით ჩა­მოს­ვლა­ზეც ვი­ფიქ­რო, სა­ინ­ტე­რე­სო სამ­სა­ხუ­რი ვნა­ხო აქ. მე გახ­სნი­ლი ვარ ახა­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის­თვის.

- რას ეტყვით მათ, ვი­საც ჯერ სა­ქარ­თვე­ლო არ უნა­ხავს?

- რა­ღაც­ნა­ი­რად მინ­და სა­ქარ­თვე­ლო მხო­ლოდ ჩემ­თვის შე­ვი­ნა­ხო. ეს ცოტა ეგო­ის­ტუ­რია, თუმ­ცა რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, რომ ის აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ნა­ხონ. ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლია. არ გავს არა­ფერს რაც აქამ­დე მი­ნა­ხავს, ქვე­ყა­ნა არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია, ხალ­ხი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვია. თუ კი ვინ­მე ჯერ კი­დევ ფიქ­რობს, ჩა­მო­ვი­დეს თუ არა სა­ქარ­თვე­ლო­ში, უნდა შე­წყვი­ტოს ფიქ­რი და იყი­დოს ბი­ლე­თი!

ლიკა ჭიღ­ლა­ძე Georgian Journal-ის­თვის

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად და ნა­ხეთ მეტი ფოტო Georgian Journal-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან

ვის სანახავად ჩამოვიდა საქართველოში ჯასპერ ბლექი და რაზე ესაუბრა პრემიერს  - ექსკლუზიური ინტერვიუ მე-6 000 000 ტურისტთან

ჯასპერ ბლექი თითქმის ყველა ქართველმა გაიცნო ერთ დღეში. ჰოლანდიელი მოგზაური ის იღბლიანი მე- 6 000 000 ტურისტი აღმოჩნდა, რომელმაც საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა. აქ მას სიურპრიზებით სავსე ერთი კვირა ელოდა. ვიდეორგოლში, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინიციატივით დამზადდა, ნაჩვენებია, თუ როგორ ხვდებიან აეროპორტში საპატიო სტუმარს. ჯასპერს მასპინძლობას ქვეყნის პირველი პირი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უწევს, რომელიც სტუმარს თავად აცნობს ქართულ კულინარიას, ფოლკლორსა და ხალხურ მუსიკას (იხილეთ ვიდეო)

Georgian Journal-მა ექსკლუზიურად ჩაწერა ინტერვიუ წლის ყველაზე პოპულარულ და იღბლიან ტურისტთან. ჯასპერ ბლექი იმ ჯადოსნურ ერთ კვირას იხსენებს, რომელიც საქართველოში გაატარა:

"გავიზარდე ჰოლანდიაში, თითქმის ორი წლის წინ წავედი ესპანეთში ბარსელონაში. პროფესიით ჟურნალისტი ვარ. მიყვარს წერა, ვიდეოების გადაღება მოგზაურობა. მოგზაურობა და რაიმეს შექმნა (მაგალითად მუსიკის, ვიდეოს) ჩემი მთავარი გამოწვევებია. ბოლო ექვს თვეში შემოვიარე 4 კონტინენტი, ეს იყო გიჟური მოგზაურობა, ეს არის ის, რისთვისაც ვცხოვრობ. გადავწყვიტე არ დავხარჯო ფული უკანასკნელი თაობის მობილურსა და ლეპტოპში და დავხარჯო რომელიმე ქვეყანაში გასამგზავრებელ ბილეთში.

მოგზაურობაზე ბლოგის წერა რამდენიმმე თვის წინ დავიწყე. როცა მოგზაურობ, უამრავ ადამიანს ხვდები და იცნობ, ულამაზეს ადგილებს ათვალიერებ, შეიგრძნობ ათასობით არაჩვეულებრივ ისტორიას, ამიტომ დავიწყე მათი შეგროვება. თავდაპირველად ამ ყველაფერზე ვწერდი, მაგრამ ექვსი თვის წინ გადავწყვიტე წერიდან ვიდეოს კეთებაზე გადავსულიყავი.

- როგორ შეიტყვეთ საქართველოს შესახებ?

- დაახლოებით სამი წლის წინ, როცა ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ვცხოვრობდი, ვმუშაობი საერთაშორისო სტუდენტების ჯგუფთან, რომლებსაც ჰოლანდიის ღირსშესანიშნაობებს და სამზარეულოს ვაცნობდი. მათ შორის იყო ქართველი გოგონა ნინუცა (24 წლის ნინო ნანიტაშვილი, რომელიც საქართველოში პირველი ტექნოლოგიური ჯგუფი - google developer group-ის დამფუძნებელია, ავტ), რომელიც ჰოლანდიაში სასწავლებლად იყო. დავმეგობრდით, მან ორი წლის წინ საკუთარ ქორწილშიც დამპატიჟა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ ჩამოვედი. მას შემდეგ კიდევ რამდენჯერმე მომიწვია საქართველოში, თუმცა აქამდე ვერ მოვახერხე ჩამოვსულიყავი. აეროპორტში ნინუცა და მისი ქმარი უნდა დამხვედროდნენ და ამის ნაცვლად ეს ყველაფერი მოხდა... დავინახე კაცი, რომელსაც ხელში ჩემი სახელი ეჭირა, ჩემი ნამდვილი სახელი და არა ის, რომლითაც სოციალურ ქსელში მიცნობენ. ასე რომ, ვიფიქრე, რადგან ჩემი ნამდვილი სახელი აწერია, ის ნინუცას გამოგზავნილია. ამიტომაც გავყევი. მერე იცით რაც მოხდა, მომატარეს ქალაქი, სადაც ჩემი სახე ჩანდა ბილბორდებზე, შემდეგ კი იმ მთაზე ამიყვანეს (მთაწმინდა). როცა პრემიერ-მინისტრი წავიდა, მხოლოდ ამის შემდეგ, ბოლოს და ბოლოს ვნახე ჩემი მეგობარი.

- რა იფიქრეთ პირველად, როცა მანქანაში ჩაჯექით და ეს თავგადასავალი დაიწყო?

- წარმოდგენაც არ მქონდა რა ხდებოდა, ამიტომ თავიდან ცოტა ავნერვიულდი კიდეც, თუმცა მერე როცა მათგან წერილი მივიღე, დავმშვიდდი. მერე როცა პოლიციის ესკორტიც დავინახე, მივხვდი, რომ ცუდი არაფერი მემუქრებოდა. თავში მხოლოდ ის მიტრიალებდა, ნინუცა ასეთი ვინ არის, ან მისი მამა, მეუღლე ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან-მეთქი. სიმართლე გითხრათ, არც კი ვიცოდი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვინ იყო, როცა ხელი ჩამომართვა და მითხრა, რომ მე-6 000 000 ტურისტი ვარ, მივხვდი რომ არ მეხუმრებოდნენ, იმდენად ოფიციალური იყო ყველაფერი. ყველაზე სასაცილოა ის, რომ ძალიან მშიერი ვიყავი. დასაწყისში ღვინო, სხვადასხვანაირი ყველი, თხილეული ეწყო მაგიდაზე, მაგრამ ჩემ გვერდით პრემიერი იჯდა და მეუხერხულებოდა. მაგრამ თანდათან ვეღარაფერზე ვფიქრობდი, გარდა ყველა ამ გემრიელობის ჭამისა.

- რაზე ესაუბრებოდით პრემიერს?

- მის ოჯახზე, ჩემს ძმებზე. ყოველ წელს მე და ჩემი ძმები რომელიმე ქვეყანაში ვხვდებით ერთმანეთს. გასულ წელს დიდ ბრიტანეთში, ამ წელს ბარსელონაში. ახლა დავგეგმეთ, რომ ოდესმე საქართველოშიც შევიკრიბებით. პრემიერთან ბარსელონაზეც ვისაუბრეთ, მეორე დღეს მადრიდში მიფრინავდა მგონი კონფერენციაზე.

- რას იტყვით ქართულ სამზარეულოზე?

- უამრავი რამ გავსინჯე, მაგრამ საუკეთესო და ყველაზე გემრიელი ნიგვზიანი ბადრიჯანია, რომელსაც სიამოვნებით შევჭამდი ყოველდღე. ხინკალი ცოტა უცნაური საჭმელია, მაგრამ ძალიან მომეწონა. მომეწონა ხაჭაპურიც. გაქვთ არაჩვეულებრივი ღვინოები და ჭაჭა, რომელიც ჯერ ვერ გავარკვიე, მიყვარს თუ მეზიზღება. როცა მას ვსვამდი, ნაბახუსევზე მეუბნებოდნენ "კიდევ დალიე და უკეთ გახდებიო".

- მოგვიყევით თქვენს მოგზაურობაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში...

- თბილისში ორი დღე გავატარე, შემდეგ კი მატარებლით ბათუმში წავედი, რომელიც არაჩვეულებრივია. მომეწონა მატარებელიც, არაჩვეულებრივი ხედები მგზავრობის დროს. ბათუმში ერთი ღამე გავატარე და გოდერძიზე წავედით. ზამთრის კურორტი სუპერ-შთამბეჭდავია! იქედან კი კახეთში წამოვედით. საერთო ჯამში, 7 დღე გავატარე საქართველოში. ამ დროში ჩემი მეგობარი ნინუცა სულ სამი დღის მანძილზე ვნახე. მთელი დროის მანძილზე გადამღები ჯგუფი იყო ჩემთან ერთად, ყველა საოცარი ადამიანია! ეს ნამდვილად გიჟური თავგადასავალი იყო!

- აპირებთ საქართველოში დაბრუნებას?

- ალბათ ზაფხულში ჩამოვალ. მომწონს ბარსელონაში ცხოვრება, თუმცა ვინ იცის, იქნებ საქართველოში ერთი წლით ჩამოსვლაზეც ვიფიქრო, საინტერესო სამსახური ვნახო აქ. მე გახსნილი ვარ ახალი შესაძლებლობებისთვის.

- რას ეტყვით მათ, ვისაც ჯერ საქართველო არ უნახავს?

- რაღაცნაირად მინდა საქართველო მხოლოდ ჩემთვის შევინახო. ეს ცოტა ეგოისტურია, თუმცა რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ის აუცილებლად უნდა ნახონ. ის განსაკუთრებული ადგილია. არ გავს არაფერს რაც აქამდე მინახავს, ქვეყანა არაჩვეულებრივია, ხალხი არაჩვეულებრივია. თუ კი ვინმე ჯერ კიდევ ფიქრობს, ჩამოვიდეს თუ არა საქართველოში, უნდა შეწყვიტოს ფიქრი და იყიდოს ბილეთი!

ლიკა ჭიღლაძე Georgian Journal-ისთვის

წაიკითხეთ ვრცლად და ნახეთ მეტი ფოტო Georgian Journal-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი